მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 დავით და კონსტანტინე (მხეიძეები) (VIII საუკუნის I ნახევარი) http://s42.radikal.ru/i096/0902/96/6c7dfd99f185.jpg არგვეთის (ზემო იმერეთის) მთავრები მერვე საუკუნის პირველ ნახევარში. გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილი არაბი სარდლის, მურვან ყრუს წინააღმდეგ. როგორც უცნობი ჰაგიოგრაფი მწერალი თავის ნაწარმოებში ("დავით და კონსტანტინეს მარტვილობა") გადმოგვცემს, მურვან ყრუმ ძმებს რჯულის შეცვლის სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ არგვეთის ერისთავებმა სასტიკი უარი განაცხადეს და გამაჰმადიანებას წამებით სიკვდილი არჩიეს. ისინი ჯერ სასტიკად სცემეს, მერე ხეზე ფეხებით დაკიდეს, ბოლოს კი მათი ნაგვემი სხეულები მდინარეში გადაყარეს. დავითისა და კონსტანტინეს ცხედრები ქართველებმა წყალწითელასკენ, ხარების ნაეკლესიართან, ძველთაძველ აკლდამაში ჩაასვენეს. შემდგომ ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. სამასი წელი ესვენა მათი ნეშტები იმ აკლდამაში, ვიდრე მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მესამემ დანგრეული ეკლესია არ აღადგინა და იქ გადაასვენა ძმების ნეშტები. ქართველმა ხალხმა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის წამებული ძმების პატივსაცემად საყოველთაო დღესასწაული დაადგინა - ე.წ. "დავით-კონსტანტინობა", ანუ "მოწამეობა". დავით და კონსტანტინე მხეიძეები ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.