Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება


Recommended Posts

kisa

მეოთხე ბიჭიოოოოოოოო, თან ვადიმიიიიი

ვოვა დაერქმია პირდპირ რის ერიდებოდა ნეტა?

მართლა საიდან მოაგონდა ვადიმი :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 483
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

არაბკაიდი თუ მომღერალია მე კოსმონავტი იური გაგარინი ვყოფილვარ.   ხო აგერ მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დრო და დრო შევეცდები ღრუბლებიდან დაბლა ჩამოგიყვანოთ, თორემ ვხედავ მააგარი სტარტი გაქვთ აღებულ

Ostap

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული, არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრა

nika3012

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს

Posted Images

ღია წერილი ემიგრაციიდან, ანუ “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”

 

ნინო ცხოიძე

ბიძინა ივანიშვილის ეპისტორალურ ურთიერთობას, როგორც ჩანს, შალვა რამიშვილის მსგავსად, ბევრი დაინტერესებული ადამიანი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც წერილობითვე უპასუხებს. დაინტერესება უკვე დიდია..................... http://www.georgian-style.net/?p=1601

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

საქართველო ისედაც სუპერმარკეტსაა დამსგავსებული და ახალი სუპერმარკეტის გახსნით, ქვეყანა სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.

:givi:

100%

 

დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსის მფლობელობაში მყოფი მედია საშუალება აბსოლუტურად მიუღებელია.

100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

უფ... :))

რუსთავი, იმედი და საზმაუ რომ არის.. შენ თეთრი ხელთათმანებით ებრძოლო? :)) და გარანტირებულად წააგო? :))) რა კაიფია?

ისე გუშინ რამიშვილთან იყო, აქუს ცოლი...

დავითრგუნე... ძალიან მდაბიო, ბოღმა არსებების ხელშია ჩვენი მედიასივრცე..

ნუ იმ სამ პენისოიდალურ არხზე არაფერს ვამბობ...

აქეთ ეს ორი კატასტროფა - ეროსა ნაძირალა და აქუ მდაბიო.

აი ძალიან დათრგუნული ვიყავი ამ ქალის მოსმენის შემდეგ :(

სვეცკობაზე პრეტენზიის მქონე უმდაბიოვესი არსება. ქრონიკული ლუზერების ტაობის წარმომადგენელი, რომელსაც საკუთარი ამპარტავნობა რომელიც ამავე დროს გააზრებული აქვს (!) ხელს უშლის იმაში რომ რაიმეს მიაღწიოს ცხოვრებაში. საშინელებაა :((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ვინ არის აქუს ცოლი? არ ვიცი...

 

ძალიან მდაბიო, ბოღმა არსებების ხელშია ჩვენი მედიასივრცე

მართალი ხარ, თან +ამას არაპროფესიონალები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

მაგავე არხზე რაღაც გადაცემა მიჰყავს მემგონი, ნინო ჯანგირაშვილი თუ ჯანგირიშვილი...

ნუ აი ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთი ღრძო და საშინელება იქნებოდა ამ ქალის მოსმენა.

ბოროტი ადამიანია აშკარად. და ბოროტი ადამიანის ხელში კი, ტელევიზია... საშინელებაა.

ნუ იმას თავი დავანებოტ რომ მაგის ქმარმა, საკუთარი "სიბრძნით" და "ანალიტიკური შესაძლებლობებით" დაბრმავებულმა თავისი თავის "ტელევიზორში" ხილვას გადააყოლა საკუთარივე არხის რეიტინგები და ყურებადობა... კაი ჯანდაბას, ერთი ჩვეულებრივი ამპარტავანი ჰომო სოვეტიკუსია, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რომ მის გარეშე რაიმე შეიძლება უკეთესი იყოს :),

მაგრამ შე დალოცვილო, ნაცები რომ ქებას დაგიწყებენ, ხომ უნდა იგრძნო რომ #######ისკენ მიგდის საქმე :))

არააა!!!!

ბოღმა, ღვარძლი, მთელს საქარტველოს ივანიშვილი აინტერესებდა და ამან მარშუტკებს მიუძღვნა ეთერი :)) ნეტავი ვინმემ თუ უყურა საერთოდ :))

აი ასეა, მდაბიოს არაფერი უნდა ესაქმებოდეს საქვეყნო საქმეში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

უი ვიცი ეგ გოგო, ადრე რაღაც ჩხუბი რომ მოხდა პირდაპირ ეთერში

მაგის გადაცემა არ გადიოდა??

 

აქუ რა მასტი ყოფილა, ახალგაზრდა ცოლი ყავს... :givi:

 

მთელს საქარტველოს ივანიშვილი აინტერესებდა და ამან მარშუტკებს მიუძღვნა ეთერი ნეტავი ვინმემ თუ უყურა საერთოდ

აი ასეა, მდაბიოს არაფერი უნდა ესაქმებოდეს საქვეყნო საქმეში

აქუ ეტყობა გაბრაზებულია ბიძიზე :givi: ...

 

 

 

პ.ს. ნეტავ დღეს პრესკონფრენცია იქნება პირდაპირი ეტერით,,?

ძალიან მაინტერესებს რა კაცია საერთოდ ბიძი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

ხო რაგაც ჩხუბი მოხდა, მაგრამ მაგის ეთერში თუ არა არ ვიცი.

ვეღარ ვუყურებ მაგ არხს ისედაც საერთოდ. ამ კაცის მეტყველება და ფარშევანგობა უზომოდ მაღიზიანებს.

მოკლედ ადამიანებს ტელევიზია იმისთვის აქვთ რომ თავის მანია გრანდიოზა ( თანაც სრულიად დაუსაბუთებელი) დაიკმაყოფილონ...

დღეს არ მგონია იყოს.

საზმაუმ და დანარცენმა სირებმა ხომ განაცხადეს არ გავაშუქებთო :) აუ ეგენი ხომ საერთოდ დეგრადაციის მწვერვალზე დგანან... და მერე ვინმე იტყვის ჟურნალისტებს ასე არ შეიძლება ელაპარაკოო :D: D :დ სუფთა ####ეები არიან :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზმაუმ და დანარცენმა სირებმა ხომ განაცხადეს არ გავაშუქებთო აუ ეგენი ხომ საერთოდ დეგრადაციის მწვერვალზე დგანან... და მერე ვინმე იტყვის ჟურნალისტებს ასე არ შეიძლება ელაპარაკოო : D :დ სუფთა ####ეები არიან

 

ეგენი არიან თუ არიან,

რა უნდა დავარქვათ მაგათ ჟურნალისტები??? რაც არიან ის სახელიც დაიმსახურეს..####ები!! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს აჭარის რეგიონში თანაშრომლობას სთავაზობს.

"მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიიის შექმნის გადაწყვეტილებას და ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტნიორობას და თანამშრომლობას პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, მათ შორის, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ აჭარის რეგიონში", - აცხადებს მურმან დუმბაძე.

 

ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა ღია წერილებმა პოლიციურ სახელმწიფოში შოკისმომგვრელი ეფექტი მოახდინა ტოტალური თვალთვალისა და შიშის ქვეშ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.

 

"ემსახურე საქართველოს" წარმომადგენლები მზად არიან იმ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაზე, რომლებთანაც თანამშრომლობასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს.

 

––

 

პ.ს. ეს კაცი ყოველთვის სარგებლობდა ჩემი სიმპათიებით, ჯერ კიდევ ასლანას რომ ებრძოდა იქიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კი მაგრამ...

ნამეტანი ობიანი სახეებია რა.

ბესელია, დუმბაძე,რესპები. ალასანია ობდებოდა და სულზე მოუსწრო ბიძინამ :))

ჯავახიშვილი არაა ცუდი არჩევანი,

ახალი სისხლი უნდა რა...

და ეს მომღერლებ მწერლები არ დაგვანახოს ნეტავი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯავახიშვილი არაა ცუდი არჩევანი

:)

სახელმწიფო ანგარიშებიდან კერძო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვაში დახელოვნებული კაცი თუ გჭირდება დიდებული არჩევანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის მიერ ჩემს მიმართ გაკეთებული განცხადებაზე მსჯელობა არ ღირს

 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები მსჯელობად არ ღირს.

 

"ეს მაგის ნებაა. ადამიანს შეფასებაში ვერ შეეკამათები. ჩემს მიმართ განცხადება ჩემის აზრით არ არის იმდენად სერიოზული, რომ ამაზე მსჯელობა ღირდეს. საერთოდ, ამ ორი განცხადების ფონზე მე მრჩება შთაბეჭდილება , რომ არ არის კარგად მომზადებული ის ნაბიჯი, რასაც პოლიტიკაში მოსვლა ჰქვია. სურვილი გასაგებია და არგუმენტაცია ცნობილი არის რომ არსებობს, რატომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ რამდენად არის მომზადებული მისი თითოუელი განცხადება, რა ფუნქციას ემსახურება, რა უნდა გამოავლინოს. დღევანდელი განცხადებითაც კითხვები მხოლოდ მოემატა ივანიშვილის თემას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად, პოლიტიკური ბრძოლის მოგებაა საჭირო.

 

"დღევანდელი დღიდან გამომდინარე არ ვამბობ, გუშინაც ვთქვი ჟურნალისტებთან, რომ ყველაფერი გააჩნია პოლიტიკური ბრძოლის უნარს. დაჟინება, ფინანსური რესურსი, ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილსაც. ღმერთმა დაიფაროს მისი ბედისგან ივანიშვილი. მაგრამ, იქამდე სანამ ის ტრაგედია მოხდებოდა, პატარკაციშვილმა პოლიტიკური ბრძოლა წააგო. წააგო იმის გამო, რომ ალღო ვერ აუღო ამ ბრძოლას. თუკი პოლიტიკური ბრძოლა არ იქნა სწორად შეფასებული და გააზრებული, ის დანარჩენი რესურსები შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო. ამიტომ პოლიტიკურ მხარეს მისი პოლიტიკაში შემოსვლისას ექნება გადამწყვეტი მხარე, იმისთვის, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

შგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ რამაზ საყვარელიძე, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს.

 

"ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია, ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

ციკლიდან "შეტენვების სერია გრძელდება მორიგი "რიგითი ქართველი" კალაძე კახი"

 

 

ახა კალაძე: ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით

 

"ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი", _ ნათქვამია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ "Facebook Fan" გვერდზე გამოქვეყნდა.

 

"ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება, მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება,მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული", _ ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, "სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს,საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი,ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტიგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს.

 

ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნათ ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი ჩანაცვლება კი ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი, ილუზიური დღესასწაულებით, შენდება ერთჯერადი „პოტიომკინის" სოფლები და ქალაქები", _ აცხადებს კალაძე და აღნიშმნავს, რომ მისი ეს განცხადება პოლიტიკური განცხადება არ არის.

 

"არა ვარ პოლიტიკოსი, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი და თვალთახედვა რაც მე გამაჩნია ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. თვალი არასოდეს დამიხუჭავს სიმართლისათვის და სათქმელი ყოველთვის ხმამაღლა მითქვამს, მართალია ჩვენს მოქალაქეებს იძულებით, შიშითა და შანტაჟით ყველაფერი წაართვეს რის წართმევაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ წაგვართვეს ღირსება!

 

ეს არ არის შაბლონური და ტრაფარეტული ფრაზები, ყელში სისხლი მაწვება, როდესაც სამშობლო ასეთ გასაჭირშია და შველას ითხოვს", _ აცხადებს კალაძე და ყველას, განსაკუთრებით კი თანატოლებს, ახალგაზრდობას, სტუდენტებს მიმართავს.

 

"მეგობრებო, როდესაც ასეთ მძიმე წუთებია ერისათვის,მამულისათვის,სარწმუნოებისათვის- გავაღვიძოთ ჩვენში წინაპართა სისხლი, ხმამაღლა და ერთად გამოვთქვათ საყოველთაო პროტესტი ადამიანთა ჩაგვრისა და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაყენებისათვის. ახალგაზრდობა დიდი ძალა ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს მშობლებს და ერთად ბევრს მივაღწევთ.

 

წავიკითხე ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია.

 

ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერავს დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი...

 

ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო", _ ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...