FRIDRIX Posted October 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2011 kisaმეოთხე ბიჭიოოოოოოოო, თან ვადიმიიიიი ვოვა დაერქმია პირდპირ რის ერიდებოდა ნეტა?მართლა საიდან მოაგონდა ვადიმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2011 და პირველი სამი ბიჭი ყველა სხვადასხვა ქალისგან ყავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2011 FRIDRIXდა პირველი სამი ბიჭი ყველა სხვადასხვა ქალისგან ყავს მაგას ძროხაც გაექცეოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2011 ღია წერილი ემიგრაციიდან, ანუ “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო” ნინო ცხოიძებიძინა ივანიშვილის ეპისტორალურ ურთიერთობას, როგორც ჩანს, შალვა რამიშვილის მსგავსად, ბევრი დაინტერესებული ადამიანი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც წერილობითვე უპასუხებს. დაინტერესება უკვე დიდია..................... http://www.georgian-style.net/?p=1601 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 babuagiorgiსაქართველო ისედაც სუპერმარკეტსაა დამსგავსებული და ახალი სუპერმარკეტის გახსნით, ქვეყანა სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება. 100% დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსის მფლობელობაში მყოფი მედია საშუალება აბსოლუტურად მიუღებელია.100% Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 laciუფ... რუსთავი, იმედი და საზმაუ რომ არის.. შენ თეთრი ხელთათმანებით ებრძოლო? და გარანტირებულად წააგო? ) რა კაიფია? ისე გუშინ რამიშვილთან იყო, აქუს ცოლი... დავითრგუნე... ძალიან მდაბიო, ბოღმა არსებების ხელშია ჩვენი მედიასივრცე..ნუ იმ სამ პენისოიდალურ არხზე არაფერს ვამბობ...აქეთ ეს ორი კატასტროფა - ეროსა ნაძირალა და აქუ მდაბიო.აი ძალიან დათრგუნული ვიყავი ამ ქალის მოსმენის შემდეგ სვეცკობაზე პრეტენზიის მქონე უმდაბიოვესი არსება. ქრონიკული ლუზერების ტაობის წარმომადგენელი, რომელსაც საკუთარი ამპარტავნობა რომელიც ამავე დროს გააზრებული აქვს (!) ხელს უშლის იმაში რომ რაიმეს მიაღწიოს ცხოვრებაში. საშინელებაა ( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 direვინ არის აქუს ცოლი? არ ვიცი... ძალიან მდაბიო, ბოღმა არსებების ხელშია ჩვენი მედიასივრცემართალი ხარ, თან +ამას არაპროფესიონალები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 laciმაგავე არხზე რაღაც გადაცემა მიჰყავს მემგონი, ნინო ჯანგირაშვილი თუ ჯანგირიშვილი...ნუ აი ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთი ღრძო და საშინელება იქნებოდა ამ ქალის მოსმენა. ბოროტი ადამიანია აშკარად. და ბოროტი ადამიანის ხელში კი, ტელევიზია... საშინელებაა.ნუ იმას თავი დავანებოტ რომ მაგის ქმარმა, საკუთარი "სიბრძნით" და "ანალიტიკური შესაძლებლობებით" დაბრმავებულმა თავისი თავის "ტელევიზორში" ხილვას გადააყოლა საკუთარივე არხის რეიტინგები და ყურებადობა... კაი ჯანდაბას, ერთი ჩვეულებრივი ამპარტავანი ჰომო სოვეტიკუსია, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რომ მის გარეშე რაიმე შეიძლება უკეთესი იყოს , მაგრამ შე დალოცვილო, ნაცები რომ ქებას დაგიწყებენ, ხომ უნდა იგრძნო რომ #######ისკენ მიგდის საქმე არააა!!!! ბოღმა, ღვარძლი, მთელს საქარტველოს ივანიშვილი აინტერესებდა და ამან მარშუტკებს მიუძღვნა ეთერი ნეტავი ვინმემ თუ უყურა საერთოდ აი ასეა, მდაბიოს არაფერი უნდა ესაქმებოდეს საქვეყნო საქმეში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 direუი ვიცი ეგ გოგო, ადრე რაღაც ჩხუბი რომ მოხდა პირდაპირ ეთერშიმაგის გადაცემა არ გადიოდა?? აქუ რა მასტი ყოფილა, ახალგაზრდა ცოლი ყავს... მთელს საქარტველოს ივანიშვილი აინტერესებდა და ამან მარშუტკებს მიუძღვნა ეთერი ნეტავი ვინმემ თუ უყურა საერთოდ აი ასეა, მდაბიოს არაფერი უნდა ესაქმებოდეს საქვეყნო საქმეშიაქუ ეტყობა გაბრაზებულია ბიძიზე ... პ.ს. ნეტავ დღეს პრესკონფრენცია იქნება პირდაპირი ეტერით,,?ძალიან მაინტერესებს რა კაცია საერთოდ ბიძი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 laciხო რაგაც ჩხუბი მოხდა, მაგრამ მაგის ეთერში თუ არა არ ვიცი. ვეღარ ვუყურებ მაგ არხს ისედაც საერთოდ. ამ კაცის მეტყველება და ფარშევანგობა უზომოდ მაღიზიანებს. მოკლედ ადამიანებს ტელევიზია იმისთვის აქვთ რომ თავის მანია გრანდიოზა ( თანაც სრულიად დაუსაბუთებელი) დაიკმაყოფილონ... დღეს არ მგონია იყოს.საზმაუმ და დანარცენმა სირებმა ხომ განაცხადეს არ გავაშუქებთო აუ ეგენი ხომ საერთოდ დეგრადაციის მწვერვალზე დგანან... და მერე ვინმე იტყვის ჟურნალისტებს ასე არ შეიძლება ელაპარაკოო : D :დ სუფთა ####ეები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 საზმაუმ და დანარცენმა სირებმა ხომ განაცხადეს არ გავაშუქებთო აუ ეგენი ხომ საერთოდ დეგრადაციის მწვერვალზე დგანან... და მერე ვინმე იტყვის ჟურნალისტებს ასე არ შეიძლება ელაპარაკოო : D :დ სუფთა ####ეები არიან ეგენი არიან თუ არიან, რა უნდა დავარქვათ მაგათ ჟურნალისტები??? რაც არიან ის სახელიც დაიმსახურეს..####ები!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს აჭარის რეგიონში თანაშრომლობას სთავაზობს. "მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიიის შექმნის გადაწყვეტილებას და ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტნიორობას და თანამშრომლობას პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, მათ შორის, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ აჭარის რეგიონში", - აცხადებს მურმან დუმბაძე. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა ღია წერილებმა პოლიციურ სახელმწიფოში შოკისმომგვრელი ეფექტი მოახდინა ტოტალური თვალთვალისა და შიშის ქვეშ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე. "ემსახურე საქართველოს" წარმომადგენლები მზად არიან იმ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაზე, რომლებთანაც თანამშრომლობასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. –– პ.ს. ეს კაცი ყოველთვის სარგებლობდა ჩემი სიმპათიებით, ჯერ კიდევ ასლანას რომ ებრძოდა იქიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 newstudioკი მაგრამ...ნამეტანი ობიანი სახეებია რა.ბესელია, დუმბაძე,რესპები. ალასანია ობდებოდა და სულზე მოუსწრო ბიძინამ ჯავახიშვილი არაა ცუდი არჩევანი, ახალი სისხლი უნდა რა...და ეს მომღერლებ მწერლები არ დაგვანახოს ნეტავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 ჯავახიშვილი არაა ცუდი არჩევანისახელმწიფო ანგარიშებიდან კერძო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვაში დახელოვნებული კაცი თუ გჭირდება დიდებული არჩევანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის მიერ ჩემს მიმართ გაკეთებული განცხადებაზე მსჯელობა არ ღირს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები მსჯელობად არ ღირს. "ეს მაგის ნებაა. ადამიანს შეფასებაში ვერ შეეკამათები. ჩემს მიმართ განცხადება ჩემის აზრით არ არის იმდენად სერიოზული, რომ ამაზე მსჯელობა ღირდეს. საერთოდ, ამ ორი განცხადების ფონზე მე მრჩება შთაბეჭდილება , რომ არ არის კარგად მომზადებული ის ნაბიჯი, რასაც პოლიტიკაში მოსვლა ჰქვია. სურვილი გასაგებია და არგუმენტაცია ცნობილი არის რომ არსებობს, რატომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ რამდენად არის მომზადებული მისი თითოუელი განცხადება, რა ფუნქციას ემსახურება, რა უნდა გამოავლინოს. დღევანდელი განცხადებითაც კითხვები მხოლოდ მოემატა ივანიშვილის თემას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად, პოლიტიკური ბრძოლის მოგებაა საჭირო. "დღევანდელი დღიდან გამომდინარე არ ვამბობ, გუშინაც ვთქვი ჟურნალისტებთან, რომ ყველაფერი გააჩნია პოლიტიკური ბრძოლის უნარს. დაჟინება, ფინანსური რესურსი, ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილსაც. ღმერთმა დაიფაროს მისი ბედისგან ივანიშვილი. მაგრამ, იქამდე სანამ ის ტრაგედია მოხდებოდა, პატარკაციშვილმა პოლიტიკური ბრძოლა წააგო. წააგო იმის გამო, რომ ალღო ვერ აუღო ამ ბრძოლას. თუკი პოლიტიკური ბრძოლა არ იქნა სწორად შეფასებული და გააზრებული, ის დანარჩენი რესურსები შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო. ამიტომ პოლიტიკურ მხარეს მისი პოლიტიკაში შემოსვლისას ექნება გადამწყვეტი მხარე, იმისთვის, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს", - განაცხადა საყვარელიძემ. შგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ რამაზ საყვარელიძე, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს. "ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია, ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. ციკლიდან "შეტენვების სერია გრძელდება მორიგი "რიგითი ქართველი" კალაძე კახი" ახა კალაძე: ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით "ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი", _ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ "Facebook Fan" გვერდზე გამოქვეყნდა. "ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება, მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება,მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული", _ ნათქვამია კალაძის განცხადებაში. მისივე თქმით, "სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს,საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი,ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტიგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნათ ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი ჩანაცვლება კი ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი, ილუზიური დღესასწაულებით, შენდება ერთჯერადი „პოტიომკინის" სოფლები და ქალაქები", _ აცხადებს კალაძე და აღნიშმნავს, რომ მისი ეს განცხადება პოლიტიკური განცხადება არ არის. "არა ვარ პოლიტიკოსი, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი და თვალთახედვა რაც მე გამაჩნია ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. თვალი არასოდეს დამიხუჭავს სიმართლისათვის და სათქმელი ყოველთვის ხმამაღლა მითქვამს, მართალია ჩვენს მოქალაქეებს იძულებით, შიშითა და შანტაჟით ყველაფერი წაართვეს რის წართმევაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ წაგვართვეს ღირსება! ეს არ არის შაბლონური და ტრაფარეტული ფრაზები, ყელში სისხლი მაწვება, როდესაც სამშობლო ასეთ გასაჭირშია და შველას ითხოვს", _ აცხადებს კალაძე და ყველას, განსაკუთრებით კი თანატოლებს, ახალგაზრდობას, სტუდენტებს მიმართავს. "მეგობრებო, როდესაც ასეთ მძიმე წუთებია ერისათვის,მამულისათვის,სარწმუნოებისათვის- გავაღვიძოთ ჩვენში წინაპართა სისხლი, ხმამაღლა და ერთად გამოვთქვათ საყოველთაო პროტესტი ადამიანთა ჩაგვრისა და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაყენებისათვის. ახალგაზრდობა დიდი ძალა ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს მშობლებს და ერთად ბევრს მივაღწევთ. წავიკითხე ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია. ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერავს დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო", _ ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.