Jump to content
Planeta.Ge

მეფსალმუნე და მეშურდულე დავით მეფე მესხი ანუ ქართველია?


Recommended Posts

119:1 ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.

119:2 უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.

119:3 რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?

119:4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.

119:5 ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.

119:6 მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.

119:7 და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.

ეს არის 119-ე ფსალმუნის ის ვერსია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება დღეს მოქმედ გამოცემებში. თუმცა რუსულ, ინგლისურ და ზოგიერთ ქართულ გამოცემაში არის კიდევ ერთი ლექსი - "ხიზანი ვარ მეშექისა". რატომ, ვინ და რა მიზნით ამოიღო ეს სიტყვები ქართული ფსალმუნებიდან? ხომ არ მოხდა ეს რუსი ეგზარხოსების მიერ გასაგები მიზეზით? მით უმეტეს, რომ ბაგრატიონები თავს თვლიდნენ დავით მეფის პირდაპირ მემკვიდრეებად და ამ სახელოვანი გვარის წარმოშობის ადგილი სწორედ მესხეთია, იგივე მეშექი, საიდან გამოხიზნულადაც აცხადებს თავს მეფსალმუნე დავით მეფე 119-ე ფსალმუნში?

ეს არანაირად არ ჯდებოდა რომანოვების და საერთოდ რუსების მესიანობაში. აქვე საინტერესოა, რატომ არ იკვლევენ ამ საკითხს ჩვენი ღვთისმსახურები და ბიბლიის მკვლევარები?

Созвучие имени Мешеха (Мосоха) с названием российской столицы породило множество спекуляций на эту тему. Этой версии придерживается Киевский синопсис, изданный впервые в 1674 году, о котором упоминает позднее В. Н. Татищев и приводит, среди прочих версий происхождения славян, и ту, с точки зрения которой — московиты были потомками легендарного Мешеха[1]. Эта же гипотеза фигурирует во многих других источниках, преимущественно XVII-го века[2], и рассматривается Ломоносовым [3] и Тредиаковским[4].

 

Айзек Азимов отождествляет Мешех с фригийцами, которых ассирийцы называли "мушки"[5] -ეს ვერსია რუსული მესიანობისთვისაა დიდებული მასალა.

 

 

1) сын Иафета, внук Ноя. Имя М. носили также и его потомки, обитавшие в сев.-вост. части Малой Азии. В Библии М. упоминается вместе с Иаваном и Фувалом (Быт 10:2; Иез 27:13; 32:26; 38:2; 39:1). В ассир. надписях народы мушки и табал причисляются к врагам Ассирии. Геродот говорит о мосхах и тибаренах, живущих на юго-вост. побережье Черного моря. ეს კი არ აწყობთ, რადგანაც ყველა მეტ-ნაკლებად წესიერმა მეცნიერმა იცის, რომ მოშკები(მესხები) და თუბალები ქართული ტომებია. მოდით ერთად ვიფიქროთ ამაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

უაღრესად საინტერესო და დამაფიქრებელი ინფორმაცია შემოგვთავაზეთ, პირადად მე დიდ მადლობას გიხდით ამ ინფორმაციისათვის, ნაადრევი პასუხი არ მჩვევია, თავად ფაქტი ჩემის მხრიდან შესწავლას, კვლევასა და გაანალიზებას საჭიროვებს, მაგრამ აქვე აღვნიშნავ რომ საფიქრალი მომეცით. აუცილებლად მოვიძიებ ამ პოსტთან დაკავშირებულ ისტორიულ წყაროებს მეცნიერთა შეხედულებებს სასულიერო პირთა წარმოდგენებს ჩამოვყალიბდები და საკუთარ ააზრს აუცილებლად დავაფიქსირებ ამავე თემაში, ზედმეტი მიკერძოვებების გარეშე, თუმცა სადღაც ქვეცნობიერში მსურს რომ ცხებული მეფე დაუდი როგორც მას ივრითზე უწოდებენ წარმოშვებით ქართველთა წინაპარი ტომებიდან იყოს.

 

თუმცა აქვე აღსანიშნავია მოციქულის მიერ ოთხთავში მოყვანილი გენეოლოგია მესიისა სადაც აღნიშნულია შემდეგი:

 

სახარება მათესი თავი I მუხლები 1–6

 

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.

 

 

2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.

 

3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.

 

4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.

 

5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.

 

6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.

 

სახარება ლუკასი თავი III მუხლები 23–32

 

23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,

 

24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,

 

25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,

 

26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,

 

27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,

 

28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,

 

29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,

 

30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,

 

31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,

 

32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,

 

როგორც ზემოთაღნიშნულიდან ჩანს წმინდა ოთხთავის ორ წიგნში, მოციქულ მათესა და ლუკას მიერ გადმოცემულ გენეოლოგიაში დავით მეფსალმუნე მოხსენიებული არის ვინმე იესეს ძედ, რომელიც თავის მხრივ პირდაპირი შთამომავალი გახლდათ აბრამისა (შემდგომში აბრაამისა) ეს უკანასკნელი კი წარმოშვებით ქალდეის ქალაქ ურიდან გახლდათ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბაბილონელი ბედუინი იყო და არა მესხი, საიდან მოხვდა აბრამი შუამდინარეტში ესეც გარკვეულია, ბიბლიის მიხედვით, ვინაიდან ისრაელი მკაცრ აღრიცხვას აწარმოებდა გენეოლოგიისა მამრობითი შტოს ხაზით და გარკვეულია აბრამის გენეოლოგიაც.

 

34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,

 

35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,

 

36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

 

37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,

 

38. ენოსისა, სეთისა.

 

ანუ სემიტები არიან ბიბლიის მიხედვით აბრაამიც და მისი შთამომავალი დავით მეფსალმუნეც.

 

ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენს საკითხის ძირეულად შესწავლის შემდეგ მოგახსენებთ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
რეალ მადრიდის არ იყოს,მოკლედ ქართველებს ყველა საუკეთესო უნდათ რომ მათგან იყვნენ. როგორც მადრიდი ყიდულობს ძლიერ ფეხბურთელებს,ისე ქართველები იტაცებენ სხვა ქვეყნის გმირებს :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

eg chveva mgoni somxebs aqvt tu ar vcdebi... :|...

რავი ფაქტი აგერ არის ქართველებზე და რავი. არც ისე შორს არიან სომხები და ერთმანეთს გადაადვეს ეტყობა :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...