Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მინდა პირველ რიგში რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოხდეს კერძო ინვესტიციები არა მხოლოდ სასტუმროებში, ხოლო სახელმწიფო ინვესტიცია არა მხოლოდ გზებსა და ინფრასტრუქტურაში,

 

არამედ გამოცოცხლდეს წარმოება, გაგიკვირებათ მეგობრებო და რასაც მე ვუყურებ, თუკი ადამიანი რაცხას წვალობს, აქვს ნიჭი და შრომისმოყვარეობა (ცოდნა ყველას არა აქვს და ის ეტაპობრივად მოდის, რას იზამ) აღწევს მეტ ნაკლებად მიზანს,

საჭიროა ბიზნესი იყოს დაცული, აუცილებელია არსებობდეს საარბიტრაჟო სასამართლოო

 

უნდა მოხდეს წარმოების წახალისება მაქსიმალურად, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის არამედ მსუბუქი მრეწველობისაც,

ხო, აუცილებელია კიდევ ბაზარი ბატონებო, რომ გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი და არა მხოლოდ სოფლის სამეურნეო,

 

აუცილებელია პატარა ქალაქების აღორძინება და არა მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე

 

შეღავათიანი კრედიტები სჭირდება ბიზნესს, ფული რომ გჭირდება კაცს გთხოვენ იპოთეკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი პროცესები აქვს რომ ჯობია სულ არ აიღო ხელში, იპოთეკა კი საკმაოდ რისკიანია, ვერ ბედავ კაცი,

 

ხო, კიდევ არაა აუცილებელი დარღვევებზე სასტიკი ჯარიმები :user:

 

ძალიან ძვირია ფართი რომ იქირავო, გწეწავს რაა :user:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ველოდები ანუ რა მსურს

სრულიად განსხვავებული ცნებებია სურვილი ფართო ცნებაა რისი მოხდენის ალბათობაც შედარებით მცირეა ხოლოო ელოდები იმას რისი მოხდენის დიდი ალბათობაც არსებობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კი მინდა :

გადასახადების შემცირება მეწარმეობის განვითარებისთვის

ანტიმონოპოლიური სამსახურის ქმედითუნარიანობა (არ მინდა რომ კოდუები ძირავდნენ დანარჩენ მეწარმეებს)

ნორმალური საგადასახადო სამსახური

სახელმწიფო ხარჯების შემცირება ინფლაციის აღმოფხვრის მიზნით

 

განათლების რეფორმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულიად განსხვავებული ცნებებია სურვილი ფართო ცნებაა რისი მოხდენის ალბათობაც შედარებით მცირეა ხოლოო ელოდები იმას რისი მოხდენის დიდი ალბათობაც არსებობს

ჩემთვის სულერთია ვინ განახორციელებს ამ ცვლილებებს, არადა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დეენძრევა და მმართველ გუნდსაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადასახადების შემცირება მეწარმეობის განვითარებისთვის

მშვენიერი გადასახადებია ჩვენთან, არანაირად არ არის მაღალი.

 

ანტიმონოპოლიური სამსახურის ქმედითუნარიანობა

მაშინ ჯერ უნდა დაარსდეს ასეთი სამსახური. რამდენადაც ვიცი არ არსებობს.

 

ნორმალური საგადასახადო სამსახური

ხარვეზები დასაშვების ფარგლებშია.

 

სახელმწიფო ხარჯების შემცირება

რომელი სფეროს ხარჯზე?

 

განათლების რეფორმა

ეს საჭიროა, მაგრამ წინა პუნქტს ეწინააღმდეგება.

 

იპოთეკა კი საკმაოდ რისკიანია, ვერ ბედავ კაცი

ანუ საკუთარი ბინის დაკარგვას ჯობია ბანკი გადააგდო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მშვენიერი გადასახადებია ჩვენთან, არანაირად არ არის მაღალი

გადასახადები ნამდვილად არაა მძიმე, შეიძლება მუშაობა

ანუ საკუთარი ბინის დაკარგვას ჯობია ბანკი გადააგდო

არა სატურნ, ამერიკაში საკმაოდ დაბალი პროცენტები გაიცემა საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარებისთვის, ერთხელ დავდე კიდევაც აქ ინფორმაცია,

რაის იპოთეკა კაცო,

 

ამერიკაში არსებობს ეგ. წოდებული ინდაკატორული გეგმა რასაც ადგენს ამერიკის მთავრობა რა თქმა უნდა კონგრესი ამტკიცებს, ამ გეგმსი თანახმად გამოიყოფა ეკონომიკსი გარკვეული სეგმენტები სადაც ხდება ბიზნესის დაფინანსება, სახელმწიფო კრედიტს გასცემს ბანკებზე, ხოლო ბანკები საკმაოდ შეღავათიან კრედიტს გასცემენ ბიზნესმენებზე,

 

ბიზნესი ყოველთვის შეიცავს რისკს, ბინის დაკარგვა არავის არ უნდა, ის კრედიტები რომელიც გაიცემა ცივილიზებულ ქვეყნებში იპოთეკის გარეშე გაიცემა

იპოთეკა გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში როდესაც ადამიანი არაკეთილსინდისიერად იხდის ბანკის ვალებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სახელმწიფო კრედიტს გასცემს ბანკებზე, ხოლო ბანკები საკმაოდ შეღავათიან კრედიტს გასცემენ ბიზნესმენებზე

შემდეგ კი ხდება ფინანსური კრიზისები :givi:

 

მოკლედ არ არის ეფექტური სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენიერი გადასახადებია ჩვენთან, არანაირად არ არის მაღალი.

კაი მართლა? :007: :007: აბა მცირე მეწარმეებს კითხე

 

 

მაშინ ჯერ უნდა დაარსდეს ასეთი სამსახური. რამდენადაც ვიცი არ არსებობს.

არ არსებობს? :what: :what: ეს ნამდვილად არ ვიცოდი მაშინ დასაარსებელია აუცილებლად :yes:

 

რომელი სფეროს ხარჯზე?

ქვეყნის ეკონომიკას თრAკი რომ არ აქვს არ უნდა იწყებდე ახლ უაზრო პროექტებს

 

 

ეს საჭიროა, მაგრამ წინა პუნქტს ეწინააღმდეგება.

რაღაცა ხლეობა შემინული ხიდის გახსნა ან ახალი პარლამენტის აშენება უფრო მნიშვნელოვანია თუ მომავალი თაობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

აბა მცირე მეწარმეებს კითხე

ერთი მეწარმე მაჩვენე ნებისმიერ ქვეყანაში რომ ამბობდეს "დედა რა დაბალი გადასახადებიაო" :givi: ევროპასთან შედარებით დაბალია ჩვენთან გადასახადი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მშვენიერი გადასახადებია ჩვენთან, არანაირად არ არის მაღალი.

+1

მაშინ ჯერ უნდა დაარსდეს ასეთი სამსახური. რამდენადაც ვიცი არ არსებობს.

გამორიცხულია ეს სააკაშვილის ხელში მოხდეს აწი. თუნდაც სამსახური ჩამოყალიბდეს. ინტერესის სფეროები გადანაწილებული და მონოპოლიზირებულია.

დარცენილი არის ყველასთვის ღია თემები. მაგრამ მსხვილი თემები გადანაწილებულია. აღარ ჩამოვთვლი ისედაც ყველამ იცის. ეს საკითხი აუცილებლად ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

 

ხარვეზები დასაშვების ფარგლებშია.

+1. საერთოდ ფისკალური და ფინანსური სფერო საკმაოდ ნორმალურად ნვითარდება. უბრალოდ პოლიტიკური შემადგენელი უნდა მოსცილდეს.

 

რომელი სფეროს ხარჯზე?

მიშას #######უნები, 100 ატასიანი ჯიპები გუბერნატორებს, დოკტორ დოტები, თვითმფრინავები, უაზრო საარჩევნო დასაქმების პროგრამები, სოფლის მეურნეობაში უაზრო ტექნიკაში გადაყრილი ფული, მერიის და არა მარტო კორუმპირებული ტენდერები, ერთწლიანი შედეგით და შემდეგ წელს იგივე ადგილას გასაწევი ხარჯები, და პოლიციის ოხარნკის ფუნქციის შემცირება.

 

ეს საჭიროა, მაგრამ წინა პუნქტს ეწინააღმდეგება.

არანარიად. ჩემს ჩამონათვალში მინიმუმ 400-500 მილიონი ლარია დაზოგილი. ეს ყველაზე ცოტა. განათლება საერთოდ არაა ნახსენები.

ანუ საკუთარი ბინის დაკარგვას ჯობია ბანკი გადააგდო

:D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

შემდეგ კი ხდება ფინანსური კრიზისები :givi:

 

მოკლედ არ არის ეფექტური სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში.

ოფიციალურად იპოთეკის გამო მოხდა კრიზისი, ეს მგონი შენ ხარ პირველი ვისაც ასეთი მიზეზი მოჰყავს, ხო, სხვათა შორის რამდენიმე უმსხვილესი

ამერიკული კორპორაცია გადაარჩინა სახელმწიფომ, მათ შორის ჯერერალ მოტორსი ასე რამდენიმე წლის წინ,

ხოლო ამჟამად სწორად ჯერერალისგან შEუვიდა სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური მოგება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ოფიციალურად იპოთეკის გამო მოხდა კრიზისი, ეს მგონი შენ ხარ პირველი ვისაც ასეთი მიზეზი მოჰყავს

არ ვარ პირველი. ამაზე არსებობს სერიოზული ნაშრომები. კლინტონის პერიოდში ზუსტად შენს მიერ აღწერილი სქემით დაიწყო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკელების მიერ კრედიტით სახლების შეძენას. საბოლოოდ ამან შექმნა საპნის ბუშტი, რომელიც ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში გასკდა.

 

ამერიკული კორპორაცია გადაარჩინა სახელმწიფომ, მათ შორის ჯერერალ მოტორსი ასე რამდენიმე წლის წინ,

ხოლო ამჟამად სწორად ჯერერალისგან შEუვიდა სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური მოგება

ჯენერალ მოტორსი რომ გადაარჩინა და ვიღაც სხვა რომ ჩაიძირა, იმ სხვამ რა დააშავა? ჩაიძირა უსამართლო კონკურენციის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კლინტონის პერიოდში ზუსტად შენს მიერ აღწერილი სქემით დაიწყო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკელების მიერ კრედიტით სახლების შეძენას. საბოლოოდ ამან შექმნა საპნის ბუშტი, რომელიც ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში გასკდა.

:yes: :yes: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ ვარ პირველი. ამაზე არსებობს სერიოზული ნაშრომები. კლინტონის პერიოდში ზუსტად შენს მიერ აღწერილი სქემით დაიწყო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკელების მიერ კრედიტით სახლების შეძენას. საბოლოოდ ამან შექმნა საპნის ბუშტი, რომელიც ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში გასკდა.

ვერ გამიგე კაცო, მეც მაგას ვიძახი რომ იპოთეკის გამო მოხდა ქრიზისი თქვა და არა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დაფინანსების გამო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...