მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 დედა ფამარ მარჯანიშვილი (1869-1936) http://s61.radikal.ru/i172/0902/9f/d477fa09591e.jpg სქემიღუმენია, ერისქალობაში თამარ მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილის უფროსი და), თავადის ასული, იყო მდიდარი ქართული ოჯახის შვილი. მიღებული ჰქონდა უაღრესად კარგი აღზრდა-განათლება. მამა, ალექსანდრე, გარდაიცვალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამარი ძალიან პატარა იყო, ხოლო დედა 20 წლის ასაკში დაეღუპა. თამარს ჰქონდა დიდი მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა, ემზადებოდა პეტრბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა. ეს აზრი მას ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობისას გაუჩნდა. ოჯახისა და ნათესავების წინააღმდეგობის გამო თამარი სახლიდან გაიპარა და ბოდბის მონასტერში მივიდა. მონასტრის წინამძღოლმა დედა იუბენალიამ დაიყოლია ნათესავები და მათაც თამარს ნება დართეს მის მიერ არჩეული გზით ევლო. მონასტერში იგი ცხოვრობდა იღუმენია იუბენალიას უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც ძალიან შეეთვისა. მალე თამარი მონაზვნად აღკვეცეს და საეკლესიო სახელად იუბენალია უწოდეს. მალევე სრულიად ახალგაზრდა დედა ფამარი წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია გახდა, რომელშიც იმხანად სამასი და იმყოფებოდა. 1905 წელს დედა ფამარზე რევოლუციონერთა მხრიდან თავდასხმები განხორციელდა - ისინი ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს ახალგაზრდა იღუმენიას, ამიტომ უწმიდესი სინოდის ბრძანებით იგი მოსკოვში, პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად გადაიყვანეს. 1908 წელს დედა ფამარი სერაფიმო-პონეტაევის მონასტერში მივიდა, სადაც ღვთისმშობელი გამოეცხადა და საკუთარი მონასტრის დაარსება ურჩია. 1912 წელს ახალი სავანე მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა აკურთხა. სერაფიმო-ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება, ბოლშევიკებმა იგი 1924 წელს გაანადგურეს. 1931 წელს დედა ფამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ციხეში იგი მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე, მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას. შენარჩუნებული ჰქონდა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა საქართველო, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. ბოლოს ხუთი წლით ირკუტსკის ოლქში თავისუფალი გადასახლება მიუსაჯეს. ციმბირში დედა ფამარი ტუბერკულოზით დაავადდა და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.