Jump to content
Planeta.Ge

ყურცქვიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში ყოფილა


Recommended Posts

სააკაშვილი მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში

 

 

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუს კინორეჟისორს, ნიკიტა მიხალკოვს რამდენიმე თვის წინ „ჩვენი მიწების წამღები“უწოდა, 29 ოქტომბერს რეჟისორის ქალიშვილის ქორწილს ეწვია.

 

ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილი საქართველოში, წინანდალში, 29 ოქტომბერს იყო. ქორწილისთვის საქართველოში თავად რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, თეოდორ ბონდარჩუკი და სხვა ცნობილი რუსი რეჟისორები ჩამოვიდნენ.

 

„უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო“, –ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც, ასევე სტუმრად იმყოფებოდა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში.

 

ლაშა ბუღაძე ქორწილიდან პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს:

 

„ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი– ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ–ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი... მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა. ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა“,–ამბობს ბუღაძე.

 

ლაშა ბუღაძე და ქორწილში მყოფი სხვა სტუმრები– მწერალი დავით ტურაშვილი და ჟურნალისტი ნინო დარასელი– ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწილში მოკლე სადღეგრძელოც წარმოთქვა.

 

„ვერ გავიგე. ზუსტად რა თქვა. მგონი, გავიგონე, ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და ეს ძალიან კარგიაო“, –ამბობს ბუღაძე.

 

უცნობია, რატომ მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სტმრად მისულიყო ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში. მაშინ, როდესაც ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა რეჟისორს „ჩვენი ტერიტორიების წამღები“ უწოდა.

 

„ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაბშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკან. ჩვენი ტერიტორიის მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად ძალიან უყვარს, უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმიდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ПИК–ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს.

 

ნიკიტა მიხალკოვის რუსეთის მმართველი პარტიისა და კონკრეტულად ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების ცნობილია.

 

ამას თავად რეჟისორის 20– წუთიანი ფილმიც „55“ ადასტურებს, რომელიც მან ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გადაიღო. რუსეთის საზოგადოებამ ფილმი, როგორც ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის საჩუქარი, ისე შეაფასა.

 

„პუტინი რამდენიმე თვეში თანამდეობას ტოვებს, ეს გადაწყვეტილი საქმეა, ამიტომ მის კრიტიკას ან შეფასებას აზრი არ აქვს. ვინც არ უნდა იყოს ის და რითაც არ უნდა დაკავდეს ჩვენი პრეზიდენტი, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მინდა მჯეროდეს და ბევრი იზიარებს, რომ ამ ყველაფერს ის ღირსეულად გააკეთებს , ისე, როგორც მამაკაცს და ოფიცერს შეეფერება“.–აღნიშნავდა რუსი რეჟისორი.

 

 

 

 

http://netgazeti.ge/GE/79/News/6751/.htm

 

 

ყურცქვიტ მოვიდნენ!

 

 

 

 

 

Edited by qutaiseli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ექ ყოლიფერი კარქი, მარა რატომ ჩემეთ ქუთაისლებმა ბლანჟეიანი ფოტოგრაფი?

ტყვილა გიწოდათ მიშიკომ ევროპის ევროპა?

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

ყურცქვიტ მოვიდნენ!

ყურცქვიტა პრეზიდენტის ფსევდონიმია?

უცნობია, რატომ მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სტმრად მისულიყო ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში.

მოწონს საერთოდ მაგას, ქორწილებში, სახინკლეებში, დუქნებში, სამიკიტნოებში და ასე შემდეგ სიარული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ექ ყოლიფერი კარქი, მარა რატომ ჩემეთ ქუთაისლებმა ბლანჟეიანი ფოტოგრაფი?

ტყვილა გიწოდათ მიშიკომ ევროპის ევროპა?

 

 

 

აქენე ძმაო ქუთეისია და ამბააავი! :givi:

 

 

 

 

Beso Beria

ყურცქვიტა პრეზიდენტის ფსევდონიმია?

ფსევდონიმი არაა. ნატურაა მისი. ის ჩემთვის ადამიანი არაა კარგა ხანია.ბიოლოგიური წარონაქმნია, რაღაც არსება.

მოწონს საერთოდ მაგას, ქორწილებში, სახინკლეებში, დუქნებში, სამიკიტნოებში და ასე შემდეგ სიარული.

ციხის ბუფეტიც შეუყვარდება.ჯობია შეუყვარდეს.

თუ ვერ შეძლებს მით უარესი მისთვის.

Edited by qutaiseli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ჩემეთ ქუთაისლებმა ბლანჟეიანი ფოტოგრაფი?

მეც მოვუსმინე მაგას დილით რადიოში. იმ ფოტოგრაფმა თქვა 2 კაცი ვიცანი იქიდანო. პოლიციაში განცხადება უნდა მაგ ამბავს და მეორედ აღარ ექნება არავის ცემის სურვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცნობია, რატომ მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სტმრად მისულიყო ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში.

 

მიხოს ცოლმა უთხრა: წადი კაცო ქორწილში არ დაგაგვიანდესო.

-დედაკაცო! ხაშლამა სახლშიცა მაქვს და პატარძალს კიდე არავინ მახმარინებსო.

პ.ს. ალბათ პატარძალი შეათვალიერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

ჩანგალისტობაც დაიწყო?

ასე გამოდის!

:givi:

 

 

 

 

ახლა კარატისტებს აგროვებს, რომ დაიცვან და თუ ხალხი მიადგა გადასაგდებად მათ ბრუსლი დაუპირისპიროს! :yes:

post-8412-001678000 1320217698_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა კარატისტებს აგროვებს, რომ დაიცვან და თუ ხალხი მიადგა გადასაგდებად მათ ბრუსლი დაუპირისპიროს!

 

ანაკლიაში გამაგრებულა და იქ აგროვებს ლაშქარს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

ჩანგალისტობაც დაიწყო?

:givi:

ისე ხუმრობა იქით იყოს და დარწმუნებული ვარ დაუპატიჟებლად დურთა თავი და ნაგლად მიადგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ანაკლიაში გამაგრებულა და იქ აგროვებს ლაშქარს.

 

 

 

ისე მაგ საცოდავს ის ავიწყდება, რომ მუბარაქს და ყადაფს თუ უდგა გვერდით გარკვეული ნაწილი ისინი გარდა კომფორმიზმისა გრძნობდნენ, რომ ამ პირებს ჰქონდათ პირადი გამბედაობის და ვაჟკაცობის გარკვეული დოზა. ამიტომაც უდგნენ გვერდში. ამას, რომ ადამიანი ახლოს ნახავს და გამოვა უცებ პიარის გავლენიდან იქეთ გაუკეთებს ავტომატს უკან.

ასე, რომ თუ მართლა ხლაფორთობს რამეს სულ ტყუილად. მაგის შესრულებას ვაჟკაცობა უნდა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე, რომ თუ მართლა ხლაფორთობს რამეს სულ ტყუილად. მაგის შესრულებას ვაჟკაცობა უნდა!

 

სამეგრელოში რაღაც ჯგუფებს აიარაღებენ და ავარჯიშებენო. რისთვის? ალბათ აფხაზეთზე უნდა განახორციელოს შეტევა და დაიბრუნოს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...