მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 გურჯი ხათუნი (XIII საუკუნე) http://s41.radikal.ru/i094/0902/ef/6d0acb292e4d.jpg მეფე რუსუდანის უფროსი შვილი, დიდი თამარის შვილიშვილი. არზრუმის მფლობელის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინი (მუღისედინი) ასული. 1236-37 წელს მიათხოვეს რუმის სულთანს ყიას ედ-დინ (ყაისდინ) ქეი ხუსრვე II-ს, იმ დროს თამარი 12-13 წლის უნდა ყოფილიყო. ქმარი იმდენად იყო მოხიბლული საცოლის "ქმნულკეთილობით", რომ დათანხმდა ქრისტიანად დარჩენილიყო და მღვდლებიც კი წაიყვანა საქართველოდან. ყაისდინს ისე შეუყვრდა ცოლი, რომ სახელმწიფო საქმეებიც გადაავიწყდა, მოფერებით გურჯი-ხათუნს და ჰანდე-ხათუნს (პირმომღიმარს) ეძახდა. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ უ ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. თამარს შეეძინა შვილი ალა ად-დინ ქაიკუბადი. თუმცა ცოლ-ქმრის ასეთი განუზომელი სიყვარული რუსუდანის ჩარევის შემდეგ დასრულდა. თამარსაც მაჰმადიანობა მიაღებინეს. 1246 წელს, სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციის მიხედვით, სულთნის ქვრივი, გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ედ-დინ რუმთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მშვენებაა. ერზრუმში დღესაც დგას ჩიფთე მინარე (წყვილი მინარეთი), რომელიც გურჯი-ხათუნმა ააგებინა და ხელოვანთა თავშეყრის ადგილად აქცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.