მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 დაჩი (VI საუკუნის დამდეგი) ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასლის ძე. იზრდებოდა უჯარმაში, ამიტომ დაჩი უჯარმელად იწოდებოდა. დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა - "განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფეოდ". მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. დედაქალაქის თბილისში გადმოტანას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, სპარსელებთან მებრძოლი ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი ადგილი იყო. მოსახლეობამ სწაფად დაიწყო გამრავლება და თბილისმა ერთბაშად გაითქვა სახელი. "მოქცევაი ქართლისაი" ხატოვნად მოგვითხრობს ახალი დედაქალაქის აგების ამბავს: "მეფობდა დაჩი და კათალიკოზი იყო სამოელ. ამისსა ზე ქალაქსა ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამწმინდა ეკლესიაი აღაშენეს... მაშინ მცხეთაი ათხელდებოდა და თბილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდა და კალაი განდიდდებოდა". მარიამწმინდა დღეს ანჩისხატის ეკლესიად იწოდება და ის თბილისის ყველაზე ძველი ნაგებობაა. დედაქალაქის 1500 წლის იუბილესათვის ანჩისხატს რესტავრაცია ჩაუტარდა და აღმოჩნდა ქვა, რომელზედაც ჯვრის ამაღლების კომპოზიციაა გამოსახული. მართალია, წარწერა დაზიანებულია, მაგრამ ასე უნდა იკითხებოდეს: "უფალო, მეფესა დაჩის შეეწიე". ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ სპარსელებმა საქართველოს "დიდნი ჭირნი მოიწივნეს". დაჩის დიდხანს არ უმეფია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.