laci Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 მიშას გადაწყვეტილებაზე კი არ ვსაუბრობთ ჩვენ ახლა, არამედ იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი. რატომ მოაწერა საქართველოს მთავრობა საპარლამენტო ანსაბლეის რეზოლუციას ხელი, სადაც წერია, რომ ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო საქართველომ? ჩურჩუტი კი არა, მაგარი მოზგია ბიზნესის კეთების შნო აქვს..პოლიტიკოსად შეიძლება ვერ ივარგოს , მაგრამ თავისი საქმე იცის, რაც ისედაც ნათელია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 1) ჟურნალისტები ქაჯები არიან2) ბიძინა ივანიშვილს გაქაჩვაში მიშა ეხმარება3) ეს დაპირისპირება ფსევდო-დაპირისპირებააარ მიყურებია. უბრალოდ გამოვთქვამ ჩემ დაკვირვებას. მაქსიმალურად თავშეკავებული და დამაჯერებელია ბიძინა, პროვოკაციებს ემოციურად არ პასუხობს და მაგით ერთი თავით მაღლა დგება სიტუაციაზე. თვითონაც ეგეთი ხასიეთი აქვს და მსხვილი ბიზნესმენის სკოლაც ემჩნევა.მარტო 3 მილიონის ჩამორთმევაზე რეაქცია რა ღირს, არა? ამიტომ შთაბეჭდილება, რომ მიშა ეხმარება ამ იდიოტური პროვოკაციებით. თუ საიმედო საბუთები გაქვს, რომ მიშა ეხმარება, დაგვიდე. ჩვენც გვაინტერესებს დოკუმენტების ნახვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 georgekh13ეგ წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო გრუ-ს მიერ ჩატარებული ჩვენი მთავრობის დახმარებით... რაც არ ვიცი - არ ვიცისაერთოდ არ მჯერა ხოლმე რაღაც შეთქმულებებისიმის თქმა მინდა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება უპასუხოს მისი ტერიტორიის დაბომბვას ადექვატურად. უბრალოდ ის რუსეთი იყო და ჩვენ საქართველო. აქედან გამომდინარეობს ის ე.წ. ტალიავინის დასკვნაც. აბა აშშ-ს ტერიტორია დაბომბოს ვინმემ და თავზე დედი მისისას რომ დაახურავენ, მერე ვნახოთ რა დასკვნას დადებს ტალიავინის კომისია. მე რატომღაც მგონია, რომ იტყვიან ცალსახად აშშ-ს ჰქონდა უფლება ასე ემოქმედაო. მოკლედ ორმაგი სტანდარტებია ეგ. დღეს გაიგე რომ საქართველოს და სსრკ-ს უმეტეს ქვეყნებს ორმაგი სტანდარტით უდგებიან?შენ რა გგონია მე ეს მომწონს და მიხარია - არა ათასჯერ დამიწერია და კიდე გავიმეორებ140 მილიონიანი ( თუ რამდენიც არიან ეს ამოსაწყვეტლები) უზარმაზარი ტერიტორიის მქონე და ბირთვული იარაღით აღჭურვილ ქვეყანას იძულებულები არიან გაუწიონ ანგარიშიარ მოსწონთ მაგრამ მაინც უწევენ ანგარიშსჩვენ დაგვახურდავებენ წამში, დავდგეთ მერე გაეროს წინ და ვიტიროთ - ძაან გვიშველისამიტომ ჭკუა უნდა იხმარო - ჭკუასამწუხაროდ ეს ჭკუა ჩვენ მმართველებს ან არ აქვთ ან რაღაც სხვა ამოძრავებთამითომ ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვასსროლაზე დილამდე გამოაცხადა მორატორიუმი, პირველის წუთებზე დასცხო ცხინვალსსად ეჩქარებოდა, დაეცადა, ხლხი გამოეყვანათ სოფლებიდანმოკლედ, რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ბიზნესის კეთების შნო აქვს..პოლიტიკოსად შეიძლება ვერ ივარგოსარც არავინ თხოვს პოლიტიკოსობას. ეგ მაგისთვის ბიზნესია: შეთავაზეს ისეთი წინადადება, რაზედაც უარს ვერ იტყოდა (© დონ კორლეონე), ეგ არის და ეგ. ასრულებს ამერიკა-რუსეთის დავალებას, რომლის შესასრულებლადაც საკმაოდ ჭკვიანია, მითუმეტეს როდესაც ამაში მიშამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს პალიკოები და გოკები რომ აიფხორნენ, ედიკას დროს რაც ხდებოდა, ის პონტია, ხვდებიან, რაშიცაა საქმე, და იბრძვიან ბოლომდე. ჩემის აზრით, ძალიან მარტივი სიტუაციაა, 2002-2003 წლები მეორდება, ცოტა განსხვავებული სცენარით. მიშასნაირი ქარიზმა ოპო ვერ მონახეს, ამიტომ იძულებულები იყვნენ დიდი ფულის მშოვნელი იმიჯით შეეცვალათ ქარიზმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 DonCaredoასე გაგრძელდება მანამ, სანამ მე არ მოვალ პოლიტიკაში, და არ გადავუვლი ყველას - პოზიციან ობოზიციანად, მომხრე-გამპრავებლიანად ყველას მიფრთხილდით მოდი მერე. მე გამეხარდება. მართლა. ვნახოტ რა და როგორ იქნება. ხელაღებით ვერ გეტყვი, რომ ცდები მაგრამ არის მაგრამ.ვნახოთ.ყურცქვიტას შეცვლა და ხელისუფლებიდან წასვლა ჩემთვის ყველა ვარიანტში პლიუსი იქნება.ბოლო-ბოლო ნიძლავს ვიგებ რესტორანს. ყურცქვიტას წასვლა-გაგდებაზე მაქ დადებული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ”ქართველი სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ სიტუაცია ღია და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. მძიმე შეიარაღების და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული რისკი შეუქმნა მოქალაქეებს, წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, თუმცა მის საკუთარ ტერიტორიაზე,”- ნათქვამია რეზოლუციაში. ამას მოაწერა ქართულმა მხარემ ხელი..http://www.civil.ge/geo/article.php?id=19676 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 მარტო 3 მილიონის ჩამორთმევაზე რეაქცია რა ღირს, არა?5000 ლარი რომ გედოს ჯიბეში, და ვიღაცამ 3 ლარი ჩამოგართვას, და ამ 3 ლარით შენი მაგარი პიარი წავიდეს, რითია ცუდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ამ პრესკონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული საზოგადოებისათვის დიდი ხნის წინ ცნობილი და მრავალჯერ დამტკიცებული ფაქტი, კერძოს ეს: "მასმედია იმართება ხელისუფლების მიერ" ზემოთ გაჟღერდა სიტყვები "ბარდაგი", "ბალაგანი", სწორედ ბალაგანის მოწყობის დავალებით იყვნენ ეს ჟურნალისტები მივლენილნი ამ პრესკონფერენციაზე, მაგრამ მათდა სამწუხაროდ და ზოგადად საბედნიეროდ, მათ ვერ შეძლეს ბარდაგის მოწყობა, ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და მათი ამორალური და უზნეო თავხედური მოქმედებებით კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი რეალური სახე, ამ პრესკონფერენციაზე ვნებათაღელვები, თავხედური ჩაჭრები, რეპლიკები და დაბოღმილ დაბერილი კისრები არის მ. სააკაშვილის მიერ მასმედიაში შექმნილი დიქტატორიის გამოძახილი.ასეთ რეჟიმში მხოლოდ და მხოლოდ ქების ღირსია ბატონ ბიძინა ივანიშვილის კორექტული და მოზომილი პასუხები, ეს არ იყო უბრალო პრეს კონფერენცია, ეს იყო "დიალოგი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის", მაგრამ ამ უკანასკნელს არ ეყო ვაჟკაცობა პირისპირ დაჯდომოდა ბატონ ბიძინას და გაწვრთნილი "რუპორების" იმედად გაახმოვანა საკუთარი ბოღმანარევი კითხვები, რომელზედაც მიიღო ამომწურავი და ობიექტური პასუხები. დანარჩენი ის რასაც ეთერით გადასცემენ არის მხოლოდ სირცხვილი ქართული საზოგადოების, გამოდის პრეს კონფერენციიდან თავხედი "ვიღაც" ნაციონალური მოძრაობის იატაკქვეშეთში გამოწვრთნილი სწორედ რომ "ვიღაც" და გულისდაწყვეტით აღნიშნავს იმას რომ სრულფასოვნად ვერ შეასრულა მამა მარჩენალის შეკვეთა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ბატონ ბიძინა ივანიშვილის კორექტულიპირისპირ დაჯდომოდა ბატონ ბიძინასისე, მე ეგრე ვიცი, რომ მიმართვა "ბატონ.." იხმარება მაშინ, როდესაც ან პირადად მიმართავ, ან რაიმე ოფიციალურ კონტექსტში მოიხსენიებ. საინტერესოა, აქ, ფორუმზე პოსტვისას, როდესმე მოგიხსენიებია დაცინვის გარეშე "ბატონი პრეზიდენტი", "ბატონი ბოკერია", "ბატონი ობამა", "ბატონი სარკოზი", "ბატონი დონ კარედო" ვინ ჩემი ფეხებია (© უძინართა მზე) ეგ ბიძინა, რომ ფორუმზე პოსტვის დროსაც კი ბატონობით მოიხსენიებთ? მართლა მაინტერესებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? მგონი, არ მიიღებ საწყენად (ახალი ხარ და ნამდვილად არ მინდა რომ არასწორად გაიგო ეს პოსტი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ვინ ჩემი ფეხებია (© უძინართა მზე) ეგ ბიძინა, რომ ფორუმზე პოსტვის დროსაც კი ბატონობით მოიხსენიებთ? მართლა მაინტერესებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? ფული ბაბა, ბევრი ფული ბაბა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ფული ბაბა, ბევრი ფული ბაბა დაქოქილ ჟურნალისტებზე ამბობ? მაგრად ვიხალისე მეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 mtidanდაქოქილ ჟურნალისტებზე ამბობ?ყველა დაქოქილზე ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ერთმა რომ ჰკითხა ბეღურებზე....... ბეღურებზე რა ამბავია, მე არ ვიცი იქნებ მითხრათ მოკლეთ..ან პინგვინები რა შუაში იყვნენ?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ან პინგვინები რა შუაში იყვნენ??აუ მაგრა მევასება მეც პინგვინები ვერ ვპოულობ, ადრე ვნახე პინგვინები რომ დადიან ერთად, საკაიფო მუსიკაზეა გაკეთებული, ძაან მაგარი რამე იყო მაგ ამბავში ბიძინას გემოვნება დაემთხვა ჩემსას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 DonCaredoგიპასუხებთ კითხვაზე: ნებისმიერს ვისაც თუნდაც მცირედ პატივს ვცემ ბატონოთი მოვიხსენიებ და ისეთებსაც ვინც არ იმსახურებენ პატივისცემას, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან საზოგადო ფიგურები არიან, ვთვლი რომ საუბრის ასეთი ფორმა უფრო მისაღებია საზოგადოებისათვის ვიდრე დამაკნინებელ კონტექსტში პიროვნებების მოხსენიება, რაც შეეხება თქვენს მიერ გაცხადებულ სიტყვებს აი ამას:ფორუმზე პოსტვისას, როდესმე მოგიხსენიებია დაცინვის გარეშე "ბატონი პრეზიდენტი", "ბატონი ბოკერია", "ბატონი ობამა"კითხვითვე გიპასუხებთ აქ ამ ფორუმზე ტერმინი "ბატონი" მხოლოდ ობიექტისადმი დაცინვის მიზნით გამოიყენება? თუ ასეა გიპასუხებთ რომ დამცინავ კონტექსტში არ ვხმარობ ამ მიმართვას, ანუ როდესაც ვამბობ სიტყვებს "ბატონი ბიძინა" ამას ამ პიროვნებისადმი პატივისცემის გამოხატვის დასადასტურებლად ვიძახი, ხოლო როდესაც ვამბობ სიტყვებს "ბატონი მიხეილ სააკაშვილი" ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შინაგანი ზნეობრივი კანონი არ მაძლევს იმის უფლებას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ვუწოდო ის რისი ღირსიცაა.მგონი, არ მიიღებ საწყენადრა თქმა უნდა არ მივიღებ საწყენად, რა არის აქ საწყენი? უბრალოდ საუბრის ასეთი მანერა მაქვს, მგონი გამღიზიანებელი არ უნდა იყოს სხვისთვის.ვინ ჩემი ფეხებია (© უძინართა მზე) ეგ ბიძინა,ასეთი ტიპის გამოთქმებს მგონი საუბრის ის მანერა ჯობია რომელსაც მე მივმართავ პიროვნებებზე საუბრისას, რა ვიცი მე ასე მგონია, ვცდები?Saturnფული ბაბა, ბევრი ფული ბაბაადრესატი შეგეშალათ მეგობარო ეგ სიტყვები პრეზიდენტის მიერ ნამუსახდილი ნაციონალების აქტივისტების საფირმო ლოზუნგია, ასე რომ უკეთესია ამ სიტყვებთან ერთად "პეკუნია ნონ ელეტ" შესაბამის მისამართზე გააგზავნოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.