georgekh13 Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 დავით აქუბარდია - სხვა ეპოქა რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დუელში გამოვიწვევდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 აქ დავდებ სატურნს გაუხარდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აპირებს დამკვიდრებას და მალე საჯარო პირიც გახდება, ინფორმაცია მისი ცხოვრების, გამორჩეულად წარსულის, ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდის შესახებ, საზოგადოებისთვის უცნობია. დღემდე ჩვენი საზოგადოება მხოლოდ იმ ლეგენდამოსილი ამბებით იკვებება, რომლებიც ჟამი-ჟამ მედიით გავრცელდება ხოლმე დღემდე იდუმალებით მოსილი ბიზნესმენის შესახებ. «საქართველო და მსოფლიო» შეეცდება ამ პატარა წერილით ზემოაღნიშნული საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას. მოგითხრობთ ბიძინა ივანიშვილის სიჭაბუკის _ მოწაფეობის პერიოდზე და მისი პედაგოგები, მომავალი მილიარდერის ყმაწვილკაცობის დროინდელ საკმაოდ საინტერესო დეტალებსაც გაიხსენებენ. ამ რამდენიმე წლის წინათ ვეწვიე საჩხერეს, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონს. უკვე ვიცოდი, რომ ივანიშვილმა ჯერ ჭორვილის 8-წლიანი სკოლა დაასრულა, ბოლო ორი წელი კი მეზობელი სოფლის, საირხეს საშუალო სკოლაში გაატარა და ატესტატიც იქ აიღო. ეს ორი წელი, კვირაში 6 დღე, ბიძინა ივანიშვილი ფეხით დადიოდა ჭორვილიდან საირხეში და მასწავლებლები ვერ იხსენებენ, ოდესმე სკოლაში დაეგვიანებინოს ან გაკვეთილი გაეცდინოს. ამას ივანიშვილის საქებრად არ ვწერ _ მაქებარნი და მეხოტბენი უჩემოდაც არ აკლია. ამგვარი მუყაითობისა და სიბეჯითის გარეშე, ცხადია, მილიარდერები არ ხდებიან. ეს იმ ადამიანის სახასიათო შტრიხია, რომელმაც ქართველთაგან ყველაზე დიდი ფული იშოვნა. ჰო, წინ და უკან, ყოველდღე _ პატარა ბიძინა 6 კილომეტრს კეცავდა _ ჭორვილიდან საირხემდე 3 კილომეტრია. საირხის სკოლას რომ ვესტუმრე, თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის მასწავლებლებმა არ ისურვეს ჩემთან საუბარი _ აკრძალული არ გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ბიძინას ვაწყენინოთ, ვიცით, ამ კაცს არ სიამოვნებს, როცა მასზე პრესაში იწერება, თუნდაც მისი სახოტბო წერილები იყოსო. ბოლოს, ბევრი იფიქრეს და მაინც დამყაბულდნენ, რაღაც-რაღაცები მოეთხროთ თავიანთი ყველაზე სახელოვანი მოსწავლის შესახებ _ თბილისიდან საჩხერეში ჩამოსული კაცი როგორ გავაწბილოთ, ხელცარიელი როგორ გავუშვათ, იმერული სტუმართმოყვარეობა არ გვანებებსო. ვიდრე მასწავლებლები ბიძინა ივანიშვილის სიჭაბუკის პერიოდს გაიხსენებდნენ, მანამდე საირხის საშუალო სკოლის 1972-73 სასწავლო წლის გამოშვების მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნი მაჩვენეს. ეს, პრაქტიკულად, ყველა მოსწავლის ატესტატის ასლია. ბიძინა ივანიშვილის ატესტატის ნომერია 603973. კლასში 42 მოსწავლე ირიცხებოდა. ისევ ატესტატის ასლს დავუბრუნდეთ. ბიძინა ივანაშვილს 13 ოთხიანი და 5 ხუთიანი უწერია ატესტატში და არც ერთი _ სამიანი. ხუთიანები ივანაშვილს დაუწერეს ფიზიკაში, ხაზვაში, ფიზკულტურასა და შრომით სწავლებაში. ხუთიანი გამოჰყვა ყოფაქცევაში. საირხის სკოლის დირექტორი, დოდო კობეშავიძე, იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ სკოლაში სწავლობდა, სკოლის ე. წ. ორგანიზატორი იყო და ისტორიას ასწავლიდა მის კლასს. «წესიერი, ზრდილი ახალგაზრდა იყო ბიძინა. მუდამ მოწესრიგებული იყო. სხვისი დახმარების სურვილი და შემწეობა ბავშვობიდანვე მოსდევდა. თითქმის ყველა კლასელთან მეგობრობდა, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ჩხუბი და აყალმაყალი არ უყვარდა, პირიქით, თუ ბიჭები წაიჩხუბებდნენ, ბიძინა მათ შერიგებას ცდილობდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბიძინა საჩხერეზე გადაყოლილია და მასზე აუგს მთელ საჩხერეში ვერავის დააცდენინებთ. არა, რეალურად ასეთი ბიჭი იყო. ყველა საგანს სწავლობდა კარგად, მართალია, ყველაფერს ხუთიანებზე არ თუ ვერ სწავლობდა, მაგრამ, რომ იტყვიან, კაი, გამართული ოთხიანი ჰყავდა, რაშიც ჰყავდა. მეტიც შეეძლო, მაგრამ მარტო წიგნისთვის, სწავლისთვის არ ეცალა, სამწუხაროდ. მის ოჯახს დიდად არ ულხინდა და ბიძინაც ოჯახს გვერდით ედგა. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. მახსოვს, გაკვეთილები დასრულდებოდა თუ არა, მაშინვე სახლში გარბოდა _ დედას უნდა მივეხმაროო. როგორია, სამი კილომეტრი დილით საირხემდე იარე, მერე 5-6 გაკვეთილს დაესწარი, მერე უკან _ ჭორვილამდე ისევ ფეხით ჩადი და საქმეს მიეძალე? ისე, მარტო ბიძინა არ იყო ამ დღეში: ჭორვილიდან თუ ახლომახლო სოფლებიდან ბევრს უწევდა ფეხით წინ და უკან სიარული და, ამასთან, ოჯახური ჭაპანის წევა.» თენგიზ სადუნიშვილი ბიძინა ივანიშვილს ფრანგულს ჭორვილის 8-წლიან სკოლაშიც ასწავლიდა და საირხის სკოლაშიც. მას კარგად ახსოვს ბიძინას ბავშვობა. _ ძალიან მიხარია, რომ ბიძინამ ფრანგული ძალიან კარგად იცის. ვერ ვიტყვი, რომ მას განსაკუთრებით ვასწავლიდი ენას ან ბიძინა იყო გამორჩეული ფრანგულის სიყვარულით, მაგრამ ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა: რასაც სწავლობდა, ხარისხიანად, საფუძვლიანად. ოთხიანი გამოვაყოლე ბიძინას ფრანგულში, კარგ ოთხიანზე იცოდა, ისე, ცოტაც რომ მოენდომებინა, ხუთიანსაც მიიღებდა. _ ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ხუთიანი არ გამოაყოლეთ? დიდი კაცია თქვენი მოსწავლე და... _ არა, არაფერი მაქვს სანანებელი! რას მისცემდა ახლა ერთი ფრანგული ენის ხუთიანი ბიძინას? არც არაფერს. მთავარია, იმდენი ცოდნა მივეცი, რომ ფრანგულის სწავლა არ გასჭირვებია _ საფუძველი ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. ახლა ჩინებულად და ჩემზე უკეთ რომ მეტყველებს ფრანგულად, ბევრი თუ არა, ამ საქმეში მისხალი მაინც ხომ არის ჩემი? _ აქტიური ბავშვი იყო? bizina-yrmoba_ კი, ზომიერად აქტიური. რაც მთავარია, ძალიან ზრდილი და წესიერი ახალგაზრდა იყო. იცით, ძალიან მიჭირს ახლა ლაპარაკი _ იტყვის ვინმე, ბიძინა თან გადაჰყვა თავის ყოფილ პედაგოგებს და, აბა, მასზე აუგს ვინ იტყვისო?! არა, გეფიცებით, გულწრფელად გეუბნებით: მაგას ისეთი მშობლები ჰყავდა, იმ ოჯახიდან უწესო კაცი არ გამოვიდოდა. ბიძინას 4 და-ძმა ჰყავს, 2 და და 2 ძმა. ერთმანეთზე წესიერი და განათლებული ხალხია. მამამისი _ გრიშა ივანაშვილი პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო, დედა _ ქალბატონი ციცინო, უზადო დიასახლისი, შვილების კარგად გამზრდელი. ყველაზე თვალში საცემი თვისება, რაც ბიძინა ივანაშვილს ბავშვობიდან მოსდევდა, ეს იყო პასუხისმგებლობის გამახვილებული გრძნობა. _ ცელქობდა? _ კი, ცელქი ბიჭი იყო. პატარა, გამხდარი და მოძრავი იყო და ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ბავშვი ყველა ცელქია, მთავარია, უზრდელი და თავგასული არ იყოს. ექვსი წელი ვასწავლიდი ბიძინას და მისგან უწმაწური სიტყვა არ გამიგონია. _ მსმენია, რომ ბავშვობაში ბატონ ბიძინას ექსკურსიაზე წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გადაუხადა საექსკურსიო თანხა. ეს სიკეთე არ დავიწყებია და ერთი ათასად გადაუხადა _ ჭორვილაში პირველი სახლი მას აუშენა და სხვა ათასი სიკეთე გაუკეთა მის ოჯახსო. _ კი, გცოდნიათ ეგ ამბავი, მაგრამ პატარას შეგისწორებთ, მით უმეტეს, რომ თავად გახლავართ ამ ფაქტის მომსწრე. ჭორვილის სკოლაში, 8 კლასი რომ დაამთავრეს, დირექციამ გადაწყვიტა, ბორჯომსა და ბაკურიანში გაეშვა ბავშვები ექსკურსიაზე, ეს გამოსაშვები კლასი იყო, სკოლა ხომ 8-წლიანი იყო და მერე ბევრმა აღარ გააგრძელა სწავლა. ჭორვილის სკოლის დირექტორმა თამაზ ქემერტელიძემ განუცხადა ბავშვებს, 10-10 მანეთი მოიტანეთ ექსკურსიისთვისო. 13-14 წლისანი იყვნენ მაშინ ბავშვები. ბიძინამ ეს რომ გაიგო, მოშორებით დადგა. დირექტორმა ეს შენიშნა და დაუძახა, რა მოხდა, ბიძინა, რაშია საქმეო? ბიძინამ უთხრა _ მე ვერ წამოვალ, პატივცემულოო! მაშინ მიზეზზე არაფერი თქმულა. მერე გაირკვა, რომ 10 მანეთი არ ჰქონდა მის ოჯახს, რომ ბავშვი ექსკურსიაზე გაეშვა. მადლიანი კაცი იყო ცხონებული თამაზ ქემერტელიძე, თურმე მან დადო ბიძინას მაგიერ ეს ფული, თუმცა ეს არავინ იცოდა ბიძინას და თამაზის გარდა, საექსკურსიო ფულს ხომ თავად დირექტორი აგროვებდა. გული არ დაწყვიტა ბიჭს, რა მოხდა, ფული ხან აქვს ადამიანს, ხან _ არა და ეს თუმანი ჩუმად დადო ბიძინას ნაცვლად, ისე, რომ არავის გაეგო და ბავშვს თავმოყვარეობა არ შელახვოდა. ბიძინა წამოვიდა ამ ექსკურსიაზე, მერე კი, მართალი ხართ, შვილო, ეს ამბავი მრავალჯერ გაუხსენა ბიძინამ თამაზსა და მის ოჯახს, უამრავი კეთილი საქმე გაუკეთა». ბატონმა თენგიზ სადუნიშვილმა მეტის მოყოლა არ ისურვა, ისედაც ბევრი გითხარითო. თამაზ ქემერტელიძეს კი, ჯერ მართლა აუშენა სახლი, მერე სოლიდური ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა, ჭორვილაში ევროსტანდარტების სკოლა რომ ააშენა, რაკიღა ბატონი თამაზი აღარ იყო ცოცხალი, დირექტორად მისი ვაჟი დანიშნა _ საჩხერლები ამბობენ, მინისტრის ხელფასს უხდიდაო. ჰო, როცა თამაზ ქემერტელიძე გარდაიცვალა, ოჯახს ერთი თეთრიც არ დაახარჯვინა და საყვარელი სკოლის დირექტორი დიდი პატივით დაკრძალა. ჭორვილაში დღემდე ლაპარაკობენ, რომ ბიძინამ თამაზ ქემერტელიძეს არანაკლები პატივი მიაგო უკანასკნელ გზაზე, ვიდრე მამამისს _ გრიშა ივანაშვილსო. საჩხერეში ყოფნისას ორი ფოტოსურათიც მოვიპოვე, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა აღბეჭდილი. ფოტო 1971 წელს საირხის სკოლის ეზოშია გადაღებული. საირხის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ფიზკულტურაში ნორმატივებს აბარებენ. თავად ბიძინას ეს ნორმატივები წინა დღეს ჰქონდა ჩაბარებული და იმ დღეს თანაკლასელთა საქომაგოდ იყო მისული. ბიძინა ივანიშვილის სპორტულ გატაცებებზე მისი ფიზკულტურის მასწავლებელი, თამაზ ლაშხი გვიამბობს. _ ბატონო თამაზ, ეკუთვნოდა ის ხუთიანი ბიძინა ივანიშვილს, ფიზკულტურაში რომ დაუწერეთ? თუ ფიზკულტურაში ყველას ხუთიანებს უწერდით? _ კი, კაცო, როგორ არ ეკუთვნოდა. ცოცხალი, ყოჩაღი ბიჭი იყო, ძალიან მოძრავი და სპორტის თითქმის ყველა სახეობას წარმატებით ითვისებდა, რასაც ვასწავლიდი. აი, ძალისმიერი სახეობები დიდად არ იტაცებდა _ შტანგა, ჭიდაობა და სხვა ასეთები, რადგან ღონიერი ბიჭი არ იყო, თხელი ტანის გახლდათ, მოძრავი, სხარტი. _ სპორტის რომელი სახეობა უყვარდა განსაკუთრებით? _ კალათბურთი გამორჩეულად უყვარდა. ცაციაა ბიძინა და მარცხენა ხელით იცოდა მოჭრილი ბურთების სროლა კალათში, ფარქვეშ შევიდოდა და თავსზემოთ სტყორცნიდა ბურთს კალათში. «ლიფსოს» ვეძახდით მაშინ, ასეთ ტყორცნას, რაკი ვილნიუსის «ჟალგირისში» იმხანად თამაშობდა კალათბურთელი, გვარად ლიფსო. სწორედ მან შეასრულა პირველად ამგვარი მოჭრილი სროლა. ბიჭები ერთხანს «ლიფსოს» ეძახდნენ ბიძინას. როცა მის კლასს ორად გავყოფდი და კალათბურთს ვათამაშებდი, ბიძინა რომელ გუნდშიც იყო, ის გუნდი იგებდა ძირითადად, თუმცა, წაუგიათ კიდეც. _ როგორ ეგუებოდა წაგებას ბიძინა ივანიშვილი? _ ჩვეულებრივად, ცოტას ინერვიულებდა, მერე გაუვლიდა წყენა. ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა _ თანაგუნდელებს არასდროს აბრალებდა წაგებას, მე ვითამაშე ცუდად, თორემ მოვიგებდითო, _ იტყოდა ხოლმე. არა, კალათბურთს მართლა კარგად თამაშობდა.» ბიძინა ივანიშვილმა თავისი კლასელები ჭორვილისა თუ საირხის სკოლებიდან _ ზოგი დაასაქმა, ზოგს სახლი აუშენა, ზოგს მანქანა უყიდა ან სოლიდური თანხით დაეხმარა. ისეთებიც არიან, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად გაუკეთა. ზოგიერთები დღეს, მის ბიზნესში საქმიანობენ. თავისი ბავშვობის ვალის გასასტუმრებლად კი ჭორვილაშიც და საირხეშიც თანამედროვე სკოლები ააშენა, ყველა სიკეთით აღჭურვილი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირველად სწორედ ჭორვილაში ვნახე, ევროსტანდარტულსა და კომპიუტერიზებულს რომ ეძახიან, ისეთი სკოლა, რადგან სხვაგან ამგვარი სკოლა არსად იყო, მათ შორის, არც თბილისში. ჭორვილას სკოლას კი, სასწავლო შენობის გარდა, სპორტული კომპლექსი აუშენა. ეს არ არის ჩვეულებრივი სპორტული დარბაზი, ეს არის სუპერთანამედროვე კომპლექსი, რომელიც საქართველოში არც ერთ სკოლას არ აქვს და მეტიც, სპორტული პროფილის სკოლებსაც შეშურდება. ამ კომპლექსში არა მარტო ფიზკულტურის გაკვეთილს გაივლის ბავშვი, თუ სურვილი აქვს, სპორტის ნებისმიერ სახეობას დაეუფლება. აქ არის რამდენიმე დარბაზი, აუზი, ჩოგბურთის კორტები და, რაც მთავარია, კვალიფიციური მწვრთნელები. მწვრთნელებს ხელფასს ბიძინა ივანიშვილი უხდის, ინვენტარის შესაძენ, კომპლექსის მომსახურე პერსონალის ხელფასებსა და სხვა ხარჯებსაც თავად იხდის. ბავშვებს კი ისღა დარჩენიათ, იარონ სპორტზე, გაკაჟდნენ. დიდ სპორტსმენებად თუ ივარგებენ, ხომ კაი, არადა, ჯანმრელობა მაინც შერჩებათ. და არ აქვს მნიშვნელობა, ჭორვილელი ხარ თუ საჩხერის სხვა სოფლიდან _ მიდი, ივარჯიშე, გადასახადს არავინ გთხოვს, ეგ კი არა, ჭიათურელი ბავშვებიც დადიან ჭორვილაში სავარჯიშოდ. ...და ისევ კაცი, რომელიც ბავშვობას ვერ ივიწყებს _ ახლადგახსნილ სპორტკომპლექსს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფიზკულტურის მასწავლებელი, თამაზ ლაშხი ჩაუყენა სათავეში. ლევან ჯავახიშვილი georgekh13დავით აქუბარდია - სხვა ეპოქა რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დუელში გამოვიწვევდი ეჰ დავით დავით ნეტა შენ არ აჭრაჭუნებდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 (edited) დავბადებულიყავი მეც ჭორვილაში... ცხოვრებაში კაპიკი რომ კაპიკია, ის არ უჩუქებია ვინმეს... Edited October 12, 2011 by georgekh13 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 დავით აქუბარდია - სხვა ეპოქა რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დუელში გამოვიწვევდიამის პატრონს და შალვას წაიყოლებდი ხო თან ერთად ესორით თუ ცალცალკე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამერიკის კაცი იქნება თუ ღრუსეთის მთავარია მოსახლეობას შეუქმნას არსებობის ნორმალური პირობებიჯერ ამერიკის დედა მოვდღან და მერე მაგის კაცის ხუთიანი გამოჰყვა ყოფაქცევაში.ზნაჩიტ თავიდანვე კამსამოლა ტიპი ყოფილა მე ვიცი ჩემ კლასში ვისაც გამოყვა ყოფაქცევაში ხუთიანები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 ეს განცხადებას არ გავს, უფრო ჭორაობას გავს..წასაკითხად კი ძალიან ადვილია,მაგრამ ძალიან მუშურ-გლეხური ენით არის დაწერილი.. რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ! :D ბიძი არ ხუმრობს.. მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა, მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა. ოოხ, კარგით რა,,არავინ ,არავის არ აიძულებს სიცრუე თქვას ან დაწეროს..არ გამოიყვანა ტანჯულებად ეს ჟურნალიუგები.. ჯერ ამერიკის დედა მოვდღან და მერე მაგის კაცის დავი.. დავბადებულიყავი მეც ჭორვილაში... ) დავბადებულიყავი ოღონდ არა საქართველოში მაინც გეთქვა...საჩხერე რო სანატრელი გაგიხდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 Saturnწავიკითხე ეს მიმართვა და ერთადერთი რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ისაა, რომ ძალიან პრიმიტიული გონების ადამიანებზეა გათვლილი, ვისთვისაც მხოლოდ შავი და თეთრი არსებობს. რას ვიზამთ, ეტყობა გამოიკვლიეს და ასეთი ელექტორატი სჭარბობს საქართველოში როდესაც ლუთერს ჰკითხეს, თუ რატომ არ შეშინდა პროტესტის გამოთქმისას, ხალხი ხომ უცოდინარობის გამო ვერ წაიკითხავდა მის თეზისებს, მან უპასუხა: - “მართალია ხალხმა არ იცოდა რისთვის, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა ვის წინააღმდეგ!”აქ, მთავარია რას ნიშნავს - ვის წინააღმდეგ. ამას კარგად აგებინებდა ადამიანებს ლუთერის მხარდამჭერი ჯგუფი. გამოიკვეთა ლოზუნგები:“დავიღალეთ ამდენი კორუფციით, გადასახადებით, უმუშევრობითა და გაჭირვებით”. “მოგვეცით ცხოვრების საშუალება”. იწყება თვისობრივად სხვა ცხოვრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 როდესაც ლუთერს ჰკითხეს, თუ რატომ არ შეშინდა პროტესტის გამოთქმისას Убит в Мемфисе, штат Теннесси, Джеймсом Эрлом Реем. თუმცა მისი გამოსვლა "მე მაქვს ერთი ოცნება" ლეგენდაა ლინკოლნის მონუმენტთან 300.000 ამერიკელის წინაშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 როდესაც ლუთერს ჰკითხეს, თუ რატომ არ შეშინდა პროტესტის გამოთქმისას, ამ ორი ადამიანის შედარება ნამდვილად არ შეიძლება. იწყება თვისობრივად სხვა ცხოვრება. ეჰჰჰ ღმერთმა ქნას .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 (edited) ზაზა გაბუნია : ბიძინა ივანიშვილის სიტყვებმა დააპირისპირა და ერთმანეთზე გაბრაზა ადამიანებიამ ბადრის და ასლანას მერე სააკაშვილის მწოველის წმოველს რაღა უნდ ადა ყველა პოლიტიკოსი და ქვეყნის გადამრჩენელი როა ეგრეც მიდის საქმეები Edited October 12, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 GeoStreamკახა არ იყო, რომ სვერდლოვსკის "ურალმაშის" ბანდიტები ფსბ-მ ჩამოაშორა?საწარმოზე ბანდიტების ჩამოშორება ნებისმიერი ხელისუფლების მოვალეობაა. ეს ითვლება ხელისუფლების საშუალებით ფულის შოვნად? FRIDRIXУбит в Мемфисе, штат Теннессиgiauridia ალბათ მარტინ ლუთერზე ამბობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტინ ლუთერ კინგი უნდა დაეწერა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 giauridia ალბათ მარტინ ლუთერზე ამბობსმე როგორც მგონია კინგი იგულისხმა გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. ბიძინას თუ ამას შევადარებთ მაშინ გადარჩენილა საქართველო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 იკვეთება უკვე ალიანსი ალასანია რავა ყველასთან ერთიანდება ბოდზი ქალივით Ираклий Аласания и Бидзина Иванишвили договорились о разработке планов по сотрудничествуЭкс-посол Грузии в ООН, лидер партии "Наша Грузия - Свободные демократы" Ираклий Аласания и недавно объявивший о намерении идти в политику миллиардер Бидзина Иванишвили обсудили сегодня развитие страны и договорились о разработке планов по сотрудничеству, сообщает пресс-служба партии. "Встреча Ираклия Аласания и Бидзины Иванишвили состоялась сегодня, и это было первой возможностью обсудить перспективы решения проблем, которые стоят перед страной, и будущее развитие Грузии", сообщает "Новости-Грузия". Пресс-служба партии Аласания отмечает, что взгляды Аласания и Иванишвили "совпали по всем вопросам". "В завершение встречи Ираклий Аласания и Бидзина Иванишвили договорились, что консультации о разработке конкретных планов сотрудничества продолжатся в кратчайшие сроки", - отмечают "Свободные демократы". На прошлой неделе стало известно о намерении Иванишвили создать партию и принять участие в парламентских выборах Грузии 2012. Сегодня в грузинских СМИ распространилось открытое обращение Иванишвили к обществу, в котором он детально рассказывает о своем отношении к той или иной политической силе, СМИ и говорит о своих планах. По словам бизнесмена, Аласания является "одной из наиболее весомых фигур" в грузинской действительности, а его партия - "современного типа интересная и обнадеживающая". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 ზაზა გაბუნია ცუდი ბიჭი არ არის,,ცდილობს რა გინდა? взгляды Аласания и Иванишвили "совпали по всем вопросам". უფ რაღა გვიჭირს.. არც ალაანია არ მევასება და არც რესპები,,ამ ორთან უნდა ბიძის თანამშრომლობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2011 ცუდი ბიჭი არ არის,,ცდილობს რა გინდა?აბა უნდა ეცადოს ისწვალოს თარგამაძის ყბები 100 მმ დიამეტრის რკინას გადაჭრის უკვე იმდენი გამოცდილება დუაგროვდა თან ყბები თუ დაეკეტა აფექტშიამასაც ხო უდნა ძალების მოკრებვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.