მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 ტერენტი (კვირკველია) გრანელი (1897-1934) http://i081.radikal.ru/0902/83/4dd7cb9ae155.jpg დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. ხელმოკლეობის მიუხედავად, ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) პოეტი მეექვსე კლასიდან მოწყვიტა სწავლას. იგი გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა, მხოლოდ წიგნებში პოულობდა მეგობარს. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციაში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე. თბილისშივე დაიწყო ლექსების წერა. ფსევდონიმად "გრანელი" 1919 წელს დაირქვა. ტერენტის დების, მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, ლათინური სიტყვა "Granum" (მარცვალი) პოეტს შეგნებულად აურჩევია: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო". გრანელის ლექსები სევდითა და მისტიციზმით არის გამსჭვალული, ამის გამო დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი "ია" და ჟურნალი "კრონოსოს სარკე". ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე. გალაკტიონიც აფასებდა გრანელის პოეტურ ტალანტს. კონსტანტინე გამსახურდიამაც შესანიშნავი რეცენზია დაუწერა. ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევდა. გაიგონებდა თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკას, პროცესიას აედევნებდა და მდუმარედ მიჰყვებოდა სასაფლაომდე. ხშირად ესწრებოდა წირვას, უყვარდა კათოლიკეთა ეკლესიის ორღანის ხმა. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგას ქუჩაში და გარინდებული უსმენდა როიალის ხმას. გამოსცა კრებულები "სამგლოვიარო ხაზები" 1921, "სულიდან საფლავები" 1922, "Memento Mori" (გახსოვდეს სიკვდილი) 1924. იდეოლოგიური ზეწოლის გამო ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი 1926 წელს დაბეჭდა. შემდეგ გაზეთებიც აღარ უბეჭდავდნენ ლექსებს. მალე პოეტს დეპრესია დაეწყო. იმ პერიოდის წერილები, დღიურის ჩანაწერები და ლირიკა მოწმობს მის სულიერ მსხვრევას. თვითონაც გრძნობდა თავის ტრაგედიას და ეს უფრო უმძიმებდა მდგომარეობას. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. გარდაიცვალა 37 წლის, თბილისში, "არამიანცის" საავადმყოფოში. დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. 1980-იანი წლებიდან ამ თვალსაჩინო ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sasruli Posted July 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2009 9 ივლისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე კავკასიურ სახლშიგაიმართება ტერენტი გრანელის ხსოვნისადმიმიძღვნილი საღამო. გალაკტიონის ქუჩა, #20 (ყოფილი მერიის უკან) http://i077.radikal.ru/0907/9a/33d60fdddede.jpg *http://s47.radikal.ru/i118/0907/e3/0431ca026945.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.