mama Posted June 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2012 მე შენ მოგკლავდი კაი ჯანდაბას ჩემი თავიოღონდ ჯერ ისინი დამახოციე და მერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted June 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2012 ჯერ იქიდან დავიწყოთ ნახე სახელი რა დაუწერია რომ სხვებს მამა დააძახებინოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 ყველანაირი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს უფლისაგან, გარდა სულიწმინდის გმობისა, თემას ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რა მოწყალეა უფალი და რა ბნელია ადამიანი. პირადად მე სულ უკანასკნელი ნაძირალა, რომ იყოს ადამიანი, ყველაფერზე წამსვლელი და ენით აუწერელი დანაშაულების ჩამდენი, მაინც არ ვარ მისი სიკვდილით დასჯის მომხრე, იმიტომ რომ გამარჯვება დანაშაულზე და ზოგადად ბოროტებაზე, ასეთის გამოსწორებით მიიღწევა და არა განადგურებით. სამწუხაროდ დღესაც კი ზოგიერთ სახელმწიფოში ზოგიერთ დანაშაულზე სასჯელის სახით დაწესებულია სიკვდილით დასჯა, ეს სასჯელი საქართველოშიც მოქმედებდა 1997 წლამდე, ჩემი აზრით სასჯელის ასეთი ტიპი და სახეობა არის ავტოკრატულ-დიქტატორული მმართველობის რეჟიმის საძირკვლის გამყარების მიზნით შეთითხნილი კანონის სანქცია. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ აქ ამ სასჯელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ქრისტიანი კაცი ვიღაც სხვის სიკვდილით დასჯის მომხრე როგორ უნდა იყო, როდესაც თავად ჩვენი უფალი ამბობს: "თქვენ გსმენიათ თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, სიცოცხლე სიცოცხლისა წილ, მე კი გეუბნებით ვინც ერთ ლოყაში გაგარტყათ მეორე მიუშვირეთ" ფაქტიურად აქ უფალი თავადვე აუქმებს ისრაელში დადგენილ რჯულისმიერ სასჯელს, სიკვდილით დასჯას და ვფიქრობ ეს არის პირველი ფაქტი კაცობრიობის ისტორიაში როდესაც 2012 წლის წინ მაცხოვარი ღიად გამოვიდა ადამიანის სიცოცხლის, სიცოცხლისა წილ ართმევის წინააღმდეგ. ვფიქრობ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსწორებისა და სინანულის შანსი, ეს შანსი არ უნდა წაართვა მას განადგურებით, თვით მამა ღმერთიც სულგრძელად იტანს მოთმინებით უგუნურთა ბილწ ცოდვებს და არ სურს არც ერთი ადამიანის დაღუპვა, ცოდვილისა და დამნაშავის სიცოცხლის ართმევით არ წყდება დანაშაულის აღმოფხვრის პრობლემა. ეს არც პრევენციაა და არც სიტუაციიდან გამოსავალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ აქ ამ სასჯელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ქრისტიანი კაცი ვიღაც სხვის სიკვდილით დასჯის მომხრე როგორ უნდა იყო, როდესაც თავად ჩვენი უფალი ამბობს: "თქვენ გსმენიათ თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, სიცოცხლე სიცოცხლისა წილ, მე კი გეუბნებით ვინც ერთ ლოყაში გაგარტყათ მეორე მიუშვირეთ" ფაქტიურად აქ უფალი თავადვე აუქმებს ისრაელში დადგენილ რჯულისმიერ სასჯელს, სიკვდილით დასჯას ციხეები და სამუდამო პატიმრობა მოსწონს ქრისტეს? 2012 წლის წინ მაცხოვარი ღიად გამოვიდა ადამიანის სიცოცხლის, სიცოცხლისა წილ ართმევის წინააღმდეგ.2012 წლის წინ დაიბადა იესო და დაბადებიდანვე შეუდგა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლას??კურიოზულ მდგომარეობაში რო არ აღმოჩნდე თავი შეიკავე თარიღების დაკონკრეტებისგან ეს არც პრევენციაანუ ამდენს თუ ვერ ხვდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 (edited) mama ციხეები და სამუდამო პატიმრობა მოსწონს ქრისტეს? არა არც ეგ არ მოწონს, ის პატიმართა მოკითხვასა და ნუგეშისცემას სათნოებად მიიჩნევს. 2012 წლის წინ დაიბადა იესო და დაბადებიდანვე შეუდგა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლას? მართალი ბრძანდებით, 2012 წლის წინ დაიბადა ხორციელად, ბრძოლას რაც შეეხება ის არაფრის წინააღმდეგ არ იბრძვის, მას წყალობა სურს და არა მსხვერპლი, სიკვდილით დასჯის ძველი რჯულისმიერი აკრძალვა კი ვფიქრობ 30 წლის ასაკის შემდეგ გააუქმა, (მას შემდეგ რაც სულიერი მოღვაწეობა დაიწყო მიწაზე) საკუთარი სიტყვის ძლევამოსილებით. კურიოზულ მდგომარეობაში რო არ აღმოჩნდე თავი შეიკავე თარიღების დაკონკრეტებისგან გმადლობთ შენიშვნისთვის. თქვენ ნუ აღელდებით ჩემი შერცხვენისას, როგორმე თავად გამოვასწორებ თუ კი თარიღებში უმნიშვნელო შეცდომას დავუშვებ. ნუ ამდენს თუ ვერ ხვდები მე იმას ვხვდები, რომ ღმერთი მოწყალეა ადამიანი კი ბრმა და ბნელი. სიკვდილით დასჯის ღირსები ჩვენ ყველანი ვართ, მაგრამ სულგრძელობით ითმენს უფალი ჩვენს ცოდვებსა და დანაშაულებს არ გვსჯის ჯერ ჯერობით და არც სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ მოწყალეა და უნდა, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს. თქვენ შეიძლება თარიღებში უზუსტობის აღმოჩენით ფორუმული ქულები ჩაიწეროთ მომხმარებელთა თვალში, მაგრამ თქვენს გულს რას უშვრებით? რომელიც აშკარა აგრესიით გაქვთ სავსე ჩემს მიმართ? მიკვირს არ ვიცი რატომ. იქნებ იმიტომ რომ გულზე მოგხვდათ ჩემი პოსტი? Edited June 11, 2012 by Dakaray Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 სისხლი სისხლით არ დაიბანება იცოდეს ეს ყველამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 ადამიანი კი ბრმა და ბნელიმორწმუნე ადამიანისგან "ღვთის ხატად" შექმნილ არსებაზე ბრმის და ბნელის წოდება ცოტა უცნაურად ჟღერს სიკვდილით დასჯის ღირსები ჩვენ ყველანი ვართაი კიდევ,არადა არ მიყვარს სიტყვებზე გამოკიდება და შენიშვნების მიცემა(მოსმენა მირჩევნია),რის საფუძველზე ფიქრობ რომ ყველანი სიკვდილის ღირსები ვართ? როდესაც არსებობს მაგალითად დიდი წარღვნა ან თუნდაც სოდომი და გომორა მაშინ უფალმა გადაარჩინა რამდენიმე ადამიანი და თქვენ გინდათ დღეს ყველანი სიკვდილით დაგვსაჯოს? არც სურს, რომ ვინმე დაიღუპოს,უფლის სურვილების გამოცნობა-გახმოვანება მოკვდავს თუ შეეძლო არ ვიცოდი არამედ მოწყალეა და უნდა, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს. დანაშაულისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ახალი დანაშაულის პროვოცირება რამდენადაა მოწყალება? მაგრამ თქვენს გულს რას უშვრებით? რომელიც აშკარა აგრესიით გაქვთ სავსე ჩემს მიმართ? აგრესია ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია,უბრალოდ თქვენს პოსტებს გაგებით ვერ მოვეკიდები იქნებ იმიტომ რომ გულზე მოგხვდათ ჩემი პოსტი? გულზე კი ნამდვილად მომხვდა და ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც,პოლიტიკაში ისეთი კარგი პოსტის შემდეგ ამას აღარ მოველოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 mama მორწმუნე ადამიანისგან "ღვთის ხატად" შექმნილ არსებაზე ბრმის და ბნელის წოდება ცოტა უცნაურად ჟღერს უცნაურად არ ჟღერს თავად იესო უწოდებს ბნელით მოცულ ბრმებს ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას, ჩემთვის კი ბნელი და ბრმა ისეთი ადამიანია, რომელიც სიკვდილით დასჯის, ანუ სხვისი სიცოცხლის მოსპობის მომხრეა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ აქვს მეორე ადამიანს და ვინც ამას ამართლებს დიახაც რომ ბნელი და ბრმაა. რის საფუძველზე ფიქრობ რომ ყველანი სიკვდილის ღირსები ვართ? ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების საფუძველზე "არავინ არის მართალი, არავინ ეძებს ღმერთს" სიკვდილის ღირსები ეს ჩვენ ღმერთთან მიმართებაში ვართ და მისი პოზიციიდან გამომდინარე და აკი ვიხოცებით კიდეც. არავინ არის კეთილი გარდა ერთისა ღვთისა. როდესაც არსებობს მაგალითად დიდი წარღვნა ან თუნდაც სოდომი და გომორა მაშინ უფალმა გადაარჩინა რამდენიმე ადამიანი კარგად ვერ აღგიქვამთ წერილის არსი, წარღვნის დროს გადარჩენილი ნოეს ოჯახი და სოდომისა და გომორის ცეცხლით განადგურებისას გადარჩენილი ლოტის ოჯახი იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ნოეს ან ლოტს რაიმე დამსახურება მიუძღვოდა და მართალი იყო ღვთის წინაშე, არა ეს მისი წყალობაა მხოლოდ გამოხატული იმ ადამიანთა მიმართ ვინც წუთისოფლის საცდურით არ შეირყვნეს თავი, თვით აბრაამიც კი რომელიც მეგობრად იწოდებოდა უფლისა არ იყო მართალი მასთან და წერია რომ საქციელი სიმართლეთ ჩაეთვალა, აი ასე ჩაეთვალათ სიმართლედ საკუთარი საქციელი ნოესა და ლოტს და წყალობა მოვიდა მათზე უფლისა. და თქვენ გინდათ დღეს ყველანი სიკვდილით დაგვსაჯოს? მე ადამიანის მიერ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგი ვარ და როდესაც ასეთ კითხვას მისვამთ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ არა? როგორღა ვიქნები იმის მომხრე რომ ღმერთმა გაგანადგუროთ? მე არც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ მსურს. უფლის სურვილების გამოცნობა-გახმოვანება მოკვდავს თუ შეეძლო არ ვიცოდი ცუდია რომ არ იცოდით აწი იცოდეთ, რომ მოკვდავ ადამიანს შეუძლია გამოიცნოს და გაახმოვანოს ღვთის სურვილები, თუ იგი მის სიტყვას ბიბლიას იცნობს, იქ წერია ღვთის სურვილები და ის თუ რას მოითხოვს ადამიანისაგან, ხშირად იკითხეთ ბიბლია და ეჭვები გაგიქრებათ. დანაშაულისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ახალი დანაშაულის პროვოცირება რამდენადაა მოწყალება? თქვენ ფიქრობთ რომ უფალი საკუთარი სულგრძელობით ცოდვათა წამხალისებელი და მაპროვოცირებელია? მისი სიტყვა ბიბლია გვამცნობს: "ნურავინ იფიქრებს აყოვნებსო უფალი ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ მისი სულგრძელობა, არამედ იცოდეთ რომ მომთმენი და მოწყალეა იგი და არ სურს არც ერთი თქვენთაგანის დაღუპვა" მე მგონი ეს თქვენ უფრო გსურთ მასობრივი განადგურება კაცობრიობისა რადგან ღმერთს ბრალს სდებთ უმოქმედობით დანაშაულის მოქმედთა წახალისებაში. აგრესია ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია,უბრალოდ თქვენს პოსტებს გაგებით ვერ მოვეკიდები ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი არ არის, თქვენს ჩემდამი დამოკიდებულებას ქვია აგრესიის გამოვლენა თუმცა პასიური ფორმით მაგრამ აშკარა აგრესიას ავლენთ, პირადად არ მიცნობთ არ იცით ჩემი ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მიკვირს საიდან გაჩნდა ეს აგრესია. იმ პოსტიდან სადაც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ სიტყვას ვამბობ? გულზე კი ნამდვილად მომხვდა და ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც მე მომიტევე თუ ჩემი სიტყვები შენი წყენის მიზეზად იქცა, მაგრამ თუ დაფიქრდები და ღრმად ჩაეძიები მიხვდები რომ სიკვდილით დასჯას გამართლება არ მოეძებნება და გამეხარდება თუ შენც ანალოგიურად იფიიქრებ. პოლიტიკაში ისეთი კარგი პოსტის შემდეგ ამას აღარ მოველოდი რას არ მოელოდით? მე საკუთარი აზრი დავაფიქსირე როგორც ქრისტიანმა, ქრისტიანს არ შეფერის ვიღაცის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერა, ქრისტიანის ბრძოლა არ არის ხორციელი, რომ მახვილით ჩაახშოს ბოროტება. მიუღებელია ჩემთვის თვით უკანასკნელი ნაძირალას სიკვდილით დასჯაც კი, იცით რატომ? გამოსწორების შანსი არ უნდა წაართვა ადამიანს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 გამოსწორების შანსი არ უნდა წაართვა ადამიანს ყველას გამოსწორება შესაძლებლად მიგაჩნია??და გამოსწორების პერიოდში ჩადენილ ახალ დანაშაულზე ვინ უნდა აგოს პასუხი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 mama ყველას გამოსწორება შესაძლებლად მიგაჩნია? კი, შესაძლებლად მიმაჩნია, უცნაური ქმნილებაა ადამიანი, მას საკუთარ თავში ორი საწყისის კეთილისა და ბოროტის ტარება შეუძლია, გამოსწორება კი ეს ხანგრძლივი პროცესია რომელის საწყისსაც აღძრავს სინდისის ხმა, ხოლო სიყვარული აშენებს, საკუთარ თავში ბოროტების დათრგუნვით ადამიანს შეუძლია ააშენოს სიყვარულის კედელი სურვილებს შორის, რომელიც გულიდან გამოდის, ეს ის სურვილებია, მკვლელობას, ქურდობას, მრუშობას და ათასგვარ სისაძაგლეს რომ ადენინებს ადამიანს, ადამიანის პრობლემა ის არის რომ ის ღვთის ხატებიდან საკუთარი სურვილის მონად გადაიქცა, ხოლო ამ მონიდან რომ აღდგეს პირვანდელი ღვთის ხატი, ანუ კაცი მსგავსი ღვთისა, ეს შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, როგორც მაცხოვარი ამბობს მხოლოდ სულიწმინდის წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვაა მიუტევებელი და მისი გმობა არ შეიწყნარება. და გამოსწორების პერიოდში ჩადენილ ახალ დანაშაულზე ვინ უნდა აგოს პასუხი? მაგ კითხვას გაცა იესომ ამომწურავი პასუხი: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ ადამიანები პასუხს აგებენ თითოეული უქმად ნათქვამი სიტყვისთვის განკითხვის დღეს", თავად აგებენ პასუხს საკუთარ უკეთურობაზე, და რამდენია დაფარული უკეთურება რომელიც არ გამჟღავნებულა? მაგრამ როდესაც საქმე სიცოცხლის ხელყოფას ეხება მისი ხელყოფის უფლება მხოლოდ იმას აქვს ვინც ეს სიცოცხლე გიბოძა, ანუ ღმერთს, კაცს არა აქვს უფლება შენი სიცოცხლე ხელყოს, იმიტომ რომ რისთვისაც დაგსჯის თავად იმისი მოქმედია და ამით შენ კი არ გსჯის საკუთარი განაჩენი გამოაქვს. მოსამართლე მიუკერძოვებელი და მსაჯული სამართლიანი მხოლოდ უფალია და მხოლოდ მას აქვს უფლება გადაწყვიტოს იცოცხლებს თუ არა მისი ქმნილება, სხვას არავის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xuro123 Posted November 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 მაინტერესებს ხართ თუ არა სიკვდილით დასჯის მომხრე პირადად მე ვარ, რადგან ვფიქრობ რომ არიან დამნაშავეები, რომელთა დანაშაულიც უპატიებელია და ამას ვერანააერი სასჯელით ვერ გაასამართლებ გარდა სიკვდილით დასჯისა. არიან ადამიანები, რომელიც სიკვდილით დასჯას გარკვეული მიზეზებით უარყოფენ: 1) არავის აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება 2)რელიგიური თვალსაზრისით 3) არაადამიანურია და სხვა მრავალი. პირადად მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს, რადგან ადამიანებმა ზოგადად დაივიწყეს შიში... საერთოდ ცნობილია რომ ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია. თუ ამ კანონს მიიღებენ ჩემი აზრით ბევრი დანაშაული, რომელიც სამომავლოდ უნდა მოხდეს, საგრძნობლად შემცირდება... კატეგორიულად ვეწინააგმდეგები სიკვდილით დასჯას !! ეს მიზეზები რო გიწერი რელიგია და ასე შემდეგ ტუნდაც ერთი, რელიგიური თვალსაზრისით როგორ შეიძლება სიკვდილით დასჯა მარტო ეს არარის საკმარისი? ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება სიცოცხლის უფლება. მართალია ადამიანები ისეთ დანაშაულს ჩადიან რო მათთვის სიკვდილით დასჯაც კი მცირე სასჯელია მაგრამ უნდა დავფიქრდეთ რამდენად სწორი საქციელია. ის ადამიანი ვინც ამ სასჯელს აგასრულებს თვითონაც ხო მკვლელი გამოდის? ანუ დანაშაულზე დანაშაულს ვამატებთ. რაც შეეხება ანდრეს ბრეივიკს მისთვის მართლაც რო უმცირესი სასჯელია 21 წელი თუმცა ყოველ წლუიურად ემატება 5წელი რაც სამუდამო პატიმრობას ნისნავს> ვფიქრობ ყველა სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სასჯელის უმაგლესი ფორმა სამუდამო პატიმრობა რომელიც არანაკლებია სიკვდილით დასჯაზე ამავროულად კანონიერი და რელიგიურად უფრო გამართლებული. ყველა ადამიანი უფლის ნებით მოვიდა ამ ქვეყნად და ამ ქვეყნიდან წასვლაც უფლის გადასაწყვეტია და არა ხალხის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted November 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 არ ვარ მომხრე! მორალურად გაუმართლებელია საქციელი, როცა ადამიანს იმავე მეთოდით უპირისპირდები რისთვისაც სჯი. ანუ მკვლელობას უპირისპირდები მკვლელობით, ქურდობას ქურდობით.... პრევენციის არასწორი გაგებაა: მკვდარი დანაშაულს ვეღარ ჩაიდენს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arawamo Posted November 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 სიკვდილით დასჯის ღირსები ჩვენ ყველანი ვართ, მე თავი ეგეთი საშინელი არ მგონია და თქვენი არ ვიცი. სიკვდილით დასჯას არ ვეთანხმები, უაზრობაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 მიუღებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted November 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2012 მიუღებელია მიუღებელია არა! მაგრამ, არი ისეთი "სასჯელის ფალიტრა" რო სიკვდილი საჩუკრად მიიღებ.თანაც,ზოგ ადამიანისათვის სიკვდილის დასჯა ძაან მსუბუკი სასჯელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.