Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება


Recommended Posts

  • Replies 483
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

არაბკაიდი თუ მომღერალია მე კოსმონავტი იური გაგარინი ვყოფილვარ.   ხო აგერ მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დრო და დრო შევეცდები ღრუბლებიდან დაბლა ჩამოგიყვანოთ, თორემ ვხედავ მააგარი სტარტი გაქვთ აღებულ

Ostap

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული, არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრა

nika3012

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს

Posted Images

რეესტრმა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არისო!

აბა რა ეგონა მაგას :givi:

მიმართოს პრეზიდენტს თხოვნით

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეესტრმა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არისო!

 

მაგათ ის უფრო აწყობთ, ივანიშვილი საერთოდ არ არსებობდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი შეშფოთებული ნაცები,პირველად ვნახე

 

 

მაგათი ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება და იმიტომ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რეესტრმა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არისო!

 

 

ისე რა გამოდის,ბიძინას ორმაგი მოქალაქეობა ქონდა საქართველოს და რუსეთის.საქართველოსი მას პრეზიდენტმა მიანიჭა კანონის თანახმად ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.ეხლა მან რუსული პასპორტი რომ ჩააბაროს და პრეზიდენტს ისევ მიმართოს საფრანგეთის ერთად საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მინიჭებისთვის,ის დამსახურება აღარ ითვლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

 

სამოქალაქო რეესტრი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

 

"რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - აღნიშნულია განცხადებაში (ჯი–ეიჩ–ენი).

 

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არც პოლიტიკური პარტიის შექმნის და არც სხვა პარტიის დაფინანსების უფლება გააჩნია.

 

ამასთან, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან არის ძალაში, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება, ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა (პირველი).

 

საფრანგეთის ერთად საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მინიჭებისთვის,ის დამსახურება აღარ ითვლება?

აღარ

 

პირველი დარტყმა განხორციელებულია დაველოდოთ პასუხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მორჩა კინო. :yes:

 

 

ირაკლი ტრიპოლსკი: ,,ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2005 წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ განმეორებით მიანიჭეს" 11.10.2011 16:35

 

,,ირაკლი ტრიპოლსკის განმარტებით 2004 წელს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა იმავე წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდგომ, თუმცა ამის შემდეგ 2005 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით ხელახლა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა რაც იმას ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე მომენტში საქართველოს მოქალაქეა"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

საფრანგეთის ერთად საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მინიჭებისთვის,ის დამსახურება აღარ ითვლება?

 

 

აღარ

 

ეს ნაცების ლოგიკაა?

საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სხვათა შორის მას საქართველოს მოქალაქეობა მისცეს მაშინ როდესაც რუსეთის ანუ სხვა ქვეყნის მოქალაქ იყო და ეს დღევანდელ დღემდე მოქმედებდა.სადმე წერია რომ სამმაგი მოქალაქეობა არ შეიძლება ან პრეზიდენტის ბრძანებულების ნომერი დაასახელონ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწვეტაზე.მაგას სამოქალაქო რეესტრის განცხადება არ განსაზღვრავს.

სხვათა შორის იმავე კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქედ აღარ ითვლება ადამიანი რომელიც ქვეყნიდან გასულია ორ წელზე მეტი და საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას.ხომ წარმოგიდგენიათ ეს მუხლი რომ ამოქმედეს,რამდენი ადამიანი დაკარგავს მოქალაქეობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მორჩა კინო.

რას გულისხმობ მორჩა ივანიშვილის კინო თუ გრძელდება მოქალაქეობა და მორჩა რეესტრის მანევრი ვერ მივხვდი

 

ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე მომენტში საქართველოს მოქალაქეა"

 

 

მოქალაქეობა გაუქმებულია და დროა ამას შეეგუონ

 

ეს ნაცების ლოგიკაა?

არა ეს ჩემი ლოგიკაა რუსეთის ბოლო "ტუზების" მიმართ

 

სხვათა შორის იმავე კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქედ აღარ ითვლება ადამიანი რომელიც ქვეყნიდან გასულია ორ წელზე მეტი და საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას.ხომ წარმოგიდგენიათ ეს მუხლი რომ ამოქმედეს,რამდენი ადამიანი დაკარგავს მოქალაქეობას.

ვისთვისაც საჭიროა ამოქმედდება ეს მუხლი

 

არსებობს სპეციალური მუხლები რომლებსაც პასიურ მოქმედება აქვთ და სახელმწიფოს ხელში სერიოზული და საშიშ იარაღს წარმოადგენს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა".

 

გია თორთლაძე: ივანაშვილს ფული მოსკოვში აქვს ნაშოვნი და ამიტომ რაღაც ეჭვები არსებობს

 

„ივანაშვილი, რომ ვიყო, ეს ხალხი ჩემთან ნამდვილად ვერ მოხვდებოდა. მეორეს მხრივ კი, ერთ წელიწადში შექმნა პარტია და ის ადამიანები გამოაჩინო, რომლებიც პოლიტიკას არ მიკარებიან, წარმატებული ვერ იქნება. რაც შეეხება რჩევას, “ქართუ ჯგუფში” ხუთი ჯგუფი გამოიცვალა, რომლებსაც ივანიშვილი ფულის ჭამას აბრალებდა, ახლა კი, ჩათვალოს, რომ ოპოზიციაში ორჯერ მეტად ექნება იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც მისი ფული მოუნდებათ“ – აცხადებს გია თორთლაძე. რა რჩევებს აძლევს ბიძინა ივანაშვილს დეპუტატი გია თორთლაძე? „პრესა.ჯი“ გია თორთლაძეს ესაუბრა.

 

– როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანაშვილის პოლიტიკაში გადასვლას?

 

– არ ვთვლი, რომ ივანაშვილი პოლიტიკაში მოვიდა, რადგან განცხადებების გაკეთება პოლიტიკაში მოსვლას არ ნიშნავს. პოლიტიკაში მინიმუმ მაშინ, მოხვალ, როცა საკუთარ თავზე რაღაცას იტყვი და ტელევიზიები ხუთ წუთიან გამოსვლას მაინც ჩაწერენ. აი, მაშინ შეიძლება თქვა, რომ ესა თუ ის ადამიანი პოლიტიკაში მოვიდა. ივანიშვილი ჩუმად არის და მის პოლიტიკაში მოსვლაზე მე ვილაპარაკო? – ეს ცოტა უხერხული იქნება, რადგან საკუთარ გეგმებზე, თავად უნდა ისაუბროს, თუმცა, პოლიტიკაში მოსულ ლიდერებს, მას შემდეგ ვაფასებ, რაც საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ: რუსეთ-საქართველოს ომზე, არის თუ არა ქვეყანაში რუსული ოკუპაცია და ნატოსა და ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ თუ არა. ამ ხედვების დაფიქსირების შემდეგ შემიძლია, პოლიტიკურ ლიდერზე განცხადებები გავაკეთო. ვიცით, რომ ფული უდიდესი ძალაუფლებაა, თუმცა ივანაშვილს ეს ფული მოსკოვში აქვს ნაშოვნი და წინასწარ არაფერს ვამბობ, მაგრამ რაღაც ეჭვები არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველთვის აქვს.

 

– რა ეჭვები გაქვთ?

 

– ეჭვების გასაფანტად, ჩემს მიერ დასახელებულ საკითხებს პასუხი უნდა გაეცეს. ამ კითხვებს არამხოლოდ ივანაშვილს ვუსვამ, არამედ ყველა იმ ძალას, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. ჩემს კითხვებზე უარყოფით პასუხებს თუ მივიღებ, მაშინვე დიაგნოზს დავსვამ. ვინც იტყვის, რომ ომი ჩვენი ბრალი იყო და ოკუპაცია არ არის, ვიტყვი, რომ მოვლენები სხვა ქვეყანაში დაწერილი გეგმით მიდის.

 

– თქვენ თუ იცნობთ მას?

 

– მას არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ, თუმცა, დაახლოებით ათი წლის წინ, „ქართუ ჯგუფმა” ჩემი ერთ-ერთი ექსპედიცია დააფინანსა. უნდა ითქვას, რომ ივანაშვილის გამოსვლა ტელევიზიით არ მინახავს და შესაბამისად, მის პიროვნებაზე საუბარი ძნელია.

 

– ოპოზიციას ივანაშვილი მკაცრად აკრიტიკებს. თავად როგორი ოპოზიციონერი იქნება?

 

– ჯერჯერობით, ივანაშვილმა ბუნდოვანი შეფასებები გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მან საკმაოდ მოცულობითი განცხადება გაავრცელა. თუმცა, თუ გვინდა, რომ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დასკვნები გამოვიტანოთ, ივანაშვილი ტელევიზიით უნდა გამოვიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მისი განცხადებით კი, ჩანს, რომ მას არც ხელისუფლება მოსწონს და არც, ოპოზიცია.

 

– ზოგიერთი ოპოზიციონერი იქ ჩნდება, სადაც ფულია. შესაბამისად, ივანიშვილის კარზეც დადგება ოპოზიციონერთა რიგი?

 

ოპოზიციის 80 პროცენტი პოლიტიკურ საქმიანობას ფულიდან გამომდინარე გეგმავს. შესაბამისად, ისინი ეცდებიან, რომ ბიზნესმენის კარზე რიგი დადგეს..

 

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანაშვილის გუნდში მოხვედრას ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე ცდილობენ. რას ურჩევთ ივანიშვილს?

 

– არ ვიცი, ვინ სად მოხვდება, თუმცა, ივანაშვილი, რომ ვიყო, ეს ხალხი ჩემთან ნამდვილად ვერ მოხვდებოდა. მეორეს მხრივ კი, ერთ წელიწადში შექმნა პარტია და ის ადამიანები გამოაჩინო, რომლებიც პოლიტიკას არ მიკარებიან, წარმატებული ვერ იქნება. რაც შეეხება რჩევას, „ქართუ ჯგუფში” ხუთი ჯგუფი გამოიცვალა, რომლებსაც ივანიშვილი ფულის ჭამას აბრალებდა, ახლა კი, ჩათვალოს, რომ ოპოზიციაში ორჯერ მეტად ექნება იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც მისი ფული მოუნდებათ.

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

არა ეს ჩემი ლოგიკაა რუსეთის ბოლო "ტუზების" მიმართ

ცუდი წარმოდგენა გქონიატ რუსების "ტუზებზე".რუსეთის "ტუზი" იყო და იქნება უხეში სამხედრო ძალა,ანუ "სილა ესტ,უმა ნე ნადო".ეს ტრაგიკულია ჩვენთვისმაგრამ ასეა.

მოქალაქეობა გაუქმებულია და დროა ამას შეეგუონ

გარკვევით დავწერე,დადონ პრეზიდენტის ბრძანებულების ნომერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გარკვევით დავწერე,დადონ პრეზიდენტის ბრძანებულების ნომერი.

. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა".

 

და იქნება უხეში სამხედრო ძალა

რომელი "ძალა" 160 გენერალს ერთ დღეში რო გაუშვებ სახლში

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=54949

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხს ბოლო იმედს უკლავენ

 

ნაცები ამ თავისი წინდაუხედავი მოქმედებებით ისე ასწევენ ივანიშვილის რეიტინგს, რომ შეიძლება ივანიშვილმა დაასახელოს პიროვნება და ხალხმა ორი ხელით დაუჭიროს მხარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...