newstudio Posted December 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2011 ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, იმ უდიდესი თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის რასაც გამოხატავთ ჩემდამი. უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხიდან. უბრალოდ რჩებოდა ერთადერთი კითხვა პასუხგაუცემელი: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები. მანამდე კი მინდა გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემდამი პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. უბრალოდ მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ 15 წუთი სიხარულისა არ მიმინიჭებია იმ ადამიანებიასათვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული. თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს. სხვათაშორის როცა დღევანდელ საქართველოში-პოლიტიკის და ფეხბურთის გამიჯნაზე, ვითომ სახელმწიფოს მხრიდან არ ჩაურევლობაზე საუბრობენ, ეს ცოტა კომიკურიც კია. დღეს კი ფედერაციაში დასაქმებული რამოდენიმე ადამიანი, მისი ჭკუით მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში. დამშვიდდით ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე. ამ აბსურდულ წერილზე აქ საუბარს მოვრჩი. მეგობრებო, ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, რასაც დავწერ-განიხილონ მთლიანად და არა კონტექსტში, ამოგლეჯილად. ჭეშმარიტ გულშემატკივარზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშვებული არიან „კალაძემ იტალიასთან თამაში გაყიდას“-დონეზე, ეს წერილი არც „მადრიდი-რეალის“ თამაშის მაყურებელისთვის იქნება საინტერესო. მოგეხსენებათ, ყველა პარტია ნაცვალმა, ერთმა სუბიექტმა „რეალი-ბარსელონას“ თამაში „მადრიდი-რეალის“ მატჩად აღიქვა. კითხვა რა მიზეზით დავტოვე ნაკრები?-ჩემი პასუხი გახლავთ, რომ აქ რამოდენიმე საკითხმა მოიყარა დროთა განმავლობაში თავი: მე არ მქონდა მორალური უფლება-ნაკრებში კიდევ რამოდენიმე წელი მეთამაშა, როდესაც ნაკრების წევრი, გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე, მაპატიეთ მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის-ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მეორე წელია, დემეს დაპატიმრებიდან ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს საყვარელ ნაკრებს, მისი გულშემატკივრებს გული დაწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პროტესტი უსამართლობისა სწორად იქნება გაგებული საზოგადოებისაგან, მითუმეტეს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში. ყველაფერ ამას დაემატა ანგაჟირებული, ჯიბის რამოდენიმე ჟურნალისტის მიერ სერიული თავდასხმა. მარიონეტი ჟურნალისტების ხელით, ზოგიერთი შეეცადა გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე და საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დავიდნენ, რომ 29წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გულისთვის, სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა მარტო კალაძე, რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა „კეთილის მსურველ გულშემატკივარს“ და წავედი, ვფიქრობ, რომ ამ 1წლის მანძილზე რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს. აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნო, ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. კითხვები იყო დაწყებული- გირგვლიანის მკვლელობიდან დამთავრებული ცნობილ მეცენატს, ივანიშვილს თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა. თუმცა ამ და მრავალ კითხვებზე პასუხი იყო ან სრული დუმილი ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე. ზოგიერთი, ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების, ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა ვისთან თუ არა საზოგადოებასთან არ უნდა მეთქვა ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ. დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არაა ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად საჯაროდ, საზოგადოებისათვის მემცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე. დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს გთხოვთ: ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს, ისეთი როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, რომ მთელი წლების მანძილზე მქომაგობდით და გვერდით მედექით, ჩემთვის დაუვიწყარია ის სითბო და სიყვარული, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს (ეს სურათიც, იმ ტრაგედიის შემდეგ, პირველ თამაშზეა გადაღებული). მეც ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარ პატივს გცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. https://www.facebook.com/notes/kakha-kaladze-კახა-კალაძე/წარმატებას-ვუსურვებ-ნაკრებს-უდიდესი-მადლობა-გულშემატკივრებს-მიყვარხარ-საქართველო/150215958415182 http://s017.radikal.ru/i429/1112/6c/caea7127a985.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2011 ფაცეზე კომენტარებს ვკითხულობ, გეფიცები სატირალია. კაცმა პოლიტიკის გულისთვის თანაგუნდელის სახელი გამოიყენა ვითომც არაფერი. თან არ შერცხვა. ორი წელი დემეტრაძე ციხეშია და ამდენი ხანი ფიქრობდა მიეტოვებინა ნაკრები თუ არა? ეს მიზეზი ნამდვილად არ უნდა დაესახელებინა. პ.ს. რა ფასი აქვს საქართველოში ღირსებას, აქვს საერთოდ ფასი? მე ამ ამბებს რომ ვაკვირდები, მაჟრიალებს. საქართველოში დაბრუნება მინდა რამდენი ხანია და ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ის არ არის სადაც მე ვფიქრობდი, არამედ ამ ყველაფრის ახლოდან ნახვა...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 კაცმა პოლიტიკის გულისთვის თანაგუნდელის სახელი გამოიყენა ვითომც არაფერი. თან არ შერცხვა. ორი წელი დემეტრაძე ციხეშია და ამდენი ხანი ფიქრობდა მიეტოვებინა ნაკრები თუ არა? ეს მიზეზი ნამდვილად არ უნდა დაესახელებინა.ეჰ ბაბუ რას იზამ. იმ ხალხს, ვინც ეხლა კალაძეს ამართლებს, რატომღაც ვითომ არ ახსოვთ, კალაკაპიტალი როდის და ვისთან დაარსდა, როგორც გამოეცხადებოდა ხოლმე წითელი ლაკის მაკასინებით ნაცმოძრაობას შეხვედრებზე. დემეზე თუ პროტესტი უნდოდა, ეგრევე დაეტოვებინა ნაკრები, აი, დინამოზე თამაში რომ ქონდა ნაკრებს და 1 წუთიანი პროტესტის პონტში რომ მოაწყვეს, აი მაშინვე, შესვენებაზე, ან დამთავრების დროს გამოსულიყო და ეთქვა წავედი მე კარგად იყავითო, მაგრამ მაგას კაცობა ჭირდება, მაშინ ჯერ არ იყო ბიძინა მოვლენილი და რატომ წავიდოდა. მე ისიც კი მაეჭვებს, გატაცებული ძმის გამოსასყიდი რატომ არ გადაიხადა, ალბათ საკუთარი კეთილდღეობა არჩია (არადა მაშინ რამდენსაც თხოვდნენ, მაგისთვის ის თანხა პრობლემა არ იყო). ნუ, ამ ბოლო შემთხვევაში არ ვარ ბოლომდე უვერენი, მაგრამ კალაკაპიტალი, წითელი ლაკის ტუფლებით ნაციონალების პიარში მონაწილეობა და დემეს ამბავძე სრაზუ არდატოვება ნაკრებისა საკმარისია იმისათვის, რომ ეს კაცი პროჭად ჩავთვალო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 კაცმა საკუთარი ძმა გასწირა და გირგვლიანის მკვლელობა აწუხებს?დემეტრაძის პატიმრობაც ეხლა გაახსენდა ხოასეთი ფროჩები ერთ მშვენიერ დღეს ვითომ მამულიშვილებად და ღვთის მოშიშებად რომ გვევლინებიან,ესაა ზუსტად ჩვენი დანაშაული!!!თქვენ რა გგონიათ რამდენი დაიჯერებს კახუნიას "გულწრფელობას" და მზადაა გაადეპუტატოს კიდეცსრულდება ქართული ოცნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 პ.ს. რა ფასი აქვს საქართველოში ღირსებას, აქვს საერთოდ ფასი? მე ამ ამბებს რომ ვაკვირდები, მაჟრიალებს.1993 წელს აფხაზეთში იყავი. ალასანია დახვრიტეს აფხაზებმა. გიორგი ალანია კი პატივისცემით რუსეთის საზღვარზე გაატარეს!მაშინ რა ფასი ჰქონდა ღირსებას? რამდენი გვანცა გააპატიურეს და დაკლეს შენი ღირსების ფასად თუ დაფიქრებულხარ? ეხლა კალაძეზე გაჟრიალებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 ჯიგარი ხარ კასხა...ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც ხმა ამოიღო დემეტრაძეზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 1993 წელს აფხაზეთში იყავი. ალასანია დახვრიტეს აფხაზებმა. გიორგი ალანია კი პატივისცემით რუსეთის საზღვარზე გაატარეს!მაშინ რა ფასი ჰქონდა ღირსებას? რამდენი გვანცა გააპატიურეს და დაკლეს შენი ღირსების ფასად თუ დაფიქრებულხარ? ეხლა კალაძეზე გაჟრიალებს? გველი როგორც არ უნდა შეამკო მაინც გველად დარჩება და როდესღც სოროდან გამოძვრება. გიორგი ალანიას რუსეთის საზღვარზე "პატივცემით გატარება" კაბარდოში კედელზე მიყენება იგულისხმე ალბათ. 1993 წლის 15 ნოემბერი იყო, 18 წლის წინ. ტვინი უნდა გქონდეს გახვრეტილი ადამიანს ასეთი იდიოტიზმი ბოდავდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 გველი როგორც არ უნდა შეამკო მაინც გველად დარჩება და როდესღც სოროდან გამოძვრება.გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი მაგი არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთ რამეში დავრწმუნდი.ჩვენი შეცდომა 90-ან წლებში იყო ის, რომ სანამ რუსებთან ურთიერთობების გარკვევას დავიწყებდით ასეთი ჩმოშნიკები უნდა დაგვეხვრიტა.უკან ჩასაფერებულები, საქართველოს სადღეგრძელოს სუფრაზე რომ საომარ მოქმედებად ასაღებდნენ და ეხლა ასეთივე ტიპის წითელ ბასანოშკებიან ჩმოშნიკებს გმირებად რომ მოიხსენიებენ. პ.ს. დღეს გადავავლე თვალი ფაცეს და ხო, ხო თურმე კალაძე ადამიანის უფლებებეის დაცვის გამო დატანჯულა.წარმომიდგენია იმ ხალხის გულისტკივილი ვინც საქართველოში წლები ადამიანის უფლებებს იცავს და ნაღდში რომ თავისი ცხოვრების ნაწილი ამ საქმეს მიუძღვნა. რად გინდა იკითხავს კაცი, ასეთმა ზოგიერთი უმადური ვირიშვილების ქვეყანაში სიკეთე აკეთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mindadavtxri Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 ვაფშე არ უნდა გასულიყვნენ ეს ბოზები სტადიონზე დემე რო დაიჭირეს !!! ცოტა არ გაუკეთებია დემეს ნაკრებისთვის... მაგრამ ერთი ეგაა რო ყველა თავის ტრაკისთვის ზრუნავს !! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
soliaris641 Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 (edited) ისე, მგონია, კალაძე მაინც შეცდა, ნაკრებში უნდა დარჩენილიყო და პროტესტის ნიშნად საკუთარ კარში გოლები ეტანა.... ამ თემაზე ადრე არ ვიხუმრებდი, ახლა მგონია დრო მოვიდა. Edited December 13, 2011 by soliaris641 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 გველი როგორც არ უნდა შეამკო მაინც გველად დარჩება და როდესღც სოროდან გამოძვრება. გიორგი ალანიას რუსეთის საზღვარზე "პატივცემით გატარება" კაბარდოში კედელზე მიყენება იგულისხმე ალბათ. 1993 წლის 15 ნოემბერი იყო, 18 წლის წინ. ტვინი უნდა გქონდეს გახვრეტილი ადამიანს ასეთი იდიოტიზმი ბოდავდე.ვიგულისხმე ის რაც შენ თვითონ დაწერე ამ ფორუმზე! რუსებს ვუთხარი "შევარდნაძეს ვებრძოდიო და ხელგაშლილები შემხვდნენო". მაშინ მე 6 წლისა ვიყავი. მართლა უნდა დაგეხვრიტე? ხომ მაინც აღიარე, რომ სოხუმი არ დაგიცავს! აი ეგ არის მთავარი შენი შეცდომა!გველი? ექვსი წლის სოხუმელი ბიჭები ეხლა საკუთარ და მშობლების ოჯახებს ინახავენ. მე რა? იმათ ვერასდროს ვერ გაუსწორებ თვალს!ალასანიას ბიჭისაც მაგიტომ გეშინია. თანაც მაგან უკვე უშიშროებაშიც იმუშავა, და შენზე ბევრად მეტი იცის. და მთავარი. არასდროს 1993 წლის ამბავს ხმამაღლა არ გაგახსენებდი. მაგრამ ყველა ზომა წონა დაკარგე ივანიშვილის გამო. სანამ სხვას დაუწუნებ, ზოგჯერ საკუთარ თავსაც და ჩადენილს უნდა გადახედო ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 ჯიგარი ხარ კასხა...ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც ხმა ამოიღო დემეტრაძეზე...ჯიგარი იქნებოდა ან შალვასთან, ან ნინოსთან რომ მისულიყო. მაშინ ამ ფორუმზე ბულბულები უმღერებდნენ! თუმცა იმაში გეთანხმები, რომ მაგან ერთადერთმა არ მიატომა დემეტრაძე და დიდი ხანია დემეს უდანაშაულობაზე ლაპარაკობს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 GeoStream რახან ბიძისთან არის იმიტომ უნდა ლანძღონ? არანაერი პრობლემა არ მაქვს, თავისი არჩევანია და სადაც უნდა იქ იქნება.მის ამ ნაბიჯს დადებითად ვაფასებ... Ostapრატო ამბობთ , რომ საკუთარი ძმა გაწირა? მარტო შენ არა თითქმის სუყველა..რას ნიშნავს გაწირა, რამე შეეძლო გაეკეთებინა და არ გააკეთა???ამ თემას საერთოდ რატო ეხებით? DonCaredoრა მოხდა მერე რო კალაკაპიტალი იმ ფარჩაკთან ერთად დააფუძნა? დიდი ამბავი... რა, ეგ ნოღაიდელი არ გყავდათ ხელისუფლებაში?მაშინ არაფერს არ ამბობდით, თუ მაშინ გახდა ცუდი პუტინს რო ესტუმრა? ახალგაზრდა კაცია, შეცდომა ყველას მოსდის და უშეცდომო არცერთი არ ვართ...შეეშალა რამოდენიმეჯერ და ისწავლის აწი სად და ვისთან ერთად იქნება.ძალიან კარგი თუ მოდის პოლიტიკაში.... ვოტ!!!!!!!!!!!!!!!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 მაშინ მე 6 წლისა ვიყავი. მართლა უნდა დაგეხვრიტე? ხომ მაინც აღიარე, რომ სოხუმი არ დაგიცავს! აი ეგ არის მთავარი შენი შეცდომა! დაანებე ამ ანანიზმს თავი სულ გამგალენჩებს. ფსიქიატრი თუ გინდა აგერ ჩემს ვებ გვერდზე ორი არაჩვეულებრივი ფსიქიატრი მუშაობს. არ შეგეშინდეს, ანონიმურია კითხვების დასმა http://www.geoanswer.net/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.