ძუკუ Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 qutaiselibabuagiorgi babuagiorgi, on დღეს, 01:45 PM, said:აქ თავდება ამ სტატიის კარგობა.ვიღაცა ვალადიმერ ილიჩ ლენინს ეძებს ეტყობა. ან რა ესაქმება სტატიას ღვარძლის განდმოთხევასთან. კაი კაცო თქო.სომეხი ხარ? თუ სომეხი მთავრობა გევასება რომელიც ქვეყანას აქცევს?ძალიან გთხოვთ ბაბუს ასე ნუ მიმართავთ.ნამდვილად არ იმსახურებს.სააკაშვილის მთავრობა მას საქართველოში არ უშვებს და კაცი ამდენი ხანია ემიგრანტია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 (edited) qutaiseliხო და საწ####ბი რომ არიან მივიდნენ ბიძინას დაელაპარაკონ. მიიღონ რესურსები და იმუშაონ უკეთ.თუ არ აკეთებენ ამას ,,ზნაჩიტ" გამოდის აწყობთ ასე საწ####ბი იყვნენ. ხალხი უყურებს და გონიათ, რომ მეტი არ შეუძლიათ და რა ქნანო. აი უთხრა ბიძინამ აგერ ფინანსები და დავსცხოთო. თუ არ უნდათ გაძლიერება და არსებული გადაცემების შენარჩუნების პირობა ასევე 50% სეთერო დრო მათივე განკარგულებაში გამოდის რომ სისაწ#### აწყობთ. არ უნდათ ხელისუფლებას რეალურად დასცხოს ვინმემ მათი ეთერიდან.ნეტა რატომ?მომგებიანია?ამისთვის იღებენ ჩუმად ფულს ყურცქვიტასგანეგრე რომ ეთქვა პრობლემა არ იქნებოდა მეც ეგ მინდა და მგონი ვინც ნორმალურია ამ საზოგადოებაში ეგ სურს სწორად,გამოვთქვავ იმედს რომ გაუგებრობა რაც მოხდა აღმოიფხვრება და გაარკვევენ ერთმანეთში ეთერის მიღმა წყნარად და მშვიდად მოილაპარაკებენ qutaiseliბაბუ კარგი ადამიანია, მიშისტებთან არანაირი კავშირი არა აქვს Edited October 8, 2011 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 ძუკუძალიან გთხოვთ ბაბუს ასე ნუ მიმართავთ.ნამდვილად არ იმსახურებს.Siknadmoბაბუ კარგი ადამიანია, მიშისტებთან არანაირი კავშირი არა აქვსალბათ მე ვერ გავიგე სწორად რაღაც.ახალი დარეგისტრირებული ვარ აქ.ბაბუს არაფერს ვერჩი. უბრალოდს ყურცქვიტას მხარდამჭერობა მაღიზიანებს.რატო არ უშვებენ ბაბუს საქართველოში?ივანიშვილის ფანი არ ვარ.კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ბიძინას ნაბიჯებს ვაკვირდები. ჯერ ვერაფერს ვიტყვი გადაჭრით.იმედია არ ჩაფლავდება. Siknadmoეგრე რომ ეთქვა პრობლემა არ იქნებოდა მეც ეგ მინდა და მგონი ვინც ნორმალურია ამ საზოგადოებაში ეგ სურს სწორად,ეგ თქვა სწორედ. უბრალოდ მკვეთრი იმიტომ იყო, რომ მფლობელები მიიმწყვდია. თვითლუსტრაცია იქნება მათი მხრიდან არ დათმობა ეთერის 50%-ის, 2 წელიწადში დაბრუნების პირობით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 (edited) qutaiseliეგ თქვა სწორედ. უბრალოდ მკვეთრი იმიტომ იყო, რომ მფლობელები მიიმწყვდია. თვითლუსტრაცია იქნება მათი მხრიდან არ დათმობა ეთერის 50%-ის, 2 წელიწადში დაბრუნების პირობით. მე პირადად ტელევიზია თუ სხსვა სახის ბიზნესი რომ მქონდეს ასეთი ტონით ვიღაცა რომ დამელაპარაკოს არ დავუთმობ არაფერს,რა პონტია ვიღაცამ მიმიწყვდიოს არ მესმის Edited October 8, 2011 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 ჯერ წვიმა არ მოსულა და საუბრები მოსავლზე ნაადრევია. მაგრად მომეწონა ალასანიას განმარტება ივანიშვილის თაობაზე ჩვენი აზრები ბევრ შემთხვევასი ემთხვევაო.მეტი მაგისი ალიანსა ტინგიცაობა არ გაიშვა რა. პროგრამა ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, თუ რა სთქვა იმდენი რომ პოლიტიკურ შეჯერებზე საუბრობს ბიჭი? ერთი განცხადება გააკეთა კაცმა და აუუუუუუუუუუუუ მოიდა მშველელი.ივანიშვილის საქმიანი მიდგომა პოლიტიკის მიმართ ახლო მომავალში გამოჩნდება. ნუ ვეძებთ ისევ ახალ მესიას, თორემ რაც არ უნდა კარგი პიროვნება იყოს ივანიშვილი, თუ არ ჩამოზალიბდა პოლიტიკოასდ და არ დაარსა პარტია, მივა სააკაშვილამდე. უბრალოდ ეს კანონზომიერებაა და ვერავინ ვერ გაექცევა. აზრზე არ ხართ რა წარმოდგენა აქვს ამ ადამიასნ პოლიტიკის მიმართ, და შეფასებები ნაადრევია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 _ 26 მაისის მსგავს და უფრო მწვავე სიტუაციებში, ეს ორი ტელევიზია ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც სააკაშვილისთვის იქნება მოსახერხებელი და ხელსაყრელი. ამიტომაც, ეს ორი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია, ჩემი აზრით, სააკაშვილისთვის უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე სხვა დანარჩენი (ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ჩემი ცალკე განცხადება ტელევიზიის შეძენის შესახებ აქვე, ძირითადი განცხადების შემდეგ).საღოლ.... მეც ამ აზრის ვიყავი.. ისე როგორც მემარცხენა არ ვენდობი მსხვილ ბიზნესმენებს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 (edited) Siknadmoმე პირადად ტელევიზია თუ სხსვა სახის ბიზნესი რომ მქონდეს ასეთი ტონით ვიღაცა რომ დამელაპარაკოს არ დავუთმობ არაფერს,რა პონტია ვიღაცამ მიმიწყვდიოს არ მესმისიცის ალბათ რაღაც და გამოსწორების შანსს აძლევს. http://www.interpressnews.ge/ge/regioni/181097-lasha-maqacariam-sofel-tcorvilashi-akhali-stadioni-gakhsna.html სასაცილოა.ხელისუფლება ჭორველაში სტადიონს ხსნის.ციკლიდან გადავფაროთ ბიძინა Edited October 8, 2011 by qutaiseli ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 Siknadmo იცის ალბათ რაღაც და გამოსწორების შანსს აძლევს. http://www.interpressnews.ge/ge/regioni/181097-lasha-maqacariam-sofel-tcorvilashi-akhali-stadioni-gakhsna.html სასაცილოა.ხელისუფლება ჭორველაში სტადიონს ხსნის.ციკლიდან გადავფაროთ ბიძინა აააააააააააააააააააააააა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 qutaiseliრატო არ უშვებენ ბაბუს საქართველოში?ის საქართველოს პირველი პრეზიდენტის გვარდიელი იყო და სამშობლოს ღალატის(!?)მუხლი აქვს მიყენებული თუ არ ვცდები. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ბიძინას ნაბიჯებს ვაკვირდები. ჯერ ვერაფერს ვიტყვი გადაჭრით.იმედია არ ჩაფლავდება.აქ უმრავლესობას ეს უნდა.უბრალოდ ზოგიერთის აზრით დაწყება მთლად არ უვარგოდა,თუმცა გამოუსწორებელი არაფერი არ მომხდარა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 აქუს აწყობს დღევანდელი სიტუაცია. ამაშია მისი პრობლემა. შემოსავალიც აქვს და კმაყოფილია, თანაც ინარჩუნებს ოპოზიციური არხის სტატუსს. ეს სიტუაცია ხელისუფლებასაც აწყობს-თბილისში ჩაკეტილი აქუ,რომელიც არანაირად არ ფიქრობს მაუწყებლობის გაფართოებაზე,მეტიც წინააღმდეგიც კია. სამაგიეროდ მიშას აქვს უფლება თქვას აი ოპოზიციური არხიო. სიტუაცია ასეთია და დანარჩენი თქვენ განავრცეთ. პირადად მე თუ მკითხავთ უნდა დასთანხმდეს წინადადებას. ეს იქნება არამარტო ფინანსურად მომგებიანი გარიგება, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. რეალობის შესაფასებლად ერთი წუთით წარმოიდგინეთ,რომ ივანიშვილი საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, არც არანაირი წინადადება არ ყოფილა. რისი ან ვისი იმედი გაქვთ? qutaiseli ხელები შორს ბაბუსგან ან ჩვენ ყველა დღეს ბაბუები ვართ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 ივანიშვილი ბიძინადაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამა „ჭიათურმარგანეცის” კომბინატში მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის „ჩარხმშენებელ“ ქარხანაში მუშად. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე ქარხანაში განაგრძო მუშაობა, ჯერ უფროსი ინჟინრის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე. 1982 წელს გაემგზავრა მოსკოვში, ჩააბარა ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო - საღამოობით თვითონ ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა - ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და „მომავლის“ საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით დაინტერესდა პროკურატურა და მოახდინა მისი ანგარიშების ბლოკირება. ამ სამწუხარო მოვლენების შემდგომ ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში. როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთში ჩავიდა, დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს, რომელიც იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. ივანიშვილმა მას უფრო ორგანიზებული და წარმატებული საქმე შესათავაზა -კომპიუტერებით ვაჭრობა. ხოლო მალკინს თავის მხრივ ჰყავდა მეგობრები სარკინიგზო ინსტიტუტიდან - დოცენტი სერგეი მოსინი და ალექსანდრე ბრიანცევი. ისინი აშენებდნენ სათბურებს ნარო- ფომინსკში, ჰქონდათ კოოპერატივი „აგროპროგრესი“. იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ ახალი კოოპერატივის რეგისტრირებაზე, დაიწყეს კომპიუტერებით ვაჭრობა უკვე არსებული კოოპერატივის მეშვეობით. საქმე ფაქტიურად, მიზერიდან დაიწყეს, ბატონმა ბიძინამ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში, მეხუთე სართულზე - ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახადეს: კომპიუტერებთან ერთად ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობდნენ. იმ დროისთვის მოსკოვი სავსე იყო უცხოელებით, რომლებიც სხვადასხვანაირი საქონლის ფართო სპექტრს სთავაზობდნენ მყიდველს, მაგრამ, მათთან პარტნიორობა ბატონ ბიძინას არამიზანშეწონილად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტეს. ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ-კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორსაც წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა. და ასე, ბანკი „როსკრედიტის“ დარეგიტრირებისთვის მათ უკვე ჰქონდათ ანგარიშზე 100000-120000$. იმ დროისთვის ზემოთ აღნიშნული თანხით, რამდენიმე ბანკის გახსნა შეიძლებოდა. საკმარისად ჩათვალა რა თავისი კაპიტალი, ბრიანცევმა უარი თქვა ახალ საქმეზე და გააგრძელა სათბურების შენება. ივანიშვილმა, მალკინმა და მოსინმა ერთნაირი წილები აიღეს ბანკში, ყოველივე მათგანს 33% ერგო. შემდგომში ივანიშვილმა გამოისყიდა მოსინის წილი. ამრიგად, ბატონი ბიძინა იყო 67%-ის, ხოლო მალკინი 33%-ის მფლობელი. „როსკრედიტმა“ მოწინავე პოზიციები რუსულ საბანკო ბიზნესში მალე მოიპოვა. მისი პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო მომსახურება 24 საათიანი. ისინი იყვნენ პირველები ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის გაყიდვის მოცულობაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით გეზი აიღეს საფილიალო ქსელის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის ორი პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო: უნდა ეპოვათ სათანადო შენობები და კადრები. ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა მიემართა შემდგომი ხერხისთვის: „როსკრედიტის“ წარმომადგენლები მიდიოდნენ საწარმოებისა და ინსტიტუტების დირექტორებთან, სთავაზობდნენ მათ გამოეყოთ სათანადო შენობები ბანკში 2% საანაბრო წილის სანაცვლოდ. ეს სვლა სწორად გათვლილი და წარმატებული გამოდგა. შეიქმნა ძლიერი და გამართული საბანკო ქსელი. ივანიშვილმა დაარსა რუსეთში პირველი საბანკო კოლეჯი, რომელშიც ლექციებს თავიდან თვითონვე კითხულობდა, მაგრამ 1998 წლის დეფოლტის გამოცხადების შედეგად „როსკრედიტისთვის“ კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც - რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით ასიათასობით აქციონერი მოაწყდა ბანკს თანხების გასატანად, ხოლო, „როსკრედიტი“ სხვა ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხებს. როდესაც $180 მლნ გაცემის შედეგად აბსოლუტურად უსახსროდ დარჩა, ივანიშვილმა მიმართა ცენტრალური ბანკის მმართველს - სერგეი დუბინინს. შეახსენა მას პირობა კრედიტის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო. სიტუაცია სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა - ან „როსკრედიტი“ უნდა გამოცხადებულიყო ბანკროტად, ან ჩატარებულიყო მისი სრული დამოუკიდებელი რესტრუქტურიზაცია. ბატონმა ბიძინამ არჩევანი რესტრუქტურიზაციაზე შეაჩერა, თუმცა, აქციონერის პოზიციიდან ამ ნაბიჯს ივანიშვილისთვის დიდი აზრი არ ჰქონდა, რამეთუ გასაგები იყო, რომ რესტრუქტურიზებული ბანკის საბაზრო ფასი ძალიან დაბალი იქნებოდა, მის აქტივებს და პასივებს შორის სხვაობა იმ დროისთვის $1 მლრდ იყო. თუ ბანკი გაკოტრდებოდა, მისი რიგითი აქციონერების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თავისი ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა არ დაუშვა „როსკრედიტის“ ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა ბანკის გადასარჩენად ჩაედო საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში მყოფი $1 მლრდ „როსკრედიტის“ ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, „როსკრედიტი“ გადარჩა და მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო კომპანიამ დაფარა სახელმწიფოს შეცდომების შედეგად წარმოშობილი ვალები. ამავე წლებში უძრავი ქონებისა და საწარმოო აქტივების მართვის მიზნით ივანიშვილმა დააარსა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“. 2004 წელს მართვის ფუნქციები გადაეცა „უნიკორს“. ამასთან ერთად, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“. მთლიანობაში ივანიშვილის მფლობელობაშია: „რუსული კრედიტისა“ და იმპეკსბანკის აქციათა 67%. კომპანია „ინტერფინდ ტრეიდის“ და მმართველობითი კომპანია „უნიკორის“ 100%, „უნიკორის“ მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%. ესენია: „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი” რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმრო „მინსკი“ და „Центральная“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“ და 28,5% აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა. რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერი ეკონომისტ-ფინანსისტი და კარგი სტრატეგი, საუცხოო ხელმძღვანელი და ორგანიზატორია, ყოველთვის თავად არჩევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების მმართველ კადრებს, მკაცრია მართვაში და ძალზე მომთხოვნი იმათ მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ბიძინა თავად არის ყველა იდეის გენერატორი და აუცილებლად ბოლომდე მიჰყავს ისინი. მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ბიძინას მკაცრად აქვს განსაზღვრული შრომის განაწილების პრინციპები, რაც მას საშუალებას აძლევს, კარგად აკონტროლოს კონკრეტული პირების, პირველ რიგში, ხელმძღვანელების მოქმედება. გარე კავშირებს ბიძინა ივანიშვილი უმეტესად იმ ადამიანების მეშვეობით ამყარებს, ვინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ხელისუფლების წარმომადგენლებში და ბიზნესის სამყაროში. დღესდღეისობით ივანიშვილი საქართველოში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იგი დიდი ხანი არ არის, რაც დაბრუნდა, მაგრამ ბიზნეს-საქმიანობას აქ უკვე 10 წელია ეწევა. მას ეკუთვნის ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“, ბანკი „ქართუ“, სამშენებლო კომპანია, სოფლის მეურნეობის კომპანია - ფლობს 600 ჰა მიწას, აქედან 300 ჰექტარზე ვენახი გააშენეს. ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი. ის ახორციელებს სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი- 2“-ის მშენებლობას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 DATA TUTASXIAხელები შორს ბაბუსგან აქუს აწყობს დღევანდელი სიტუაცია. ამაშია მისი პრობლემა. შემოსავალიც აქვს და კმაყოფილია, თანაც ინარჩუნებს ოპოზიციური არხის სტატუსს. ეს სიტუაცია ხელისუფლებასაც აწყობს-თბილისში ჩაკეტილი აქუ,რომელიც არანაირად არ ფიქრობს მაუწყებლობის გაფართოებაზე,მეტიც წინააღმდეგიც კია. სამაგიეროდ მიშას აქვს უფლება თქვას აი ოპოზიციური არხიო. სიტუაცია ასეთია მაგაშია ვიტამინები.რატომ არ სურს აქუს გაფართოება? შეკრულია? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 qutaiseliმაგაშია ვიტამინები.რატომ არ სურს აქუს გაფართოება? შეკრულია? მაგ აქუს რომ უყურებ ერთი ახირებული და ჯიუტი კაცია შეიძლება თვლის,რომ დღევანდელი კავკასია აკეთებს ქვეყნისთვის საჭირო საქმეს(რაც უდაოა), მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს საკმარისი არ არის და ამ გულუბრყვილობით ჩვენი მამა მარჩენალი ბოროტად სარგებლობს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 qutaiseli მაგ აქუს რომ უყურებ ერთი ახირებული და ჯიუტი კაცია შეიძლება თვლის,რომ დღევანდელი კავკასია აკეთებს ქვეყნისთვის საჭირო საქმეს(რაც უდაოა), მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს საკმარისი არ არის და ამ გულუბრყვილობით ჩვენი მამა მარჩენალი ბოროტად სარგებლობს. რა უნდა ქნას მეტი კაცო, ტელევიზია აქვს, იწვევს ოპოზიციონერებს და ესაუბრება, მეტი რა შეუძლია გააკეთოს ბომბები დაამზადოს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts