Jump to content
Planeta.Ge

უბედური და ბედნიერი ერები :)


Recommended Posts

საერთაშორისო სააგენტო „Gallup“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე უბედური ერები რუმინელები, ეგვიპტელები და ქართველები არიან. დაწვრილებით აქ http://www.presage.tv/?m=society&AID=9123.

ეჭვიც არ მეპარება მიხოს ფანები იტყვიან ვინ ჩემი ფეხებია სააგენტო „Gallup“-იო, ან კიდე გაზპრომი აფინანსებსო, მაგრამ მაინც წაიკითხეთ, საინტერესოა. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟან ჟაკ რუსოს აქვს ერთი სახალისო ფილოსოფიური ზღაპარი, რომლის არსი შემდეგშია:

ერთი სახელმწიფოს მეფე ავად გახდა. მისი ავადმყოფობა იყო მოწყენილობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა, არაფერი ახარებდა. ვერაფრით შველოდნენ, რადგან ვერ დაადგინეს, რა იყო ამის მიზეზი. მხოლოდ ერთმა ექიმმა დაასკვნა, რომ მას მხიარული მოლეკულები აკლდა. მან მეფეს ურჩია, რომელიმე ბედნიერი ადამიანის პერანგი ჩაეცვა, რათა მისი ბედნიერი მოლეკულები მეფის სხეულში გადასულიყო და ეს გაამხიარულებდა. სასწრაფოდ გაგზავნეს მსახურები ბედნიერი ადამიანის საძებნად, მაგრამ ასეთს ვერსად მიაგნეს. ბოლოს ვიღაცამ მიასწავლა: ერთი ასეთი კაცი ტყეში ცხოვრობსო. მსახურებმა ტყეში ხის ფუღუროდან თავგამოყოფილი მხიარული კაცი იპოვეს და ჰკითხეს:

- ბედნიერი ხარ?

- რა თქმა უნდა - იყო პასუხი.

- მეფე ავად გვყავს და გვიკვდება. გვათხოვე შენი პერანგი, მეფე ჩაიცვამს, მხიარული მოლეკულები მის სხეულში გადავა და მორჩება.

- სიამოვნებით გათხოვებდით, მაგრამ პერანგი რომ არა მაქვს _ შეწუხდა კაცი. აღმოჩნდა, რომ მთელ სამეფოში ერთადერთ ბედნიერს პერანგიც კი არ ჰქონდა.

ამ მოთხრობიდან შეიძლება არახალი დასკვნა გამოვიტანოთ. აქ, ჩვენთვის საინტერესოა სიტყვა “მოლეკულა”, რომელიც გვიხსნის მეფის მოწყენილობის მიზეზს.

რა თქმა უნდა ჟან ჟაკ რუსოსთვის რომ გეკითხა, რა იყო მოლეკულა, შეიძლება ვერ აეხსნა. მისთვის მოლეკულა იყო ის სუბსტანცია, რაც რაღაც მოვლენის ასახსნელად გამოდგებოდა. შემდგომ გაირკვა, რომ მოლეკულა ატომებისაგან შედგება, ანუ მოლეკულა ახსნადი გახდა და, შესაბამისად, სუბსტანციამ გადაიწია. ატომი გახდა აუხსნელი, ანუ სუბსტანცია. შემდეგ აღმოაჩინეს პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი და ატომიც ახსნადი გახდა და, შესაბამისად, სუბსტანციამ კვლავ გადაინაცვლა. მაშასადამე, სუბსტანცია არის ის, რაც ხსნის მოვლენას, მაგრამ თვით აუხსნელია. ადამიანი მომავალში უეჭველად მიწვდება ელემენტარული ნაწილაკების არსსაც . . .

 

რ არის ბედნიერება, ერთ ქრისტიან მისიონერს, აფრიკის ერთ-ერთი ტომის ბელადმა უნუკალურად აუხსნა. შეკითხვაზე - იცი თუ არა რა ირის ბედნიერება? ბელადისაგან მიიღო პასუხი ვიციო, ბედნიერება არის როდესც მე მეზობელ ტომს მოვპარავ ძროხასო, ხოლო უბედურება როდესაც ის მომპარავს ძროხასო:-)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეთანხმები სააგენტოს...

ერთხელ იბადებოდე და ისიც საქართველოში...:(

 

რუმინელებიც ძალიან ცუდ დღეში არიან და ეგვიპტელებზე საერთოდ საუბარიც ზედმეტია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...