Jump to content
Planeta.Ge

გოგი დოლიძე (1954-1996)


Recommended Posts

გოგი დოლიძე (1954-1996)

 

http://s55.radikal.ru/i150/0902/59/bf551d4317cd.jpg

 

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ, 1998).

 

1976 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მღეროდა სტუდენტთა თვითშემოქმედებით ანსამბლში. 1979-96 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-90 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. ხმის საუცხოო ტემბრი, დიდი დიაპაზონი, შესრულების გამორჩეული მანერა და მდიდარი რეპერტუარი მისი წარმატების საფუძველი გახდა. გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს. 1976-83 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. გოგი დოლიძე ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა. მისი საყოველთაოდ ცნობილი სიმღერებია: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი" და სხვ. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...