Jump to content
Planeta.Ge

ექსცესი ქართული ჯგუფი


ექსცესი  

3 members have voted

  1. 1. უსმენთ ექსცესს ?

    • რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს.
    • არა, არ მომეწონა.


Recommended Posts

http://b.pix.ge/p/9y7pm.jpg

ექსცესი

 

სიტყვა ექსცესის განმარტება: 1. რისამე ნორმალური მიმდინარეობის დარღვევა; მწვავე შეხლა-შემოხლა.2. უკიდურესობა, თავშეუკავებლობა, წრეგადასულობა.

 

დღესდღეობით ქართულ რეპზე ჩვენს თანამემამულეებს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნიათ, ზოგიერთი მათგანი თაყვანს ცემს, ზოგი დაცინის (მაგრამ სიმღერის ტექსტები ხშირად ზეპირად იცის ;) ) ზოგიც უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებს, ამ თემაზე აზრი არ გააჩნია.. გადავწყვიტე დღეს წარგიდგინოთ ერთი ქართული ჯგუფი, რომელიც რეპის მიმდევრობაშია შემჩნეული :( ეს გახლავთ ,,ექსცესი”. ამ ჯგუფმა ერთ დროს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში, თავისი არაორდინალური სასცენო ჩაცმულობით, კლიპით, თუ სიმღერებით. (რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი :no: ) თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე სურათს..

 

http://b.pix.ge/u/zc9tt.jpg

 

http://b.pix.ge/l/1rcrl.jpg

 

http://b.pix.ge/b/6lwug.jpg

 

ჯგუფის შესახებ ინფორმაცია:

 

ჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1999 წლის ნოემბერში. პირველი სიმღერის,”შაბაშის ღამის” ჩაწერის შემდეგ ჯგუფთან მუშაობა დაიწყო პროდიუსერმა მიშა ჩხაიძემ. პირველი კონცერტი იყო ქალაქ რუსთავში, თბილისში ჯგუფის დებიუტი შედგა გრიბოედოვის თეატრში (19/12/1999), სადაც ჯგუფი მაყურებლის წინაშე წარსდგა უკვე ჩამოყალიბებული იმიჯით, შავი ანაფორებით. დღემდე ექსცესი არ იძლევა ინტერვიუს, არ აჩენს ფოტოებს ნამდვილი სახეებით,უკიდურესად იშვიათად გამოდის კონცერტებზე. სადებიუტო სიმღერა “შაბაშის ღამე” შევიდა კრებულში “თაობა 2000″ და მუსიკალურ სამყაროში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთმა რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიულად აკრძალა სიმღერის საკუთარ ეთერით ტრანსლაცია, ზოგიერთმა კი მთელი გადაცემები დაუთმო ამ ფაქტს და აცხადებდა, რომ ხელოვნება ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ასეა თუ ისე, ატეხილ სკანდალს ჯგუფისათვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით გამოსულიყო რამოდენიმე კონცერტზე, ჩაეწერა დუეტი “DOG STREET”-თან (სიმღერა “აპოკალიპსი”), ხოლო 2000 წლის მაისში დაემთავრებინა პირველ ალბომზე მუშაობა. 2000 წლის ზაფხულის დასაწყისში პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა დროებით შეაფერხა სადებიუტო ალბომის გამოჭვება. ეს ალბომი გამოვიდა 9 ოქტომბერს და მასთან ერთად ექსცესმა წარმოადგინა თავისი პირველი ვიდეოკლიპი “განკითხვის დღე” , რომელიც გარდა სხვადასხვა სატელევიზიო არხებისა, წარმატებით იყო ნაჩვენები თბილისში სტუდენტური ფილმების ფესტივალზე (2000–2002წ.)და ბათუმისახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (2001წ.). ეს კლიპი თბილისის ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე არ დაუშვეს( მიზეზი–კვლავ უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ექსცესი სატანიზმის პროპაგანდას ეწევა!). 2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომლისთვისაც პროგრამა უკვე მზად ჰქონდა. თავდაპირველად ალბომის სახელწოდება “ფულის ხანა ” უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, ალბომს “საფლავები” დარქმეოდა. ალბომი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა. ისევე, როგორც სადებიუტო ნამუშევარი, ეს ოპუსი სავსეა სიმბოლიკით, აგრესიით და შიშველი ნატურალიზმით, მუსიკალური ჟღერადობა უფრო დამძიმდა. ალბომი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მძიმე რეპია ჰიპჰოპისა და განგსტა–რეპის ელემენტებით, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ექსცესისათვის დამახასიათებელი გოთიკური ატმოსფეროთია გამსჭვალული. თვით სიმღერა “საფლავები”–ც ასევე ორნაწილიანია, თუმცა აქ უკვე თითოეული მათგანი ერთი მთლიანი ისტორიის ნაწილია. ეს სიმღერა დაწერილია ძველ, მიტოვებულ სასაფლაოზე, ღამის 3 საათზე, ანთებული ჩირაღდნების შუქზე, სრულ სიმარტოვეში… კომპოზიცია “წარსულის აჩრდილები” მუსიკალურ გაფორმებად იქნა გამოყენებული თეონა ჩიჩუას ფილმში “ქართული საბრძოლო იარაღი”, რისთვისაც ფილლმა თბილისის ახალგაზრდულ კინოფესტივალზე 2001 წელს მეორე ადგილი დაიკავა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა, ხოლო მუსიკალურმა გაფორმებამ პირველი ადგილი დაიმსახურა.

 

ექსცესი_-_განკითხვის დღე "კლიპი" :read: :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...