მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 მარიამ დადიანი (XVII საუკუნე) http://i024.radikal.ru/0902/46/0a43a4738e25.jpg ქართლის დედოფალი, საზოგადო და კულტურული მოღვაწე. იყო მანუჩარ I დადიანისა და კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ქალიშვილის, ნესტან-დარეჯანის ასული. 1621 წელს მისთხოვდა მამია II გურიელის ძეს, სიმონს. როცა ამ უკანასკნელმა მამია გურიელი მოკლა, მარიამი თავისმა ძმამ, სამეგრელოს მთავარმა, ლევან II დადიანმა უკან წამოიყვანა და ამის შემდეგ მარიამი თავის შვილთან, ოტიასთან ერთად ძმის სასახლეში ცხოვრობდა. 1634 წელს ირანის შაჰის თანხმობით, მარიამი ქართლის მეფე როსტომმა შეირთო. ეს აქტი მიმართული იყო თეიმურაზ I-ისა და გიორგი III-ის წინააღმდეგ. როსტომის გარდაცვალების შემდეგ მარიამი შაჰის ბრძანებით თბილისის ციხეში გამოკეტეს, ხოლო 1658 წელს ყაენის დაძალებით იგი მეორე ცოლად შეირთო ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (შაჰნავაზ I) და "ესუა ორივე ცოლი". მარიამი იყო ქართლის კათოლიკოსის, ევდემოზ დიასამიძის სულიერი შვილი, რომელიც სათავეში ედგა როსტომ მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას და ამის გამო სასტიკად იქნა დასჯილი. მარიამი ცდილობდა ქრისტიანთა დაცვას, მფარველობას უწევდა მათ. ზრუნავდა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთებასა და შემკობაზე. ხელახლა ააშენა ბოლნისის ეკლესია, განაახლა რუისის ეკლესია და სხვა. საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარა სვეტიცხოველს, შეაკეთა და აღადგინა მისი გუმბათი. აგროვებდა და ამკობდა ქართულ ხელნაწერებს, თავისი ხარჯით ყიდულობდა მტრების მიერ მიტაცებულ ხელნაწერ წიგნებს. მარიამის თაოსნობით 1633-1646 წლებში გადაწერილ იქნა "ქართლის ცხოვრება", რომელიც "მარიამისეული ქართლის ცხოვრების" სახელითაა ცნობილი, მოიცავს 932 გვერდს და ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი უძვირფასესია - დაწერილია მუქ თეთრ ქაღალდზე, ლამაზი მხედრული ხელით, ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის მაგარ ყდაში. აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ 1884 წელს. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მარიამ დედოფალს თამარ დედოფალს ადარებდნენ მოღვაწეობითა და საქმიანობით. მისი ერთადერთი შვილი - ოტია გურიელი ნაადრევად გარდაიცვალა. მარიამ დედოფალმა თავისი შვილის საფლავზე ააგო და მოახატვინა მთავარანგელოზის ეკლესია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.