Jump to content
Planeta.Ge

გიორგი დეკანოზიშვილი (1867-1910)


Recommended Posts

გიორგი დეკანოზიშვილი (1867-1910)

 

ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. "სოციალ-ფედერალისტების" პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

 

გიორგი დეკანოზიშვილი დაიბადა ქალაქ სარატოვში. მან ჯერ თბილისის რეალური სასწავლებელი, 1892 წელს კი პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი დაამთავრა.

 

1895 წლამდე დეკანოზიშვილი მუშაობდა მარგანეცის მრეწველის ნ. ღოღობერიძის საბადოების გამგედ, ხოლო 1995-97 წლებში - ბაქოში, ნობელის ნავთის სარეწებზე. 1901 წელს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ დეკანოზიშვილი მიავლინა ბრაზილიაში მარგანეცის მრეწველობისა და მარგანეცის ბაზრის საქმის შესასწავლად.

 

XIX საუკუნის 90-იან და ცხრაასიან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში". გიორგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

 

XX საუკუნის დასაწყისში საზღვარგარეთ ა. ჯორჯაძესთან ერთად გამოსცემდა გაზეთ "საქართველოს".

 

გიორგი დეკანოზიშვილი იყო ჟენევის 1904 წლის ქართველთა ინტერპარტიული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. რუსეთში პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს მან გემ "სირიუსით" სამშობლოში გამოგზავნა საზღვარგარეთ შეძენილი იარაღი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ის ემიგრაციაში წავიდა.

 

დეკანოზიშვილი გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში. დაკრძალულია თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...