Jump to content
Planeta.Ge

სიკვდილით დასჯა  

20 members have voted

  1. 1. ართ თუ არა სიკვდილით დასჯის მომხრე?

    • კი
      5
    • არა
      15


Recommended Posts

ტერაქტების მომწყობების, მცირეწლოვანთა მკვლელების ან გამაუპატიურებელთათვის და სამშობლოს მოღალატეთათვის(რასაც ადამიანთა მსხვერპლი ან ქვეყნისათვის დიდი ზარალი მოყვა) სიკვდილის განაჩენი აუცილებელია და აქ ფსევდოჰუმანური კიკინი არაფერს ნიშნავს.....ჩაატარონ რეფერენდუმი და ნახავთ 60-70% სიკვდილის განაჩენს დაუჭერს მხარს..........ეხლა ჩიკატილოები უნდა შეინახოს კიდევ სახელმწიფომ და ბოსელიებმა სუბარებმა მათი უფლებები დაიცვან არავინ აწყენინოსო. არ იქნება სიკვდილის დასჯა იქნება ლინჩი....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/20/2012 at 1:36 PM, mercia merlani said:
მორალურად გაუმართლებელია საქციელი, როცა ადამიანს იმავე მეთოდით უპირისპირდები რისთვისაც სჯი.

ადამიანს იმიტო სჯი სიკვდილით რო ჩაიდინა მძიმე დანაშაული რომელიც შეიძლება კიდევ გაიმეოროს ;) ჯალათი კი დანაშაულის ჩამდენი არაა :)

 

  On 11/20/2012 at 1:36 PM, mercia merlani said:
პრევენციის არასწორი გაგებაა: მკვდარი დანაშაულს ვეღარ ჩაიდენს.

დიახ ვერც მკვდარი ჩაიდენს ახალ დანაშაულს და მერე მეორეც რო ვერც სხვა გაბედავს იმის გაკეთებას რაზეც სიკვდილით დაისაჯა მისი წინამორბედი ;) აი ესაა პრევენციის სრული გაგება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 12:27 PM, mama said:
ადამიანს იმიტო სჯი სიკვდილით რო ჩაიდინა მძიმე დანაშაული რომელიც შეიძლება კიდევ გაიმეოროს ჯალათი კი დანაშაულის ჩამდენი არაა

 

არასწორი ინტერპრეტაციაა ჩემი პასუხის :)

მე კონკრტული ჯალათი არ მიგულისხმია, ზოგადად სისტემა მქონდა მხედველობაში

 

 

  On 11/25/2012 at 12:27 PM, mama said:
დიახ ვერც მკვდარი ჩაიდენს ახალ დანაშაულს და მერე მეორეც რო ვერც სხვა გაბედავს იმის გაკეთებას რაზეც სიკვდილით დაისაჯა მისი წინამორბედი აი ესაა პრევენციის სრული გაგება

 

მკვლელს რო კლავ სწორია?

მკვლელობისთვის კლავ, სასაცილოა უბრალოდ.

თანაც სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს იქ აღარ ხდება მსგავსი დანაშაულები?

საზოგადოება უნდ გაიზარდოს, წავიდა ის დრო როცა ადათობრივი სამართალი მეფობდა.

ხალხი უნდა შეიცვალოს და ლინჩის წესის პრეროგატივა ნამდვილად არაა ეს

 

თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ - ამის მომხრე ხარ?

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ - ამის მომხრე ხარ?
ეს რა სისულელეა :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
მე კონკრტული ჯალათი არ მიგულისხმია, ზოგადად სისტემა მქონდა მხედველობაში

მკვლელი სისტემა?? :D სამუდამო პატიმრობის აზრი მითხარი აბა :) უნდა იჯდეს სულ ციხეში წამოს ჩვენი ფულით ნაყიდი საჭმელი,დახარჯოს წყალი,ელ-ენერგია,გაცვითოს ტანცასმელი, მოაცდინოს ბადრაგი..... და რატო ამდენი ხარჯი?? 5ლარი გირს ტყვია :D

 

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
მკვლელს რო კლავ სწორია?

კი :)

 

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
მკვლელობისთვის კლავ, სასაცილოა უბრალოდ.

მგგავს მძიმე დანაშაულებზე ადამიანობა უნდა ჩამოართვა და მისი მკვლელობა გაიგივებული იქნება ჭიანჭველას გასმეტასთან. დარწმუნებული ვარ ჭიანჭვჭველები(რომლებიც არაფერს გიშავებენ) ბევრი გყავს მოკლული :D და ადამიანი რახან ღმერთის ხატადაა შექმნილი იმიტო არ შეიძლება მისი მოკვლა?? :D

 

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
თანაც სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს იქ აღარ ხდება მსგავსი დანაშაულები?

მანიაკს გიჟს და გადარეულს რა გამოლევს მაგრამ საგრძნობლად შემცირდება მსგავსი(სასიკვდილო განაჩენის) დანაშაული ;)

 

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
საზოგადოება უნდ გაიზარდოს, წავიდა ის დრო როცა ადათობრივი სამართალი მეფობდა. ხალხი უნდა შეიცვალოს და ლინჩის წესის პრეროგატივა ნამდვილად არაა ეს

ოჯახში რო ტიპი შევარდება და კაცს ცოლშვილს თვალწინ გაუბახებს ფულის გამო ასეთი დამნაშავის უფლებებზე ზრუნვაა საზოგადოების გაზრდის მანიშნებელი?? გამოვა "გაზრდილი საზოგადოება" და მოითხოვს პურზე მეტი კარაქი და თაფლი წაუსვით იმ ყაჩაღს თორე რევოლუციას მოვაწყობთო :facepalm:

 

  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ - ამის მომხრე ხარ?

არაა

თვალის წილ მარტო თვალი კიარა მთელი სახე უნდა აახიო ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 1:12 PM, Giorgi Kiskeidze said:
ეს რა სისულელეა

 

ჯერ ნახე რა კონტექსტში დავწერე და მერე "იფეისპალმე"! ( :facepalm: )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 3:32 PM, mama said:
მკვლელი სისტემა?? სამუდამო პატიმრობის აზრი მითხარი აბა უნდა იჯდეს სულ ციხეში წამოს ჩვენი ფულით ნაყიდი საჭმელი,დახარჯოს წყალი,ელ-ენერგია,გაცვითოს ტანცასმელი, მოაცდინოს ბადრაგი..... და რატო ამდენი ხარჯი?? 5ლარი გირს ტყვია

 

ალბათ მოგეხსენება, რომ სამუდამოს ნაკლებად მსუბუქ, მსუბუქ და მძიმე დანაშაულზე არ ვრცელდება. მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება და რატომ ვემხრობი აგიხსნი ეხლა:

 

1) მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანი იმსახურებს განსაკუთრებით მძიმე სასჯელს, რაც განსაზღვრება 30 წლით ან სამუდმო პატიმრობით. მე მაგალითად 30 წლიანი პატიმრობა სასაცილო და დამცინავ სასჯელად მიმაჩნია. სასცილო იმიტომ, რომ 30 წელი ადამიანი ციხეში იჯდეს დაიქიდან ცოცხალი გამოვიდეს ნაკლებად მგონია, დამცინავი კი იმიტომ, რომ ჰუმანური კანონის იარლიყი აქვს მიკრული სამუდამო სასჯელთან მიმართებაში.

2) ისეთი ადამიანის გამოსწორება, რომელმაც არაერთგზის ჩაიდინა ერთი და იმავე სახის დანაშაული, შეუძლებელია

3)პრევენციისთვის აუცილებელია სამუდამო, რადგან სიკვდილით დასჯაზე ბევრად მძიმე ასატანი ბრალდებულისთვის ესაა

 

მკვლელს რო კლავ სწორია?

 

  On 11/25/2012 at 3:32 PM, mama said:
კი

ამაზე კამათი სისულელეა, შენი მორალური დამოკიდებულებაა, რასაც მე ვერ შეგაცვლევინებ

 

 

  On 11/25/2012 at 3:32 PM, mama said:
მგგავს მძიმე დანაშაულებზე ადამიანობა უნდა ჩამოართვა და მისი მკვლელობა გაიგივებული იქნება ჭიანჭველას გასმეტასთან. დარწმუნებული ვარ ჭიანჭვჭველები(რომლებიც არაფერს გიშავებენ) ბევრი გყავს მოკლული და ადამიანი რახან ღმერთის ხატადაა შექმნილი იმიტო არ შეიძლება მისი მოკვლა??

 

ჭიანჭველას და ადამიანის მკვლელობის შედარება შენი მხრიდან, მსუბუქად რომ გითხრა, ძალიან სულელური ქმედებაა.

თანაც კანონი ადამიანებს შორის ურთიერთობას აწესრიგებს და რა მწერებს და ადამიანებს შორის "უთანხმოებებს" ;)

რელიგიით ნუ მანიპულირებ, როცა ხედავ რომ აბსოლუტურად განსხვავებული მრწამსის ვარ. ასეთი საუბრის გაგრძელება უაზრობაა, რადგან საუბრის ბოლოს ორივე ჩვენს აზრზე დავრჩებით

 

 

  On 11/25/2012 at 3:32 PM, mama said:
მანიაკს გიჟს და გადარეულს რა გამოლევს მაგრამ საგრძნობლად შემცირდება მსგავსი(სასიკვდილო განაჩენის) დანაშაული

 

შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი.

საიდან იცი რომ ასე მოხდება, პირადი გამოცილება ვერ გექნება გარკვეული მიზეზების გამო ;)

 

 

  On 11/25/2012 at 3:32 PM, mama said:
ოჯახში რო ტიპი შევარდება და კაცს ცოლშვილს თვალწინ გაუბახებს ფულის გამო ასეთი დამნაშავის უფლებებზე ზრუნვაა საზოგადოების გაზრდის მანიშნებელი?? გამოვა "გაზრდილი საზოგადოება" და მოითხოვს პურზე მეტი კარაქი და თაფლი წაუსვით იმ ყაჩაღს თორე რევოლუციას მოვაწყობთო

 

მერე ვინ ზრუნავს ასეთ ადამიანებზე?

ასეთი ქმედება რა დაუსჯელია?

 

 

  On 11/25/2012 at 3:32 PM, mama said:
არაა თვალის წილ მარტო თვალი კიარა მთელი სახე უნდა აახიო

 

აქაც აზრი არ აქვს კამათს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 7:34 PM, mercia merlani said:
ჯერ ნახე რა კონტექსტში დავწერე და მერე "იფეისპალმე"! ( )
რა"იფეისპალმე" ?მე გეუბნები. ეს
  On 11/25/2012 at 12:32 PM, mercia merlani said:
მკვლელს რო კლავ სწორია? მკვლელობისთვის კლავ, სასაცილოა უბრალოდ. თანაც სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს იქ აღარ ხდება მსგავსი დანაშაულები? საზოგადოება უნდ გაიზარდოს, წავიდა ის დრო როცა ადათობრივი სამართალი მეფობდა. ხალხი უნდა შეიცვალოს და ლინჩის წესის პრეროგატივა ნამდვილად არაა ეს
არა სწორი! სიკდილით დასჯა უნდა იყოს ეს კი მაგრამ შენ რო ამბობ,"თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ ეგეთები არ შეილება და არც უნდა იყოს!.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 7:59 PM, Giorgi Kiskeidze said:
არა სწორი! სიკდილით დასჯა უნდა იყოს ეს კი მაგრამ შენ რო ამბობ,თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ ეგეთები არ შეილება და არც უნდა იყოს"!.

 

 

ადამიანის სიკვდილით დასჯა სწორიაო ამბობ და თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ ეგეთები არ შეილება და არც უნდა იყოს ? რატომ?

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

ძაან უსაგნო(უაზრო) საუბარი რო არ გამოვიდეს პირველ რიგში სასჯელის აზრი/არსი განვმარტოთ :) სასჯელის მიზანი მხოლოდ დასჯაა თუ გამოსწორება?

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
მკვლელს რო კლავ სწორია?

კითქო დავწერე, მარა ახლა ცოტა უფრო განვმარტავ :)

მიუხედავად იმისა რო სადისტად ვჩანვარ მე უფრო ჰუმანისტი ვარ ;) წამებით სიკვდილის ვამჯობინებ წამიერ სიკვდილს....თვითონაც იძახი(მიახლოებით) რო ციხე იგივე შენელებული სიკვდილიაო, 30წელი ვერ იცოცხლებს ციხეშიო.ხოდა რო არც იმან იწვალოს და არც ჩვენ გვაწვალოს...ტყვია შუბლის ჯვარში... ;) მაინც ვერ ვხვდები რაა აქ გაუგებარი

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
ჭიანჭველას და ადამიანის მკვლელობის შედარება შენი მხრიდან, მსუბუქად რომ გითხრა, ძალიან სულელური ქმედებაა.

ადამიანი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს განვითარებული ცხოველია ;) ამიტო სხვა ცხოველებთან შედარება შეიძლება :)

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
თანაც კანონი ადამიანებს შორის ურთიერთობას აწესრიგებს და რა მწერებს და ადამიანებს შორის "უთანხმოებებს"

მგონი აქ კანონის უუნარობასაც ვარჩევთ და კანონს აბსოლიტურ ჭეშმარიტებად არ განვიხილავთ

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
რელიგიით ნუ მანიპულირებ, როცა ხედავ რომ აბსოლუტურად განსხვავებული მრწამსის ვარ.

არანაირი მანიპულირება

ეს მხოლოდ იმიტო დავწერე რო ადამიანი ჩემთვის ცხოველია, შენთვის კი ღვთის ხატად შექმნილი ;)

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
ასეთი საუბრის გაგრძელება უაზრობაა, რადგან საუბრის ბოლოს ორივე ჩვენს აზრზე დავრჩებით

მე არ ვარ ასეთი ჯიუტი და შენი არ ვიცი :D თუ დამანახებ რო მართლა სამუდამო პატიმრობა სჯობს სიამოვნებით გადმოვალ შენს მხარეს,მარა ჯერ ვერაფერი ვნახე რითი სჯობს სამუდამო სიკვდილით დასჯას

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი. საიდან იცი რომ ასე მოხდება, პირადი გამოცილება ვერ გექნება გარკვეული მიზეზების გამო

სიკვდილით დასჯა ხო არის სამუდამოზე უფრო მკაცრი სასჯელი? ხოდა ყველა სასჯელის გამკაცრება ამცირებს დანაშაულის რაოდენობას

 

  On 11/25/2012 at 7:55 PM, mercia merlani said:
მერე ვინ ზრუნავს ასეთ ადამიანებზე?

თუ არ ზრუნავენ ძალიან ცუდი..როგორ შეიძლება პატიმრის უფლებები დაირღვეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
ძაან უსაგნო(უაზრო) საუბარი რო არ გამოვიდეს პირველ რიგში სასჯელის აზრი/არსი განვმარტოთ სასჯელის მიზანი მხოლოდ დასჯაა თუ გამოსწორება?

 

იდეაში ორივე, მაგრამ დასჯა უფრო ხდება ვიდრე გამოსწორება

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
კითქო დავწერე, მარა ახლა ცოტა უფრო განვმარტავ მიუხედავად იმისა რო სადისტად ვჩანვარ მე უფრო ჰუმანისტი ვარ წამებით სიკვდილის ვამჯობინებ წამიერ სიკვდილს....თვითონაც იძახი(მიახლოებით) რო ციხე იგივე შენელებული სიკვდილიაო, 30წელი ვერ იცოცხლებს ციხეშიო.ხოდა რო არც იმან იწვალოს და არც ჩვენ გვაწვალოს...ტყვია შუბლის ჯვარში... მაინც ვერ ვხვდები რაა აქ გაუგებარი

 

რა განსხვავებაა და მორალურად არაა სწორი როცა ადამიანს იმავე მექანიზმით უმკლავდები, რისთვისაც სჯი.

თანაც ართმევ მონანიების (შესაძლო) უფლებას და შესაძლებლობას.

ადამიანი ღმერთმა შექმნა და მხოლოდ მას აქვს მისი სიცოცხლის დასრულების უფლებაც (ამას არ დაეთანხმები ვიცი)

გაუგებარი არაფერი, მიუღებელია ჩემთვის.

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
ადამიანი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს განვითარებული ცხოველია ამიტო სხვა ცხოველებთან შედარება შეიძლება

 

დარვინის თეორიის თუ ვინმეს სჯეროდა არ მეგონა :D

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
მგონი აქ კანონის უუნარობასაც ვარჩევთ და კანონს აბსოლიტურ ჭეშმარიტებად არ განვიხილავთ

 

კანონის უუნარობა რაში გამოიხატება?

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
არანაირი მანიპულირება ეს მხოლოდ იმიტო დავწერე რო ადამიანი ჩემთვის ცხოველია, შენთვის კი ღვთის ხატად შექმნილი

 

ყველა ღვთის ხატადაა შექმნილი, შემდეგ ხდებიან ცხოველები

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
მე არ ვარ ასეთი ჯიუტი და შენი არ ვიცი თუ დამანახებ რო მართლა სამუდამო პატიმრობა სჯობს სიამოვნებით გადმოვალ შენს მხარეს,მარა ჯერ ვერაფერი ვნახე რითი სჯობს სამუდამო სიკვდილით დასჯას

 

დაგიწერე ეგ ზემოთ და კონკრეტულ თემას თუ გადახედავ ბევრ არგუმენტს ნახავ ;)

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
სიკვდილით დასჯა ხო არის სამუდამოზე უფრო მკაცრი სასჯელი? ხოდა ყველა სასჯელის გამკაცრება ამცირებს დანაშაულის რაოდენობას

 

ესე გადაჭრით ვერ იტყვი, ერთის მხრივ უფრო მკაცრია, მეორეს მხრივ უფრო მსუბუქი. თუმცა საბოლოოდ მე მაინც უფრო მსუბუქ სასჯელად მივიჩნევ სამუდამოს. პრევენციას, ჩემი აზრით, ვერცერთი კანონი ვერ ახორციელებს და როგორც წესი, კანონის მიზანი უფრო ქმედების დასჯაა, ვიდრე პრევენცია.

 

 

  On 11/25/2012 at 8:20 PM, mama said:
თუ არ ზრუნავენ ძალიან ცუდი..როგორ შეიძლება პატიმრის უფლებები დაირღვეს

 

არ შეიძლება, მაგრამ ხდება, სამწუხაროდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 8:36 PM, mercia merlani said:
რა განსხვავებაა და მორალურად არაა სწორი როცა ადამიანს იმავე მექანიზმით უმკლავდები, რისთვისაც სჯი.

შეიძლება სულაც არ იყოს მკვლელი და ყაჩაღი იყოს(ჩემთვის ყველაზე საშინელება ყაჩაღობაა)

მე რო ავაშენო პატარა ციხესავით რამე და იქ შევრეკო ხალხი ხო დამიჭერებ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო? :) ხოდა რა გამოდის იმიტო მსცვავენ გალიაში რო მანამდე მე სხვები ჩავსვი გალიაში :D

 

  On 11/25/2012 at 8:36 PM, mercia merlani said:
ადამიანი ღმერთმა შექმნა და მხოლოდ მას აქვს მისი სიცოცხლის დასრულების უფლებაც

რელიგიაზე გადავდივართ მაგრამ რო არ ჩაგეძიო არ შემიძლია :D

თქვენ ხო თვლით რო ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება? ხოდა რაც ხდება თუ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება მაშინ დამნაშავეები კი არა ღმერთის ნების გამტარებლები ყოფილან მკვლელები და საერთოდ რაღატო ვიჭერთ? :)

 

  On 11/25/2012 at 8:36 PM, mercia merlani said:
დარვინის თეორიის თუ ვინმეს სჯეროდა არ მეგონა

შენ ერ მიგაჩნია სასაცილოდ მე ის

 

  On 11/25/2012 at 8:36 PM, mercia merlani said:
კანონის უუნარობა რაში გამოიხატება?

იმაში რო სიკვდილით დასჯა არაა

 

  On 11/25/2012 at 8:36 PM, mercia merlani said:
ყველა ღვთის ხატადაა შექმნილი, შემდეგ ხდებიან ცხოველები
ხო

და დანარჩენმა ღვთის ხატებმა რო ეს მერე გამხდარი ცხოველები სიკვდილით დასაჯონ რაა ამაში ცუდი?

 

  On 11/25/2012 at 8:36 PM, mercia merlani said:
პრევენციას, ჩემი აზრით, ვერცერთი კანონი ვერ ახორციელებს და როგორც წესი, კანონის მიზანი უფრო ქმედების დასჯაა, ვიდრე პრევენცია.

აბა გაიხედე ქალაქში რამდენი შუშებ დაბურული მანქანა დადის ან რამდენს არ უკეთია ღვედი? მიუხედავად იმისა რო სულელური აკრძალვაა მაინც მოქმედებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 8:00 PM, mercia merlani said:
ადამიანის სიკვდილით დასჯა სწორიაო ამბობ და თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ ეგეთები არ შეილება და არც უნდა იყოს ? რატომ?
აი უყურე, სიკვდილი დასჯა ზოგჯერ აუცილებელია, მაგალითად: ის ამბავი, მამამ თავისი თოთო ბაღანა აიიღო დანა ღორისავით დაკლა. ასეთ ადამიანს რაა უნდა უქნა? Edited by Giorgi Kiskeidze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 11/25/2012 at 8:51 PM, mama said:
შეიძლება სულაც არ იყოს მკვლელი და ყაჩაღი იყოს(ჩემთვის ყველაზე საშინელება ყაჩაღობაა) მე რო ავაშენო პატარა ციხესავით რამე და იქ შევრეკო ხალხი ხო დამიჭერებ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო? ხოდა რა გამოდის იმიტო მსცვავენ გალიაში რო მანამდე მე სხვები ჩავსვი გალიაში

 

შენთვის რა არის მნიშვნელოვანი ის არაა მთავარი, რაც უმრავლესობისთვისაა მიჩნეული ისაა მნიშვნელოვანი.

მაგ პატარა ციხეში რო აღუკვეთე თავისუფლება ხალხს პასუხი არ უნდა აგო?

თანაც ამისთვის სამუდამოს არავის აძლევენ

 

 

  On 11/25/2012 at 8:51 PM, mama said:
რელიგიაზე გადავდივართ მაგრამ რო არ ჩაგეძიო არ შემიძლია თქვენ ხო თვლით რო ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება? ხოდა რაც ხდება თუ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება მაშინ დამნაშავეები კი არა ღმერთის ნების გამტარებლები ყოფილან მკვლელები და საერთოდ რაღატო ვიჭერთ?

 

ყველაფერი უფლის ნებით არ ხდება, ამას არავინ ამბობს.

ადამიანი თავის ხატად კი შექმნა, მაგრამ დაზომბირებული, დაშტამპული მსალა კიარ ჩაუდო თავში, არამედ ტვინი, გონება მისცა საფიქრალად და კარგის და ცუდის გასარჩევად.

მარტო ეს არაა, ბოროტი ძალაც ხომ არსებობს, ისიც "გვეხმარება"

 

 

  On 11/25/2012 at 8:51 PM, mama said:
შენ ერ მიგაჩნია სასაცილოდ მე ის

 

ეგრეა

 

 

  On 11/25/2012 at 8:51 PM, mama said:
იმაში რო სიკვდილით დასჯა არაა

 

კანონის უუნარობა რა შუაშია, საზოგადოების აზრია ასეთი.

კანონს ვინ ქმნის? ვინ და საზოგადოების მიერ არჩეული ადამიანები

 

 

 

  On 11/25/2012 at 8:51 PM, mama said:
ხო და დანარჩენმა ღვთის ხატებმა რო ეს მერე გამხდარი ცხოველები სიკვდილით დასაჯონ რაა ამაში ცუდი?

 

ცუდი ისაა, რომ ისინიც ცხოველებად გადაიქცევიან

 

 

  On 11/25/2012 at 8:51 PM, mama said:
აბა გაიხედე ქალაქში რამდენი შუშებ დაბურული მანქანა დადის ან რამდენს არ უკეთია ღვედი? მიუხედავად იმისა რო სულელური აკრძალვაა მაინც მოქმედებს

 

ეგ გენაცვალე ადმინისტრაციული სამართალია და ბევრად იოლია პრვეენციაზე საუბარი.

აბა სისხლის სამართალს გადახედე, თუ სადმე ნახავ პრევენციის მაგალითს გამაგებინე, ძალიან მაინტერესებს ;)

 

  On 11/25/2012 at 8:54 PM, Giorgi Kiskeidze said:
აი უყურე, სიკვდილი დასჯა ზოგჯერ აუცილებელია, მაგალითად: ის ამბავი, მამამ თავისი თოთო ბაღანა აიიღო დანა ღორისავით დაკლა. ასეთ ადამიანს რაა უნდა უქნა?

 

მე სხვა რაღაც გკითხეთ

რა განსხვავებას ხედავთ თქვენ სიკვდილით დასჯასა და პრინციპს შორის "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ"?

ეჭვი მაქვს არ იცით ამ პრინციპის მნიშვნელობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...