Jump to content
Planeta.Ge

ლევან II დადიანი (XVII საუკუნე)


Recommended Posts

ლევან II დადიანი (XVII საუკუნე)

 

ოდიშის მთავარი. 1615 წელს იძულებული გახდა ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა ეკისრა. 1612 წელს დაუკავშირდა გურიისა და აფხაზეთის მთავრებს და დაუპირისპირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს, რომელიც 1623 წელს დაამარცხა გოჭოურასთან. მომდევნო წლებში იგი ხშირად ესხმოდა თავს აფხაზეთის სამთავროს. 1625 წელს ტახტიდან ჩამოაგდო გურიის მთავარი სიმონი და მის ნაცვლად ტახტზე აფხაზეთის კათოლიკოსი მალაქია გურიელი აიყვანა. ამის შემდეგ სიკვდილამდე გურიის სამთავრო მას ემორჩილებოდა, 1633 წელს ლევან დადიანი ქართლის მეფეს, როსტომს დაუკავშირდა და მას თავისი და, მარიამი მიათხოვა. ამ აქტით მან კავშირი გააბა ირანთან, საიდანაც ფულად სუბსიდიებს იღებდა. იმერეთის მეფე გიორგი III შეეცადა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისათვის, მაგრამ ბაღდათთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. მეფის გამოსასყიდში ლევან დადიანმა მიიღო ვაკე-ტერიტორია მდინარე ცხენიწყალსა და მდინარე რიონს შორის. ამის შემდეგ ლევან დადიანი შეეცადა თავის მფლობელობაში გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო, მაგრამ ვერც იმერეთისა და ვერც აფხაზეთის დამორჩილება ვერ შეძლო, მისი ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ქვეყნის გაჩანაგების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.

 

1636 წელს ლევან დადიანი შეეცადა ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან და ცნობა გაგზავნა მოსკოვს, მაგრამ მისი ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა.

 

ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპულად გარდაქმნის აუცილებლობა. იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებსა და ხელოსნებს. აქტიურად ეწეოდა სამთავროს ეკონომიკური და კულტურული აღმშენებლობის საქმეს. რუხი ქალაქად აქცია და ზარაფხანა გახსნა. მან შეაკეთა და ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი. დადიანის კარზე გადაიწერა "ვეფხისტყაოსნის" დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერი, რომელიც მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...