Jump to content
Planeta.Ge

ძალიან, ძალიან, ძალიან საშიში


Recommended Posts

მალე ქვეყანა უნიკალური ხე-მცენარეების და იშვიათი ცხოველების გარეშე დარჩება...

 

ეს ყველაფერი კი ტურიზმის განვითარების საბაბით კეთდება..

 

რელურად კი, ვიღაცას ახალი ბიზნესის ათვისება უნდა....პარლამენტში კი კითხვები არავის უჩნდება...ან არ სვამენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების მიზნით, "წითელ წიგნში" არსებული ხე-მცენარეების მოჭრა, დასაშვები ხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის" შესახებ კანონში შედის.

კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების და ან მათი ნაწილების მოპოვება დასაშვებია შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად); დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად; სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად; სამეცნიერო მიზნებისათვის; თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების დაზიანება გამოწვეულია ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით და მათი ბუნებრივ გარემოში არსებობა ქმნის ენტომომავნებლების/ფიტოდაავადებების გავრცელების საშიშროებას, ამასთანავე, მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება ენტომომავნებლებთან/ფიტოდაავადებებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა; განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების პროექტით კი, აღარ იქნება აუცილებელი ასეთი ხეების მოჭრა კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით არიან დაზიანებულები. არამედ, ასეთი ხეების მოჭრა დასაშვები იქნება ზოგადად, "ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით, სანიტარიული ჭრების განხორციელებისას".

ამასთან, "წითელ წიგნში" შეტანილი ხეების მოჭრის პირობა აღარ იქნება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ მათ ზოგადად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების დროსაც მოჭრიან.

გადაშენების წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოჭრის საფუძვლების ცვლილებების გარდა, ამ საფუძვლებს ახალი პირობებიც ემატება.

კერძოდ, ასეთ ხეებს მოჭრიან იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი მერქნიანი მცენარეები.

ასევე, მათი მოჭრა დასაშვები იქნება "არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების" მიზნითაც.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/179564-qtsithel-tsignshiq-shetanili-mcenareebis-motcris-pirobebi-martivdeba.html

 

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის მონადირება შესაძლოა დასაშვები გახდეს.

შესაბამისი ცვლილება შესაძლოა " საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონში შევიდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება, იგივე ბუნებრივი გარემოდან ამოღება, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – მათი გადარჩენის, განკურნებისა და აღდგენის მიზნით, აგრეთვე სამეცნიერო მიზნებისათვის.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი დგინდება, რომ გადაწყვეტილებას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების, გარემოდან ამოღების დასაშვები ოდენობის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიიღებს.

ასევე, ამ შემთხვევის გარდა, "წითელ წიგნში" შეტანილი გარეული ცხოველების გარემოდან ამოღება კვლავ დასაშვები იქნება მათი გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის. აღნიშნულიც გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით უნდა განხორციელდეს, თუმცა ეს თანხმობაც შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს.

კანონპროექში ასევე ხაზგასმულია, რომ აღნიშნული წესები არ ვრცელდება ტყვეობაში გამრავლებულ ცხოველებზე. მათი მოკვლის წესი, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დამტკიცდება.

ამავე კანონპროექტით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დაევალება, რომ "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი ამოღების წესის შესახებ" ბრძანება, 2012 წლის 1 აგვისტომდე გამოსცეს.

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები ის ცხოველები არიან, რომლებიც "წითელ წიგნში" არიან შეტანილი.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/179381-gadashenebis-safrthkhis-tsinashe-myofi-gareuli-ckhovelis-monadireba-shesadzloa-dasashvebi-gakhdes.html?ar=A

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის მონადირება შესაძლოა დასაშვები გახდეს.

ეს ისეც დასაშვები იყო რამდენჯერ მინადირია ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარემ ერთიანათ გადაგვბუგონ ადამიანებიც და ცხოველებიც!

 

სტამბოლის მინათა ბაზარზე როდის გავყავართ გასაყიდათ - იკითხეთ პარლამენტში ეცოდინებატ

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტამბოლის მინათა ბაზარზე როდის გავყავართ გასაყიდათ - იკითხეთ პარლამენტში ეცოდინებატ

მონებით ვაჭრობა საკმაოდ სარფიანი საქმე იყო ჩემი მეგრელი წინაპარი იყო მაგ ბიზნესით დაკავებული მერე უფრო ლეგალურ ბიზნესს მიყო ხელი :D

შეიძლება ჩემშიც მიძინებულია ბაუბის ბაბუის ნიჭი თუ პარლამენტი ლეგალურს გახდის ამ ყველაფერს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ბარემ ერთიანათ გადაგვბუგონ ადამიანებიც და ცხოველებიც!

ამას იზამენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ. თვალსაც არ დაახამხამებენ და იბერიის გაბრწყინების სახელით იზამენ. :D

 

სტამბოლის მინათა ბაზარზე როდის გავყავართ გასაყიდათ

ამას ჩვენ ვერ გვიზამენ, მაგის გაიკა არა აქვთ, თუმცა როზა ბაბოებს ძალით წაყვანაც არ დაჭირდებათ, ნებით წაყვებიან ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

შეიძლება ჩემშიც მიძინებულია ბაუბის ბაბუის ნიჭი თუ პარლამენტი ლეგალურს გახდის ამ ყველაფერს

აჰა, შენ და გაიყვანე

 

როზა ბაბოებს ძალით წაყვანაც არ დაჭირდებათ, ნებით წაყვებიან ;)

:givi:

რა მაცინებს

:(

მართლა ძალიან ცუდი ამბავია ეგ რაც აქ წერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ესენი ვის რა ჯანდაბათ უნდა ვინ რას გადამიხდის ამათში

რავი, მიშა მიშას მაინც იყვირებენ - Pღ- პონტში

:nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი, მიშა მიშას მაინც იყვირებენ

:D

 

მაგეებს აქეთ ვიყიდი თურქები თუ მომყიდიან და "გავაქირავებ"

 

გახსნებზე აქციებზე შეიძლება ოპოებსაც "მივაქირავო" ხოლმე ანზორიკო ანზორიკოს იყვირებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...