Jump to content
Planeta.Ge

მოშიმშილე მეტალურგების აქციას პოლიცია არბევს


Recommended Posts

ადრე თუ გვიან ეგ მარაზმი დამთავრდება და მერე მიშისტებს უნდა დავაკვირდე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ადრე თუ გვიან ეგ მარაზმი დამთავრდება და მერე მიშისტებს უნდა დავაკვირდე...

დასაკვირვებლად არარ გვეცლება - ჩვენი ბედი რომ ვიცი ისევ ჩვენი :user: დასაცავები გახდებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოშიმშილე მეტალურგების აქციას პოლიცია არბევს

 

 

ძალიან კარგი და სანამ ყველას არ დაგარბევენ,აზრზე ვერ მოხვალთ საქართველოში. :)

 

ადრე თუ გვიან ეგ მარაზმი დამთავრდება და მერე მიშისტებს უნდა დავაკვირდე...

 

 

დაკვირვების მაგივრად,რომ გაძუყნო უკეთესი იქნება. :) დრო შეიცვალოს და ერთხელ ჩამოვალ ალბათ მეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ცნობილია, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოითხოვნით 4 მეტალურგი მესამე დღეა

საწრმოდან თუ ვინმეს გაანთავისუფლებენ ეს საწარმოს მეპატრონე კომპანიის უფლებაა და მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლება

ამაში გასაკვირი არაფერი არ არის

 

იგივე პირობების გაუმჯობესებაზე

 

 

თუ მუშას არ მოსწონს პირობები შეუძლია სამსახურს თავი დაანებოს ვერვაინ ვერ აიძულებს კომპანიას პირობები გააუმჯობესოს ეს ხშირად ხარჯებთანა არის დაკავშირებული და სავარაუდოთ ამ ეტაპზე ამ ხარჯს კომპანია არ წევს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მუშას არ მოსწონს პირობები შეუძლია სამსახურს თავი დაანებოს ვერვაინ ვერ აიძულებს კომპანიას პირობები გააუმჯობესოს ეს ხშირად ხარჯებთანა არის დაკავშირებული და სავარაუდოთ ამ ეტაპზე ამ ხარჯს კომპანია არ წევს

 

 

აუჰ და ეგრე ხომ მონებად გადააქცევენ ხალხს? რაზეც აზრზე არა ხარ ფრიდრიხ,აუცილებელი არ არის კომენტარის გაკეთება. :) ციხებია შენი სტიქია და ვერც ვერაფერში ვერ გესპორები იმ საკითხში. :givi:

 

მორიგე ხარ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაზეც აზრზე არა ხარ ფრიდრიხ

წაიკითხე შრომის კოდექსი

 

დღეს დამქირავებელს სრული უფლება აქვს თავისი დაქირავებული ახსნა განმარტების გარეშე გაანთავისუფლოს სამსახურიდან

 

როგორც განთვისუფლდა 17 თანამშრომელი და ამის გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ სასამართლოში და სასამართლოშიც გამართლებული მხარე იქნება დამქირავებელი

 

ასევე პირდაპირი ვალდებულება დამქირავებელს დაქირავებულის მიმართ არ გააჩნია სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე

 

თუ ამის ვალდებულება დაქიავებულმა სამუშაო ხელშეკრულებაში არ ჩადო (არავინ არ დებს)

 

 

დამქირავებელი ვალდებულია ქონდეს სტანდარტული სამუშაო პირობები რომელსაც არეგულირებს სახელმწიფო თუ ის პირობები რამენაირად ლახავს დამქირავებლის უფლებებს ან უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მაგალითად ცეცხლგამძლე სამუშაო ფორმას არ ყიდულობს დაქირავებულისთვის და თვალების დამცავ ფარს ნუ რაც მეტალურგებს ჭირდებათ და ა.შ. მხოლოდ ამ პირობების გაუმჯობესებაზე არის ვალდებული დამქირავებელი კომპანია სახელმწიფოს მიმართ და არა დაქირავებულის მიმართ

იმიტომ რომ სახელმწიფოს შეუძლია შემდგომში დააჯარიმოს და სხვა სანქციები წაუყენოს საწარმოს

 

 

არსებობს მეორე ფორმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებით

 

მაგრამ ეს ფორმა არანაირად არ ატარებს ვალდებულების სახეს დამქირავებელზე

 

პირობების გაუმჯობესება არის დამქირავებლის სურვილზე დამოკიდებული გააუმჯობესებს მას თუ დატოვებს ისე როგორც დახვდა დაქირავებულს სამუშაოზე მისვლის პირველ დღეს ან როც ააღნიშნული პირობები გააცნეს გასაუბრებაზე

 

დამქირავებელს შეუძლია საწარმოში დაამონტაჟოს საშხაპეები და ააშენოს კვების ობიექტი და ამით დაქირავებულმა ისარგებლოს უფასოდ ან ხელფასიდან მოაჭრან ხარჯები თუ ის ამას დათანხმდება

 

ან დაქირავებულს არც აჭამონ და არც აბანავონ

 

ეს უნდა იწერებოდეს ხელსეკრულებაში თავიდანვე

 

რა ვალდებულებებს იღებს საწარმო დაქირავებულის მიმართ იგივე ეხელა სამუშაო ფორმას იგივე ეხება ტრანსპორტირებას თვითონ იყიდიან თუ საწარმო უყიდის სახლიდან სამსახურში საწარმო მიიყვანს თუ თვითონ მივა აბსოლიტურად ყველაფერზე იწერება ხელსეკრულებაში

 

მე კომპანია მქონდეს სადაც მაქვს მაგალითად პირობები

 

მე არ ვკვებავ პერსონალს არ მაქვს საშხაპე და სახლიდან სამსახურში თვითონ მოდის

 

ასევე ამ ვალდებულებას როცა დავიქირავე მუშა არ ვიღებ ჩემს თავზე და ხელშეკრულებაშიც ეს არ ჩავუდე

 

მოვიდეს ვიღაცა და ეს ყველაფერი მომთხოვოს და დაიწყოს შიმშილობა

 

ლოგიკური იქნება მისი საქციელი თუ ალოგიკური?

 

პასუხი ნათელია ალოგიკური

 

თუ ამ მეტალურგებს აქვთ ხელშეკრულებები რომლის პირობებიც დამქიარვებელმა დაარღვია პრეტენზია გამოთქვან სასამართლოში და არა შიმშილობით და ბოლთის ცემით

 

ასევე განთავისუფლებულ პირების აღდგენის იდიოტური მოთხოვნა დამქირავებელს სრული უფლება აქვს გაანთავისუფლოს დაქირავებული ხელშეკრულების პირობების დაურღვევლად

 

ეს არის საწარმოების სტრატეგია ამ 17 განთავისუფლებული დაქირავებულის დაზოგილი ხელფასი დამქირავებელს ჭირდება სხვა მიმართულებისთვის ან საწარმოს სიმძლავრეებს აღარ ესაჭიროება დამატებით 17 თანამშრომელი და უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს დამქირავებელს განთვაისუფლების

 

და ასევე შეუძლია სულაც არ ქონდეს მიზეზი ისე გაგანთავისუფლოს

 

და მას ვერავინ ვერ აიძულებს გინდა თუ არა დაიტოვე ეს ხალხიო

 

კომუნიზმში როგორც იყო ხალხი მუშაობდა და ხელფასებს აძლევდნენ ესე არარ არის კაპიტალიზმია

 

ხოლო კაპიტალიზმში დაქირავებული დამქირავებლის მონაა ეს დაწერილი კანონია ვისაც არ მოწონს დაანებოს სამუშაოს თავი და იქ იმუშავოს სადაც მონასავით არ მოეპყრობიან

 

აქ მიწიერ სამოთხეს ვერ დავამყარებთ და ყველა ბედნიერი ვერ იქნება და ყველას კარგი ხელფასი ვერ ექნება და ცაზე ცისარტყელები ქრება წვიმის მერე როცა დაცხება ხოლმე

 

როცა მოვა ახალი ხელისუფლება და ზეციურ ახალ შრომის კოდექსს დაწერს სადაც ყველა ბედნიერი მოგებული იქნება

 

 

მაშინ იშიმშილონ ხოლო დღეს ამ შრომის კოდექსით დაქირავებული დამქირავებელს აღნიშნულ 2 პრეტენზიას განთავისუფლებული მუშების აღდგენას და პირობების გაუმჯობესებას ვერ წაუყენებს და თუ წაუყენებს კიდე ვერ აჯობებს

 

"ცხოვრება სასტიკია და მას ვერ შეცვლით" ფორდი

 

გაგონილი გექნება მანდ

 

და მუშები მათრახის ქვეშ ყავდა და თვითონ მილიონერი გახდა

ესე არიან ეს საწარმოებიც აქ

 

 

 

ასე რომ მემგონი შენ არ ყოფილხარ აზრზე

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ცხოვრება სასტიკია და მას ვერ შეცვლით" ფორდი

ცხოვრება კი არაა სასტიკი, არამედ ადამიანების გარკვეული კატეგორიაა შოთვერანი, რომელიც კურდღლების მიჩმორებას ახერხებს

 

ის ვინც სხვას ჩაგრავს ხომ გნიდაა, მაგრამ ვინც სხვას თავს აჩაგრინებს არანაკლები გნიდა, უბრალოდ #######ი არა აქვს თორემ ძალაუფლება რომ ჰქონდეს იგივეს იზავდა,

 

ნორმალური ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს უსამართლობას

 

რატომ არ დაუჭირეს ქუთაისელ მუშებს მხარი მათმა ნათესავებმა და დზმაკაცებმა,

 

აკა მორჩილაძე კითხულობდა ტელ-ში დოკუმენტურ მასალას მე-19 საუკუნის ქუთაისზე, რა ხალხი ცხოვრობდ მანდ, წარმოიდგინეთ რა,

ციხიდან გაიქცნენ პოლიტ პატიმრები და ჟანდარმის ნათესავის სახლს აფარებდნენ თავს, ძAლიან ბევრმა ქუთაისელმა იცოდა ამის შესახებ, საზღაურიც იყო დაწესებული და არავინ არ დააბეზღა,

 

ეს ქურდული გაგებიდან კი არ მოდიოდა არამედ იმ კეთილშობილი ბუნებიდან რაც იმერეთის ამ ერთ დროს ლამაზი ქალაქის მაცხოვრებლებს გააჩნდათ და რა მოხდა მერე, როგორ იცვალა ზნე ამ ქალაქმა :user:

ქურდობა სადაც საამაყოა ისეთი საზოგადოების გამოსწორებას ათწლეულები სჭირდება,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

წაიკითხე შრომის კოდექსი

საქართველოში არსებული შრომის კოდექსი არის დისკრიმინაციული და აკანონებს მონურ შრომას. აფრიკის და ლათინური ამერიკის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნების კანონების შესადარია. ეს კი თავშივე კლავს შრომის ნაყოფიერების ზრდას.

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას, თუ რატომ აიყვანა ამ საზოგადოებამ უმაღლეს რანგში ტყისმჭრელი ლინკოლნი, ადამიანი, რომელმაც შემდგომში თქვა: ”შრომა კაპიტალის წინაპირობაა და არ არის მასზე დამოკიდებული. კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და ვერასოდეს იარსებებდა, შრომა მასზე ადრე რომ არ ყოფილიყო. შრომა კაპიტალზე უფრო მაღლა დგას და შეუდარებლად მეტ პატივისცემას იმსახურებს.”

ფრიდრიხ ნუ ჩაგრავთ მშრომელ ხალხს, ნუ ართმევთ მათ ბოლო ლუკმას, მათ მიერ შექმნილი დოვლათით იკვებები შენ და მთელი სახელმწიფო აპარატი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწრმოდან თუ ვინმეს გაანთავისუფლებენ ეს საწარმოს მეპატრონე კომპანიის უფლებაა და მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლება

ამაში გასაკვირი არაფერი არ არის

 

გასაკვირი ის არის, ვინ კითხავს პოლიციას კერძო მესაკუთრის წინააღმდეგ გამოსული ხალხი დაარბიოს. იქნებ სჯობდა მესაკუთრე დაერბია.

ლოგიკა სად არის.?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[b]mtidan[/b]
[quote name='mtidan' date='Today, 09:37 AM' timestamp='1316151421' post='426458']
სჯობდა მესაკუთრე დაერბია
[/quote]
ამაში გეთანხმები.
ფრიდრიხს ვერ გაუგია, რომ მუშასაც აქვს საკუთრება, მისი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების სახით, ამ პროდუქტს ის ყიდის, დამქირავებელმა კი ის ამუშავა ამაში მიიღო მოგება და მუშაკს გასამრჯელოს არ აძლევს, გამოდის რომ დამქირავებელი ყაჩაღია და დასარბევი დამქირავებელი ყოფილა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

ფრიდრიხ გამორთე რა ეს ავტომოპასუხე და ნორმალურად ადამიანურ ენაზე გველაპარაკე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხოდა კიდევ ერთხელ ვკითხულობ: აი, დაიწყეს შიმშილი. მივიდნენ და აყარეს. ეხლა რა?

როგორ თუ რა.. ეხლა იწყება მთავარი ბრძოლა..აირჩევენ ერთ რომელიმე თარიღს და ყოველ თვე გადაწყვიტავენ შეკრებებს.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ პოსტს აქ გადმოვაკოპირებ

 

ესე იგი რა მოხდა მივიდა პოლიცია და დაიწყო მოშიმშილეების მანქანიდან პლაკატების ახევა.. კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ და რატომ აკეთებდნენ იყო პასუხი რომ მანქანაზე ჯარიმებია და უნდა გადიაყვანონ საჯარიმოზე იქვე დააკავეს მოშიმშილე დარჯანია ვისი მანქანაც იყო.. და თქვეს რომ ოქმს დაუწერდნენ და გამოუშვებდნენ

ამ დროს სხვა პიკაპებიდან გადმოვიდნენე პოლიციელები და დაიწყეს აქტივსტების აყვანა.. არ ყოფილა ცემა ტყეპა და წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ ბევრი გაიქცა და იმათ დაედევნენ ....

დაკავებულები ღამის სამ საათზე გამოუშვეს ხოლო ისინი ვინც ღამის ცვლაში მუშაობდა მიიყვანეს ქარხანაში და ძალით ჩაართვევინეს ღუმლები...

 

წყარო.... თამაზ დოლაბერიძემ ილაპარაკა რადიო თAვისუფლებაში...

საქართველსო მეტალურგების პროფკავშირების თAვმჯდომარე..

 

გარდა ამისა

 

ეს შრომის კოდექსიდან ამონარიდი

 

თავი IX. შრომითი ურთიერთობის შეცვლა, შეჩერება და შეწყვეტა

 

მუხლი 36. შრომითი ურთიერთობის შეჩერება

1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:

ა) გაფიცვა;

ბ) ლოკაუტი;

----------------------------------------------------------------------------------------

თავი X. კოლექტიური ხელშეკრულება

 

მუხლი 41. ზოგადი დებულებანი

1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება დამსაქმებელსა და ორ ან მეტ დასაქმებულს – დასაქმებულთა გაერთიანებას შორის.

2. კოლექტიური ხელშეკრულება ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომლებსაც ინდივიდუალური ხელშეკრულება.

3. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან პირობების შეცვლის დროს დაუშვებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია.

 

მუხლი 42. წარმომადგენლობა

1. კოლექტიური ხელშეკრულების დადების, პირობების შეცვლის, მოშლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლების მეშვეობით.

2. წარმომადგენლობის დადასტურება ხდება წერილობითი მინდობილობით, რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული დასაქმებულები და პირი, რომელსაც ენიჭება წარმომადგენლობის უფლება.

3. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.

4. წარმომადგენელი მოქმედებს მხოლოდ იმ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც მას მიანიჭეს წარმომადგენლობის უფლება.

 

მუხლი 43. კოლექტიური ხელშეკრულება

1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

2. შესაძლებელია დასაქმებულმა დამსაქმებელთან დადოს ინდივიდუალური ან/და რამდენიმე კოლექტიური ხელშეკრულება.

3. ხელშეკრულებები, რომლებიც იდება თავდაპირველი ხელშეკრულების შემდეგ, ითვლება ამ ხელშეკრულების ნაწილებად და განიხილება, როგორც ერთი ხელშეკრულება.

4. თუ ერთ-ერთი მხარის ინიციატივით გაუქმდება ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი, ეს გამოიწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ამ კოდექსით დადგენილი წესით.

5. კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა არ ზღუდავს დამსაქმებლის ან დასაქმებულის უფლებას, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, რაც არ იწვევს ამავე ხელშეკრულების მონაწილე სხვა დასაქმებულებისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

მუხლი 49. გაფიცვა და ლოკაუტი

1. გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს.

2. ლოკაუტი არის დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

3. მხარეები გაფიცვის ან ლოკაუტის უფლების გამოყენებამდე ვალდებული არიან მოაწყონ გამაფრთხილებელი გაფიცვა ან გამაფრთხილებელი ლოკაუტი.

4. გამაფრთხილებელი გაფიცვის ან გამაფრთხილებელი ლოკაუტის დაწყებამდე მხარეებმა არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს წერილობით უნდა შეატყობინონ დავის საგნის და წარმოშობის საფუძვლის, აგრეთვე გაფიცვის ან ლოკაუტის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ.

5. გამაფრთხილებელი გაფიცვის ან გამაფრთხილებელი ლოკაუტის შემდეგ მხარეები ვალდებული არიან ამ კოდექსით დადგენილი წესით კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემათანხმებელ პროცედურებში.

6. გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება წარმოიშობა მხოლოდ გამაფრთხილებელი გაფიცვის ან გამაფრთხილებელი ლოკაუტის შემდეგ არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

7. გაფიცვის ან ლოკაუტის პერიოდში მხარეები ვალდებული არიან განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები.

8. გაფიცვა ან ლოკაუტი არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.

9. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება.

10. გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

 

მუხლი 50. გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება ან შეჩერება

თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით.

 

მუხლი 51. უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი

1. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.

2. დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.

3. თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.

4. უკანონოდ ჩაითვლება იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დავის წარმოშობამდე.

5. თუ გაფიცვის უფლება წარმოიშვა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დასრულებამდე, გაფიცვა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება.

6. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ.

 

მუხლი 52. დასაქმებულთა გარანტიები

1. დასაქმებულთა მონაწილეობა გაფიცვაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.

2. თუ სასამართლომ ლოკაუტი უკანონოდ ცნო, დამსაქმებელი ვალდებულია აღადგინოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან და აუნაზღაუროს გაცდენილი სამუშაო საათები.

3. დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე ან აუნაზღაუროს შეჩერების პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით.

4. ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული დროის განმავლობაში დამსაქმებელს არ აქვს უფლება, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან.

 

 

 

კარგად წაიკითხეთ და მითხარით

რა უფლებით ჩაერია სახელმწიფო ( პოლიცია) დამსაქმებლისა და მუშების ურთიერთობაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროფკავშირების ინფორმაციით, ქუთაისში, მეტალურგების გაფიცვის მონაწილეებს აიძულებენ, რომ პროტესტი აღარ გამოხატონ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, პოლიციაში აქციის მონაწილეებს ხელწერილი დააწერინეს, რომ პროტესტს აღარ გამოხატავენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. :read: :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...