Jump to content
Planeta.Ge

დოსითეოს ქუთათელი (XVIII-XIX)


Recommended Posts

დოსითეოს ქუთათელი (XVIII-XIX)

 

მიტროპოლიტი და დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი (1792-1815). კათოლიკოსობა უბოძა იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ, მაგრამ მისი კურთხევა არ მომხდარა. დოსითეოს ქუთათელი დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი. მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, იგი შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა იმ ჯგუფში, რომელთაც 1789 წელს წინადადებით მიმართეს ერეკლე მეორეს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. 1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე, რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სასტიკად გაუსწორდა - იგი რუსეთში გადასახლების დროს გზაში მოკლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...