Jump to content
Planeta.Ge

თამაზ ვაშაძე: ივანიშვილი მშიშარა მაიმუნია და გეტყვით რა ნაძირალაცაა...


Recommended Posts

ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი, თბილისის ყოფილი მერი, თამაზ ვაშაძე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში, მერის პოსტზე იყრიდა კენჭს, შესაძლოა საარჩევნო მარათონში კვლავ გამოჩნდეს, მაგრამ არა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, მისი მიზანი იქნება ხალხს სიმართლე უთხრას და ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ივანიშვილი ამხილოს.

 

თამაზ ვაშაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბევრი სამხილი აქვს, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც ივანიშვილმა შესაძლოა თავი პარლამენტის ნაცვლად ციხეში ამოყოს.

 

,,პრესა.ჯი’’ თამაზ ვაშაძეს ესაუბრა:

 

- საქართველოში უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც ჩაება. საპარლამენტო არჩევნებში გაუწევთ მას კონკურენციას?

 

- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, პარტიის წევრი არ ვარ და ყველა პარტიასთან არ ვთანამშრომლობ. მე გავიმარჯვებ და მოვხვდები თუ არა პარლამენტში ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი მიზანია ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვუთხრა სიმართლე.

 

წინასაარჩევნოდ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვიყავი, ვთქვი, რომ ვიქნებოდი ჟურნალისტების დამცველი მათგან, ვინც ჟურნალისტებზე აღმართავს ხელს. დღეს აკრიტიკებენ ტელევიზიებს ,,იმედს’’, ,,რუსთავი 2’’–ს, პირველი არხს, რადიოებს, გაზეთებს, მე ყველა დიდი პატივისცემით მექცეოდა. როდესაც გავლილი ცხოვრების გზა მრუდე გაქვს და ამ სიმრუდეზე მიგითითებენ, ეს საწყენია?

 

თუ არასწორად იარე ცხოვრებაში, ჟურნალისტი რა შუაშია, რომელიც ემსახურება ქვეყანას? ამდენი პატრიოტი თუ იყო, ამდენი სითბო თუ ჰქონდათ ქართველ ჟურნალისტებს არ მეგონა. ბიძინა ივანიშვილის გასალანძღი რა სჭირთ ქართველ ჟურნალისტებს? ეგ ნაძირალა ვის დააჯერებს საქართველოში, რომ 6 მილიარდი მოსკოვში პატიოსნად იშოვა? პუტინი რწყილს ატყავებს და ეგ არ არის შეკრული რუსეთთან?

 

ივანიშვილი არის ნაძირალა, რომელმაც უდანაშაულო ხალხი ჩაყარა ციხეში. მე მივალ აუცილებლად პირდაპირ ეთერში და მაგას ვამხელ, როგორც ქვეყნის დამაქცევარს. დაუკვირდით ვისთან აქვს მას საქმე. ბერძენიშვილთან, რომელსაც ლომის წილი აქვს ეროვნული მთავრობის დაქცევაში, პირსისხლიან პარტიასთან, რომელსაც არავითარი რეიტინგი არა აქვს, ერთ ხმას ვერ მიიღებს არჩევნებში და უნდათ ახლა ივანიშვილს შეეკრან. თვითონ ივანიშვილი ვინ არის? – ივანიშვილი მშიშარა მაიმუნია და გეტყვით რა ნაძირალაცაა... სად იყო, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოდიოდა? როდესაც ტანკებით გვებრძოდნენ, რატომ არ გამოვიდა მაშინ, რუსეთში ფულს რომ ათეთრებდა?

 

სად იყო, როდესაც საქართველოში მიწისძვრა მოხდა და მიწასთნ გასწორდა სოფლები? ერთი ლარი თუ შესწირა თავის სამშობლოს? ქართველ ხალხს რა ჰგონია, თავისი ფეხით მივიდა სამების ტაძარში ივანიშვილი და უფალს შესთხოვა ამაშენებინე სამების ტაძარიო? გააღე პირი, ხმა ამოიღე შევარდნაძევ, ჩემო მოსისხლე მტერო და თქვი სიმართლე, რამ მიიყვანა ივანიშვილი სამების ტაძრის იძულებით აშენებამდე!

 

სიმართლე უნდა ითქვას, მე არაფრის მეშინია. ივანიშვილმა უდანაშაულო ხალხი ჩაყარა ციხეში. ეგ არის მშიშარა კაცი. ხელისუფლებაში რომ აპირებს მოსვლას, რითი დაუმტკიცა ქართველ ხალხს რომ მედგარი და თავისი სამშობლოს დამცველია? ფული არ არის მთვარი, მთავარი ღირსებაა. მე ღირსეული კაცი ვარ და ღირსებას ვაფასებ. ან რა უნდა ივანიშვილს ტელეკომპანია ,,კავკასიათან’’? ,,კავკასიის’’ ეთერში სამჯერ ვიყავი მე, უდიდეს პატივს ვცემ აქუბარდიას, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მორალური უფლება, გავახსენო აქუბარდიას წარსული და ცუდი ვთქვა მასზე, მაგრამ ივანიშვილს ამის უფლება არა აქვს. მე ხმალამოღებული დავიცავ ჟურნალისტთა კორპუსს სანამ ცოცხალი ვიქნები.

 

ჯერ ხმალი არ ამომიღია, თუ ხმალი ამოვიღე თაღლით ივანიშვილს მილიონებს შევატანინებ საქართველოს ბიუჯეტში. ვიმეორებ: ფული არ არის მთავარი, პატიოსანი სახელით წევს კუბოში ზვიად გამსახურდია, მას ებრძოდნენ ეგენი ყველა. ,,ახალი მემარჯვენეები’’, კაციტაძე ილიას და აკაკის ძეგლის ქვეშ იწვა და წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას. ახლა ჩამოსდით ცრემლები, ივანიშვილს ეგებიან ფეხქვეშ, იქნებ კაპიკი გადაუგდოს. არ არიან შიმშილისთვის და სიკვდილისთვის მზად, რომ თავი ღირსებას შესწირონ.

 

– ხელოვანები მზად არიან ივანიშვილის პარტიაში გასაწევრიანებლად, რადგან თურმე ივანიშვილი ეხმარებოდა მათ...

 

- ერთ რამეს გეტყვით, რაც ჩემი განუყრელი მეგობრისგან, მუხრან მაჭავარიანისგან ვიცი. მუხრან მაჭავარიანი, პირველი პოეტია საქართველოში. ერთი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა ივანიშვილთან, სურვილი არ გასჩენია, რომ მუხრანს ერთხელ შეხვედროდა, ვიღაცა ბიჭ–ბუჭებს ნარდს ეთამაშება. სახლი რომ წამოჭიმა სოლოლაკში, საზიზღარი შენობა, ვისაც ახსოვს, ძველ თბილისელებს, ეს იყო შეყვარებულთა ადგილი, ბეღურებივით იყვნენ ჩამომჯდარი ახალგაზრდები ამ ბაღში, გზად გადაეღობა მათ, დაამახინჯა ქალაქი.

 

მაგაზე მეტი ფული ჰქონდა ხადარკოვსკის, მაგრამ პუტინი ფაჩუჩებს აკერინებს ახლა ციხეში. ყველა ჭკვიანად იყოს და თავის სამშობლოს დაუდგეს გვერდით. ამბობს: შვილმა მითხრა თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში მე წავალო, დედა, დედა, უტა, რომ მოსულიყო პოლიტიკაში არ დავიღუპებოდით? ვინ აგდიან ეგენი? ქართველი ხალხი, პატრიოტები, ციხეში გაუშვეს! არაფრის მეშინია, მხოლოდ უფალს ვცემ პატივს და სამშობლოს უპირველეს ყოვლისა, დანარჩენი არაფერია ჩემთვის. მე ჯერ არ ამომიღია ხმალი, მაგრამ ამოვიღებ ხმალს და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მასთან ბრძოლაში ჩავებმები, ერთი წუთით არ დავიხევ უკან.

 

- თქვენ გარკვეული პერიოდი ივანიშვილთან მუშაობდით, როგორი ხელმძღვანელია ის?

 

- მე მილიონები შევუნარჩუნე ივანიშვილს. სისტემა მოვუწყვე. სასაცილო ხალხი ჰყავდა, არაპროფესიონალები, მშენებლობის გაგებაში არ იყვნენ, მუშაობა ვასწავლე და მერე 30 კაცი დააპატიმრებინა ჩემი სამსახურიდან. სასამართლოზე გამოვედი და ვთქვი: უდანაშაულო ხალხი გაუშვით, მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე მეთქი. და რა ხდებოდა? არაფერი, არანაირი დანაშაული, შეცდომაში შეიყვანეს.

 

- უდანაშაულო ხალხს აჭერინებს?

 

- რასაკვირველია. საზიზღარი თვისებები აქვს, რომელიც არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის მმართველს. ივანიშვილთან ვინმე რომ მივიდეს და უთხრას ამან ხუთი კაცი მოკლაო, კი არ გამოიკვლევს მართლა მოკლა თუ არა, პირდაპირ მიიღებს გადაწყვეტილებას. ფულის შოვნა არაფერია, 90–იან წლებში ყველაზე მეტი მილიარდერი რუსეთშია, თაღლითობით ნაშოვნი ფულით, გაყიდეს მთელი საქართველოს ქონება. ეგენი არიან ნაძირლები. საქართველოში ფულის წარმომავლობის შესახებ არ არსებობს კანონი, აბა მივიდეს საზღვარგარეთ და ანგარიშზე დადოს 50 000 დოლარი, თუ არ მოსთხოვონ – საიდან ეს ფული? 20 მილიარდი აქვს რუსეთში ივანიშვილს და რატომ ვერ ჩადის იქ? ბილეთის ფული არა აქვს? ამას მაშინ ვიტყვი, როდესაც ხმას ამოვიღებ და მის მხილებას დავიწყებ. პუტინი ახლა 12 წლით მოდის სახელმწიფოს სათავეში, მან ყველაზე უკეთ იცის ივანიშვილის საქმიანობა, ტყავს გააძრობს.

 

– ეროვნული მოძარაობის დროს სად იყო ივანიშვილი? ჰქონდა მას შეხება ქართულ პოლიტიკასთან?

 

– რუსეთში იყო, ფულს აკეთებდა და ათეთრებდა, კომპიუტერებს ჰყიდდა. ფეხებზე ეკიდა თავისი ქვეყანა. გაარკვიეთ თუ მიიღო საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა, თუ მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას. შევარდნაძემ აღიარა მაინც წინააღმდეგი ვიყავი საქართველოს დამოუკიდებლობისო, მაგრამ ქართველებმა მაინც მას მისცეს ხმა და ჩამოათრიეს საქართველოში.

 

– თქვენ თქვით ხმა ამოიღოს შევარდნაძემ როგორ ააშენებინა ივანიშვილს სამების ტაძარიო, რას გულისხმობდით?

 

- დიახ უნდა ამოიღოს ხმა, ძალიან კარგად იცის შევარდნაძემ ეს. სამების ტაძარი მარტო ივანიშვილს არ აუშენებია. უამრავი ქართველის ფულია იქ შემოწირული. თავისი ნებით არ მისულა ივანიშვილი სამების ტაძრის ასაშენებლად. ვერ ხედავთ, ამბობს, ,,დარდუბალას’’ რომ ვუყურებდი პარიზში ბევრს ვიცინოდიო. ემიგრაციაში ყოფნის დროს რომ ვუყურებდი ,,დარდუბალას’’ კი არ ვიცინოდი, ვტიროდი, რა დააშავა ჩემმა ქვეყანამ ასეთი ხელმძღვანელი რომ ჰყავს, როგორიც შევარდნაძეა მეთქი.

 

,,დარდუბალა’’ სატირალი იყო და ივანიშვილი იცინოდა. ეს განსხვავებაა ჩემსა და მაგას შორის. აი ეს არის სიმართლე! ივანიშვილი რომ იცინოდა, მე ვტიროდი ჩემს სამშობლოს. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა არის სამშობლო, შემდეგ არის სარწმუნოება და ოჯახი. სამშობლო თუ იღუპება, ყველაფერი იღუპება. ,,რესპუბლიკელებს’’ შეეკრა ეს უნამუსო კაცი, ბერძენიშვილები, ბათიაშვილი... ეს აგენტები. გამოვიდნენ და გამაკრიტიკონ თუ ბიჭები არიან! ქართველ ხალხს ვთხოვ, ჭკუას მოუხმონ და არჩევანი გააკეთონ ისე, როგორც ჩვენს სამშობლოს გამოადგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ამ კაცს ძალიან კარგად ვიცნობ... და კი ამბობდნენ ხელმრუდეაო, და აფეტქური ტიპაჟიც არი რაღაცნაირი მაგრამ მაგას მაინც ზვიადისტობას ვაბრალებდი...

აი ასეთი რამე თუ დაემართებოდა ვერ წარმოვიდგენდი... რაღაც საშინლად დავითრგუნე... დასაცინს იხდის თავს და ვერც ხვდება :((

აუუუ :(( რეებს წერს ჩემი...

რა ხმალი, რა დამხობები... ბლიიიიინ... აუ რა გამიტყდა... არადა რარაცნაირად მაინც მესიმპატიურებოდა რა...

არა მე სააკაშვილის დედა ################## რა...

ნორმალური ადამიანებისაგანც კი რა საშინელებებს ქმნის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს საიდანღა გააძრეს :)

აუ აზზრზე მოდით, ეს ტიპი იყო ქალაქის მერი :)

 

დღეს აკრიტიკებენ ტელევიზიებს ,,იმედს’’, ,,რუსთავი 2’’–ს, პირველი არხს

აი მხოლოდ რომ აკრიტიკებენ და დედას არ უდღნამენ, იმიტომაც იჯვამენ თავზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ძალიან გამიტყდა, მართლა ოღონდ.. არ მეგონა აქამდე მისული...

არა რა... ეს ქვეყანა სასწრაფოდ შესაცვლელია...

ადამიანის სახეს აკარგვინებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარაზმატიკი ყოფილა ეგ მოხუცი და მიშას პამპერსი! მიშას უნდა, რომ ბიძინა მიშას პამპერსებთან კამათში ჩაებას და გაიხლართოს!

არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხოს! რაც უფრო ააყროლებენ ჰაერს მიშას პამპერსები, მით უფრო დაამცირებენ თვითონ მიშას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

პრესა.ჯი (მგონი შსს-ს საიტია) თუ ესაუბრა ნაფტალინიდან ამოღებულ და თითიდან ამოწოვილ ვინმე ვაშაძეს, მაშინ ყველაფერი გასაგებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

,,პრესა.ჯი’’ თამაზ ვაშაძეს ესაუბრა:

ფრიდრიხ ბატონო,ნორმალური ადამიანი ბრძანდებით და რეალ ტივის ფილიალ პრესა.გე-ს ნუ კითხულობთ,ჩემი რჩევაა.თუმცა რა თქმა უნდა გემოვნებაზე არ დავობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან გამოაძვრინეს ეგ კაცი?

და ეგ იყო ქალაქის მერი... :cry:

 

 

პ.ს. ფრიდრიხი შენ ამ განყოფილების მოდერატორი ხარ?

რატო დახურე ორი თემა, ორივე საბჭოთა კავშირის ჰიმნით???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჭო გავგიჟდი. რა ა####ვებს ასე ადამიანს?

 

ბოდიში მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ ადამიანზე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ყოფიერება განსაზYვრავს აზროვნებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში დათა ბატონო :)

ბოროტ და პატარა ადამიანად აქცია შიშმა და სიძულვილმა :(

როგორც სააკაშვილი... ასევე მიმდევრებიც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...