Saturn Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 ადგილობრივი მემარცხენე ელემენტები ხშირად აპელირებენ ევროპული სოციალიზმით. ამბობენ "აი შვედეთში სოციალიზმია მარქსმა რომ იწინასწარმეტყველაო" მოკლედ ეს წარმატებული ევროპული ქვეყნები მოჰყავთ მაგალითად მარქსიზმის და ზოგადად მემარცხენეობის მიმზიდველობის დასამტკიცენლად. მოდი გადავხედოთ მარქსის მოძღვრების საფუძვლებს. მარქსის აზრით სოციალისტური წყობის დასამყარებლად ქვეყანაში უნდა განხორციელებულიყო შემდეგი ქმედებები (უკაცრავად რუსულად მოწოდებისთვის): 1. Экспроприация земельной собственности и обращение земельной ренты на покрытие государственных расходов. 2. Высокий прогрессивный налог. 3. Отмена права наследования. 4. Конфискация имущества всех эмигрантов и мятежников. 5. Централизация кредита в руках государства посредством национального банка с государственным капиталом и с исключительной монополией. 6. Централизация всего транспорта в руках государства. 7. Увеличение числа государственных фабрик, орудий производства, расчистка под пашню и улучшение земель по общему плану. 8. Одинаковая обязательность труда для всех, учреждение промышленных армий, в особенности для земледелия. 9. Соединение земледелия с промышленностью, содействие постепенному устранению различия между городом и деревней. 10. Общественное и бесплатное воспитание всех детей. Устранение фабричного труда детей в современной его форме. Соединение воспитания с материальным производством. ახლა არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ამ პუნქტებში აღწერილი იდეების დიდი ნაწილი ერთი ერთზე ჯდება იმასტან რაც ბოლშევიკებმა განახორციელეს და რასაც თანამედროვე მემარცხენეები მარქსიზმიდან გადახრას უწოდებენ.ერთადერთი კითხვა მაქვს - ამ პუნქტებიდან რამდენი განხორციელდა ვთქვათ შვედეთში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 რაც ევროპას ეხება ის სიტემა რაც არის კაპიტალიზმს ნაღდში არ ჰგავს და სოციალიზმიდანაც ძალიან შორსაა.რაღაც ახალი ბიუროკრატიული ტიპის ჯერ–ჯერობით უსახელო სისტემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 მარქსის ბოდვები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 Иногда социализмом называют сочетание социального государства и капиталистической экономики. Так, например, говорят о «шведской модели социализма». Шведская модель (в оригинальных терминах — «Народный Дом», Folkhem) исходит из того положения, что рыночная экономика наиболее эффективна, поэтому государство придерживается невмешательства в собственно производственную деятельность предприятий и компаний; а негативные социальные издержки рынка — в частности, безработицу и сильное неравенство — можно побороть при помощи активной деятельности государства на рынке труда, перераспределения части прибыли через налогообложение и использование госсектора, преимущественно включающего в себя инфраструктурные элементы и коллективные денежные фонды (а не предприятия).В реформистской идеологии такая деятельность получила название «функциональный социализм». Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 (edited) Siknadmoбезработицу и сильное неравенство — можно побороть при помощи активной деятельности государства на рынке труда, перераспределения части прибыли через налогообложение и использование госсектораეს ჩამონათვალში შეესაბამება N 2 პუნქტს. კიდევ შეიძლება ითქვას რომ N 10 პუნქტი სრულდება ნაწილობრივ (უფასო საბავშვო ბაღები და დაწყებითი განათლება) შვედეთში. და ამით მარქსის სოციალიზმის და შვედეთის სოციალიზმის მსგავსება მთავრდება Edited September 23, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 არ გეთანხმები და უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ გაგცე სრული პასუხი. ჯერ ერთი მარქსი დასაწყისი იყო და სოციალიზმი განვითარდა მას მერე. ქვეყანაში ცხოვრობ სადაც მთავრობამ შეგნებულად შექმნა წამლის მონოპოლისტი, ანუ ადამიანების ავადმყოფობაზე, რომ რაც შეიძლება დიდი მოგება ნახონ ამისთვის მონოპოლია შექმნეს და ყველანაირად ხელს უწყობენ მას. ამაზე დრაკონული საქმე მე ვერ წარმომიდგენია. აბსოლუტურად ამორალურ ქვეყანაში ცხოვრობ და ამის მერე სოციალიზმზე კრიტიკული სიტყვების გამოთქმა უბრალოდ სასაცილოა შენს მხრიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 ტაშიიქვეყანაში ცხოვრობ სადაც მთავრობამ შეგნებულად შექმნა წამლის მონოპოლისტირა შუაშია აქ ქვეყანა სადაც მე ვცხოვრობ. დაივიწყე ცოტა ხნით რომ მიშა არსებობს. იდეოლოგიაზე, მოძღვრებაზე ვსაუბრობთ, რომელიც მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. არ გეთანხმები და უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ გაგცე სრული პასუხიროცა გექნება მერე გამეცი. არ მეჩქარება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 (edited) გამოვფხიზლდი და გადავიფიქრე და წავშალე Edited September 24, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted September 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2011 ...ახლა არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ამ პუნქტებში აღწერილი იდეების დიდი ნაწილი ერთი ერთზე ჯდება იმასტან რაც ბოლშევიკებმა განახორციელეს და რასაც თანამედროვე მემარცხენეები მარქსიზმიდან გადახრას უწოდებენ.ერთადერთი კითხვა მაქვს - ამ პუნქტებიდან რამდენი განხორციელდა ვთქვათ შვედეთში?მარქსიზმს შვედეთთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორც დღევანდელ საქარათველოს დემოკრატიასთან პს. რაცხა ნუკრიკო პასიურობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2011 რაცხა ნუკრიკო პასიურობს პასუხს ამზადებს ეტყობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted September 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2011 პასუხს ამზადებს ეტყობა მემარცხენეებს ყოველთვის მზად აქვთ პასუხი... "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით""აჩრდილი დაძრწის ევროპაში, აჩრდილი რევოლუციის""ძირს ნიკოლოზ, მაღლა მუშა..."და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2011 დემოკრატია - შრომის თავისუფლებაა და არა შრომის აუცილებლობა, როგორც სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებშია ფორმულირებული. შრომის თავისუფლება, ნიშნავს საქმის გაკეთებას ისე, როგორც თქვენ ეს გესმით. ამიტომ აქ შრომის ადგილი არ არის. სოციალიზმმა ის, როგორც ფენომენი, მოსპო, შემოქმედების შედეგის დონეზე გაანადგურა. შეხედეთ ეზოს, სადაც უაზროდ მოძრაობს მანქანა. იგი მუდმივად ერთი და იგივე ოპერაციას აკეთებს. ამტვრევენ ასფალტს, რაღაც სამუშაოს ასრულებენ, ისევ ასფალტს აგებენ, ორი თვის შემდეგ ისევ ამტვრევენ. ეს ნგრევა აისახება ან შედეგზე ან შრომის ნაყოფიერებაზე, მუშაობის სურვილზე, შრომის დისციპლინაზე. ბოლოს კი მოდის სიღატაკე. შრომის განადგურება სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. სოციალიზმი შრომის მტერია. სოციალიზმი სიღარიბეა, რადგან მხოლოდ შრომას მოაქვს სიმდიდრე. შრომა განადგურებულია, ამიტომ ვართ ღარიბები. თუ არსებობს სურვილი, რომ ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოვიდეთ, არა აგიტაციის მეშვეობით, არამედ თავისუფალი შრომის აღდგენის გზით... თავისუფალი შრომა - ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. მერაბ მამარდაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted September 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2011 (edited) საბჭოთა კავშირი არ იყო სოციალისტური ქვეყანა, ყველა საერთაშორეისო დონის ფილოსოფოსი აღიარებს, რომ სსრკ-ს დაშლა იყო სოციალიზმის გამარჯვება.მკვდარი კაცის კულტის სახელმწიფო, ნეკროკრატია, დაიშალა. სოციალიზმი არ ნიშნავს სავალდებულო შრომას, სოციალიზმი ნიშნავს შრომის გარანტირებულ უფლებას.ნუ ავურევთ სსრკ-ს სოციალიზმთან. სხვათაშორის სსრკ-ს დროს ისწავლებოდა რომ მარქსიზმი უტოპია არის და მხოლოდ კომუნიზმშია ხსნა. რომ ლენინმა და სტალინმა განავითარეს მარქსი და ენგელსი. ღმერთი შეცვალეს ლენინით და სტალინით.სოციალისტური სეკულარული სახელმწიფოს ნაცვლად შექმნეს ტირანიული, ღრმად რელიგიური სახელმწიფო, სადაც ცოცხალი ღმერთი იყო სტალინი და მამა ღმერთი ლენინი. ისეთ სისულელემდე მივიდა რომ მუმიის პატივსაცემად ხალხი ათასობით კილომეტრს გადიოდა და ცრემლებით მიხაკებს აწყობდნენ მავზოლეუმთან.ამ ნეკროკრატიას ნუ აურევთ სოციალიზმთან. Edited September 29, 2011 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted September 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2011 საბჭოთა კავშირი არ იყო სოციალისტური ქვეყანა, ყველა საერთაშორეისო დონის ფილოსოფოსი აღიარებს, რომ სსრკ-ს დაშლა იყო სოციალიზმის გამარჯვება.მკვდარი კაცის კულტის სახელმწიფო, ნეკროკრატია, დაიშალა. სოციალიზმი არ ნიშნავს სავალდებულო შრომას, სოციალიზმი ნიშნავს შრომის გარანტირებულ უფლებას.ნუ ავურევთ სსრკ-ს სოციალიზმთან. სხვათაშორის სსრკ-ს დროს ისწავლებოდა რომ მარქსიზმი უტოპია არის და მხოლოდ კომუნიზმშია ხსნა. რომ ლენინმა და სტალინმა განავითარეს მარქსი და ენგელსი. ღმერთი შეცვალეს ლენინით და სტალინით.სოციალისტური სეკულარული სახელმწიფოს ნაცვლად შექმნეს ტირანიული, ღრმად რელიგიური სახელმწიფო, სადაც ცოცხალი ღმერთი იყო სტალინი და მამა ღმერთი ლენინი. ისეთ სისულელემდე მივიდა რომ მუმიის პატივსაცემად ხალხი ათასობით კილომეტრს გადიოდა და ცრემლებით მიხაკებს აწყობდნენ მავზოლეუმთან.ამ ნეკროკრატიას ნუ აურევთ სოციალიზმთან.აბა რა იყო? მარქსის და ენგელსის სურათები გამოკიდებული ჰქონდათ ყველგან, ლენინთან ერთად საბჭოთა კავშირი იყო მარქსიზმის რეალობაში შესრულება...საბჭოთა კავშირში არ ისწავლებოდა, რომ მარქსიზმი უტოპიაა... პირიქით... კომუნიზმი უბრალოდ უფრო შორს წასული ნაბიჯი იყო... მარქსიზმი თეორიაა, უტოპიური და ძირითადად მცდარი... რომლის რეალობაში შესრულებამ მოგვცა საბჭოთა კავშირი, კუბა,ჩრდილო კორეა, წითელი კხმერები და ა.შ.და შენ რომ 'ნამდვილი სოციალიზმი' გგონია, ის უტოპიაა უბრალოდ, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ახდენა არ უწერია...პს. არ მომიყვანო ახლა მაგალითად სოციალისტური ქვეყნისა, ნორვეგია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2011 (edited) Saturnადგილობრივ მემარცხენე ელემნტად თუ მგულისხმობ , გიპასუხებ, რომ ვაპელირებ არა ევროპული სოციალიზმით (როგორც მოძღვრება), არამედ ადამიანის, საზოგადოების ელემენტარული სოციალური მდგომარეობის დაცვის პროგრამებით, რომლებიც ცხადია ხშირად სოციალისტურ ელმენტებად მოიაზრება. დავაზუსტებ, რომ გამორიცხულია ქაღალლდზე დაიწეროს რომელიმე მთლიანი მოდელი სახელმწიფოს მოწყობისა თავის დოქტრინებით, პრინციპებით თუ სხვა რამით, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმატებას, თანასწორობას, სიმდიდრეს, შრომას და ა.შ... ნებისმიერი წინასწარ გაწერილი დოქტრინებითა და ქმედებებით შეზღუდული სახელმწიფოებრიობის მოწყობის მოდელი განწირულია წარუმატებლობისა და ნგრევისათვის. უნიკალური მოდელი არ არსებობს, გინდა მარქსიზმი იყოს და გინდა ღმერთიზმი... აი ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის ადამიანთა სოციალური დაცვის სისტემების სიკეთეებს კი ვერსად გავექცევიტ. დამეთანხმები ალბათ, რომ იქ ემიგრანტებს ქონებას არ ართმევენ, არც მიწების ტოტალური ექსპროპრიაცია ხდება და მემკვიდრეობასაც პატიოსნად იღებენ მემკვიდრეები პ.ს. თუ არ ვცდები ნოკიას აქციათა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის. Edited September 29, 2011 by Anima Libera Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.