Jump to content
Planeta.Ge

ფარული მსოფლიო მმართველობა (მტერი)


Recommended Posts

:dash2: :dash2: :dash2: :dash2:

 

კარიკატურები 70-80-იანი წლების კროკოდილი რომ იყო საბჭოთა ჟურნალი იქიდან ხომ არ გადმობეჭდე?

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლობალიზაცია, გეოპოლიტიკა და ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ

ექსპერტ სოსო გალუმაშვილის საუბარი პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

რადიო - "კომერსანტის" ეთერში

 

 

_ როგორც ვატყობთ გვიახლოვდება კრიზისის მეორე ტალღა. ყოველ შემთხვევაში ევროპის ბანკებში არსებული სიტუაცია, ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები,რაც მოგვდის ევროპიდან გარკვეული კრიზისის ნიშნებს შეიცავს. რა ხდება ევროპაში, რა შეიძლება მოხდეს ევროპაში და როგორ აისახება ეს საქართველოს რეალობაზე?

 

უწინარეს ყოვლისა, მინდა პირდაპირ მოგახსენოთ, რომ ხმები ახალი კრიზისის თაობაზე ცოტა გადაჭაბებულია. მე, პირადად, არ ველი რაიმე კატაკლიზმების მოძალებას იმდენად, რამდენადაც ვფიქრობ, რომ მსოფლიომ გაიარა კრიზისის პიკი. ეხლა, როგორც მიწისძვრის შემდეგ ხდება ხოლმე რყევები ნაკლები სიმძლავრის მუხტების, აი, ასეთი ვითარებაა და ამას, ძირითადად, აქვს სოციალური ასპექტი, მაგრამ ეს სოციალური ასპექტიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არასწორი გზით მიჰყავთ მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს. ეს არის პოლიტიკური სისტემების კრიზისი. ეს არის "ლიდერშიფის” დამკვიდრებული სტერეოტიპების და პრაქტიკის კრიზისი და არც ერთ შემთხვევაში არ არის ეკონომიკური ან საფინანსო კრიზისი.

 

_ანუ თქვენ მაინც ამტკიცებთ და ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პოლიტიკა მართავს ეკონომიკას და არა პირიქით

 

მოცემულ შემთხვევაში, მოდით, ნუ ვისაუბრებთ მარქსისტულ-ლენინური კატეგორიებით- რომელია მთავარი ზედნაშენი თუ ბაზისი. ჩვენ, უბრალოდ, შევხედოთ სიტუაციას მსოფლიოში. ტექნოლოგიები იმდენად არის განვითარებული მსოფლიოში, რომ ელემენტარული საკვების, საცხოვრებლისა და კომფორტის შექმნა ყველასთვის სავსებით შესაძლებელია. მაგრამ არსებობენ რეგიონები, არსებობს მიდგომები, რომლებსაც დისონანსი შეაქვს მსოფლიოს იმ წესრიგში, რომელიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. "ახალი მსოფლიო წესრიგი" კი, რომელიც 80-90-იანი წლებიდან გვაქვს სახეზე იმდენად რთული დასამკვიდრებელი აღმოჩნდა რომ საბოლოო ჯამში მივიღეთ ანარქია და ბიძგი ხალხთა დიდი გადასახლებისთვის, რომელიც მაგონებს დაახლოებით პირველი ათასწლეულის მოვლენებს ქრისტესშობის აქეთ.

 

რა ხდება რეგიონში? ჩანს რომ დუღილის ტემპერატურა მატულობს. თურქეთის და ისრაელის დაპირისპირება, ახლა უკვე თურქეთის და ევროკავშირის დაპირისპირება. ამ პროცესებსაც პოლიტიკური საფანელი აქვს თუ გარკვეული ეკონომიკური ინტერესების შეჯახება მოხდა?

 

გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების საფანელი აქვს ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ხდება კონკრეტულად იმ რეგიონში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება და რომლის ცენტრსაც ჩვენ წარმოვადგენთ, კარგად უნდა გვახსოვდეს რომ მსოფლიო არის განვითარების იმ სტადიაზე, როდესაც მიმდინარეობს ცივილიზაციათა ომი. როდესაც ყოველი მეექვსე მსოფლიოს მოქალაქე ჩინელია, ყოველი მეხუთე მსოფლიოს მოქალაქე ინდოელი და ყოველი მეათე პაკისტანელი და ინდოელი და ჩინელი მოითხოვს თავის ადგილს მზის ქვეშ. ამ დროს, ჩვენ იმ პატარა და წარმტაცი ქვეყნის შვილები ვართ, სადაც ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა, ყოველი მესამე შრომისუნარიანი მოქალაქე სამუშაოს საძებნელად არის ახლომახლო ქვეყნებში გადაკარგული, საქართველო კი 80-იანი წლების საქართველოს რაჭას დაემსგავსა. აქ მხოლოდ მოხუცები და პესიონერები დარჩნენ შეღებილი ფასადების მიღმა. აი, ამ სიტუაციის პრიზმაში, ჩვენი ქართული სიმაღლიდან, ჩვენ უნდა გადავხედოთ რეგიონს. ჩვენ საოცრად თავმდაბალი ხალხი ვართ. ჩვენ ყველას ვეუბნებით ჩამოდით თბილისში. მაშინ, როდესაც ღირსეული ებრაელი ერი ამბობს ამოდით ისრაელში. გაუმარჯოს ღმერთმა ისრაელს და მის ხალხს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ოსირისის საუფლოდან, ჩვენი გეოწიაღიდან ანუ მიწიდან უნდა ვიგრძნოთ თუ რა ხდება რეგიონში და რეგიონში ხდება ძალიან საინტერესო მოვლენები. გამოიღვიძა ცივილიზაციათა მიჩქმალულმა და იმპერიათა წიაღში მიმალულმა ინტერესებმა. ამბიონზე გამოდის `დიდი თურანი~, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული დემოგრაფიული მდებარება და გეოპოლიტიკური ინტერესები, რომელიც მოიცავს თურქეთს, ჩრდილოეთ ირანს, შუა აზიას, ცენტრალურ აზიას, ჩრდილოეთ კავკასიას, აზერბაიჯანს. სარბიელზე დიდი ხანია არის სიონის ქვეყანა, რომელსაც სრულიად საფუძვლიანად აქვს პრეტენზია, რომ იყოს მსოფლიო გონის არსებითი და შემადგენელი ნაწილი. სლავური სამყარო ცოცხალია და ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტოლოგი ამაოდ ელის მის დანგრევას და დაქცევას, იმიტომ რომ მას აქვს 100-200 წლის სიცოცხლისუნარიანი სივრცე. ამ გარემოში, ჩვენი გაერთიანებული ევროპა ჯერ კიდევ არ ვიცით რას უქადის მსოფლიოს. ეს არის მოდელი მომავლის- ეკონომიკური და პოლიტიკური, თუ ეს არის დასასრულის დასაწყისი. და ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვითარება-კავკასიის სუბრეგიონი, სადაც ცხოვრობს სამი ძირძველი ერი. დემოგრაფიული აქტივოჰბის ფაზაში მყოფი აზერბაიჯანელი ხალხი, თავისი მრავალმილიონიანი მოკავშირე ეთნოსით ჩრდილოეთ ირანში. აქ ცხოვროს უძლიერესი, მსოფლიო ლობის მხარდაჭერილი სომეხი ერი და აქ ცხოვრობს ქართველი ერი, რომელსაც ცდილობენ თავს მოახვიონ განცდა, რომ იგი მრავალეროვანი ქვეყნის ერთ-ერთი ერია და ამით მოხსნან რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ეს, მე ვფიქრობ, რომ არის არასწორი და აი ეს არის იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მცდარი აზროვნების შედეგი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიმკით და კიდევ ბევრი წელი მოვიმკით – როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სააკაშვილი და მისი გუნდი გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას, თუ მესიად მოვლენილი ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო შემოკრებილნი....

 

ჩვენ ვართ ძალიან დიდი, მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე და გზაჯვარედინზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გარკვეული ეკონომიკური მოდელებით, გარკვეული ეკონომიკური აღმასვლით დააღწიოს თავი სირთულეებს, ან თავისი ინტერესები შეუსაბამოდ გააცხადოს, ამ ძალიან დიდ რეგიონალურ მოთამაშეებთან?

 

მე რომ მქონდეს ამის შესაძლებლობა, მოვუწოდებდი მათ, რომ ეს ფსევდო გლობალიზმი, ფსევდო პატრიოტიზმი უნდა იქნას უკუგდებული და კონკრეტული ქვეყნების, ერების, ხალხების თანამეგობრობა უნდა გახდეს ევროკავშირიც და უნდა გახდეს კავკასიის რეგიონიც, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა ახალ პოლიტიკურ რეალიაში.

 

ძალიან საინტერესო საკითხს მივადექით. ჩვენი აზრები უნდა გაითვალისწინოს მსოფლიმ, გაეროს ტრიბუნიდან იქნება ნათქვამი ეს, თუ რადიო `კომერსანტის~ ტრიბუნიდან. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ალბათ თურქეთის, რუსეთის ინტერესები. ამ შემთხვევაში, დღევანდელ სიტუაციაში თურქეთთან ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ხილული დაძაბულობა არა გვაქვს. და რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ მოგვიწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპაც, რომ რუსეთთან დავათბოთ ურთიერთიბები, რუსეთთან ურთიერთობები დავიწყოთ. მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ურთიერთობები, თუ ჩვენ უნდა დაველოდოთ მის მოდერნიზაციას, დაშლას და ა.შ. არის თუ არა რუსეთთან ურთიერთობა შესაძლებელი და როგორ უნდა მივიდეთ, ან როგორ უნდა მოვიდეს ის. რა გვაქვს შესათავაზებელი ჩვენ და რა უნდა გამოგვიწოდონ იმათ შემოთავაზების სახით?

 

ყველა საკითხზე სიამოვნებით ვისაუბრებ და ვისაუბრე რაც შემომთავაზე. ერთადერთი საკითხი, რომელზედაც არ მსიამოვნებს საუბარი ეს საკითხია. მაგრამ რადგან მკითხე გიპასუხებ, რადგან არ ვარ შეჩვეული შეკითხვებზე თავის არიდებას, ის აბსოლუტური იდიოტიზმი, რაც საქართველოში არის დამკვიდრებული, როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ისე ექსპერტთა გარკვეულ ნაწილთან მიმართებაში, რომ რუსეთი არის ურჩხული, რომელიც აპირებს ჩვენს გადაყლაპვას და იძიებს სურს იმაზე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მის დაშლაში და ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმასა, რომ დაველოდოთ როდის დაიშლება ეს მონსტრი. ანდა, ვთქვათ, ჩვენ ამაში უნდა დაგვეხმაროს ამერიკა და ევროპა, თუ არა, სხვანაირად ჩვენ განწირულები ვართ. ჩვენ ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ. ასეთი სულელური ლოგიკა არასოდეს არ იქნება ჩემთვის საინტერესო. რუსეთი არის მოცემული რეალობა, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ისევე, როგორც უკრაინა, ბელარუსი, ისევე როგორც აზერბაიჯანი და მე მინდა ვთქვა უმარტივესი რამ. ამათგან უმრავლესობა, სხვათაშორის არასოდეს ერი არ ყოფილა და სახელმწიფო არ ქონია მანამ, ვიდრე საბჭოთა კავშირი არ დაიშალა და საბჭოთა კავშირში ტეროტორიული წარმონაქმნებიდა ფორმალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ შეიძინეს მათ. ზოგმა ავტონომია, ზოგმა ოქრო. ეს რეალობაა, როგორც უკრაინა. აქ არის ჩვეულებრივი პროცესი საწარმოებელი, სამეზობლო პოლიტიკა. არ შეიძლება შენ მდიდარ და ძლიერ მეზობელს ყოველ მეორე Dდღეს აფურთხო, იმიტომ რომ ისიც აქლემივით მოიქცევა და შემოგაფურთხებს და ფურთხებაში გაჯობებს, ბოლოს და ბოლოს. რუსებმა ღიად გვითხრეს, თქვენ იმისთვის რომ ჩვენ დაშლაში შეიტანეთ დიდი წვლილი და ჩვენ მართლაც შევიტანეთ დიდი წვლილი, რადგან სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენ სხვანაირად თავისუფლებას ვერ მოვიპოვებდით. ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ასე მოვქცეულიყავით და გვითხრეს, ჩვენ თქვენ დაგსჯით. და ჩვენ რა გავაკეთეთ, ნაცვლად იმისა რომ ნაცარქექიული პოლიტიკით გვესარგებლა, ქართული პოლიტიკით, დევის წინააღმდეგ-გაგვეცურებინა, მოგვეტყუებინა , დაგვემორჩილებინა, ჩვენ, უბრალოდ, ავდექით და დავუწყეთ ომი, რის შედეგადაც მივიღეთ ოცი პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიების, თავი შევაფარეთ დასავლეთს, რომელსაც ოკუპირებული არა აქვს ეს დანარჩენი ნაწილი, მაგრამ სამაგიეროდ ეს არის სივრცე სადაც სამართლინი არჩევნები არ ტარდება, სადაც არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკა, სადაც არ არის კეთილდღეობა, სადაც არის სიღატაკე და სადაც ყოველი მეხუთე მოქალაქე მიდის ქვეყნიდან სამუშაოს საძებრად.

 

ჩვენ ვსაუბრობდით რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ახლა საქართველოზე ვისაუბროთ. მე მინდა გავიხსენო 2008 წელი, როდესაც ჩვენთან იყო არა მარტო ფინანსური კრიზისი, არამედ ძალიან დიდი, ცუდი ამბავი საქრთველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით. დღეს საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სწორედ იმის გამო, რომ ბანკებმა არ გაითვალისწინეს ფორს-მაჟორი მოქალაქეების მხრიდან წარმოქმნილი და ძალინ ბევრი ჩვენი მოქალაქე დღეს ბანკების `შავ სიაშია~ მოხვედრილი. არა და, გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი. ეს მოხდა უნგრეთში, როდესაც მყარ ვალუტაში გაცემული სესხები დააბრუნეს თავიაანთ ვალუტაში, ისე რომ, გაუფასურება 15-20 პროცენტი მთლიანად აანაზღაურეს ბანკებმა. გვაქვს ორ ძალიან საინტერესო მოვლენასთან საქმე-ერთი საქართველოს მოვლენა, როდესაც სამასი თუ ოთხასი ათასი ადამიანი შავ სიაშია და მეორე უნგრეთის მაგალითი. რა მოხდა, რატომ მოხდა ეს ჩვენს ქვეყანაში? ბანკი ბანკი არ არის?

 

ერთხელ ლადო გურგენიძემ გააკეთა საჰრეკლამო ბუკლეტი, რომელზეც გამოსახული იყო რამოდენიმე ბანკირი, ბანკების სახელები და მათ ხელში ეჭირათ რაღაც ნივთები და ამ ნივთებს ეწერათ `ბანკა". ჩვენი ბანკები, ხშირად არიან არა ფინანსური ინსტიტუტები, არამედ ქილები, ანუ ბანკები, მეტი არაფერი. აი ეს არის ამ პრობლემის სათავე. მე გეკითხებით თქვენ, რამდენი ბანკია დღეს საქართველოში?... მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში სულ არის ერთი ბანკი. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი აკონტროლებს საფინანსო ნაკადებს და არის ამ საფინანსო ნაკადების გამგებელი. ბანკებს შორის არ არის კონკურენცია და ბანკები წარმოადგენენ არა ფინანსურ ინსტიტუტებს, არამედ სალაროებს ცალკეული ჯგუფებისთვის. ხოლო ზოგჯერ, განსაკუთრებით, პატარა ბანკები, არიან `ჯიბის ბანკები~ და ზოგიერთი რის ვაი ვაგლახით, ძირითადად ნაპარავ ფულს ხარჯავს თავისი ჯიბიდან. ჩვენი ბანკები, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ელემენტარულად არ წარმოადგენენ საფინანსო ინსტიტუტებს. ისინი არიან ფულის შენახვის, ფულის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის, ან, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფულის გათეთრების მექანიზმები და არასერიოზული ინსტიტუტები. Mმე იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ გულახდილად ნათქვამი არ გამოიწვევს გარკვეულ კრიტიკას და გაღიზიანებას ბანკების მხრიდან რადიო `კომერსანტის~ მესვეურების მიმართ. აქედან გამომდინარე საფინანსო სისტემა საქართველოში სერიოზულ რეორგანიზაციას საჭიროებს. განსაკუთრებით, ბანკებს რომ თავი დავანებოთ და ჩავხედოთ ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელსაც პროგრამული ბიუჯეტი ჰქვია ცინიკურად. სხვას ამას ვერც ერთი ფინანსისტი ვერ დაარქმევს. სადაც იმ დროს, როდესაც ღელავს საბერძნეთი, ღელავს პორტუგალი, ღელავს ესპანეთი და ქამრების შემოჭერაზეა ლაპარაკი, ამ დროს შრომის ანაზღაურება საბიუჯეტო სექტორში ასი ათას კაცზე მილიარდ ოთხმოცი მილიონით რომ იყო განსაზღვრული 2011 წელს, 2012 წლის ბიუჯეტში მილიარდ ასოცდაათი მილიონით არის განსაზღვრული - ალბათ ბიუჯეტიც იზრდება და საინტერესოა რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და გადასახადებიდან ამოღებული სახსრების გათვალისწინებული ოდენობა ხუთი მილიარდ ექვსასორმოცდაათი მილიონიდან ექვსი მილიარდ ორასოცდახუთ მილიონამდე? ჩვენთან ეკონომიკური ზრდა და ბიზნესის განვითარებაა ნავარაუდევი, თუ ისევ უნდა `გავტისკოთ~ ბიზნესი და ჩავახშოთ საბოლოო დონემდე, ის რაც გვაქვს შემორჩენილი. ასე რომ, ერთ-ერთი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება მომავალში არის საბანკო სისტემის არამდგრადობა და ის, რომ ჩვენი ყველა ბანკი, ჩემს მიერ ბანკად, ქილად წოდებული, ლადო გურგენიძეს დავესესხები მოცემულ შემთხვევაში, მათი მეპატრონეების თაობაზე, პაქტიკულად ჩვენ არცერთი წამყვანი, სისტემაშემქმნელი ბანკი არა გვყავს...ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან მათი შემქმნელები და რომელი ოფშორული ზონიდან.

 

მოდი ამ საფრთხეებზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რომ ძირითადად საფინანსო სექტორიდან გვემუქრება საფრთხე არის გარკვეული ცვლილებები პოლიტიკურ ლანდშაფტშიც. რამოდენიმე ხნის წინ ძალინ საინტერესო ფაქტი მოხდა, მილიარდელმა, ქართველმა მეცენატმა, ქველმოქმემა, ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. ბოლო ინტერვიუში ძალინ საინტერესო სამკუთხედი შემოხაზა მან თავისი ურთიერთობების. ეს არის, პირველ რიგში, რასაკვირველია, საქართველო, როგორც ღერძი ამ სამკუთხედის, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და დასავლეთთან ერთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა ფენომენთან გვაქვს საქმე? რატომ გადაწყვიტა მილიარდერმა დღეს ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე შემოსვლა და არ შემოვიდა, ვთქვათ, ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე?

 

პირველ რიგში, მინდა ვთქვა,რომ შიში ინვესტორების დაფრთხობაზე არის უკიდურესად სასაცილო, ამ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინვესტორები არც დღემდე გამორბოდნენ საქართველოსკენ და ვერავის ვერ დააფრთხობს ბატონი ბიძინა, იმიტომ რომ ინვესტიციები ფაქტობრივად აღარ შემოდის საქართველოში, განსაკუთრებით კერძო ინვესტიციებზეა საუბარი, ეს ერთი. მეორე, მოდის ბატონი ბიძინა პოლიტიკაში თუ არ მოდის? თუ მოდის, კეთილი იყოს ბატონო ბიძინა თქვენი მობრძანება ქართულ პოლიტიკაში. რაც უფრო მეტი საინტერესო პიროვნება შემოვა, იქნებ კონკურენტუნარიანი, პოლიტიკური საარჩევნო გარემო მივიღოთ და ერთხელაც საქართველოში ჩატარდეს არჩევნები, როგორც ახლახანს პოლონეთში, სადაც არცერთი ოპოზიციის წარმომედგენელი არ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი დიდებულია, ბატონებო. ასე რომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თუ ეს მოხდა, თუ ის გულწრფელად მოდის სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, შეცვლის თუ არა იგი სააკაშვილს ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

საქართველო რომ იყოს გონიერი ადამიანების ქვეყანა, საქართველო რომ იყოს კეთილშობილი ადამიანების ქვეყანა, საქართველო, თუნდაც, რომ იყოს შერეკილების ქვეყანა და ეს არ იყოს გიჟების ქვეყანა, რა თქმა უნდა, შეიძლება თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. ისინი ხომ ისედაც დაახლოებით შვიდი წელია თანამშრომლობდნენ. ჩვენ იქნებ ვინმეს გონია, რომ მარსიდან ჩამოფრენილები ვართ, ან უცხოპლანეტელები ვართ და არ ვიცით რომელი ობიექტები აშენდა ბიძინა ივანიშვილის ფულით, ჯგუფ `ქართუს" დაფინანსებით. უნდა ითანამშრომლონ, მარგამ როდესაც ლაპარაკი არის ძალაუფლების განაწილებაზე, ბუნებრივია, აქ კომპრომისი გამორიცხულია და იქნება სერიოზული დაპირისპირება, იქნება ბრძოლა წესების გარეშე, რადგან ორივე მხარე არის უკომპრომისო და მესამე მხარის არსებობას არცერთი არ დაუშვებს. ორივე მხარეს სულ სხვანაირი საქართველო წარმომიდგენია. სააკაშვილის საქართველოს ამ ქვეყნის მოქალაქეთა შორის ბევრი ოპონენტი ჰყავს, სააკაშვილის ხელისუფლების ფავორიტების და მის მიერ დაპურებულების გარდა, ყველა ბიძინა ივანიშვილის იმედადაა. ვნახოთ, საინტერესო პაექრობა გველის.

 

(შემოკლებით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ქართული „სოროსიზმის“ ატომია

http://s45.radikal.ru/i109/1303/88/8d5227374116.jpg 1 ოქტომბერს შესაძლოა, საქართველოს ახალი ისტორია «დაიწყოს». ყოველ შემთხვევაში, როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, ამ დღეს არჩევანი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს კი არა, ეროვნულ და ანტიეროვნულ ცნობიერებას შორის უნდა გაკეთდეს. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, საქართველოში «ანტიეროვნული ცნობიერება», როგორც წესი, რუსეთსა და სოროსთან ასოცირდება. მართალია, «სოროსისტებს», «კრემლისტებისგან» განსხვავებით, მედია მოღალატეებად არ აცხადებს, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებები სოროსის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან გამოსვლებს აწყობდნენ. მეტიც, რამდენიმე წლის წინ, თბილისის ცენტრში სოროსის ფიტულიც კი «დაასაფლავეს»... ზოგი თვლის, რომ «სოროსის მითი» ჩვეულებრივი «შეთქმულების თეორიაა». შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ «ვარდების რევოლუციას» ზურგს სწორედ ეს პერსონა უმაგრებდა. ამასთან, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სოროსი, უბრალოდ, პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული. მაინც, ვინ არის, რატომ არ უყვართ საქართველოში და, საერთოდ, რა კავშირშია ჯორჯ სოროსი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან?

«ბაბუა ჯორჯის» საიდუმლო

ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობა, რომელიც სოროსზე მსოფლიო მედიაში გავრცელდა, ისაა, რომ 82 წლის მილიარდერი და ფინანსისტი მესამედ ქორწინდება. ამ ბურუსითმოცული მოხუცის რჩეული 40 წლის ტამიკო ბოლტონია. როგორც დასავლური მედია იუწყება, მილიარდერმა და ტამიკომ ერთმანეთი 2008 წლის გაზაფხულზე გაიცნეს. სოროსის ახალი ცოლი იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც მომხმარებელს იოგას ე.წ. ონლაინ-ვარჯიშებს სთავაზობს...

მექალთანეობა ჯორჯ სოროსის ერთადეთი მამხილებელი მასალა არაა. მართალია, მსოფლიო პოლიტიკაში სიტყვა ეთქმის და ერთგვარი «რუხი კარდინალიცაა», მაგრამ ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ სოროსი თანამედროვე მსოფლიოს «შავი ჭირია». ეს შესაძლოა, გადამეტებული შეფასებაა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინგლისაა და საფრანგეთში «ბაბუა ჯორჯს» არ უშვებენ: ოფიციალურმა ლონდონმა რამდენიმე წლის წინ ფუნტ-სტერლინგის წინააღმდეგ განხორიცელებულ მაქინაციებში ამხილა, ოფიციალური პარიზი კი, მას ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული ბანკის გაკოტრება-ლიკვიდაციის ხელშეწყობას აბრალებს.

ჯორჯ სოროსის ნამდვილი სახელი და გვარი გეორგი შვარცია. ის 1930 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა. 1936 წელს, ფაშიზმის საფრთხის გამო, მომავალი მილიარდერის მამამ გვარი შეიცვალა და სოროსი გახდა. 1946 წელს ჯორჯ სოროსის ოჯახი, გაყალბებული პასპორტებით, საბჭოთა კავშირის კონტროლირებადი უნგრეთიდან ინგლისში გაიქცა, სადაც მომავალმა მილიარდერმა, 1952 წელს, ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა. სტუდენტობისას, თავი რომ გაეტანა, ჯორჯი მიმტანად და პორტიედ მუშაობდა. სოროსის თავის ერთ-ერთ მასწავლებლად ცნობილ ფილოსოფო კარლ პოპერს მიიჩნევს. სხვათა შორის, თავისი ორგანიზაციას «ღია საზოგადოების ინსტიტუტი» სწორედ პოპერის ერთ-ერთი ნაშრომის გავლენით დაარქვა...

სოროსი თავს ლიბერალური დემოკრატიის მიმდევრად მიიჩნევს. ამასთან, თვლის, რომ ადამიანმა თავისი ცოდნა და რწმენა, ანუ რელიგიური შეხედულებები მუდმივად უნდა «გადაამოწმოს»...

სხვათა შორის, საქართველოშიც, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ლიბერალური დემოკრატიის «გავრცელება» სწორედ სოროსთან ასოცირდება _ იმ პერსონათა ნაწილი, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდნენ, თავს სწორედ «ლიბერალური დემოკრატიის» მსახურებად მიიჩნევენ. ასე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, თეა თუთბერიძე, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ძმები ბერძენიშვილები და ასე შემდეგ... ობიექტურობისთვის, იმის თქმაც აუცილებელია, რომ თავის დროზე, ანუ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჯოჯრ სოროსი ფინანსურად ქართველ მეცნიერებსაც ეხმარებოდა, თუმცა მოგვიანებით, ამ მეცნიერთა ნაწილი «ანტისოროსელი» გახდა.

ქართველ «ანტისოროსელთა» განცხადებით, ჯორჯს სოროსი ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იბრძვის და ამ მიზნების განხორციელებაში ზემოხსენებული პერსონები ეხმარებიან. ამ თეორიის მიმდევართა თქმით, თავის დროზე სწორედ ამიტომ შეიქმნა «თავისუფლების ინსტიტუტი», რომლის დამფუძნებლებიც «რესპუბლიკელები» ძმები ბერძენიშვილები, დავით ზურაბიშვილი, ოდიოზური გივი თარგამაძე და, ასევე, ოდიოზური ლევან რამიშვილი და გიგა ბოკერია იყვნენ. ახალდაარსებულმა «თავისუფლების ინსტიტუტმა» სახელი ე.წ. იაჰოვას მოწმეთა დაცვითა და ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა... ბოლოს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ძმები ბერძენიშვილები, სოზარ სუბარი და «თავისუფლების ინსტიტუტის» სხვა სახეები მკალავიშვილმა ანათემას გადასცა...

ჯორჯ სოროსი არაფერს აწარმოებს, ანუ კლასიკური ბიზნემსენი არაა. მისი ბიზნესი, უხეშად რომ ვთქვათ, სხვისი ინტელექტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაა. ამ მხრივ პირველი სერიოზული მოგება კი, სოროსს «კვანტუმ ფონდმა» მოუტანა, რომელიც 1970 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა. 1992 წელს, ბრიტანულ ფუნტ-სტერლინგთან დაკავშირებული «ფინანსური ვირეშმაკობით», როგორც ინტერნეტში გავრცელებული მასალები მოწმობს, სოროსმა მილიარდ-დოლარიანი მოგება ნახა.

ებრაული წარმოშობის ფინანსისტი თავის მოგების დიდი ნაწილს, როგორც წესი, «ღია საზოგადოების» მშენებლობაზე ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ «ღია საზოგადოების» ფილიალი საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან მოქმედებს, როცა ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე ე.წ. ლიბერტარიანელები გამოჩნდნენ.

კომერციის თავისუფლება, ტოლერანტობა განსხვავებული, ახლებური აზროვნებისა და ქცევის მიმართ _ ესაა «სოროსის ფონდის» მთავარი პოსტულატები. ინტერნეტ-მასალების მიხედვით, სოროსის «ღია საზოგადოების ინსტიტუტი» და მისი შვილობილი ორგანიზაციები ამ იდეების ხორცშესხმისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად 400-მილიონამდე დოლარს ხარჯავენ. სოროსი განსაკუთრებულ აქცენტს ე.წ. განათლების რეფორმაზე აკეთებს. 2003 წლის მონაცემებით, საკუთარი იდეების განხორციელებაზე, რომელსაც «ლიბერტარიანელები» ქველმოქმედებას ეძახიან, სოროსს 4 მილიარდი დოლარი ჰქონდა დახარჯული.

ჯორჯ სოროსმა ე.წ. ხავერდოვანი, გნებავთ, ყვავილოვანი რევოლუციების პროექტის დაფინანსება ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირს დანარჩენი მსოფლიოსგან «რკინის ფარდა» ჰყოფდა _ მილიარდერი აქტიურად აფინანსებდა ანტისაბჭოთა მოძრაობებს ცენტრალურ ევროპაში. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ინფორმაცია, რომ პოლონური «სოლიდარობისა» და ჩეხური «ქარტია 77»-ის ფინანსური თუ იდეური ხერხემალი სწორედ სოროსი იყო.

სევე, არსებობს ინფორმაცია, რომ «ვარდების რევილუციაც» სწორედ სოროსმა დააფინანსა. მართალია, ამ შეფასებას თავად მილიარდერი ბოლომდე არ იზიარებს, მაგრამ არსებობს კულუარული ცნობით, რომ «ვარდების რევოლუციის» წინ, ანუ 2003 წლის ზაფხულში ქართული «სოროსის ფონდის» იმჟამინდელი ხელმძღვანელი, კახა ლომაია, რომელიც რევოლუციის შემდეგ განათლების მინისტრი გახდა, ამჟამად კი, დიპლომატიურ სამსახურშია, აშშ-ში ჯორჯ სოროსს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე, როგორც კულუარებში ამბობენ, «ვარდების რევოლუციის» დეტალები განიხილეს და შემდეგ, რევოლუცია სწორედ ამ გეგმის მიხედვით «განხორციელდა». ეს კულუარული ინფორმაცია, შესაძლოა, სიმართლესმოკლებულია, მაგრამ ფაქტია: კახა ლომაია თითქმის ერთადერთია, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილს, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ «უბატონოდ ბუზიც არ აუფრენია» _ მართალია, რამდენიმე ხნის წინ, სააკაშვილმა ლომაიასეული განათლების რეფორმა გააკრიტიკა, მაგრამ ლომაია «ვარდების ინსტემბლიშმენტში» მაინც მნიშვნელოვანი ფიგურაა. არადა, პრაქტიკა ნათელყოფს _ ისინი, ვისაც სააკაშვილი აკრიტიკებს, «ნაციონალურ კარიერას» ერთობ ცუდად ამთავრებენ ხოლმე...

ქართველი «სოროსისტები»

ქართველ ლიბერტანიალებს, ანუ მათ, ვინც ჯორჯ სოროსის იდეებს იზიარებს, ცხონებული გურამ შარაძე «სოროსიკოებს» ეძახდა. მართალია, «სოროსიკოები» ამ მეტსახელში დამამცირებელს ვერაფერს ხედავენ, მაგრამ თუკი ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას გავაანალიზებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: მთავარი ბრძოლა პარტიულ პროგრამებს შორის კი არა, ორ იდეოლოგიას, ანუ ცნობიერებას შორის მიდის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოროსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი განსხვავებული აზრისა და განსხავავებული რელიგიის პატივისცემა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ტოლერანტობაა. ქვეყანაში, რომლის არაერთი მეფეც, მაგალითად, დავით აღმაშენებელი უდიდესი ტოლერანტიზმით გამოირჩეოდა, უცხოტომელისგან ტოლერანტობის ქადაგება, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც თავს ჭეშმარიტ «ანტისოროსელებად» მიიჩნევენ, თვლიან, რომ სოროსი ქართულ ცნობიერებას ებრძვის. ქართული ცნობიერების დასაცავად საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მოქმედებს, თუმცა «სოროსელებს» ყველაზე მძაფრად «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი» ებრძვის. პოლიტიკურ არენაზე კი, ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ მთავარ ლობისტად «ქართული დასის» ლიდერი ჯონდი ბაღათურია ითვლება. ზოგი მიიჩნევს, რომ «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა» და სხვა მსგავსი ორგანიზაციების უკან სწორედ ბაღათურია დგას, თუმცა თავად ბაღათურია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია «გახურდა», ბაღათურიამ საჯარო გამოსვლებისას რამდენჯერმე ახსენა, რომ მისი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი «სააკაშვილი ბანდისაგან» ქვეყნის გათავისუფლებაა და ამ გზაზე მთავარი მოწინააღმდეგეები «ლიბერალები», ანუ ე. წ. სოროსელები არიან... მთავარი ინტრიგაც სწორედ ამაშია, თუმცა ინტრიგის კვანძის გასახსნელად, მოდით, პრეისტორია გავიხსენოთ:

ლიბერალური და, საერთოდ, დემოკრატია, რასაკვირველია, კაცობრიობისთვის ცნობილი მმართველობის ყველაზე უკეთესი ფორმაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახალ იდეებსა თუ განსხვავებულ აზროვნებას ადამიანები ზოგჯერ მტკივნეულად ეგუებიან. ალბათ, სწორედ ამიტომაც, «სოროსის იდეოლოგიის» მიმდევარი ქართველი პოლიტიკოსები საზოგადოების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილში ავტორიტეტით არ სარგებლობენ. არადა, ამ პოლიტსუბიექტებზე ვერ ვიტყვით, რომ განათლება აკლიათ, ან სიტყვა-პასუხი ეშლებათ, მაგრამ მათი მთავარი მამხილებელი «სოროსელობაა»...

აინც, ვინ არიან «ქართველი სოროსელები»? _ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში «სოროსის იდეოლოგიის» სათავეებთან, მიხეილ სააკაშვილი, ძმები ბერძენიშვილები, გიგა ბოკერია, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი, ლევან რამიშვილი და კიდევ რამდენიმე პიროვნება იდგა, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ეს პერსონები სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში არიან. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, პოლიტიკურ კულუარებში გავრცელდა ხმა, რომ ჯორჯ სოროსმა სააკაშვილსა და მის გუნდზე თითქოს გული აიყარა და ფსონი «რესპუბლიკელებზე» დადო. ამასთან, ითქვა, რომ მსგავსი «გადანაწილება» აშშ-ში გამართულ იმ შეხვედრაზე მოხდა, რომელსაც გიგა ბოკერია და თინა ხიდაშელი ესწრებდონენ, თუმცა იმხანად გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ხიდაშელმა ეს ინფრომაცია არ დაადასტურა...

ბაღათურია VS «რესპუბლიკელები»

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რასაკვირველია, არსებობს შეკითხვა, თუ როგორ მოხვდნენ «რესპუბლიკელები» ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში. თავდაპირველად არსებობდა კულუარული ხმა, რომ «რესპუბლიკელები» კოალიციის მთავარი იდეოლოგები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოალიციამ ე.წ. პარტიული სია გამოაქვეყნა, სხვა სურათი მივიღეთ. ყოველ შემთხვევაში, მითს, რომ ივანიშვილი «რესპუბლიკელების» გარეშე ნაბიჯს არ დგამს, წყალი შეუდგა და აი, რატომ: «ქართული ოცნების» სიის ე.წ. საპატიო ათეულში მხოლოდ ერთი «რესპუბლიკელია» _ პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, «ოცეულში» კი, ძმებ ბერძენიშვილებიდან მხოლოდ ერთ-ერთი _ დავითი მოხვდა. შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ ივანიშვილი «რესპუბლიკელებისგან» რაღაცნაიარად გამიჯნვნას ცდილობს.

ამავე კონტექსტში შეიძლება, განვიხილოთ მაჟორიტარული ოლქებიც. მაგალითად, საბურთალოზე, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდა «ნაციონალთა» კანდიდატ ანდრია ურუშაძეს, «ქართული დასისი» ლიდერს ჯონდი ბაღათურიას დავით უსუფაშვილი დაუპირისპირდა.

სხვათა შორის, სიის წარდგენისას, «ქართული ოცნების» ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ კოალიციის სიაში ჯონდი ბაღათურიაც ყოფილიყოო. ამ მოლაპარაკებას ბაღათურიაც ადასტურებს, თუმცა მიანიშნებს, რომ კოალიციის სიაზე უარი მნიშვნელოვანი მორალური ხარვეზების გამო თქვა. ამასთან, ბაღათურიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასა და ივანიშვილს შორის კომუნიკაციის პრობლემაც არსებობდა. მართალია, ბაღათურია არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს ამ «მნიშვნელოვან მორალურ ხარვეზსა» და «კომუნიკაციის პრობლემაში», მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ «კომუნიკაციის პრობლემა», პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ «რესპუბლიკელებს» უკავშირდებათ.

საერთოდ, «რესპუბლიკელებისა» და ჯონდი ბაღათურიას «იდეოლოგიური მტრობა» ჯერ კიდევ «ვარდების რევლუციამდე» დაიწყო. როგორც «ქართულ სიტყვას» ინკოგნიტო წყარომ უამბო, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოში შესული «ნაცმოძრაობასა» და ჯონდი ბაღათურის შორის დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა და ბაღათურიას მაშინდელი «ნაცმოძრაობის» წევრი «რესპუბლიკელები» «ამოუპანღურებია», თუმცა ეს ინციდენტი იმასთან შედარებით, რაც 2007 წელს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდა, მართლაც, «ჟურნალია».

მოკლედ, როგორც «ქართულ სიტყვას» ინკოგნიტო წყარო უყვება, 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ შექმნილმა «გაერთიანებულმა ოპოზიციამ» საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელება ე.წ. შიდა კენჭისყრით გადაწყვიტა. გაერთიანების წევრებს არჩევანი ლევან გაჩეჩილაძესა და დავით უსუფაშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ. ამასთან, ცნობილი ყოფილა, რომ უსუფაშვილი გაჩეჩილაძეს ერთი ხმით მოუგებდა. ეს ერთი «ხმა» კი, კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნოდა. ჰოდა, ჯონდი ბაღათურიას კონსტანტინე გამსახურდია კენჭისყრიდან დემონსტრაციულად გაუყვანია და იმდენი უქნია, დაურწმუნებია, რომ ხმა უსუფაშვილისთვის კი არა, გაჩეჩილაძისთვის მიეცა. მოკლედ, ეს «შიდა კენჭისყრა» იმით დამთავრდა, რომ «გაერთიანებული ოპოზიციის» საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე გახდა. წყაროს თქმით, იმ დღიდან «რესპუბლიკელებმა» ბაღათურია სამუდამოდ აითვალწუნეს.

ამ ინფორმაციის გადამოწმებმა «ქართულმა სიტყვამ» თავად ჯონდი ბაღათურიასთან სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაოგო, თუ რა საკითხზე გვსურდა საუბარი, «ქართული დასის» ლიდერმა ტელეფონი გათიშა...

ისე, ჩვენში დარჩეს და, მართლაც, უცნაურია, რომ «ქართულ ოცნებაში» ჯონდი ბაღათურია არაა და, მეტიც, საბურთალოზე კოალიციამ კონკურენტიც ჩაუსვა. შესაძლოა, ვინმემ თქვას, ამაში უცნაური არაფერიაო, მაგრამ ფაქტია: ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, სააკაშვილს ყველაზე სერიოზული დარტყმა სწორედ ბაღათურიამ მიაყენა _ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ პრეზიდენტს კომპრომანტები აუფრიალა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ სააკაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გააქცია... სააკაშვილის ეს საქციელი რომ აეხსანათ და გაემართლებიათ «ნაციონალებმა» განაცხადეს, ბაღათურია ივანიშვილთან კასტინგს გადისო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ცხადყო, რომ ბაღათურია საქართველოში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც «მორალური ხარვეზების» გამო, უარი თქვა სიის ათეულზე. არადა, ამ ათეულში მოხვედრისთვის ბევრი პოლიტიკური ლიდერი ოცნებობდა და ერთმანეთსაც ხოცავდა. ივანიშვილის ზენოხსენებულმა განცხადებამ კი, ბაღათურიას რეიტინგი უფრო გაზარდა...

საერთოდ, საზოგადოების ნაწილში მუსირებს აზრი, რომ ივანიშვილმა საბურთალოზე უსუფაშვილი ბაღათურიას «შესაჭმელად» მიუგდო და ამ გზით მის და, საერთოდ, «პერსპუბლიკელების» ჩამოშორებას ცდილობს... ეს შესაძლოა, «შეთქმულების თეორიაა», მაგრამ ფაქტია: ივანიშვილის შემდეგ, ბაღათურია ის ლიდერია, რომელმაც სააკაშვილი პარლამენტიდან გააქცია, შესაბამისად, ხალხის ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. ახლა კი, მინდია გულუასთან კავშირის შემდეგ, ანგარიშგასაწევი ფიგურაც გახდა, რაც მმართველი გუნდისა და მისი ლიდერისთვის, ბუნებრივია, მიუღებელია. ამიტო, მოსალოდნელია, რომ ქართველ «აგენტთა არიალია» გაფართოვდეს და ნაციონალებმა, ივანიშვილთან ერთად, «პუტინის აგენტებად» ბაღათურია-გულუას ტანდემიც გამოაცხადონ...

ფული და ქართული არჩევნები

2011 წლის ოქტომბრამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მსოფლიოში ცნობილი მეცენატი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ითვლებოდა, რომ არჩევნებს ის იგებდა, ვისაც ფული ჰქონდა. ალბათ, სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, «ნაციონალებმა» სასწრაფოდ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, გაცხადებული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტს არჩევნების წინ ფულის დახარჯვა ეკრძალება და თუკი მაინც დახარჯავს, ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვლება. ამას თან დაერთო ყბადაღებული დაყადაღებებიც და საქმე იქამდე მივიდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანის, ანუ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ივანიშვილმა განაცხადა, ფული იმისთვისაც კი არ აქვს, რომ მაგალითად, მაჟორიტარობის კანდიდატთა საარჩევნო გაზეთები დაბეჭდოს.

მოკლედ, მმართველმა გუნდმა საარჩევნოდ ივანიშვილის ფული გაანეიტრალა, თუმცა ამასობაში, ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი მილიარდელი მოევლინა _ რუსეთში მოღვაწე მინდია გულუა, რომელიც არსებული ინფორმაციით, მთელი რუსეთში ყველა ელექტროგაყვანილობისა და გათბობის სისტემების საკონტროლო პაკეტს ფლობს და სხვა მსხვილ ბიზნესებსაც აკონტროლებს. გულუას მიერ საქართველოში დაფუძნებულ პარტიას _ «გნახლებული საქართველოსთვის» მისი და, ნანა თავმჯდომარეობს. გულუამ და ბაღათურიამ პოლიტიკური ძალის, ფულისა და რეიტინგის გაერთიანება მოახერხეს, რაც ქართული პოლიტიკისთვის, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ფეთქებადსაშიში ნაზავია. ამიტომაც, არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე «წერტილოვან დარტყმებს» ჯონდი ბაღათურიასა და მის მილიარდელ მოკავშირეზეც მიიტანს, მით უმეტეს, რომ გულუამ, როგორც ამბობენ, შესაწლოა, ე.წ. თბილისის წყალი, ლგაზი და «თელასიც» იყიდოს...

ჯონდია ბაღათურიას საჯარო გამოსვლების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს კი არა, შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მან ფული პრეზიდენტობით დააგროვა...

მოკლედ, მართალია, კანონით, პოლიტიკაში «ფულის ტრიალი» აკრძალულია, მაგრამ პერიოდულად მაინც ვრცელდება ხმა, რომ მაგალითად, მმართველი გუნდი ე.წ. აგიტატორებს 200-200 ლარს ურუგებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კი, ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, ის პედაგოგები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვინც ამ უკანონო სქემაში, ანუ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობენ, ხელისუფლების შეცვლის მერე, პასუხს აუცილებლად აგებენო...

და ისევ სოროსი

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ, სოროსმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მისი მონაწილეობის შესახებ გავრცელებული წარმოდგენა გადაჭარბებულია. «კონსპირაციული თეორიის» ერთ-ერთი მთავარი «მუღამი» სწორედ ისაა, რომ «კონსპირატირების» ვინაობა და სხვა დეტალები არ განსაჯაროვდეს. შესაბამისად, დანამდვილებით ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა დოზით იღებდა მონაწილეობას «ბაბუა ჯორჯი» «ვარდების რევოლუციაში», თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებიც ღიად მიუთითებენ, რომ სოროსი საქართველოში ფულს ხარჯავს.

რისთვის ახარჯებს სოროსი საქართველოს ფულს? _ ამ შეკითხვაზე გულუბრყვილო პასუხი ასეთია: ცდილობს, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ ფონზე არც ერთი ქართული გამონათქვამი უნდა დაგვავიწყდეს, მუსიკას ის უკვეთავს, ვინც იხდის... ჯორჯ სოროსი კი, საქართველოში წარმოუდგენლად ბევრს «იხდის»:

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ფონდი «ღია საზოგადოება _ საქართველო», ანუ ე.წ. სოროსი ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა, უმცირესობათა და მათი აზრის პატივისცემა, ხელისუფლების გადანაწილება და საბაზრო ეკონომიკა. ეს საზოგადოება ღიაა განვითარებისთვის,» _ ასე აფასებს ფინანსისტი, ლიბერალი პოლიტიკოსი, ფილანტროპი და ფილოსოფოსი, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი ჯორჯს სოროსი თავის საქმიანობას, თუმცა ზემოხსენებული თანხები მოხმარდა თუ არა საქართველოში თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვას და მედიის განვითარებას, ეს ცალკე საუბრის თემაა. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ «თავისუფლების ინსტიტუტი», რომელიც სოროსის იდეოლოგიის მიმდევარია, «ნაციონალური კადრების მთავარ «სამჭედლოდ» ითვლება...

 

 

 

ვანო პავლიაშვილი, „ქართული სიტყვა“

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსებმა ღიად გვითხრეს, თქვენ იმისთვის რომ ჩვენ დაშლაში შეიტანეთ დიდი წვლილი და ჩვენ მართლაც შევიტანეთ დიდი წვლილი

ისემც დაგიმშვენდათ ცხვირი შენ და მაგ სტატიის ავტორს :givi:

საბჭოთა კავშირის ჩაჯმული ეკონომიკის და არასწორი პოლიტიკის გამო დაშლა არ გადაიბრალეს საკუთარ თავზე? :)

 

საზოგადოებრივ ასპარეზზე ე.წ. ლიბერტარიანელები გამოჩნდნენ. კომერციის თავისუფლება, ტოლერანტობა განსხვავებული, ახლებური აზროვნებისა და ქცევის მიმართ _ ესაა «სოროსის ფონდის» მთავარი პოსტულატები

დიდებული პოსტულატებია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რარაცეებს დაწერდა კაცი მარა აქაც არის ვორნ ბანები და ეგეთები?

მაგის გამო გამოვიქეცი ფორუმ გედან 50 წუთიანი ფლუდ კონტროლის გამო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანი....
, ნექსთ სთეიშენ, ლიბერთი სქუეა.. ;)

 

დაჩი, მაპატიე, მაგრამ მგონი შენ ყველაფერი ერთმანეთში აგერია, - მასონები, სატანისტები, სიონისტები, ჯვაროსნები... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

, ნექსთ სთეიშენ, ლიბერთი სქუეა.. ;)

 

დაჩი, მაპატიე, მაგრამ მგონი შენ ყველაფერი ერთმანეთში აგერია, - მასონები, სატანისტები, სიონისტები, ჯვაროსნები... :)

ტამპლიერთა ორდენის ბაზაზე შეიქმნა მასონური ორგანიზაციები, რომელმაც ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო დიდ ბრიტანეთში,

რაინდულმა ორდენებმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალებებაში :)

ისინი გატაცებულნი იყვნენ კაბალით, გერმეტიკით და ზოგადად ოკულტიზმით :)

ამასთან ერთად ფლობდნენ დიდ ფინანსურ რესურსებს, რაც დააგროვეს აღმოსავლეთში და ეწეოდნენ მევახშეობას, საფუძველი ჩაუყარეს საბანკო სისტემის შექმნას,

ევროპის წარჩინებული გვარის წარმომადგენლები დღესაც აგრძელებენ რაინდულ ტრადიციებს, არიან სხვადასხვა დახურული კლუბების წევრები, უმაღლესი ტიტული მინიჭებული აქვთ აგრეთვე ებრაელ საფინასო საბანკო წრეების წარმომადგენლებსაც,.

მოკლედ არსებობს რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა ხელში კონცენტრირებულია უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

ტამპლიერთა ორდენის ბაზაზე შეიქმნა მასონური ორგანიზაციები, რომელმაც ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო დიდ ბრიტანეთში,

რაინდულმა ორდენებმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალებებაში :)

ისინი გატაცებულნი იყვნენ კაბალით, გერმეტიკით და ზოგადად ოკულტიზმით :)

ამასთან ერთად ფლობდნენ დიდ ფინანსურ რესურსებს, რაც დააგროვეს აღმოსავლეთში და ეწეოდნენ მევახშეობას, საფუძველი ჩაუყარეს საბანკო სისტემის შექმნას,

ევროპის წარჩინებული გვარის წარმომადგენლები დღესაც აგრძელებენ რაინდულ ტრადიციებს, არიან სხვადასხვა დახურული კლუბების წევრები, უმაღლესი ტიტული მინიჭებული აქვთ აგრეთვე ებრაელ საფინასო საბანკო წრეების წარმომადგენლებსაც,.

მოკლედ არსებობს რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა ხელში კონცენტრირებულია უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი

ლამაზად წერ (ლაპარაკობ).., მაგრამ არა ხარ დარწმუნებული იმაში რასაც წერ.. და მგონი მართალიც ხარ.. :) რადგან მასონობის შესახებ სიმართლე, ყოველშემთხვევაში,- ზუსტად, არავინ იცის.. ხალხს ერთმანეთში ერევა მასონები და სიონისტები (ჟიდო-მასონები)... დიდ ფინანსურ რესურსებს კი უფრო ებრაული სუნი უდის.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

საქართველო "ბიოლოგიური" თავდასხმის საფრთხის წინაშე

 

მსოფლიო მმართველთა მიერ სულ უფრო ხშირად გამოიყენება "ბიოგანადგურების" იარაღი მსოფლიოს მრავალ ქვეანაში, მათ შორის საქართველოშიც. "ბიოსაჭურვილის" გამოყენება შენიღბულია საყოველთაო აცრებისა და მსგავსი საყოველთაო აუცილებელი შემოწმება-მკურნალობის სახით.

"ბიოიარაღით" ისინი სურვილისამებრ ანელებენ ან აჩქარებენ მოსახლეობის გამრავლებას ან შემცირებას, სცდიან ახალ "ბიოიარაღს" ადამიანებზე, იწვევენ ადვილად გადამდები, უკურნებელი ავადმყოფობების გავრცელებას. ასევე ქმნიან ამ ავადმყოფობების საწინააღმდეგო წამლებს და სარფიანად ყიდიან იმავე ქვეყნებში.

მსოფლიო მმართველთა ამ ბინძური საქმიანობის მთავარი დასაყრდენია მათ მიერვე დანიშნული ხელისუფალნი, მაგალითად ნაცხელისუფლება და სხვები.

2008 წლის 15 ივლისიდან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო გაერთიანების მოთხოვნა-ხელმძღვანელობით დაიწყო გეგმის “საქართველოში წითელა/წითურას საყოველთაო აცრის 2008 წლის ქვემო ქართლში” და შემდეგ სრულიად საქართველოში განხორციელება.

მოსამზადებელი სამუშაოების დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წლის იანვრიდან. საქართველოში სხვადასხვა "ბიოსაჭურვილის" გამოყენება-გამოცდა მიმდინარეობს დაავადებათა მეთვალყურეობის სახელმწიფო და სხვა მასონური დაწესებულებების მონაწილეობით:

http://www.redcross.ge/content/images/base/icrc.gifICRC

http://www.redcross.ge/content/images/base/rcf.gifIFRC

- ჯანდაცვის მსოფლიო დაწესებულება,

- UNICEF იუნისეფი,

- ვიშნევსკაია/როსტროპოვიჩის ფონდი.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 6-27 წლამდე ასაკის მოსახლეობა.

2008 წლის მარტიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადბამ (სწჯს), ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი მონაწილეობდა დაწესებულებათაშორისო შეთამაშების მუშაობაში (სამუშაო შეხვედრებში).

აცრებთან დაკავშირებით სწჯს-სა და ჯანმრთელობის, "შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" შორის დაიდო ხელშეკრულება.

22 ივლისს სწჯს სათაო საბინადროში ჩატარდა მომზადება მოსახლეობის დაბოლება-გაბრიყვებასთან დაკავშირებით. სწავლებში მონაწილეობდა მასონების შვიდი დამკვირვებელი და 21 წინამძღოლ-მოხალისე ქვემო ქართლის ყველა მხარიდან. მასონთა გეგმა ითვალისწინებს 300 მოხალისის ჩართვას დაბოლება-გაბრიყვების საქმიანობებში მარტო ქვემო ქართლში. მომზადებული 21 გამბრიყვებელ-დამბოლებელი მოხალისე უზრუნველყოფს დანარჩენი მოხალისეებისათვის სწავლების ჩატარებას. აგვისტოს პირველ რიცხვებში მოხალისეები დაიწყებენ მოქმედებას სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან.

დაბოლება-გაბრიყვების მიზნით, სექტემბრიდან გაიმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც სწჯს-ს მისცემს საშუალებას შეკრიბოს სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები და მოახდინოს აცრების შესახებ დამბოლებელი ცნობების კიდევ ერთხელ გავრცელება.

29 სექტემბერი-12 ოქტომბრის ჩათვლით მოხალისეების მიერ მოწესრიგებულად მოხდება გაბრიყვებულთა მიყვანა ასაცრელ უბნებში. გეგმის დასრულების შემდეგ სწჯს მიიღებს მონაწილეობას კამპანიის საბოლოო დათვალიერებასა და შეფასებაში.

 

საქართველოში წითელასა და წითურას საყოველთაო აცრები დაიწყეს

22.10.08

წითელასა და წითურას აცრებზე გამოყენებული ინდოეთიდან შემოტანილი უცნობი შემადგენლობის შრატი საქართველოში აღრიცხულიც არ არის. წამლის სააღრიცხვო სამმართველოში აცხადებენ რომ გადაწყვეტილება ნაცსამთავრობო ჯგუფმა მათი მონაწლეობის გარეშე მიიღო. რაც საქართველოს წესდების უხეში დარღვევაა.

უცნობი შემადგენლობის შრატის საქართველოში შემოტანის ნებართვა 2007 წლის 12 დეკემბერს გაიცა, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით.

საქართველოში გუშინ, აცრის შედეგად, თორმეტი მოზარდი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების მიზეზით, თბილისის პირველი საავადმყოფოს "რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. სასწავლებლებში მიმდინარე აცრებიდან რამდენიმე სააათში მოზარდებს ძლიერი თავის ტკივილი, თაბრუსხვევა, "არტერიული" წნევის მატება და კანკალი აღენიშნებოდათ.

 

 

ქართველებო!

ნუ დაუჯერებთ ეშმაკისეულებს და ნუ გახდებით საცდელი თაგვები მათ ხელში. გადაარჩინეთ თქვენი შვილები და ახლობლები მოწამვლა-დაავადებას. უარი თქვით საყოველთაო, განუკითხავ აცრებზე.

 

This post has been edited by დაჩი on 23 Oct 2008, 05:12

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Famous Quotes About "Depopulation"

 

Depopulationists think the earth's population needs to be DECREASED BY 80%. Learn how to protect yourself from sterilization, mercury in vaccines, fluoridation of water, pesticides, genetically modified organisms (GMOs), plus nuclear, chemical and biological weapons like DU, chem-trails, anthrax, AIDS & bird flu.

 

ხაზარ-მასონური მსოფლიო მთავრობის მიერ გამოყენებული დედამიწის მოსახლეობის შემცირების (80%-ით) ცნობილი ხერხები:

- აცრები;

- წყლის მოწამვლა (ამჟამად ჭარბი ფტორით);

- ჰაერის მოწამვლა (ქიმიური დაფრქვევა თვითმფრინავებიდან);

- სოფლის მეურნეობაში გამოყენებული საწამლავებით ("პესტიციდები");

- დვიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვებით;

- ბიოლოგიური, ქიმიური და ბაქტეროლოგიურ-ვირუსული საჭურვილის გამოყენებით.

http://worldtruthtoday.files.wordpress.com/2011/04/swine-flu-vaccinations-and-depopulation-2301.jpgდედამიწის მოსახლეობის შემცირება საყოველთაო აცრების გამოყენებით

 

ურწმუნოებიც კი გააოგნა ბარაკ ობამას მრჩევლისა და მეცნიერ-თავკაცის ჯონ ჰოლდრენის მოწოდებამ, დედამიწის მოსახლეობის საყოველთაო შემცირებაზე, უნაყოფობის გამომწვევი აცრების გამოყენებით, რომელიც ადამიანის დამცავი ფარის ("იმუნიტეტის") დაკნინებასაც იწვევს. რაც მის მიერ 1977 წლის გამოცემულ წიგნშია აღწერილი, სახელწოფებით "ეკომეცნიერება".

http://vanglaplaneet.ee/pildid/murgid_holdren.jpgჯონ ჰოლდრენი

John P. Holdren is advisor to President Barack Obama for Science and Technology, Director of the White House Office of Science and Technology Policy, and Co-Chair of the President’s Council of Advisors on Science and Technology (PCAST)

***

2013 წლის აპრილი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში ყველა იმ მოქალაქის აცრას გეგმავს, რომლებსაც წითელასასთან ბრძოლის საბაბით.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, აიცრებიან წითელათი დაავადებულებთან შეხებაში მყოფი ადამიანებიც - ოჯახის წევრები და სამედიცინო პერსონალი.

***

22.04.2013

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წითელას აცრები მიმდინარეობს.

 

აცრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ურთიერთშეთანხმებით ტარდება.

იმ სამხედრო ნაწილების მთელი შემადგენლობა აიცრა, სადაც ერთეული შემთხვევა იყო გამოვლენილი. ამ დროისათვის შეიარაღებული ძალების ნახევარზე მეტ თანამშრომელს აცრები უკვე ჩაუტარდა.

***

დასკვნა:

ქართველების განადგურება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხმა მივაწვდინოთ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რათა შევაჩეროთ ერის ფარული განადგურება.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...