Jump to content
Planeta.Ge

რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრის მმართველად დამნიშნეთო


Recommended Posts

რობერტ სტურუას წერილი ნიკა რურუას

 

18/09/2011 14:36

 

 

 

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე რობერტ სტურუამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას წერილი მისწერა. სტურუა მინისტრს რუსთაველის თეატრის პრობლემების შესახებ აწვდის ინფორმაციას და თეატრის მმართველის ზაალ ჩიქობავას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

 

 

 

ტრიბუნა.ge წერილს, რომელსაც სტურუა Facebook-ში აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ.

 

 

 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს

 

ბატონ ნიკოლოზ რურუას

 

50 წელია ვმუშაობ რუსთაველის თეატრში და ჩემს თვალწინ ჩაიარა მსახიობთა და დირექტორთა, ანუ მმართველთა სოლიდურმა ჯგუფმა. ამ ხნის მანძილზე ჩამოყალიბდა რუსთაველის თეატრის სახე, ესთეტიკა და ჩვენმა თეატრმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს თეატრალურ სივრცეში. ჩვენი ცხოვრების ურთულეს პერიოდშიც - 90-იან წლებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა. რა თქმა უნდა, წარმატებას მარცხიც ახლდა, მაგრამ რუსთაველის თეატრი ინარჩუნებდა სათანადო დონეს.

 

 

 

ბოლო სამი წლის მანძილზე თაობების მიერ დღემდე სიმწრით მოტანილი სახელი საფრთხის წინაშე დადგა. რეპერტუარში მომრავლდა უღიმღამო, არაფრისმთქმელი სპექტაკლები. ერთ-ორი ახალგაზრდა რეჟისორის გარდა, ვერავინ შესძლო მიახლოვებოდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც რუსთაველის თეატრი აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თითქოს დაკავებულები არიან, სცენაზე დგანან, თანდათან კარგავენ პროფესიულ ჩვევებს. ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის ვუყურო, თუ როგორ აივსო თეატრის ადმინისტრაცია, პიარისა და მარკეტინგის სამსახური ადამიანებით, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ ხელოვნებაზე და კონკრეტულად თეატრზე. მთელ ამ უბედურებაში ბრალი მეც მიმიძღვის, მაგრამ რა ვქნა - არ შემიძლია და არც არასდროს შემეძლო ხმალამორებულს მებრძოლა თვითდაჯერებულ უგუნურებსათან, და ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. თეატრში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მე მარტო, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდები და მინდა მხარში მედგეს გამჭრიახი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რუსთაველის თეატრის ჭირ-ვარამი და ბოლომდე გააცნობიერებს, რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მმართველს (შეგახსენებთ, რომ მის დანიშნვნაში დიდი წვლილი მიმიძღვის), მისმა მოღვაწეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსახიობი არ შეიძლება თეატრის სათავეში იდგეს. მსახიობობა შესანიშნავი პროფესიაა და ვერაფერს ითავსებს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა და კარგი არაფერი მოუტანია.

 

 

 

თუ თქვენ არ დამეთანხმეთ და ჩემი თხოვნა სამართლიანად არ მიიჩნიეთ, გამოსავალი აქაც არსებობს. 72 წლის რეჟისორი სევდიანად, მაგრამ მშვიდად დატოვებს რუსთაველის თეატრს.

 

 

 

P.S. თუ თქვენ ჩემს წინადადებას მისაღებად მიიჩნევთ, თანახმა ვარ ვიკისრო მძიმე ტვირთი და შევითავსო მმართველის თანამდებობა (შეგახსენებთ, რომ ერთდროულად სამხატვრო ხელმძღვანელად და დირქეტორად მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს).

 

პატივისცემით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

 

რობერტ სტურუა“.

 

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=4786&Itemid=1

 

პ.ს. ეკაიფება აშკარად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფლიქტი რითი დაიწყო?

რეა იყო პირველი რამაც დაძაბა სიტუაცია?

 

 

და მერე უკვე პატარა ბავშვებივით იქცევიან, ულტიმატუმებით რო საუბრობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფლიქტი რითი დაიწყო?

 

არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, ზოგი ქსენოფობიას აბრალებს ზოგი რას და ზოგი რას..

 

ჩემი აზრით კანდიდატურა ყავთ ნაცებს ვიღაც , რომელსაც ძალიან უნდა იყოს რობიკოს ადგილას

და ამის გამო მოხსნეს, მიაწერეს ჰომოფობია და რაღაც სისულელეები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრის მმართველად დამნიშნეთო რურუას მოსთხოვა

 

:D

 

განიხილავენ ალბათ იმსჯელებენ და შენნაირ "გენიალურ რეჟისორს" გარეთ ხო არ დატოვებენ რობერტ თაბრუნდები დარბუნდები ცოტაც მოითმინე მოსკოვში მოწვევები გაქვს იქ გაიგულავე გაერთე და მერე :D

 

რა ეშველებათ ამ ბებერ კომუნისტებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ამბობს, რომ რობერტ სტურუას გადაწყვეტილება - წავიდეს რუსეთში, სიმბოლურია, რადგან მისი ბაბუა წითელ არმიას შემოუძღვა საქართველოში. ვინ იყვნენ ივანე და გიორგი სტურუები, რას საქმიანობდნენ და რატომ იბრძოდნენ ფილიპე მახარაძისა და ბუდუ მდივანთან ერთად? „პრესა.ჯი“–ს სვიმონ მასხარაშვილი ესაუბრა.

 

– რეჟისორ რობერტ სტურუას წინაპრები „კომუნისტური პარტიის“ წევრები იყვნენ და მის ერთ–ერთ ბაბუას (გიორგი სტურუას) მნიშვნელოვანი თანამდებობაც ეკავა ბოლშევიკურ საქართველოშ...

 

– ნებისმიერმა ქართველმა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია რომ გადაშალოს, გიორგი და ივანე სტურუების მოკლე ბიოგრაფიებს ამოიკითხვას. იქ მოთხრობილია მათი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ... რაც შეეხება დანარჩენ წყაროებს, საქართველოს „კომუნისტური პარტიის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ამ ადამიანებს საქმიანობას...

 

– რობერტ სტურუას წინაპრები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ოკუპანტებთან ერთად იბრძოდნენ...

 

- რობერტ სტურუას წინაპრები, გიორგი და ივანე სტურუები ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი წინამძღოლნი იყვნენ იმ საოკუპაციო ჯარებისა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა გაანადგურეს. ისინი ფილიპე მახარაძესთან და ბუდუ მდივანთან ერთად იბრძოდნენ ქართული სახელმწიფოს, მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

 

მეტსაც გეტყვით, გიორგი სტურუას, რობერტ სტურუას ბაბუის ძმას, კომუნისტურ ეპოქაში, წითელი საქართველოს ერთ-ერთი მეთაურის პოსტი ეკავა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო.

 

რობერტ სტურუას მამის მამა, ივანე სტურუა შედარებით ადრე გარდაიცვალა -1931 წელს, მაგრამ ბაბუის ძმა ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ის სისხლიანი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სტურუას წინაპრები არ ყოფილან რუსული ჯარის რიგითები. ისინი საქართველოს ოკუპანტები იყვნენ და რუსეთის არმიას მოუძღოდნენ წინ...

 

– რობერტ სტურუას შემოქმედებას, ცხოვრებას ან მის საჯარო განცხადებებს, ეტყობა რაიმე გავლენა იმისა, რომ მისი წინაპრები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იბრძოდნენ?

 

- მისი ქსენოფობიური განცხადებები, ჩვენი საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება ხელს აძლევს საქართველოს მტერს. თავისთავად ის, თუ ვინ იყო ამ ადამიანის წინაპარი, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ძალიან ბევრი კეთილშობილი ადამიანის შვილი და შვილიშვილი ნაძირალა გამოსულა და პირიქით. გაჯერებულია საქართველოს და მსოფლიო ისტორია ასეთი მაგალითებით.

 

თუმცა, რობერტ სტურუას განცხადებები, მისი პრესკონფერენცია და გადაწყვეტილება, რომ წავიდეს რუსეთში, დაბრუნდეს იქ, საიდანაც მისი ბაბუა და ბაბუის ძმა ოკუპანტებად მოევლინენ საქართველოს, იქნებ სიმბოლურიც კია...

 

– ხომ არ ფიქრობთ, რომ რობერტ სტურუა მის ოკუპანტ წინაპრებს ემსგავსება?

 

- რა იყო და რას ემსახურებოდა რობერტ სტურუას განცხადება რუსთაველსა და „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით? ამას მაშინ რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აკრიტიკებდეს რუსთაველს? როგორ შეიძლება, ადამიანმა, საქართველოს მოქალაქემ „ვეფხისტყაოსანზე“ თქვა - მდარე, კრეტინობა და სისულელეაო? ეს იყო მისი გუშინდელი პროვოკაციები ქართული საზოგადოების მიმართ. დღეს კი, რობერტ სტურუა ქსენოფობიამ გაიტაცა... რა იქნება ხვალ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

განიხილავენ ალბათ იმსჯელებენ და შენნაირ "გენიალურ რეჟისორს" გარეთ ხო არ დატოვებენ რობერტ თაბრუნდები დარბუნდები ცოტაც მოითმინე მოსკოვში მოწვევები გაქვს იქ გაიგულავე გაერთე და მერე :D

 

რა ეშველებათ ამ ბებერ კომუნისტებს

რობერტ სტურუა ბრჭყალებში და შადრევან I ბრჭყალების გარეშე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რობერტ სტურუა ბრჭყალებში

მადლობა თქვას რკინის ბრჭყალებში რომ არ არის მოხვედრილი რუსეთის აგენტობის ბრალდებით სასვენი ნიშნების ბრჭყალებით რომ გადარჩა

 

 

წინაპრებისგან მაინც მიდრეკილება აქვს რუსების მონობის მიმართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტურუა მოსკოვში მიდის

რობერტ სტურუა მალე მოსკოვში გაემგზავრება. რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრ „ეტ-სეტერასთან“ ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს. სტურუა მოსკოვში 2 ოქტომბერს გაემგზავრება. რეჟისორი რუსულ თეატრში მუშაობას „ეტ-სეტერას“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე კალიაგინის, მიწვევით დაიწყებს და თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელის თანამდებობას დაიკავებს.

 

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 15 აგვისტოს, კულტურის მინისტრ ნიკა რურუას ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა. რეჟისორი, ბოლო პერიოდში, ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს აკეთებდა. სწორედ ეს გახდა რურუას გადაწყვეტილების მიზეზი.

 

უცხო22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:25

წასვლა უნდოდა ალბად და მიდის კიდევაც

22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:36

იმის იქეთ წასულა,აბა ბოლომდე ხომ უნდა გამოემჟავებინა რაც გენებში ჰქონდა.წინაპრების გზაზე და იდეების მოსიარულე მოღალატეს.წავა და იქედან დაიწყებს მერე ხმამაღლა ყვირილს არიქა კარგი ვიყავი და შემავიწროვესო.ბოლოს ყვე;ლა მოღალატე იქ იყრის თავს.

22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:57

ცივალი22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:57

რა თქმაუნდა ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ თუ წავა არც მაგით დავიქცევით, როგორმე ავიტანთ.

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:03

პაატა22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:03

რას ერჩით? თავის სულიერ სამშობლოში მიდის კაცი. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელს რუსთაველი იდიოტიზმად მიაჩნდა და დადგას ახლა ოსტროვსკი და ჩეხოვი. კაცია და ხასიათი.პირველ პრეზიდენს ვერ იტანდა.სამაგიეროდ შევარდნაძესთან ,,დუშა ვ დუშუ'' იყო. რუსეთთან ყოფნა არ ურჩევნია? რა თავში იხლის დამოუკიდებელ საქართველოს. დიდი ამბავი თუ მატუშკა რასია აფხაზეთს და სამაჩაბლოს გვართმევს.იქნება რუსეთში და ორივე მისი არაა?

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:39

მიდის და წავიდეს ეგ ღორის მოდგმის. ჯანდაბაშიც გზა ჰქონია

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:40

ეხლა იქ დაანთებს ღვარძლს ეგ დამპალი ეგა. არამც ჩამოსულა არასოდეს

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:42

ამ ღორს არასოდეს არ უნდოდა ასეთ საქართველოში ცხოვრება და ალბათ დიდი სიამოვნებით მიდის . წავიდეს , ვისაც გული დაგწყდათ - მიყევით .

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:42

პეტრო22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:42

ახლა ხომ დაიღუპეთ, რაღა გვეშველება

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:43

ეს კომენტარებიც წააკითხეთ წასვლიას და გზა დაულოცეთ ლიმონათით

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:43

ირინა22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:43

ძალიან მტკივა გული:(( რატომ უნდა ცავიდეს ასეტი გენიოსი, ხალხნო რას ამბობთ??ნეტა შეიძლებოდეს რომ როგორმე დავტოვოთ!!! გულგაცივებულ მასას ნუ დავემსგავსებიტ და იმისტვის მაინც ვცეთ პატივი, რაც აქმდე გაუკეტა საქართველოს!!სადაც არ უნდა ცავიდეს, სტურუა არსად დაიკარგება, ჩვენ რომ დაგვაკლდება, მერე რაგა ვქნათ??? სადაც არ უნდა იყოს, მაინც სამშობლოს სამსახურში იქნება, გარცმუნებთ!!! შეუმცდარი არავინაა,ამიტომ პატიებაც უნდა შევძლოტ, ტორემ ყველანი დავიგუპებიტ ხალხნო, გავისრისებიტ და გავიტქვიპებიტ გლობალიზმისგან

22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:49

პეტრო22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:49

რომ არ დავიღუპოთ არ გაუშვა. რომ არ გაფუჭდეს დააკონსერვე

22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:04

ნ.კ.22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:04

ირინა გენიოსსაც არ ეპატიბა ქსენოფობიური გამოხტომები, რას ქვია მეორე ხარისხოვანი ადამიანები, შენზე დაბლა მდგომი რასა? რა უბედურებაა, მონებად მოიაზრებს?, თუ რას უპირებს ამ ხალხს მისი ნება რომ იყოს?, მე მის დასაცავად ენაც არ მიბრუნდება, იმდენად ნაწყენი ვარ, მისით აღფრთოვანებული ვიყავი და გული მწყდება, რომ მწარედ მოვტყუებულვარ, ყველაფერი თურმე მართლა თამაში ყოფილა მისთვის, ადამიანები კი მეორე ხარისხოვანი, უდიდესი სირცხვილია, მას არავინ არსად არ მიიწვეს ცივილიზებულ სამყაროში, აი რუსი ფაშისტები კი გულში ჩაიხუტებენ. მართლა სირცხვილია

22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:57

გიორგი22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:57

ვინ არის გენიოსი და ბრძენი?. ,, ყოვლადბრძენი სრულქმნილია დახატია ცისქვეშეტის. იგი არ კმარობს მხოლოდ თავის მხილველობას: ამიტომ ნათობს კაცთა შორის. მხოლოდ თავის თავს არ თვლის სამართლიანად: ამიტომ ფლობს ჭეშმარიტებას. არ დიდკაცობს: ამიტომ ადიდებენ. განდიდებას არ მიელტვის: ამიტომ მოძღვრობს კაცთა შორის. არ მძლავრობს და უძლეველია ცისქვესეტში."( ლაო- ძი)

22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:59

გიორგიგ22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:59

ჯანდაბაში წასულა, რა გაახურეთ საქმე. ეგ არ არის იმ წონის ქართველი, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ვწეროთ და ვიკითხოთ მასზე.

22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:05

კიდევ ერტი გენიოსი ქარტველი მოინელეს ამერიკელებმა

22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:06

ლაშა22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:06

რაღა გვეშველება ახლა

22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:11

ქარტველებო დიდხანს არ გასტანს ამ მაჯლაჯუნების როკვა

22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:54

მინას სიდედრი22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:54

რა გეშველებათ????????????????

22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:02

პეტრო22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:02

ოჰ ეს ამერიკელები არ შეჭამეს ეს ტურუა?

22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:07

სადაც უნდა იქ წავიდეს, ქართველებს თავი დაანებოს

22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:08

ოხ, დაიღუპა საქართველო გადაშენდეს იქეთ

22 სექტემბერი, 2011 წელი. 22:32

კი არ მიდის, სამშობლოში ჩადის იქ მელორი ელოდება და კიდევ ერთ ორდენს ჩამოკიდებს გაწეული "გმირობისათვის" მტრის(საქართველოს) ზურგში.

22 სექტემბერი, 2011 წელი. 22:45

გზა მშვიდობისა22 სექტემბერი, 2011 წელი. 22:45

იმედია ჭკუა ისწავლა, და მოსკოვში ჩუმად იჯდება...

22 სექტემბერი, 2011 წელი. 23:43

ერასტი22 სექტემბერი, 2011 წელი. 23:43

ისე ბედის ირონია იყო რუსტაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მაშინ როცა რუსტაველზე ასეტ რამეებს წერდა....ეხლა მიდის ისევ ის პროცესი რაც მიდიოდა წინა საუკუნის დასაწყისსჰი ...მაშინ თერგდალეულები ილიას თამადობით აუმხედრდენ მამეს რადგან მატი ცოდნა უკვე დაბალი იყო ...ეხლა კი ოკიან გადალეულებმა ვეღარ აიტანეს კომუნისტური მენტალიტეტის უფროსი თაობა..რას იზამ ცხოვრებას და პროგრესს ვერ შეაჩერებ...

23 სექტემბერი, 2011 წელი. 00:01

რამი23 სექტემბერი, 2011 წელი. 00:01

კრიმინალებიდან და ქვეყნის მოღალატეებიდან დაწყებული,ათასი ჯურის ნაძირალების თავშესაფარი, დღეს რუსეთია. სტურუა ქართული პრივილიგენციის(დოდონა კიზირია)თვალსაჩინო წარმომადგენელია და მისი გზა, რა თქმა უნდა,ყოველთვის რუსეთისკენ მიდიოდა. ასე,რომ ახალი არაფერია.

23 სექტემბერი, 2011 წელი. 01:58

ნიკა23 სექტემბერი, 2011 წელი. 01:58

წავიდეს დაბრუნდეს სამშობლოში "პატრონები" დააჯილდოვებენ

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სირიკოები ამას ვერ გაიგებენ ვერასოდეს,რადგან თეატრი გარედან უნახიათ მხოლოდ. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ამბობს

ისე, ხანდახან მჯერა ხოლმე რომ რაღაც არსებობს რა :) აი ვთქვათ არ იცი რა ქვია და რა გვარია ეს კაცი, და შემთხვევით მოგიწია მისი დანახვა და მოსმენა. აუცილებლად გაიფიქრებ, "ვინაა ეს ჩემის მასხარაშვილი, სუფთა სიმონაა რა" :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

ისე ერთხელ უკვე გითხარი,რომ მაგარი მკიდია შენი აზრები მეთქი და პასუხს თუ მწერ,ნიკიც დააკოპირე ხოლმე.ისე,თუ საკუთარ თავზე მიიღე,ეგ შენი პრობლემაა და მეორეთ პასუხს აღარ გაგცემ,................რადგან შენი თავის კეთილდღეობაზე ფიქრობ მხოლოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

ეგ არა უჭირს რა და შეიცვლება ალბათ ქვეყანა და მაგ შენს სანაქებო ციხეებში შეიძლება ამოჰყო თავი.გამეშვი რა და მიხედე შენს საქმეს.

 

"ვინაა ეს ჩემის მასხარაშვილი, სუფთა სიმონაა რა"

 

 

სიმონები რომ გულაობენ საქართველოში,იმიტომ არის ეგ ვიღაც მასხარაშვილი ისტორიკოსი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

საკუტარ თავზე რო მიმეღი სხვანაირ პასუხს გაგცემდი

 

ჩემი პოსტის მერე რო დაწერე შენ ჯობდა ჩემი ნიკი დაგეკოპირებინა

 

ხოლო თუ სტურუა ძაან გიყვარს შეგიძლია მოსკოვში ჩახვიდე და მის "არაჩვეულებრივ" თეატრალურ დადგმებს იქ დაესწრო

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...