Jump to content
Planeta.Ge

მეფსალმუნე და მეშურდულე დავით მეფე მესხი ანუ ქართველია?

Recommended Posts

119:1 ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.

119:2 უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.

119:3 რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?

119:4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.

119:5 ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.

119:6 მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.

119:7 და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.

ეს არის 119-ე ფსალმუნის ის ვერსია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება დღეს მოქმედ გამოცემებში. თუმცა რუსულ, ინგლისურ და ზოგიერთ ქართულ გამოცემაში არის კიდევ ერთი ლექსი - "ხიზანი ვარ მეშექისა". რატომ, ვინ და რა მიზნით ამოიღო ეს სიტყვები ქართული ფსალმუნებიდან? ხომ არ მოხდა ეს რუსი ეგზარხოსების მიერ გასაგები მიზეზით? მით უმეტეს, რომ ბაგრატიონები თავს თვლიდნენ დავით მეფის პირდაპირ მემკვიდრეებად და ამ სახელოვანი გვარის წარმოშობის ადგილი სწორედ მესხეთია, იგივე მეშექი, საიდან გამოხიზნულადაც აცხადებს თავს მეფსალმუნე დავით მეფე 119-ე ფსალმუნში?

ეს არანაირად არ ჯდებოდა რომანოვების და საერთოდ რუსების მესიანობაში. აქვე საინტერესოა, რატომ არ იკვლევენ ამ საკითხს ჩვენი ღვთისმსახურები და ბიბლიის მკვლევარები?

Созвучие имени Мешеха (Мосоха) с названием российской столицы породило множество спекуляций на эту тему. Этой версии придерживается Киевский синопсис, изданный впервые в 1674 году, о котором упоминает позднее В. Н. Татищев и приводит, среди прочих версий происхождения славян, и ту, с точки зрения которой — московиты были потомками легендарного Мешеха[1]. Эта же гипотеза фигурирует во многих других источниках, преимущественно XVII-го века[2], и рассматривается Ломоносовым [3] и Тредиаковским[4].

Айзек Азимов отождествляет Мешех с фригийцами, которых ассирийцы называли "мушки"[5] -ეს ვერსია რუსული მესიანობისთვისაა დიდებული მასალა.

1) сын Иафета, внук Ноя. Имя М. носили также и его потомки, обитавшие в сев.-вост. части Малой Азии. В Библии М. упоминается вместе с Иаваном и Фувалом (Быт 10:2; Иез 27:13; 32:26; 38:2; 39:1). В ассир. надписях народы мушки и табал причисляются к врагам Ассирии. Геродот говорит о мосхах и тибаренах, живущих на юго-вост. побережье Черного моря. ეს კი არ აწყობთ, რადგანაც ყველა მეტ-ნაკლებად წესიერმა მეცნიერმა იცის, რომ მოშკები(მესხები) და თუბალები ქართული ტომებია. მოდით ერთად ვიფიქროთ ამაზე.

Edited by soliaris641
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

soliaris641

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიები, განსაკუთრებით ძველ ქართული თარგმანები უამრავ შეცდომებს, გადაკეთებ-გადმოკეთებებს შეიცავს. მასში უამრავი სიტყვა, წინადადება და მუხლებია თვითნებურად გადაკეთებული და სანდო არაა.

გამოიყენე თანამედროვე ქართული თარგმანები, როგორიცაა მაგალითად ბიბლიის "ახალი ქვეყნიერების თარგმანი" ან "ბიბლიის საზოგადოების თარგმანი". ამასთან ერთად გაეცანი უცხო ენებზე შესრულებულ ბიბლიის თარგმანებს და დაინახავ რომ მართლმადიდებლურ ბიბლიებში თვითნებური გადაკეტებების უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ახლა რაც შეეხება ფსალმუნის მაგ თავს და მაგ მუხლს.

ბიბლიის თანამედროვე ქართულ თარგმანში ზუსტადაა გადმოცემული ეგ მუხლი შემდეგი სიტყვებით:

5 ვაიმე, რადგან ვხიზნობ მეშექში!

კედარის კარვებში ვცხოვრობ.

 6 დიდი ხანია კარვებში ცხოვრობს ჩემი სული

მშვიდობის მოძულეებთან ერთად.

 7 მშვიდობას ვუჭერ მხარს, მაგრამ როცა ვლაპარაკობ,

ისინი ომს ემხრობიან.

როგორც ხედავ, ბიბლიის ამ თარგმანში ზუსტადაა გადმოცემული ებრაულ ენაზე დაწერილი ბიბლიის ეგ სიტყვები.

რაც შეეხება მეშექში დავითის ხიზნობას. :) დავითის მიერ მოხსენიებული "მეშექი" არ წარმოადგენს არც ქართულ მიწას და არც ქართველებს. შენ ამბობ რომ დავითი მეშექიდან იყოო და ქართველობის დაბრალება გინდა. :))) სინამდვილეში დავითი იმას კი არ წერს ფსალმუნში მეშექიდან ვარო არამედ მეშექში ვარ ხიზნადო. :) როგორ გვიყვარს ზოგ ქართველს Yველაფრის თავდაყირა და უკუღმა დაყენება რომ როგორმე დავიბრალოთ ყველაფერი. ერთხელ ერთი ქართველი მიმტკიცებდა ადამი ქართველი იყოო. აი ასეთ სისილელეებსაც კი გაიგებ კაცი. :)

დავუბრონდეთ მეშექს. მეშქები (იგივე მუშქები) ანუ მეშექში მცხოვრები ადამიანები იყვნენ არა ქართველები, არამედ წარღვნიდან ათასი წლის შემდეგ მცირე აზიის ტერიტორიიდან დასავლეთ ასურეთის ტერიტორიაზე მცოხვები ადამიანები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი იყვნენ ასურელები.

ქართველი ისტორიკოსებიც ადასრუებენ ზუსტად იმას რაც მე დაგიწერე აქ. უბრალოდ ზოგიერთი ვარაუდობს რომ ეს ასურელები რომლებიც მეშქებად და მუშკუბად არიან ცნობილნი ისტორიაში მოგვიანებით ასურეთისა და ურარტუს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო.თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და არანაირი ისტორიული ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს.

ასეც რომ ყოფილიყო და მოგვიანებით ეს ასურელური ტომი მუშქებისა საქართველოშიც რომ დაბანაკებულიყვნენ, არანაირად არ აქცევს ფსალმუნების დამწერ მეფე დავითს ქართველად. :)

მოეშვით მსოფლიოს გაქართველების პათოლოგიურ მიდრეკილებებს. :) სირცხვილია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სირცხვილი. :)

უღრმესი მადლობა გამოხმაურებისათვის. პირველ რიგში ვაღიარებ, რომ ცოტა ცუდად გამომივიდა. ვაპირებდი სიტყვა ქართველის ბრჭყალებში ჩასმას, მაგრამ დამავიწყდა. მე რა თქმა უნდა არ მგონია, რომ დავით მეფე ქართველი იყო. თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ იმ დროს ასეთი ეთნიკური ტერმინი არ არსებობდა. არც მსოფლიოს გაქართველებას ვაპირებ, უბრალოდ მინდა, საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ ჩვენი საეკლესიო და სამეცნიერო წრეები ზერელედ და ზედაპირულად შეისწავლიან ბიბლიას. რაც შეეხება თარგმანს, თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არც თანამედროვე თარგმანები გამოირჩევიან განსაკუთრებული სიზუსტით, პირადად მაქვს ნანახი ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მეშეხიდან წამოსული შეიძლება იფიქრო. ეს ერთი, მეორეც: სირცხვილი შეიძლება სტერეოტიპული აზროვნებაც იყოს. მე პირადად მგონია, რომ ქართველების გარკვეული ნაწილის მცდელობა, მთელი მსოფლიო ჩვენ ვიყავით და ვიქნებითო სამარცხვინოსთან ერთად სისულელეცაა, თუმცა არ გამოვრიცხავ ვარიანტს, რომ იყო დრო დედამიწაზე, როცა მის ძალიან დიდ ნაწილზე, ცხოვრობდა ხალხი, ან მონათესავე ხალხები, რომლებიც არიან უძველესი ცივილიზაციის ავტორები. ეს ხალხი დროთა განმავლობაში შეავიწროვეს და დღეს მათი მემკვიდრეები სხვებთან ერთად ჩვენცა ვართ. ისევე, როგორც ბასკები, გასკონელები, კორსიკელები, იტალიის მთიელები, მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ეთნოსები. არც ისაა გამორიცხული, რომ იმ უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები ბიბლიური პერსონაჟებიც იყვნენ. ამაზე ლაპარაკობს ძალიან ბევრი რამ, მითოლოგიაც, ტოპონიმიკაც, ენათმეცნიერებაც...

მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მაქვს ეჭვი, თავის დროზე, რუსმა დამპყრობლებმა შეგნებულად ამოშალეს ფსალმუნებიდან ეს მუხლი, რადგანაც ძალიან უნდოდათ, რომ თავად მიეწერათ, დავით მეფესთან ნათესაობის ამბავი, ხოლო ჩვენმა ეკლესიამ, ხმაც არ ამოიღო ამის საწინააღმდეგოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში ვაღიარებ, რომ ცოტა ცუდად გამომივიდა.

soliaris641

არაუშავს. მთავარია ებრაელ მეფსალმუნე დავითს ქართველობას არ აბრალებ. :)

ვაპირებდი სიტყვა ქართველის ბრჭყალებში ჩასმას, მაგრამ დამავიწყდა.

არაუშავს.

მე რა თქმა უნდა არ მგონია, რომ დავით მეფე ქართველი იყო.

ძალიან კარგი რომ ქართველი არ გგონია. კაცი ებრაელი იყო და ქართველობას ვერ დავაბრალებთ.

უბრალოდ მინდა, საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ ჩვენი საეკლესიო და სამეცნიერო წრეები ზერელედ და ზედაპირულად შეისწავლიან ბიბლიას.

ეგ ახალი არაა რომ საეკლესიო წრეები ბიბლიას ზედაპირულად უყურებენ და ფულის კეთება უფორ აინტერესებთ ვიდრე ბიბლია.

რაც შეეხება თარგმანს, თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არც თანამედროვე თარგმანები გამოირჩევიან განსაკუთრებული სიზუსტით,

რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ნაკლებად ზუსტი და უფრო ზუსტი თარგმანები. ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ.

პირადად მაქვს ნანახი ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მეშეხიდან წამოსული შეიძლება იფიქრო.

აბა რა გაქვს ნანახი, დააკონკრეტე. მაინტერესებს რას გულისხმობ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...