Jump to content
Planeta.Ge

მოგწონთ The Prodigy ?  

3 members have voted

  1. 1. მოგწონთ The Prodigy ?



Recommended Posts

ფროდიჯი (The Prodigy) — ინგლისური მუსიკალური ჯგუფი. მათი მუსიკა მრავალი მუსიკალური სტილის ნაზავია, რომელიც მოიცავს რეივს, ჰარდკორ ტექნოსა და ინდასტრიალს - 1990-იანების დასაწყისში, ხოლო მოგვიანებით, ალტერნატიულ როკსა და ბიგბითს პანკის ვოკალური ელემენტებით. ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობაა: ლაიამ ჰოულეტი (კომპოზიტორი/კლავიშები), კეიტ ფლინტი (მოცეკვავე/ვოკალისტი) და მაქსიმ რეალითი (ემსი/ვოკალისტი).

 

http://www.djsets.co.uk/compilations/prodigy/the-prodigy-group-promo.jpg

 

Experience

ჯგუფის კარიერა დაიწყო 10 კომპოზიციისგან შემდგარი დემო-ჩანაწერი, რომელიც ლაიამმა შეადგინა. ლეიბლი XL Recordings დაინტერესდა ამ დემოთი და 1991 წლის თებერვალში გამოსცა "What Evil Lurks"-ის 12" სინგლი.

ჯგუფის პირველი გამოსვლა (კეიტ ფლინტთან და ლიროი თორნჰილთან ერთად) შედგა ლონდონში. "Charly", შემდეგი სინგლი, გამოიცა რამდენიმე თვის შემდეგ და მაშინდელ რეივ-სცენაზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ასეთივე წარმატება ჰქონდა ენერგიულ სინგლს "Everybody in the Place".

შუალედში, "Charly"-ს წარმატებას მოჰყვა პირველი სტუდიური დისკი Experience, რომელიც ლონდონის რეივ-სცენაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მაგრამ ჯგუფმა მხოლოდ რეივის განხრა არ იკმარა, ამიტომ დისკის გამოცემისა და კონცერტების შემდეგ საკუთარი გზა აირჩია. 1993 წელს ჰოულეტმა ანონიმურად გამოსცა დამოუკიდებელი დისკი "Earthbound I", რომლითაც მაშინდელი ანდერგრაუნდი ფრიად დაინტერესებული იყო.

Music for the Jilted Generation

1994 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე სტუდიური დისკი Music for the Jilted Generation. იგი წარმატებით მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 ადგილზე. პროდიჯის მუსიკამ შეითავსა მძიმე ტექნოსა და ბრეიქ-ბითის ელემენტები. საკმაოდ ორიგინალური იყო ალბომში ნარკოტიკული სუიტის მოხვედრა (რამდენიმე კომპოზიციისგან შემდგარი ელექტრონული ნომრების) და უფრო როკ-ელემენტებით სავსე კომპოზიციების - მაგალითად, "Their Law".

დისკის წარმატების შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო შემადგენლობა გააფართოვა გიტარის ჯიმი დევიდის მონაწილეობით. ამასთან, კიტ ფლინტის ახალი სასცენო იმიჯით კოლექტივმა ახალგაზრდობის მეტი ყურადღება მიიპყრო. 1996 წელს უკვე მზად იყო ახალი სინგლი, "Firestarter". მაგრამ უფრო მნიშვნელოვან წარმატებას ადგილი შემდეგ წელს ჰქონდა.

The Fat of the Land

The Fat of the Land (1997) იქცა თავისი დროის სავიზიტო ბარათად. მუსიკალურ სცენაზე გამეფებული ელექტრონული ტენდენციების გააქტიურებით პროდიჯიმ გაამარტივა სემპლინგი, გამოიყენა პანკის მსგავსი ვოკალური ელემენტები (კეიტ ფლინტის შესრულებით) და შექმნა ნებისმიერი დისკოთეკისა თუ დიჯეისათვის აუცილებელი ალბომი.

პროდიჯიმ როკ-სადგურებზეც შეაღწია - მომაჯადოვებელი "Smack My Bitch Up"-ით. ამ ნომრისათვის ასევე შეიქმნა უცენზურო ვიდეოც, რომელიც MTV-ზე მხოლოდ ღამის ეთერში გადიოდა. ამასთან, თავად კომპოზიციის ტექსტის გამო, ბევრ სკანდალს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე მაღაზიამ უარი განაცხადა ალბომის გაყიდვაზე, თუმცა გრამფირფიტა შემდეგი 20 კვირის განმავლობაში კვლავ იდო მათ თაროებზე. მთლიანობაში ჯგუფმა გაყიდა ალბომის 150.000 ასლი.

1999 წელს ჯგუფმა შეისვება, ხოლო ჰოულეტმა გამოსცა მიქსების საკუთარი დისკი, Dirtchamber Sessions Volume 1.

2002 წელს გამოჩნდა ჯგუფის ახალი სინგლი, "Baby's Got a Temper", კვლავ ჯიმი დევისის გიტარის თანხლებით. ნომერში კვლავ იქნა გამოყენებული გამაღიზიანებელი ლირიკა, რომელმაც გამოიწვია სკანდალები, მაგრამ ერთერთმა ჟურნალმა იმავე წელს კოლექტივი დაასახელა სიაში "50 ჯგუფი, რომელიც სიკვდილამდე უნდა იხილოთ".

Always Outnumbered, Never Outgunned

ფროდიჯის მეოთხე სტუდიური დისკი, Always Outnumbered, Never Outgunned გამოვიდა 2004 წლის 23 აგვისტოს (ბრიტანეთი) და 13 სექტემბერს (აშშ). "Girls" დიდი წარმატებით სარგებლობდა.

2005 წელს გამოიცა კრებული Their Law: The Singles 1990-2005, ცნობილი სინგლის Voodoo People ახალი ვერსიით.

მოგვიანებით ასევე გამოდიოდა ჯგუფის პირველი ორი ალბომის სპეციალური გამოცემები, დამატებითი დისკების თანხლებით.

Invaders Must Die

2008 წლის 5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის პირად ლეიბლზე, Take Me to the Hospital გამოიცემა მეხუთე სტუდიური ალბომი Invaders Must Die

ალბომში მოწვეულ სტუმრებს შორის არის დეივ გროლი. წარმატება ასევე იქონია სინგლების "Omen" და "Invaders Must Die" გამოცემამ.

ალბომი გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს. სინგლი "Omen" მოხვდა კანადური სინგლების #1 ადგილზე, გამოსვლის პირველივე კვირაში.

ევროპულ გამოცემაში შეტანილი იქნა როგორც კომპაქტ დისკი, ასევე DVD დისკი დამატებითი მასალით.

წევრები

ამჟამინდელი წევრები :

ლაიამ ჰოულეტი – კლავიშები, პროგრამირება, კომპოზიციების ავტორობა (1990 – დღემდე)

კეიტ ფლინტი – მოცეკვავე, ვოკალისტი (1990 – დღემდე)

მაქსიმი – რეპი, ვოკალი (1990 – დღემდე)

ყოფილი წევრები :

ლიროი თორნჰილი – მოცეკვავე, კლავიშები (1990 – 2000)

შარკი – მოცეკვავე, კლავიშები (1990)

საკონცერტო გამოსვლებზე

ლეო კრებტრი – დასარტყამები (2008 - დღემდე)

რობ ჰოლიდეი – გიტარისტი კონცერტებზე (2005 – 2006, 2008 - დღემდე)

ყოფილი საკონცერტო წევრები :

კირონ კიპერი - დასარტყამები, გიტარა (2007)

"The Rev" – გიტარა (2007)

"სნელი" – დასარტყამები (ივლისი 2007)

ბრაიან ფერბერნი – დასარტყამები (2007)

ჯიმ დევისი – გიტარა (ასევე სტუდიურ ჩანაწერებზე) (1995 – 1996, 2002 – 2004)

ალი მაკინესი - გიტარა (2001, 2002)

გიზ ბატი - გიტარა (1996 – 1999)

დისკოგრაფია

ფროდიჯის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები :

1992: Experience

1994: Music for the Jilted Generation

1997: The Fat of the Land

2004: Always Outnumbered, Never Outgunned

2009: Invaders Must Die

EP დისკები :

1991: What Evil Lurks

1995: Voodoo People

2009: Lost Beats

კრებულები :

1999: The Dirtchamber Sessions Volume One

2005: Their Law: The Singles 1990-2005

სინგლები :

1991: "Charly"

1991: "Everybody in the Place"

1992: "Fire"

1992: "Out of Space"

1993: "Wind It Up (Rewound)"

1993: "One Love"

1994: "No Good (Start the Dance)"

1994: "Voodoo People"

1995: "Poison"

1996: "Firestarter"

1996: "Breathe"

1997: "Smack My Bitch Up"

2002: "Baby's Got a Temper"

2004: "Girls"

2004: "Hotride"

2005: "Spitfire"

2005: "Voodoo People (პენდულუმის რემიქსი)"

2008: "Invaders Must Die"

2009: "Omen"

2009: "Warrior's Dance"

2009: "Take Me to the Hospital"

 

 

ოფიციალური საიტი : http://theprodigy.com

ოფიციალური ონლაინ მაღაზია : http://theprodigystore.com

ოფიციალური YouTube Channel : http://youtube.com/prodigychannel

 

 

 

 

 

 

The Prodigy-ის ბოლო ფესტივალი Worlds On Fire, გადმოსაწერი ბმული : http://thepiratebay.org/torrent/6587560/The.Prodigy.Worlds.On.Fire.2011.1080p.BluRay.x264-CtrlHD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეც ყველაზე ახალი კომპოზიცია,მარტო ლაივზე შესრულებული ვერსია გვაქვს,რადგან ბოლომდე არც არის დასრულებული )))

 

 

breathe-ს ძალიან მსუბუქი და პროდიჯის სტილიდან მოშორებით მდგარი რემიქსი )))

 

http://www.youtube.com/watch?v=OoHn2vmxKks

post-8369-054405400 1316292959_thumb.png

Edited by PRODY
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

invanders must die ალბომიდან ერთერთი გამორჩეული stand up არის,ძალიან მხიარულია )))

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ კეიტ ფლინტს დაბ.დღე ჰქონია,ხოდა მივულოცოოოთ )))

 

Keith Flint

 

 

გილოცავ,გაიზარდე დიდი ბიჭი,წარმატებები ცხოვრებაში,ნარკოტიკებში და ახალგაზრდა მდედრებში

 

კიდევ ბევრი ფერის თმები გვენახოს შენს თავზე

 

DDD

Edited by PRODY
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეც take me to the hospital ბოლო ფესტივალიდან worlds on fire

 

http://www.youtube.com/watch?v=uSRRhXZeBk4&ob=av2n

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 12 years later...
Они не только не умерли....Взяли себе нового гитариста 22-летний, известный как The Rev из панк группы Towers of London - на сильном карьерном подъёме. Несколько месяцев назад он стал новым гитаристом танцевальной группы The Prodigy, и гастролирует с группой по фестивальному минитуру с восьмью концертами и помогает в записи пятого альбома группы.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...