Jump to content
Planeta.Ge

დემნა ბატონიშვილი (XII)


Recommended Posts

დემნა ბატონიშვილი (XII)

 

ქართველი უფლისწული. ძე დავით V-სა.

 

1155 წელს ერთიანი საქართველოს მეფე დემეტრე I ტახტიდან გადადგა და მეფობა უფროს ვაჟს, დავით V-ს დაუთმო, თუმცა ქვეყნის მართვა ამ უკანასკნელს დიდხანს არ დასცალდა. ექვს თვეში ის მოკლეს და ტახტზე დემეტრე I-ის უმცროსი ვაჟი - გიორგი ავიდა.

 

1177 წელს, როდესაც დავით V ვაჟიშვილმა დემნა (დემეტრე) ბატონიშვილმა სრულწლოვანებას მიაღწია, ბიძას ტახტის დათმობა მოსთხოვა. გიორგი III პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო დიდგვაროვნებმა დემნას დაუჭირეს მხარი. ხელმწიფის მმართველობას რეალური საფრთხე დაემუქრა. დემნა ბატონიშვილის აჯანყებას მისი სიმამრი, ამირსპასალარი ივანე ორბელი ხელმძღვანელობდა.

 

აჯანყებულებს მეფე გიორგის შეპყრობა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მეფემ საჩუქრებითა და დიდი წყალობით განმდგარ დიდგვაროვანთა ნაწილი თანდათან თავის მხარეს გადაიბირა. დემნა ბატონიშვილი მომხრეებთან ერთად ლორეს ციხეში გამაგრდა. გიორგი III-მ ციხეს ალყა შემოარტყა. აჯანყებულთა რიგები ნელ-ნელა შეთხელდა და, ბოლოს, დემნა ბატონიშვილი იძლებული შეიქნა მეფე-ბიძას შეწყალების იმედით ჩაბარებოდა, თუმცა აჯანყებული უფლისწული მეფის ბრძანებით დაასაჭურისეს და თვალები დათხარეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...