mtidan Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს. პრესსამდივნოს ინფორმაციით, ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელს, ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. "პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ. ვალერი ლევინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით საათნახევრის წინ დააკავეს", - განმარტავს ივანიშვილის პრესსამდივნო.არსებული ინფორმაციით, ლევინი ამ დროისთვის მოდულის შენობაშია გადაყვანილი.http://geo.interpressnews.ge/ge/samartali/182379-thbilisis-aeroportshi-bidzina-ivanishvilis-moskovis-ofisis-tsarmomadgeneli-daakaves.html ამის გამკეთებელი ხალხი, არჩევნებით არ წავა არსად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 რა თქმა უნდა... სისხლს დაღვრის ისე არც დაფიქრდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 ჰა და ჰა და გამოვუშვებთო უტიაშვილმა :D არა ნუ... ჩუკენები არიან რა.თუმცა უტიაშვილი იმას გვიიმტკიცებდა ცხინვალი ჩვენია და აწი ჯავას ვუტევთო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 http://www.interpressnews.ge/ge/samartali/182385-shotha-utiashvili-bidzina-ivanishvilis-tsarmomadgeneli-savaraudod-ukve-thavisufalia.html შოთა უტიაშვილი - ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, უკვე თავისუფალია19:49 22-10-2011შოთა უტიაშვილი - ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, უკვე თავისუფალია ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი, სავარაუდოდ, უკვე თავისუფალია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა."ჩემი ინფორმაციით, ის უკვე თავისუფალი უნდა იყოს ან უახლოეს საათებში თავისუფალი იქნება. ეს არ იყო დაკავება. ეს შემოწმების პროცედურა იყო. უფრო დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვაინებით გავრცელდება", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აერპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დღეს საღამოს დააკავეს. ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს.პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ. ვრცელდებოდა ინფორამაცია, რომ ლევინი მოდულის შენობაში იყო გადაყვანილი. თუმცა, ადვოკატებს, ლადო მაჭარაშვილს და შალვა თადუმაძეს მოდულში განუცხადეს, რომ ვალერი ლევინი იქ არ იმყოფებოდა. რას ნიშნავს სავარაუდოდ თავისუფალია? შსს-მ არ იცის დანამდვილებით გაათავისულა თუ არა ლევინი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 ეს არ იყო დაკავება. ეს შემოწმების პროცედურა იყო. ალბათ გონივრული ეჭვი გაუჩნდა რომელიმე უგუნურს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 Lo Jankoრას ნიშნავს სავარაუდოდ თავისუფალია? რას ნიშნავს და უტიაშვილმა გაგზავნა ეტყობა კაცი გამოსაშვებად და ახლა პიკის საათია, შეიძლება დიდხანს მოუნდეს აეროპორტის ტრასიდან მოდულამდე მისვლას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 Saturnსავარაუდოდ ნიშნავს რომ უტიაშვილმა მორიგი სიჭუჭუვე თქვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 რას ნიშნავს სავარაუდოდ თავისუფალია? შსს-მ არ იცის დანამდვილებით გაათავისულა თუ არა ლევინი? კაცო, უტიაშვილმა გაათავისუფლა, მაგრამ ის თვლის თავს თავისუფლად? ამაშია საქმე რამდენი ადამიანია, რომელიც თავისუფლებას მოითხოვს, არადა უტიაშვილს არ ყავს დაჭერილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.