Jump to content
Planeta.Ge

მრწამსით ათეისტი, ტრადიციით მართლმადიდებელი


Recommended Posts

Nukriko

1) ლაშა-გიორგის (ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი და წერილები)

2) და უფრო აშკარად ჩანს ეს, რომის პაპისა და რუსუდან მეფის წერილებში, სადაც რუსუდან აღიარებს რომის პაპის უზენაესობას, ხოლო რომის პაპი რუსუდანს მიიჩნევს კათოლიკე მეფედ..

რუსუდან მეფე და ლაშა გიორგი სახალხოდ ცნობილი ყ...იყვნენ, საქ. ეკლესია არ ექვემდებარებოდ რომის პაპს,

ჩვენ უბრალოდ მათთან შეხება არ გვქონია, გვეკიდა, რა გვერომებოდა როდესაც ჩვენ ჩვენი პრობლემები გვქონდა,

დაპირისპირება იყო ბიზანტიის იმპერიასა და რომის კათოლიკებს შორის, ჩვენ გვეკიდა, ვიყავით ჩვენთვის,

ოღონდ რა თქმა უნდა მართლმადიდებლები,

რა დაპირისპირება უნდა გვქონოდა ჩვენ ლათინებთან, როდესაც კათოლიკები ჩვენი ტერიტორიის საზღვარზე არ ჭაჭანებდნენ? უბრალოდ ეს არააქტუალური იყო ჩვენთვის, რა მიტინგი გაგვემართა რომის პაპის წარმომადგენლობასთან?

 

ლათინებთან პრობლემა არ გვქონდა იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვიყავით :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 105
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

gendolf   რა გაიკვირვე ვერ გავიგე. საქართველო სავსეა მასეთი ადამიანებით. მრწამსით სინამდვილეში ათეისტია და თავს მართლმადიდებლად წარმოაჩენს სხვების წინაშე, რადგან საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა დ

Siknadmo

Nukriko რუსუდან მეფე და ლაშა გიორგი სახალხოდ ცნობილი ყ...იყვნენ, საქ. ეკლესია არ ექვემდებარებოდ რომის პაპს, ჩვენ უბრალოდ მათთან შეხება არ გვქონია, გვეკიდა, რა გვერომებოდა როდესაც ჩვენ ჩვენი პრობლემები

mama

laci როცა ადამიანს უხსნი ორჯერ ორი ოთხი როა და ის მაინც ვერაფერს იგებს და ბოლო ხმაზე გაჰკივის ოთხი არა 999999-იაო გეშლება ნერვები და ხდები აგრესიული ეხლა მიხვდი?

Siknadmo

ამონარიდი მიქელ თამარაშვილს წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”…

 

ქართველების ეს მოძრაობა და კათოლიკობაზე გადასვლა მარტო კერძო პირთა შორის არ იყო, არამედ თვით მეფე, საეკლესიო პირნი და ეპისკოპოსებიც შეუერთდენ როგორათაც მოწმობენ მისიონერების წერილები: “პატრი ჯუსტინომ კათოლიკობაზე გადაიყვანა აქართველოს მეფე გიორგი, მისი ძმა ლევანითურთ, რომელიც არის პირველი მინისტრი მთელის სამეფოსი, ეგრეთვე მათი უსამღვდელოება ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსი თავისი რავდენიმე მღვდლითურთ; ყველამ მათ აღსარებითა და წერილით სცნეს მსოფლიო ეკკლესიის თავად და ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ რომის პაპი ინოჩენციო მეთერთმეტე, რომელსაც სრულიად დაექვევრდომნენ. გარნა ის ორი წარჩინებული პირი არ დასჯერდა გაკათოლიკების კერძოდ გამოცხადებას და ხუთი თვის შემდგომ გაგზავნეს რომში თავიანთ მოციქულად პატრი ანჯელო ფილინელი და თან გაატანეს პაპთან წიგნები, რათა მათის სახელით, მის ტახტის წინაშე წამდგარი ფეხზე მთხვევოდა და მათი უმდაესი მორჩილება მიეძღვნა პაპისათვის”. (1).

 

ამ საგანზე დიდად არ გამოვუდგებით მისიონერთა წერილების მოყვანას, მხოლოდ საკმაოდ ვრაცხთ მოვიყვანოთ შესანიშნავი წერილები: ერთი თვით პატრი ჯუსტინოს დაწერილი, რომლითაც ავედრებს პაპს გაკათოლიკებულ პირთა, მეორე – გიორგი მეფისა და მესამე ტფილისელი არქიეპისკოპოსისა, პაპისადმი მიწერილი მის შემდეგ რა გაკათოლიკებულან. ჯერ მოვიყვანთ პატრი ჯუსტინოს წერილს.

 

“უნეტარესს მამას, ღვთის ეკკლესიის საყოველთაო მწყემს და იესო “ქრისტეს მონაცვლეს” ამ ქვეყანაზე, უმაღლესს მღვდელთ მთავარს, ინოჩენციო მეთერთმეტეს.

 

“თუმცა ჩემი მდგომარეობის გამო უფრო მხნედ უნდა ვყოფილვიყავი, მაგრამ მაინც კი ყველა ჩემს საქმეში, ჩემმა მწუხარებამ გადააჭარბა ყველა საზღვარს, რადგან ვგონებდი, რომ მხოლოდ საქართველო მოაკლდებოდა იმ პატივის მიგებას, რომელ პატივსაც უძღვნიან მეფენი და იმპერატორნი თქვენს ყოვლად დიდებულს მდვდელთ-მთავრობას, და ესრედ ამაო შეიქმნებოდა ეგოდენი წლის ჩემი შრომა. მუდამ მოველოდი თქვენის კურთხევის ფერხთა წინაშე წარმომედგინა თქვენი მორჩილი შვილი ამ ქვეყნის მთავარი, რომელიც ძრიელ მოწადინებულია, ყოველს შემთხვევაში, აქოს თქვენი დიდებულება და უწმიდესობა. ამიტომ უსარგებლოდ და დაკარგულად არა ვრაცხდი დროს, რომ მისი ერთგული ლაპარაკი გამეძრიელებინა. როდესაც გავაცანი კათოლიკე სარწმუნოება, მაშინვე მოინდომა შემოერთება ეპისკოპოსი პიქეს საშუალებით. ეს ეპისკოპოსი ხშირად სწერდა ამას თქვენი გულკეთილობის ამბავს. კორსიკის პროვინციელი უფროსი პატრი იოსებ ბოგოინელი გაგზავნა აბრანელში, სადაც მონასტრების დასათვარიელებლად იყო მათი უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიკეი, და მოიწვია აქ. მაგრამ არ მოვიდა. რადგან ძრიელ ნატრობდა შემოერთებულიყო ჩვენთან. შემდგომ მე გამგზავნა ისპაანს იმ დროს, როდესაც იქ მათი უსამღვდელოსობა სპარსეთას მეფის წინაშე თქვენს ელჩობას ასრულებდა. შემომპირდა მოსვლას საქართველოში და კიდეც მოვიდოდა სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის ამადანში. ამასა და სხვა მიზეზების გამო მე შერცხვენილად ვრჩებოდი, რომ ეპისკოპოსის ხელით ეს მეფე ვერ შევუერთე ეკკლესიას, და ესე გვიანდებოდა.

 

გარნა მუდამ დღეს ამის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი და კიდეც შევასრულე: 7 დეკემბერს, 1686 წ. ჩემს წინაშე მეფემ წარმოსთქვა სარწმუნოების აღსარება და თან ფიციც დასდო, რომ თავისი სამეფოც ერთიან დაუმორჩილოს თქვენს უწმიდესობას. დიდ მადლობას ვწირავ ყოვლად მაღალ მოწყალე ღმერთს, რომ ამდენი წელიწადია მყო თქვენი ხელის იარაღად, რათა აღმოსავლეთელი ივერიის ეს მთავარი თქვენდამი მორჩილებაში შემომეყვანა. შეერთების ხუთი დღის შემდგომ ამ მეფეს აღსარებაც ვათქმევინე. ცხრა წელიწადზე ცოტა მეტია, რომ იგი ურჯულო მაჰმადიანთ აღსარებას აღიარებდა, მაგრამ გარეულად, მოჩვენებით ვიდრე გულით; ისიც იმიტომ, რომ მეფობა არ ჩამორთმეოდა, რადგან, მამის სიკვდილის შემდგომ, ერთი თავისიანი ეცილებოდა ტახტს. განვასწავლე სარწმუნოებაში, რაოდნათაც ჩემი უძლურება შემწევდა და მოითხოვდა თქვენი უმაღლესი ბრძანება. სარწმუნოებას აწ ძრიელ ერთგულად იცავს; მეტად სახელ-განთქმულია, ბრძენი და ყველანაირი ნიჭით შემკული, როგორათაც მოგახსენებს ჩემი მონდობილი პატრი ანჯელო, რომელსაც მეფე თავის პირველ ელჩად გიგზავნისთ, რათა ვრცლად გაუწყოსთ ყველა მისი სურვილი და გთხოვოსთ რომ მეფე რომის ეკკლესიის შვილად შერაცხოთ, როგორათაც არიან სხვა ქრისტიანე მთავარნი და მეფენი. ვითარცა მეც ყოვლად უღირსი გთხოვ და გევედრები, რომ, მაგ თქვენი გულმოწყალების პატივისათვის, მიიღოთ ეს მეფე თქვენს შვილად. ამიტომ მთელის სოფლის მართველ ხელთა თქვენთა შევავედრებ მას. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ, რომის კათოლიკე ეკკლესიის ნამდვილი საყვარელი შვილი შეიქმნეს. ეს იქიდგანაც ცხადია, რომ ყველასფერში იქცევა რჩევისამებრ ლევან თავის ძმისა, რომელიც ამ სამეფოს პირველი მინისტრია, და ეგრეთვე უკეთილშობილესი რატიშვილის ექვთიმე არქიეპისკოპოსის რჩევით. ამათაც ფიცით ჩემს ხელში აღიარეს კათოლიკე სარწმუნოება: ლევანმა იმავე წლის დეკემბრის ცხრამეტს და მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა დეკემბრის ოცს, მეორე დღეს. ლევანი თავის შეერთების შესახებ არაფერს გზავნის, რადგან, როდესაც მეფემ კაცი და წერილები წარმოგზავნა, მაშინ ლევანი სხვა სამთავროში იყო მეფისათვის მეუღლის და დედოფლის მოსაყვანად: ვინაიდგან მეფე მეორედ ქორწინდება. ფიცითი შეერთების წერილებზე მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა და მეფემ საკუთარი ხელიც მოაწერეს. თქვენი უწმიდესი დიდებულება დარწმუნებული ბრძაბდებოდეს, რომ ცის ქვეშ პირდაპირ ვსთარგმნე ეს წიგნები ლათინურად, რასაც, ჩემს სულს და გულს შეერთებულს, მოგიძღვნის პატრი ანჯელო. ესეც ცხადად უნდა მოგახსენო, რომ ეს მთავარი თავის სახელს სწერს მთავრად მეფედ სრულიად საქართველოისა, რომელიც ხუთ სამთავროდ გაყოფილია და ყველა თვითეულ პროვინციას ჰყავს თავისი მთავარი. ყველას მეფედ იწოდება ეს იმიტომ, რომ თავისი ძველის-ძველი უფლება დაიცვას. თუმცა ახლა მარტო ერთი სამეფო ქალაქი აქვს, რომელიც უწარჩინებულესი, დიდი და თავია მთელი საქართველოსი: ეგრეთვე სხვა ქართველი მეფეებიც მას პირველ ქალაქად რაცხვენ. თვით მეც რ გზის ვნახე და წავიკითხე სპარსეთის მეფის გამოგზავნილი წერილები, სადაც გიორგის გვირგვინოსან მეფედ უწოდებს. მართლადაც, სხვა ყველა ქართველ მთავრებზე, ეს უფრო ძრიელი და დიდებულია. ემორჩილებიან არა მარტო ამაზონები, არამედ თვით ჩერქეზებიც, რომელთაგანაც ომის დროს შეუძლია გამოიყვანოს დიდ-ძალი მეომარნი. თუ ამისა და თუ თავის დიდ სულოვნობის გამო ძრიელ მოწადინებულია ეომოს ყველა ქრასტიანების მტერ ოსმალებს. ამ ომის შესახებ მოელის თქვენს ბრძანებას; ეს ბრძანება ისეთი იყოს, რომ სპარსეთის მეფეს არაფერი ეწყინოს, რადგან რავდენიმე წელიწადია მასთან კარგად ვერ არის, თქვენი ესეთი ბრძანება ამისთვის, თქვენი უწმიდესობის მიერ, იქმნება უდიდესი მოწყალება.

 

უფრო უკეთესად, ამ საქმისას მოგახსენებთ პატრი ანჯელო, რომელსაც თან მოჰყავს, მრავალ მოწაფეთა შორისრჩეული ერთი ჩემი მოწაფე. პატარობიდგანვე აღვზარდე იგი კათოლიკე სარწმუნოებაში, ამ მისიონის ნამდვილი შვილია და მივუძღვნი თქვენს უწმიდესობას. ეს ჩემი მოწაფე სოლომონ თუმანიანთი თბილელი კეთილშობილია. ამისი მამა დიდ ხანს ქალაქს მმართავდა. მასთან ერთად შემოგავედრებ ჩემს უღირს თავსა და ყველა საჭიროებას ამ მისიონისას, რომელსაც ძრიელ ცოტა მუშაკი ჰყავს, კვალად თქვენის უწმიდესობის მოწყალებას შემოვავედრებ აქაურ ყველა ერთგულ კათოლიკებს და ამ ბატონებს: გიორგი მეფეს თავისი სამეფოთი, მის ძმა ლევანს პირველ მინისტრს და მათ უსამდვდელოესობას არქიეპისკოპოსს და ყველა აქაურ ერს. – საქართველოში ტფილისით, მაისის 28-ს ახალი კალენდარისა და 18 ძველისა, 1687, თქვენი უწმიდესობის ყოვლად მდაბალი და უღირსი მონა. ლივორნელი კაფუჩინი, პ. ჯუსტინო, საქართველოს მისიონერი”. (1).

 

ამავე თარიღით პროპაგანდის კარდინალებსაც სწერს ამის მსგავს წიგნს და ავედრებს ეპისკოპოს ექვთიმეს, ლევანს, მეფეს და მის თექვსმეტი წლის მხოლოდ შობილ ძეს ბაგრატს, რომლის მასწავლებელი ყოფილა პ. ანჯელო იტალიანური ენისთვის. ლევანის შესახებ ამბობს, წიგნს იმიტომ არ გზავნის, რადგან იმერეთს წავიდა მეფისათვის საცოლოს მოსაყვანადო. კარდინალებს აიმედებს, რომ ეს ახლად გაკათოლიკებული პირები ძრიელ მოწადინებული არიან მთელი საქართველო შეუერთონ რომის ეკკლესიასო. ეგრეთვე აუწყებს, საქართველო ყოველ კერძოდ გარე მოცულია ისეთი მაჰმადიან საშინელი მტრებისგან, რომ თვით დედა მიწასაც უმძიმს მათი ყოფნაო, და ამიტომ ეს მეფე ძრიელ მოწადინებულია, თქვენის ლოცვა-კურთხევით, ეომოს ოსმალებს, რათა საქართველო მათგან მთლად განათავისუფლოსო.

 

ახლა მოვიყვანთ გიორგი XI წერილსა.

 

“ყველა მეცნიერთა შორის გამოჩენილო, სავსეო სულის წმიდის მადლითა, ღვთიური ტახტის ხმაო მოქადაგეთა შორის, მოციქულთ მსგავსო და თანასწორო დიდებათა და სამღვდელო ღირსებათა, სვეტო აღმართებულო და, მსგავსად ბრწყინვალე ვარსკულავისა, ქვეყნის განმანათლებელო, სიწმიდის რჩეულო ჭურო და მოციქულთა საუნჯეო, ცხოველო ტახტო და სახარების მქადაგთა სათხეველო, მწყემსო უკეთილესო და დიდისა რომის მღვდელთ მთავარო, ღვთის მიერ უნეტარესო მამაო, ინოჩენციო მეთერთმეტე პაპავ. მეორედ აღმოშობილი ყოვლად წმიდა სამებაში, წარვსდგები თქვენს წინაშე მართმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებით მე, თქვენი მონა და სულიერი შვილი, ჩამომავალ ღვთის მიერ კურთხეულ ბაგრატიონთ მეფეთა, საქართველოს სამეფოს მპყრობელი, მეფეთა-მეფე გიორგი, სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა სამეფო მარჯვენას, რომელიც აღმადლებული ჰფენს ნათელსა, ჰყოფს სასწაულთ და ჰფანტავს მტერთა, და შიშითა და ძრწოლით თქვენს წინაშე მოვიდრეკ მუხლთა, გამსჭვალული მტკიცე სიყვარულითა. ამ წერილით მნებამს გამოგიცხადო ჩემი გულის სურვილი: გვნებავდა ჩვენი კაცი გამომეგზავნა, მაგრამ, თუ სიშორისა და თუ გზის აღურაცხველი განსაცდელების გამო ვერ გამოვგზავნეთ; ეგრეთვე გვნებავდა წარმოვლენა პატრი ჯუსტინოსი, მაგრამ ამის გამოგზავნით მონასტერი მარტო დარჩებოდა* (*რადგან დანარჩენ პატრებმა, რომლებიც ახლად მოსულნი იყვნენ, ქართული ჯერ არ იცოდნენ). ამისათვის აღვირჩიეთ პატრი ანჯელო რომელსაც გიგზავნით და მოვახსენებთ თქვენს სიწმიდესა, რომ არა თუ ახლა, არამედ დიდის ხნიდან თქვენი სიყვარული ჩვენს გულს ჩანერგილია, ჩვენი კურთხეული მამის დროდანვე თქვენი სიყვარული ჩემში დამყარებულია; ამაზე ჰკითხეთ თქვენს პატრებს. რომლებსაც გიგზავნი. ახლა ამას მოგახსენებ, რომ მიმიღოთ მეც თქვენს შვილად ეგრედ, როგორც გყავსთ სხვა გვირგვინოსანი მეფენი. მასთანვე ამასაც ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ მხოლოდ ერთი პირმშო შვილი მყავს, სახელად ბაგრატი, რომელიც არის ჩემი უმთავრესი ტახტი და გვირგვინი, ქება და დიდება, ესა და სხვა, რაც კი მაქვს ღვთის მოწყალებით და თქვენის ლოცვაკურთხევით, მინდა რომ ღვთისაგან კურთხეულის თქვენის ტახტის ქვეშევრდომი იყოს; მისთვის გთხოვ რომ ეს ჩემი პირმშოც აიყვანოთ თქვენს შვილად. ათას გზის კურთხეულ იყავნ ღმერთი, რომ იცავს და აძლიერებს ჭეშმარიტ კათოლიკე ქრისტიანებს, ეგრეთვე გვფარვიდეს ჩვენც ყველას ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი მარიამი. ჩვენი ცოდვების გამო ურწმუნოებმა მოგვისპეს ქრისტეს სარწმუნოება და დავშორდით მას… (ამ ალაგას არ ამოიკითხება სიძველის გამო). აწ ღვთის მშობლის მეოხებით დაგვიცვას ღმერთმა თავისის მადლით. ეგრეთვე იმედი მოგვცეს მათგან ახსნისა თქვენის სასწაულთ მომქმედ მარჯვენის შემწეობით და თქვენთა გვირგვინოსან შვილთა მეფეთა საშუალებით, რომლების დიდს და მრავალს გამარჯვებას ვსმენულობთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო დიდ შვებას და სიხარულში ვართ. ჩვენი სამეფო მუდამ ევედრება ღმერთს და ყოვლად წმიდა სამებას, რათა უფრო განაძლიეროს თქვენი კურთხეული მარჯვენა და ჭეშმარიტ კათოლიკებს და ხსენებულ პატიოსან მეფეთ მიანიჭოს მტრებზე გამარჯვება. ამას მოგახსენებთ, გვნებავს ღვთიურ სიმართლესთან თქვენც შეგიყვაროთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო ვემორჩილებით სპარსეთის მეფეს, თვინიერ მისი ბრძანებისა არაფერი შეგვიძლია, გარნა მსგავსად თქვენის საყვარელ შვილებისა, გვირგვინოსან მეფეებისა, რომლებიც მუდამ ჟამს ურწმუნოებას ებრძვიან და მათზე იმარჯვებენ, თქვენის ლოცვა-კურთხევითა ჩვენცა ვძლევთ ამ ურწმუნოთა… ნეტაი ღმერთმა და ღვთის მშობელმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენმა სამეფომაც მიაგოს ზიანი თქვენთა მტერთა, თქვენ გემსახუროთ და თქვენ მორჩილ მეფეებთან ერთად შევიარაღდეთ. ესეც სცანით, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ბრძანების ქვეშ მყოფნი და მთელი ჩვენი საქართველოს მხედრობა მზათ ვართ და მოველით თქვენს ბრძანებას; რასაც თქვენის ლოცვა-კურთხევით გვიბრძანებთ, მზათა ვართ შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ნატვრა. ჩვენს თქვენს ერთგულ შვილობაზე ნურასფერს ეჭვს შეიტანთ. თუმცა კი შორს ვართ, მაგრამ დიდათ ვნატრობთ თქვენს ნახვას. ჩვენი სარწმუნოების აღვიარება ვჰყავით პატრი ჯუსტინეს წინაშე, რომელიც ჩვენი სულიერი მამა არის; რასაც ეს ჩვენ გვიბრძანებს, ყველაფერს შევასრულებთ. აპრილის 29, ქრონიკონი იესო ქრისტეს შობიდან 1687, ინდიქტიონი ჩვენის მეფობისა (აკლია)”

 

ამ წერილს ბოლოში აწერია: “რომის პაპთან გაგზავნილი მეფის წიგნი სთარგმნა პატრი ჯუსტინო ლივორნელმა, საქართველოს მისიონის მოქადაგემ და უფროსმა, რომელმაც მეფეს ფიცი მისცა, რომ სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა”. (1)

 

ასეთის შესანიშნავის წერილის შესახებ სხვა რისიმე თქვა მეტი იქმნება. ხოლო ეს უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წერილი მეტად ცუდის იტალიანურის ენით არის ნათარგმნი. ახლა მოვიყვანთ მესამე წერილს.

 

“წიგნი ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსისა ინოჩენციო მეთერთმეტე რომის პაპთან, მისივე ბრძანებით ნათარგმნი იტალიანურად პატრი ჯუსტინო ლივორნელის მიერ, რომელმაც ფიცი მისცა რათა სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა”.

 

“ღვთის მადლითა და შემწეობით მიაწიოს ამ წიგნმა რომის დიდ ქალაქში უწმიდეს მამისა ინოჩენციო მეთერთმეტე პაპისადმი:

 

“ბატონო პაპავ, ინოჩენციო მეთერთმეტე, უაღრესო რომის მღვდელთ-მთავარო პაპავ, დიდი ხნიდან სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, ღვთის მსახურთა მბრძანებელო, მრავალ ფეროვან ვარდით შემკობილ…

 

ღვთისმეტყველო, თაფლის მსგავსად ყველას საბედნიეროთ საუკეთესოდ მომდინარევ, ქვეყნის ყველა მხარეს სიკეთის მომფენო, ღვთის სიყვარულის მოზიარეთა ზედა სიბრძნის ბრწყინვალე ბაგევ და მთელის ღვთისმეტყველო წყაროვ, ორპირიანო მახვილო, რომელიც განჰკვეთ მტერთა და ამხელ მღვდელ-მონაზონთა, ცხონების გზის ყოველ-დღივ სისრულით მასწავლებელო, მწეო დიდთა და პატარათა, დასაწყისიდანვე გამტკიცებულო ეკკლესიის ბრწყინვალე სვეტო, დადგინებულო ჭეშმარიტო მწყემსო და მოძღვარო ყოველთა ქრისტიანეთა, მათი სიკეთის გამაძლიერებელო და მოციქულთა თანასწორო, შეურყეველო ტახტო და დიდის რომის ქალაქის მფლობელო, უნეტარესო მეთერთმეტე ინოჩენციო. თქვენს წინაშე წამდგარი სარწმუნოების აღვიარებით ვეამბორები თქვენს წმიდას, უნეტარესს და სამეფო მარჯვენას მე, თქვენის უწმიდესობის და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მონა, ექვთიმე არქიეპისკოპოსი მთელის საქართველოის ღვთიურის დიდის ეკკლესიისა, რომელიც არს მისი განმანათლებელი და დამცველი წმიდა კვართისა. სიმდაბლით წარვსდგები თქვენს წინაშე, მიწაზე მთხვევით და სიამოვნებით მივესალმებით თქვენს დიდებულებას. ამას ვყოფთ არა მარტო გარეგნულად ხორციელად, არამედ სულითაც, რომელიც თქვენის სიყვარულით სავსე გვაქვს, თუმცა კი შორს ვიმყოფებით. ჩვენი მაცხოვრის ბრძანებისამებრ, რომელმაც სთქვა: “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, ჭეშმარიტად გეტყვი შენ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და მოგცენ შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო”.

 

შენ ხარ მწყემსი საყვარელი! და ეს ჭეშმარიტების სიტყვა თქვენ გეკუნისთ. ჰოი! მწყემსო ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, ცოდვაში ჩავადნილ უძლურთა აღმადგინებელო და მათ მტვირფელო, რომელ უძლურთაგანაც მსგავსად სხვა თქვენ მორჩილ და მდაბალ მორწმუნებისა ჰყოფთ ერთ სამწყსოსა; ესე არს თქვენი ხმა, რომელიც უნდა მოისმინოს მთელვა ქვეყანამ. ხოლო მე თქვენი სულიერი შვილი, თქვენს სიყვარულსა მოწყურებული თქვენ არასდროს გაგშორდებით. ამასაც მოგახსენებ, რომ ღვთისაგან კურთხეული ჩვენი მეფე გიორგი, საქართველოს ყველა ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი და ერისკაცნი მოხარულნი არიან თქვენს გაძლიერებასა და თქვენი მტრების დამარცხებაზე. ამასთვის ვევედრებით ღმერთს, რომ უმეტესად გაგაძლიეროთ და აღამადლოს თქვენი მარჯვენა, ეგრეთვე უყოს თქვენთა შვილთა მთავრებსაც, რომლებიც თქვენი მორჩილნი და ერთგულნი არიან. ჩვენი ამბავი ყველა კარგად იციან თქვენმა გამოგზავნილმა პატრებმა. ამისათვის ჩვენი პატრი ჯუსტინო წიგნით გაუწყებთ და პატრი ანჯელოც პირად მოგანსენებთ, ვითარცა გაუწყათ ჩვენმა მეფემ. ყველა ეს მოხსენება ჭეშმარიტი და დამტკიცებულია. დაიწერა ტფილისსა, 2 მაისისა 375, ქრისტეშობის აქეთ 1687 წ. ინდიქტონს, გიორგის მეფობის მეათე წელს”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

აგრესიულები რატომ უნდა იყვნენ, ესეიგი ატეისტებიც არ არიან და იბრალებენ..

როცა ადამიანს უხსნი ორჯერ ორი ოთხი როა და ის მაინც ვერაფერს იგებს და ბოლო ხმაზე გაჰკივის ოთხი არა 999999-იაო გეშლება ნერვები და ხდები აგრესიული

ეხლა მიხვდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაგიგიათ აქმდე მსგავსი რამ? :ravic: :ravic: :032:

 

http://b.pix.ge/c/rgzya.jpg

gendolf

 

რა გაიკვირვე ვერ გავიგე. საქართველო სავსეა მასეთი ადამიანებით. მრწამსით სინამდვილეში ათეისტია და თავს მართლმადიდებლად წარმოაჩენს სხვების წინაშე, რადგან საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ეს რელიგიური მიმდინარეობა ტრადიციულად გადავიდა ქართველთა უმრავლესობაზე.

 

კარგად უწერია მაგ ადამიანს რაც უწერია. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ნიშნავს "პროგრესული რელიგია"?

ჩემს პოსტში ეწერა უფრო პროგრესული, ანუ შემწყნარებლური სხვების მიმართ და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ჩანს აქლიავებენ ხო? :givi:

შენ ჩემზე უკეთ ხარ ინფორმირებული ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

უცხო_პლანეტელი

შემწყნარებლები რელიგიები არ არიან

 

შემწყნარებელი ხალხია

 

და გააჩნია როგორი ხალხის ხელშია ესა თუ ის რელიგია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
ათეიზმი როგორც უღმერთობის რწმენა ადამიანში მოდის როცა ის პიროვნება დაცემულია ან მისი პიროვნული თვითშეგრძნება გაუხეშებულია ყველა ადამიანს აქვს შინაგანი სინდისის ხმა და ეს ხმა არის ღვთის არსებოსის და მისი დახმარების გამოხატულება ყველა ადამიანში მაგრამ არიან ადამიანები რომ იმდენად არიან საკუთარ თავთან დაშორებული რომ ვერც კი აცნობიერებს სად იმყოფება,მონა ვერ აცნობიერებს რომ მონაა.როგორ შეიძლება პარადოქსის არსებობა თუ ის ათეისტია ქრისტიანი როგორღა იქნება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, მრწამსი თუ გაქვს ათეისტი აღარ ხარ. ჯეკ ლონდონი, თავის ნაწარმოებებში ხშირად ხმარობს ფრაზას: არა არს ღმერთი თვინიერ სოციალიზმისა და ჰერბერტ სპენსერია წინასწარმეტყველი მისი. გააჩნია, ვის რა სწამს. დაოსისტებს საერთოდ არ ჰყავთ განპიროვნებული ღმერთი, განა ათეისტები არიან? ათეიზმი საბოლოო ჯამში, სწორედ მრწამსის არქონაა. თავად ბუდა ამბობდა, თქვენ რომ ღმერთი წარმოგიდგენიათ, ისეთი ბუნებაში არ არსებობსო, არადა მის მოძღვრებაზე უდიდესი რელიგია შეიქმნა. რელიგიაა სოციალიზმიც და კომუნიზმიც, სულ ცოტა ხნის უკან ახალი ახალი რელიგიის ჩასახვა პირდაპირ ჩვენს თვალწინ ხდებოდა, ეს იყო ქურდული. საბედნიეროდ, არ გამოვიდა. საერთოდ მე მგონია "მორწმუნეთა" დიდი ნაწილი იბრალებს რელიგიურობას. :user: Edited by soliaris641
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, მრწამსი თუ გაქვს ათეისტი აღარ ხარ. ჯეკ ლონდონი, თავის ნაწარმოებებში ხშირად ხმარობს ფრაზას: არა არს ღმერთი თვინიერ სოციალიზმისა და ჰერბერტ სპენსერია წინასწარმეტყველი მისი. გააჩნია, ვის რა სწამს. დაოსისტებს საერთოდ არ ჰყავთ განპიროვნებული ღმერთი, განა ათეისტები არიან? ათეიზმი საბოლოო ჯამში, სწორედ მრწამსის არქონაა. თავად ბუდა ამბობდა, თქვენ რომ ღმერთი წარმოგიდგენიათ, ისეთი ბუნებაში არ არსებობსო, არადა მის მოძღვრებაზე უდიდესი რელიგია შეიქმნა. რელიგიაა სოციალიზმიც და კომუნიზმიც, სულ ცოტა ხნის უკან ახალი ახალი რელიგიის ჩასახვა პირდაპირ ჩვენს თვალწინ ხდებოდა, ეს იყო ქურდული. საბედნიეროდ, არ გამოვიდა. საერთოდ მე მგონია "მორწმუნეთა" დიდი ნაწილი იბრალებს რელიგიურობას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

თქვენი ყველა ნაწერი წავიკითხე ამ თემაში...გეტყობათ რომ უწიგნური ადამიანი არ ხართ, მაგრამ წიგნიერება დემაგოგიას არ უნდა ემსახურებოდეს... მთელი თქვენი ნაწერი იმის მტკიცებაა, რომ თითქოს ქართველში მართლმადიდებლობა ორგანული მხოლოდ ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცების დროს გახდა და ამ მოვლენის ისტორიის უფრო დიდ მონაკვეთზე გავრცელება მხოლოდდამხოლოდ რუსული იმპერიალისტური პროპაგანდაა და მეტი არაფერი...ამისათვის ძალზედ ბევრი არგუმენტი მოიშველიეთ და ბევრ თემასაც შეეხეთ, სწორედ ამასთან დაკავშირებით გწერთ პასუხს...

 

 

1. სომხების სარწმუნოების საკითხი - თქვენ წერდით:

არ არის სწორი ტერმინი - ორიენტული მართლმადიდებლებისთვის მონოფიზიტების წოდება არამართებულია - ორიენტული მართლმადიდებლები არიან მიაფიზიტები და არა - მონოფიზიტები
და შემდეგ ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, ერთი რწმენმა ჰქონდათ ქართველებსა და სომხებს (მონოფიზიტობა ან მიაფიზიტობა (უფრო მონოფიზიტობა)), რაც დვინის საეკლესიო კრების დოკუმენტებით ეს მტკიცდება..
იმიტომ რომ სომხები დღეს არიან მიაფიზიტები და შესაბამისად "ისტორიის დავიწყებას" და შერჩევით მეხსიერებას (მეცნიერული ტერმინებია) ამჯობინებენ..

 

დიახ დღეს სომხური ეკლესია არის მიაფიზიტური..

 

 

აბა რა განსხვავებაა მიაფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის?

 

ჩემს პასუხს სიამოვნებით დავიწყებ თქვენივე კითხვით - რა განსხვავებაა მიაფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის? თქვენ თვითონ თუ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? საქმე იმაშია, რომ მონოფიზიტობა და მიაფიზიტობა რეალურად ერთიდაიგივეს ნიშნავს - მონოც და მიაც ერთს ნიშნავს, ნაგულისხმევია რომ სომხები ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებენ. მაშ რატომაა ორი ტერმინი საჭირო? ახლავე აგიხსნით:თეოლოგიური თვალსაზრისით რა თქმა უნდა სომხები მონოფიზიტები არიან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თავად სომხები ამას არ აღიარებენ. მათთვის ეს ტერმინი მიუღებელია, ამიტომ სამეცნიერო წრეებში დაიწყო სხვა, უფრო ნეიტრალური ტერმინის ძიება, იმგვარის, რომელიც სომხებისათვისაც მისაღები იქნებოდა... საბჭოთა მეცნიერთათვის ამგვარი იყო "გრიგორიანობა" , ეს ტერმინი მათ სომეხთა განმანათლებლის - წმინდა გრიგოლის სახელიდან აიღეს. გრიგორიანელობა ნიშნავს გრიგოლის ეკლესიას, ანუ ეკლესიას რომელიც გრიგოლმა განანათლა. ეს დაახლოებით იგივეა, ქართულ ეკლესიას ნინოს ეკლესია რომ ვუწუდოთ... აქ საწყენი არაფერი არაა... ამიტომაც შემოიღეს ეს ტერმინი, მაგრამ ის მხოლოდ საბჭოთა სივრცეში დამკვიდრდა, სხვა სამეცნიერო წრეებში კი ვერა...დასავლურ სამეცნიერო წრეებში ამგვარ ტერმინად "მიაფიზიტობა" იქცა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინიც ჯერჯერობით მხოლოდ დამკვიდრების სტადიაშია... ეს იყო და ეს... ამიტომაც თქვენი მსჯელობა რომ ქართველები და სომხები მონო ან მია ფიზიტები იყვნენ, უბრალოდ არასერიოზულია და ამ საკითხში ჩაუხედავობაზე მეტყველებს...

 

 

2. ირანის პოლიტიკა - თქვენ წერდით:

 

სპარსელთა მმართველობის დროს, ისი არა მარტო არ კრძალავდნენ ქრისტიანობას, არამედ თავისუფლად შეეძლო ქრისტიანებს ტაძრებში რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

 

რაც შეეხება მეფეების გამუსულმანებას, ეს სხვა საკითხია და პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა..

 

შაჰ აბასის დროს, დაჟე ეკლესიები ფუნქციონირებდა სპარსულ ოკუპაციის პირობებშიც..

 

ზოგადად, როცა ირანის(ან ნებისმიერი ქვეყნის)პოლიკიკაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა მიეთითოს თუ დროის რომელ მონაკვეთზეა ლაპარაკი... ასე ზოგადად წერა არასერიოზულობაა...

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ როცა ძველ დროზეა საუბარი, არ არსებობს ცალსახად პოლიტიკური და ცალსახად რელიგიური საკითხი. ქრისტიანობის არ აკრძალვა ეს პოლიტიკაცაა და ასევე, მეფეების გამუსულმანებასაც რელიგიური სარჩული აქვს...

 

ასევე - თქვენს ნაწერებში ხშირად ახსენებთ ჯავახიშვილს და მის "ქართველი ერის ისტორიას"... თუ ამ წიგნში კარგად ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ირანალები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობებს - ნებადართული იყო კათოლიკობა, გრიგორიანელობა, ნესტორიანობა, ხოლო მართლმადიდებლობა კი არა, ასე რომ დიახაც, ირანალები ხშირად სწორედაც სარწმუნოების გამო სდევნიდნენ ბერძენთა ერთმორწმუნე საქართველოს...

 

რაც შეეხება შაჰ-აბასს - თუ არ ვცდები საქართველოს ისტორიის სკოლის სახემძღვანეოშიც კი წერია, რომ შაჰ-აბასმა თავისი შემწყნარებლური პოლიტიკა, რომელსაც თავიდან მიმართა საქართველოსთან დაკავშირებით, მალევე შეცვალა, მაშინვე, როგორც კი ჩაიშალა რომთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის საკითხი... ასე რომ ეს არგუმენტიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს...

 

3. ქართველობა და კათოლიციზმი

 

რანაირად როდესაც უამრავი მეფე, ეკლესია თავად კათოლიკური იყო და ეს ჩანს უცხოურ წყაროებიდან. (რუსუდანის წერილებიდან პაპთან და ა.შ)

ისტორიულ დოკუმენტებს ჩამოგითვლი, რომლითაც მტკიცდება ქართველების კათოლიციზმი და რომთან უნია 1) ქართლის მეფე გიორგი XI და თბილისის არქიეპისკოპოსის ექვთიმეს (რატიშვილი) კათოლიკობა

2) ლევან II დადიანი

სვიმონ I, ქეთევან დედოფალი და ა.შ

 

ამას ადასტურებს შემდეგი წერილები

 

1) ლაშა-გიორგის (ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი და წერილები)

2) და უფრო აშკარად ჩანს ეს, რომის პაპისა და რუსუდან მეფის წერილებში, სადაც რუსუდან აღიარებს რომის პაპის უზენაესობას, ხოლო რომის პაპი რუსუდანს მიიჩნევს კათოლიკე მეფედ..

 

მოკლედ, მეტს აღარ დავაკონკრეტებ, თითქმის ნახევარი წიგნი გაქვთ თამარაშვილის დაკოპირებული...

 

ამასთან სხვებს წყაროების ცალმხრივობაზე საყვედურობთ:

რუსული ისტორიოგრაფიის გარდა (რომელიც რა თქმა უნდა პროვოსლავნიკლურ მიმდინარეობის პოზიციიდან ლაპარაკობს) სხვა ნეიტრალური წყაროები დადე...

 

რატომ გავიწყდებათ(იქნებ არც იცოდით) რომ თავად მიხეილ თამარაშვილი კათოლიკე იყო? რა ობიექტურობაზეა აქ ლაპარაკი? ყველაფერი, რაც მის წიგნში წერია პროლათინური კუთხითაა დაწერილი... მის წიგნში დამოყენებული ცნობა ევან დადიანის, ან კიდევ ქეთევან დედოფლის კათოლიკეობის შესახებ მხოლოდდამხოლოდ კათოლიკე ბერების ცნობებია, რომლებიც, საზღავრგარეთ მყოფნი, რომს ყველაფერს სწერდნენ, ოღონდ თავიანთი იერარქების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ...

 

ასე რომ, კარგი იქნება, თუ თქვენს მსჯელობას, ერთ წიგნზე დაყრდნობით არ აააგებთ... ბევრი უნდა იკითხოთ ჩემო ბატონო, ბევრი...

 

4. საქართველო და მონოფიზიტობა

 

მხოლოდ ამ ნაწილში შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ნაწილობრივ...

 

საქართველოში ნამდვილად იყო მონოფიზიტობის პრობლემა და ეს დამტკიცებული ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს ქვეყანაში დიოფოზიტობა არ არსებობდა... თქვენს მიერვე მოყვანილ არგუმენტს მოვიშველიებ - თქვით რომ ჯავახიშვილს უწერია დვინის კრებაზე ქართველთა 24-მა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი დიოფიზიტობასო, მაგრამ იმას რატომ არ წერთ, რომ ჯავახიშვილის აზრით იმ დროს საქართველოში დაახლოებით 33 ეპისკოპოსი იყო...ეს უბრალოდ, შენიშვნის სახით...

 

რაც შეეხება უშუალოთ თქვენს მიერ წამოჭრი საკითხს. იმედია არ შემეკამათებით, თუ ვიტყვი რომ ჩვენს მიერ წმინდა ნინოს დროს აღიარებული სარწმუნოება დიოფიზიტური იყო... ეს მეოთხე საუკუნის მეორე მეოთხედია. მეხუთე საუკუნეშიჩნდება მონოფიზიტობა. 451 წელს ტარდება ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც გმობს მონოფიზიტობას... 506 წელს კი ტარდება დვინის კრება, რომელიც გმობს ქალკედონის კრებას. ახლა ვიმსჯელოთ:

 

 

1. მეოთხე საუკუნის მეორე მეოთხედის დასაწყისიდან, ანუ 326 წლიდან მეხუთე საუკუნემდე თითქმის 75 წელია...

2. მეხუთე საუკუნეში ჩნდება მონოფიზიტობა, მაგრამ მის ამიერკავკასიამდე მოღწევას და შემდეგ გადომინანტებას, გარკვეული დროს დასჭირდებოდა... ყველაზე კარგ შემთხვევაში 30-40 წელი...

3. თქვენივე სიტყვებით, ქართველთა და სომეხთა გზები 608 წელს გაიყო, ანუ ამ წლიდან ქართველები კვლავ ოფიციალურად ვართ დიოფიზიტები...

 

გამოდის რომ მონოფიზიტობა საქართველოში მხოლოდ საუკუნე ნახევარს მძლავრობდა(608-(326+75+30)), და ისიც დიოფიზიტების აქტიური წინააღმდეგობის პირობებში... გაიხსენეთ ზემოთ ნახსენები 9 ეპისკოპოსი, რომლებმაც დვინის კრებას ხელი არ მოაწერეს, გაიხსენეთ ასურელ მამათა ღვაწლი, რომლებიც საქართველოში დიოფიზიტობას ქადაგებდნენ...

 

ასე რომ, ქართველთა მონოფიზიტობის მტკიცება ცოტა საკამათო საკითხია... იყო დრო, როცა ქვეყანაში ერესი მომძლავრდა, მაგრამ ქართველებში აღმოჩნდა ის ძალა, კვლავ ჭეშმარიტებას დაბრუნებოდნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოდიშარი

უცბად არ გაგცემ ყველაფერზე პასუხს (მეზარება ამდენი წერა)

 

რაც შეეხება დემაგოგიას, შენთვის ყველაფერი დემაგოგიური იქნება რაც თქვენს "მართლმადიდებლურ ვერსიას" არ შეესაბამება

 

ჩემს პასუხს სიამოვნებით დავიწყებ თქვენივე კითხვით - რა განსხვავებაა მიაფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის? თქვენ თვითონ თუ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? საქმე იმაშია, რომ მონოფიზიტობა და მიაფიზიტობა რეალურად ერთიდაიგივეს ნიშნავს - მონოც და მიაც ერთს ნიშნავს, ნაგულისხმევია რომ სომხები ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებენ. მაშ რატომაა ორი ტერმინი საჭირო? ახლავე აგიხსნით:თეოლოგიური თვალსაზრისით რა თქმა უნდა სომხები მონოფიზიტები არიან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თავად სომხები ამას არ აღიარებენ. მათთვის ეს ტერმინი მიუღებელია, ამიტომ სამეცნიერო წრეებში დაიწყო სხვა, უფრო ნეიტრალური ტერმინის ძიება, იმგვარის, რომელიც სომხებისათვისაც მისაღები იქნებოდა... საბჭოთა მეცნიერთათვის ამგვარი იყო "გრიგორიანობა" , ეს ტერმინი მათ სომეხთა განმანათლებლის - წმინდა გრიგოლის სახელიდან აიღეს. გრიგორიანელობა ნიშნავს გრიგოლის ეკლესიას, ანუ ეკლესიას რომელიც გრიგოლმა განანათლა. ეს დაახლოებით იგივეა, ქართულ ეკლესიას ნინოს ეკლესია რომ ვუწუდოთ... აქ საწყენი არაფერი არაა... ამიტომაც შემოიღეს ეს ტერმინი, მაგრამ ის მხოლოდ საბჭოთა სივრცეში დამკვიდრდა, სხვა სამეცნიერო წრეებში კი ვერა...დასავლურ სამეცნიერო წრეებში ამგვარ ტერმინად "მიაფიზიტობა" იქცა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინიც ჯერჯერობით მხოლოდ დამკვიდრების სტადიაშია... ეს იყო და ეს... ამიტომაც თქვენი მსჯელობა რომ ქართველები და სომხები მონო ან მია ფიზიტები იყვნენ, უბრალოდ არასერიოზულია და ამ საკითხში ჩაუხედავობაზე მეტყველებს...

მონოფიზიტობა (ბერძნ. ერთადერთ (და არა - ერთ!) ბუნებიანობა) გულისხმობს იმას, რომ წმ. სამების მეორე პირი - ძე ღვთისა დაუსაბამო, განხორციელდა ყოვლადწმინდა მარიამისაგან და მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური. ეს მწვალებლობა ეკუთვნის ევტიქს, რომლის მოძღვრებაც სომხურმა ეკლესიამ დაგმო და ანათემას გადასცა.

 

მისი საპირისპირო მოძღვრება იყო ნესტორიანიზმი, რომელიც ასწავლიდა, რომ ძე ღვთისა და ძე კაცისა ორი განყენებული არსება იყო და მათ კავშირი ფაქტობრივად არ ჰქონდათ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ განიხილა ეს ორი სწავლება და დაადგინა, რომ ძე ღვთისა განხორციელდა ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან (რის გამოც მას ეწოდება ღვთის-მშობელი), ხოლო ძე ღვთისა შეუერთდა ძე კაცისას ერთ ჰიპოსტასში, ანუ ერთ პირში, ანუ, ორი ბუნება შეერთდა ერთ პირში. ძე ღვთისა არის ამიტომ სრული ღმერთი და სრული კაცი. შეერთება გამოუკვლეველი და კაცთაგან დაფარულია.

 

რაც შეეხება სომხური ეკლესიის სწავლებას, იგი ასწავლის, რომ ძე ღვთისას ორი ბუნება შეერთდა ერთ ბუნებად (აქედან - მიაფიზიტობა, ანუ ერთბუნებიანობა), რომელიც კაცთაგან გამოუკვლეველი ხასიათისაა, ანუ მასშია ღვთის ბუნებაც და ადამიანურიც.

 

 

სხვა დანარჩენზე, მოგვიანებით გაგცემთ პასუხს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ნესტორიანიზმი, რომელიც ასწავლიდა, რომ ძე ღვთისა და ძე კაცისა ორი განყენებული არსება იყო და მათ კავშირი ფაქტობრივად არ ჰქონდათ

 

მონოფიზიტობა (ბერძნ. ერთადერთ (და არა - ერთ!) ბუნებიანობა) გულისხმობს იმას, რომ წმ. სამების მეორე პირი - ძე ღვთისა დაუსაბამო, განხორციელდა ყოვლადწმინდა მარიამისაგან და მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური. ეს მწვალებლობა ეკუთვნის ევტიქს, რომლის მოძღვრებაც სომხურმა ეკლესიამ დაგმო და ანათემას გადასცა.

 

რაც შეეხება სომხური ეკლესიის სწავლებას, იგი ასწავლის, რომ ძე ღვთისას ორი ბუნება შეერთდა ერთ ბუნებად (აქედან - მიაფიზიტობა, ანუ ერთბუნებიანობა), რომელიც კაცთაგან გამოუკვლეველი ხასიათისაა, ანუ მასშია ღვთის ბუნებაც და ადამიანურიც.

 

ეს განსაზღვრებები სად ამოიკითხეთ, შეგიძლიათ მიმითითოთ? ერთ რამეზე შევთანმხდეთ- როცა რამეს დავწერთ, წყარო მივუთითოთ ხოლმე... თუ შეიძლება მიმითითეთ წყარო, სადაც

1. ნესტორიანობის მსგავსი განმარტება წერია

2. სადაც დასტურდება თქვენი შეხედულება მონოფიზიტობასა და მიაფიზიტობას შორის

 

 

საქმე იმაშია, რომ მსგავს წყაროს ვერსად ვერ ნახავთ,რადგან ქრისტიანობაში მხოლოდ ორი მიმართულება არსებობს - ქალკედონური და არაქალკედონური, ანუ დიოფიზიტური და მონოფიზიტური(ეს ელემენტარული სასკოლო პროგრამაა ისტორიაში)...

 

ჩემი აზრით თქვენი გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ თქვენ არ განარჩევთ ერთმანეთისგან მონოფიზიტობის რამდენიმე მიმართულებას. ევტიხის ერესი რამდენიმე მიმართულებად დაიშალა, მათ შორის ორი უმთვრესი მიმართულებაა სევერიანელობა და იულიანელობა. სევერიანობას მოგვიანებით მისი აქტიური მიმდევრის, იაკობის პატივსაცემად იაკობიტობად მოიხსენიებენ. ის რასაც თქვენ მიაფიზიტობას ეძახით, არის იაკობიტობა, მონოფიზიტობის ერთ–ერთი მიმართულება, ანუ სომხები მონოფიზიტები არიან... მეტს ჩემით არაფერს დავწერ - ბევრად უფრო ავტორიტეტული სპეციალისტის ნაწერს მოგიყვან არგუმენტად:

 

ბატონი ზაზა ალექსიძე სტატიაში "სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია" ამ ეთნუკური ჯგუფის სარწმუნოებაზე წერს:

 

"სომეხ ღვთისმეტყველთათვის ძე ღვთისა, განხორციელებამდე, ორი ბუნებისაგან შედგება, ხოლო განხორციელების შემდეგ, ბუნებათა შერწყმის შედეგად, ვიღებთ ერთ, ღვთაებრივ ბუნებას."

 

"ქრისტოლოგიის საკითხებზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან პოლემიკის პროცესში, სომეხ თეოლოგთა პოზიციამ ცვლილებები განიცადა უკიდურესად მემარცხენე მონოფიზიტობიდან (ივლიანე ჰალიკარნასელის მიმდევართა სწავლება ქრისტეს ხორცის უხრწნელობის შესახებ) უკიდურესად მემარჯვენე მონოფიზიტობამდე (იაკობიტთა სწავლება ქრისტეს ხორცის ხრწნადობის შესახებ). სირიელ იაკობიტებთან (იაკობ ბარადეის მიმდევრები) დაახლოების შემდეგ ორთოდოქსი (მათ შორის ქართველი) პოლემისტები სომხებს მათგან აღარ განასხვავებენ და ხშირად მოიხსენიებენ სახელწოდებით „იაკობნი“, ხოლო სომხური სარწმუნოება მათთვის არის „სჯული იაკობთაჲ“."

 

 

დასახელებული სტატია შეგიძლიათ ნახოთ წიგნში "რელიგიები საქართველოში". ესეც წიგნის კოდი საჯარო ბიბიოთეკაში:

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008. - 440გვ. ; 27სმ.. - ISBN: 978-9941-0-0901-3 (ორივე ტომის), ISBN: 978-9941-0-0902-0 (ტ. 1)[MFN: 134336]

UDC: 2(479.22) + 21/29(479.22) + 2-673.5(479.22)

3

სრული ტექსტი

• კიკნაძე, ზურაბ;

თემატიკა:

- რელიგიები საქართველოში; რელიგიური შემწყნარებლობა;

K 26.141/4 - საერთო ფონდი

K 26.142/4 - საერთო ფონდი

K 26.143/4 - საერთო ფონდი

(22)2/რ-399 - ქართველოლოგიის განყოფილება

2(479.22)/რ-399 - სამოქალაქო განათლების დარბაზი

2(479.22)/რ-399 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება

K 28.114/4 09 - რარიტეტის განყოფილება

F 8.858/4 - ხელუხლებელი ფონდი

P 75/4 - ხელუხლებელი ფონდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოდიშარი

ორიენტული მართლმადიდებლობა, ანუ, მიაფიზიტიზმი, აღიარებს და სცნობს მხოლოდ პირველი სამი ეკუმენური საბჭოს დადგენილებებს, რომელთაც, აგრეთვე, სრულად სცნობენ ქალკედონური ეკლესიის თანამედროვე შტოები - ანუ, სხვა სიტყვებით, ქალკედონური ქრისტიანობა აღიარებს და სცნობს ყველაფერს, რასაც აღიარებს და სცნობს არაქალკედონური ქრისტიანობა, მაგრამ, ამავე დროს, არაქალკედონური ქრისტიანობა არ აღიარებს და არ სცნობს ყველაფერს, რასაც აღიარებს და სცნობს ქალკედონური ქრისტიანობა.

 

http://en.wikipedia.org/wiki/Ecumenical_council

The creed became standard orthodox doctrine, while the church of Alexandria dissented, holding to Cyril's formula of the oneness of Christ’s nature as the incarnation of God the Word. This church felt that this understanding required that the creed should have stated that Christ be acknowledged "from two natures" rather than "in two natures." This miaphysite position, often erroneously known as "Monophysitism", formed the basis for the distinction from other churches of the Coptic church of Egypt and Ethiopia and the "Jacobite" churches of Syria and Armenia (see Oriental Orthodoxy). Over the last 30 years, however, the miaphysite position has been accepted as a mere restatement of orthodox belief by Patriarch Bartholomew I of the Eastern Orthodox Church and by Pope John Paul II of the Roman Catholic Church.

 

http://en.wikipedia.org/wiki/Chalcedonian_Creed

Apollinaris of Laodicea was the first to use the term hypostasis in trying to understand the Incarnation.[6] Apollinaris described the union of the divine and human in Christ as being of a single nature and having a single essence - a single hypostasis.

Theodore of Mopsuestia went in the other direction, arguing that in Christ there were two natures (human and divine) and two hypostases (in the sense of "essence" or "person") that co-existed.[7]

The Chalcedonian Creed agreed with Theodore that there were two natures in the Incarnation. However, the Council of Chalcedon also insisted that hypostasis be used as it was in the Trinitarian definition: to mean "person," not nature (as with Apollinarius). Thus, the Council declared that in Christ there are two natures; each retaining its own properties, and together united in one subsistence and in one single person

 

http://en.wikipedia.org/wiki/Hypostatic_union

The Council of Nicaea defined that Jesus was fully divine and also human. What it did not do was make clear how one person could be both divine and human, and how the divine and human were related within that one person. This led to the Christological controversies of the fourth and fifth centuries of the christian era.

The most important event in these controversies was the Council of Chalcedon, held in 451 CE. The Council promulgated a Christological doctrine known as the hypostatic union. In short, this doctrine states that two natures, one human and one divine, are united in the one person of Christ. The Council further taught that each of these natures, the human and the divine, was distinct and complete. This view is sometimes called Dyophysite (meaning two natures) by those who rejected it.

 

http://en.wikipedia.org/wiki/Christology

 

Miaphysitism (sometimes called henophysitism) is the christology of the Oriental Orthodox Churches. Miaphysitism holds that in the one person of Jesus Christ, Divinity and Humanity are united in one "nature" ("physis"), the two being united without separation, without confusion, and without alteration.

Miaphysitism has often been considered by Chalcedonian Christians to be a form of monophysitism, but the Oriental Orthodox Churches themselves reject this characterization, a position which the Eastern Orthodox and Roman Catholic Churches have begun to take more seriously.

Miaphysitism evolved as a response to Nestorianism. As Nestorianism had its roots in the Antiochene tradition and was opposed by the Alexandrian tradition, it took hold in Syria among those who wanted to distance themselves from the extremes of Nestorianism, and in Egypt, among those who wished to uphold the integrity of their theological position.

The theology of miaphysitism is based on an understanding of the nature (Greek φύσις physis) of Christ: divine and human. After steering between the heresies of docetism (that Christ only appeared to be human) and adoptionism (that Christ was a man chosen by God), the church began to explore the mystery of Christ's nature further. Having agreed that Christ is both divine and human, the first difficulty was Nestorianism, which was perceived as stressing the two natures of Christ to such an extent that it appeared, to opponents, that two persons were living in the same body.

The reaction to this was monophysitism, which stressed that Christ has but one, single nature that is both divine and human (at its most extreme, this was called eutychianism). Both of these positions were seen as heretical, but the church remained divided on how best to formulate a response to these. Cyril of Alexandria's works were the basis of the stance of miaphysitism. he spoke of the "one (mia) nature of the Word of God incarnate" (μία φύσις τοῦ θεοῦ λόγου σεσαρκωμένη mia physis tou theou logou sesarkōmenē) and a "union according to hypostasis" (ἕνωσις καθ' ὑπόστασιν henōsis kath' hypostasin), or hypostatic union. The distinction of this stance was that the incarnate Christ has one nature, but that nature is of the two natures, divine and human, and retains all the characteristics of both. However, opponents of those who took this stance regarded it as nothing more than monophysitism. The alternative response, which eventually became Byzantine dogma, was dyophysitism. This states that Christ has two natures, but emphasizes that they are not separated: Christ is fully one person (ὑπόστασις hypostasis). The miaphysites regarded this as verging on Nestorianism.

The Council of Chalcedon (451) is often seen as a watershed for christology, as it adopted dyophysitism. However, as large portions of the church in Syria and Egypt, who held to miaphysitism, rebelled against the decision, the controversy became a major socio-political problem for the Byzantine Empire. There were numerous attempts at reunion between the two camps (including the Henoticon in 482), and the balance of power shifted several times. However, the decision at Chalcedon remains the official teaching of the Eastern Orthodox Church, the Roman Catholic Church and traditional Protestants. The anti-Chalcedonian churches are usually grouped together as Oriental Orthodox. Over recent decades, leaders of the various churches have spoken about the differences between their respective christologies as not being as extreme as was traditionally held.

Much has been said about the difficulties in understanding the Greek technical terms used in these controversies. The main words are ousia (οὐσία, 'essence'), physis (φύσις, 'nature'), hypostasis (ὑπόστασις, 'concrete reality/person') and prosopon (πρόσωπον, 'mask/person'). Even in Greek, their meaning can overlap somewhat. These difficulties became even more exaggerated when these technical terms were translated into other languages. In Syriac, physis was translated as kyānâ (ܟܝܢܐ) and hypostasis was qnômâ (ܩܢܘܡܐ). The shades of meaning are even more blurred between these words, and they could not be used in such a philosophical way as their Greek counterparts. Thus, it has been suggested that miaphysitism came about due to a grounding of language in the fact that someone's person and nature are a verisimilitude.

 

http://en.wikipedia.org/wiki/Miaphysitism

 

 

The schism between Oriental Orthodoxy and what would become the Roman Catholic and Eastern Orthodox churches occurred in the 5th century. The separation resulted in part from the refusal of Pope Dioscorus, the patriarch of Alexandria, to accept the Christological dogmas promulgated by the Council of Chalcedon, which held that Jesus has two natures — one divine and one human. This was not because the council stated that Christ has two natures, but because the council's presiders refused to confess that the two natures are inseparable and united. Pope Dioscorus would accept only "of or from two natures" but not "in two natures."

To the hierarchs who would lead the Oriental Orthodox, this was tantamount to accepting Nestorian-flavored terminology, according their definition of Christology, which was founded in the Alexandrine School of Theology that advocated a formula that stressed unity of the Incarnation over all other considerations.

The Oriental Orthodox churches were therefore often called Monophysite churches, although they reject this label, which is associated with Eutychian Monophysitism, preferring the term "non-Chalcedonian" or "Miaphysite" churches. Oriental Orthodox Churches reject the heretical Monophysite teachings of Eutyches, the heretical teachings of Nestorius and the Dyophysite definition of the Council of Chalcedon.

 

http://en.wikipedia.org/wiki/Oriental_Orthodoxy

Monothelitism was officially condemned at the Third Council of Constantinople (the Sixth Ecumenical Council, 680-681 c.e.). The churches condemned at Constantinople include the Oriental Orthodox churches and the Maronite church, although they now deny that they ever held the Monothelite view (they describe their own Christology as Miaphysit

 

http://en.wikipedia.org/wiki/Monothelitism

 

'The confusions and schisms that occurred between their Churches in the later centuries, they realize today, in no way affect or touch the substance of their faith, since these arose only because of differences in terminology and culture and in the various formulae adopted by different theological schools to express the same matter. Accordingly, we find today no real basis for the sad divisions and schisms that subsequently arose between us concerning the doctrine of Incarnation. In words and life we confess the true doctrine concerning Christ our Lord, notwithstanding the differences in interpretation of such a doctrine which arose at the time of the Council of Chalcedon.'

From the common declaration of Pope John Paul II and HH Mar Ignatius Zakka I Iwas, June 23, 1984

 

http://en.wikipedia.org/wiki/Oriental_Orthodoxy

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...