Jump to content
Planeta.Ge

wikipedia პროტესტის ნიშნად 24 საათით გაითიშება


Recommended Posts

აშშ-ში ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით განიხილება კანონპროექტი, რომლის გაპროტესტების მიზნით ოთხშაბათს ვიკიპედიის ინგლისურენოვანი კონტენტი გათიშული იქნება (ვიკიპედია მონახულების რიცხვის მიხედვით მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოში).

აქციას თავისუფალი ენციკლოპედიის გარდა შეუერთდება ისეთი საიტები როგორებიცაა სახალხო ნიუსები Reddit და ბლოგ-პლატფორმა Boing Boing. მოცემული რესურსების შემქმნელები გამოდიან კონგრესში განსახილველად შეტანილი ორი კანონპროექტის – „შევაჩეროთ ინტერნეტ-მეკობრეობა“ (Stop Online Piracy Act – Sopa) და „დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება“ (Protect Intellectual Property Act – Pipa) წინააღმდეგ.

ვიკიპედიის დამაარსებელმა ჯიმი უელსმა თავისი დამოკიდებულება ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით BBC-თან ინტერვიუში შემდეგნაირად განმარტა: „კანონპროექტის ინიციატორები თავიანთ ოპონენტებს განიხილავენ ისე, თითქოს ისინი იცავენ მეკობრეებს და უნდათ მათთვის გზის გახსნა. თუმცა კანონპროექტი ისეთი ფორმით არის დაწერილი, რომ დარტყმას მიაყენებს ისეთ სფეროებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს მეკობრეობასთან. კანონპროექტები Sopa და Pipa მხოლოდ სიმპტომებია გაცილებით დიდი პრობლემის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვაკვირდებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განვითარებას, რომლებიც მიმართულია როგორც მეკობრეობასთან ბრძოლისკენ ასევე ინტერნეტის რეგულირებისკენ და საფრთხეს უქმნის ქსელის თავისუფლებას“.

ამავე დროს Twitter-მა თავი შეიკავა აქციაში მონაწილეობისგან – „ერთი ქვეყნის პოლიტიკის საპასუხოდ გლობალური მასშტაბის პროექტის დახურვა – ეს უბრალოდ სისულელეა“ – განაცხადა დიკ კოსტოლომ, Twitter-ის ხელმძღვანელმა.

Sopa-ს ინიციატორები აცხადებენ, რომ მოცემული კანონი უფლებას აძლევს მონაცემთა ავტორებს და ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს მეკობრეობასთან დაკავშირებული საიტების დახურვასთან დაკავშირებით. ის აგრეთვე ავალდებულებს აშშ-ში ბაზირებულ ინტერნეტ-პროვაიდერებს, საძიებო და საგადასახადო სისტემებს, და სარეკლამო ქსელებს შეწყვიტონ საზღვარგარეთის იმ საეჭვო საიტებთან ურთიერთობა, რომლებიც არაკანონიერ საქმიანობებს ეწევიან ან შეიცავენ ლინკებს მათზე.

გასულ შაბათს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც ბევრ რამეში კანონპროექტის მოწინააღმდეგების მხარე დაიჭირა – „თუმცა ჩვენ ვთვლით რომ ონლაინ-მეკობრეობა საზღვარგარეთის საიტების მხრიდან არსებით პრობლემას წარმოადგენს, რომელიც კანონის მხრიდან სერიოზულ რეაქციას მოითხოვს, მაგრამ ამასთან ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, გაზრდიან კიბერუსაფრთხოების რისკს და შეაფერხებენ გლობალური ქსელის – ინტერნეტის ფუნქციონირებას“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კანონპროექტი Pipa – უკვე გადის თანხმობის პროცედურას აშშ-ს სენატში.

http://www.ireporter.ge/2012/01/17/wikipedia-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93-24-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან საინტერესო ტემაა. საავტტორო უფლებები ეჯახება ინფორმაციის თავისუფლად მიღების პრობლემას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...