Jump to content
Planeta.Ge

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს


Recommended Posts

FRIDRIX

ის, ვინც ბევრისთვის საშიშია, მას ბევრის უნდა ეშინოდეს. /სოლონი/

როგორ ამოვძირკვოთ დანაშაული? _ გააკეთე ისე, რომ დაზარალებული და არადაზარალებული ერთნაირად იტანჯებოდეს. /სოლონი/

აქ თითქოს საეჭვოა - ”დაზარებულის ტანჯვა”. დავფიქრდი!

თუ კრიმინალურმა სისტემამ გაგვძარცვა, დაგვაზარალა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვეყო გონება, თავიდანვე გაგვეაზრებინა მათი მიზნები და ვერ შევძელით ზნეობრივი ბარიერის შექმნა, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვერ ავიცილებთ. დაზარალებულნიც ტანჯვის ღირსნი ვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

giauridia

კაცო, გეუბნება ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ და მირჩევნია შენს ხარჯზე ვიცხოროვო.. და სულ არ მაინტერესებს შენი და საზოგადოების კარგი ცხოვრებაო...

 

ხო და რა გინდა, ვერ ვხვდები ამ "რიგითისგან"? :D

 

თუ შეცვლა გინდა, ესენიც უნდა შეცვალო, სხვანაირად საქართველო ისეთივე მძღნერში იქნება, რა მძღნერშიც ეხლაა..

 

სხვანაირად მორალზე, კეთილშობილებაზე და სამართლიანობაზე ლაპარაკი, ლაი-ლაია ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ამოვძირკვოთ დანაშაული?

 

საქართველოს შს სამინისტრომ, რესპუბლიკის მასშტაბით, მიმდინარე წლის 8 თვეში ფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში დანაშაულის კლება შეინიშნება.

 

 

2011 წელს (აგვისტოს ჩათვლით), საქართველოში სულ 21 740 დანაშაულია რეგისტრირებული, გასული წლის იგივე პერიოდში 23 716 დანაშაული ფიქსირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში ყველა დანაშაულზე ხშირი ქურდობაა, წელს ქურდობის 7 439 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გახსნილია 2 541. ქურდობის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალია ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი. წელს, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 2 528 შემთხვევაა დაფიქსირებული, გახსნილია – 2 123. შემდეგი ადგილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას უჭირავს. 1 898 შემთხვევიდან, დაზარალებულის სიკვდილით 192 ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა.

 

საქართველოში ძალიან პოპულარულია და შესაბამისად, შემდეგ ადგილზეა თაღლითობა. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, 906 თაღლითობის ფაქტია დაფიქსირებული. გახსნილია – 321. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გასაღების 758 ფაქტი აღირიცხა, გახსნილია – 587. საქართველოში წელს 82 მკვლელობა მოხდა, გახსნილია – 51. 56 გაუპატიურების ფაქტია დაფიქსირებული, აქედან გახსნილია – 19. ქვეყნის მასშტაბით აღრიცხული სხვა მძიმე დანაშაულები კი ასე ნაწილდება: თავისუფლების უკანონო აღკვეთის 7 ფაქტი, ტერორიზმის 3 ფაქტი. ძარცვის – 336, ყაჩაღობის – 175, მექრთამეობის – 40, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 138, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების – 64, გადასახადისთვის თავის არიდების – 228, დანაშაულის დაფარვის 19 შემთხვევა. აქედან არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილია 289 დანაშაული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ გაცილებით უფრო რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, ვიდრე პოლიციელებისათვის უკიდოგანო უფლებების მინიჭებაა - ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრების, საზოგადოების, სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ამ ეტაპზე ხელისუფალს ჭირდება უზრუნველყოფილი პოლიციელი რომელიც დიაცავს მას

 

შემდეგ ეტაპზე შეიძლება იფიქრონ ხალხზეც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ამ ეტაპზე ხელისუფალს ჭირდება უზრუნველყოფილი პოლიციელი რომელიც დიაცავს მას

 

კარგია, როდესაც არ არის დანაშაული.

მაგრამ ცუდია პოლიციელი იცავს ხელისუფალს და არა მოქალაქეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ცუდია პოლიციელი იცავს ხელისუფალს და არა მოქალაქეს.

ყველა მოქალაქე დაცულია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა მოქალაქე დაცულია

დაცულია თუ დაცმულია? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაცულია თუ დაცმულია?

ნუ ვინც კანონს არღვევს ოპოზიციაშია ხელსუფლების დამხობას ლამობს რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით დაცმულია

 

ვინც ნორმალურად ცხოვრობს კანონს არ არღვევს ის დაცულიუა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ყველა მოქალაქე დაცულია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს

ყველა პოლიციელი ასე თვლის, რათა გაიმართლოს თავი, მაგრამ მე და ჩემნაირები, ვინც გიხდის ჯამაგირს ასე არ ვთვლი. მჩაგრავს უსამართლობის გრძნობა!!!

სამწუხაროა, რომ იჯერებ და საუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც შენთვის და შენი პირადი კეთილდღეობისათვის არის სასურველი.

არცერთ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რა ძალოვანი შემადგენლობა, რა უახლესი საშუალებებიც უნდა გააჩნდეს მას შეირაღებაში, რა მასმედიასაც უნდა ფლობდეს, რა თანხებიც უნდა გააჩნდეს, პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის, თუ არა აქვს მთავარი: ავტორიტეტი, სიკეთე, ზნეობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მჩაგრავს უსამართლობის გრძნობა!!!

მოქალაქეების გრძნობებზე პოლიციას პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს

 

მთავარია რეალობა ხოლო რეალობა ასეთია კრიმინალი განადგურდა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ გრძნობს თავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც კანონს არღვევს ოპოზიციაშია ხელსუფლების დამხობას ლამობს რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით დაცმულია

 

თუ რუსეთის ინტერესში შევა ხელისუფლების დამხობა, ამას რამოდენიმე საათში მოახერხებს ოპოზიციის დაუხმარებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

თომას ჰობსმა სახელმწიფოს ჩამოყალიბების თეორიას საფუძვლად დაუდო ადამიანის ბუნებაზე მაკიაველის გარკვეული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები “ . . . არიან უმადურნი, მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი”. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ხალხი მორჩილებაში იყოს, აუცილებელია . . . სასჯელის შიში, რომელიც გამუდმებით ემუქრებათ მათ”.

ჰობსისათვის ადამიანი არა მხოლოდ ასოციალური, არამედ ინსტინქტებს აყოლილი არსებაა. ჰობსს არ უნდა ადამიანში მეორე, ამაღლებული მხარე დაინახოს. დაინახოს ის, რომ ადამიანს სოციუმში ცხოვრების აუცილებელი თვისება ბუნებით დაჰყვება და ხშირად მისი მხრიდან სხვისთვის თავგანწირვის მოწმენიც ვხდებით. და ესეც ცხადად გამოსახული რეალობაა!

ჰობსი ადამიანში იდეალურ საწყისებს პრინციპულად გამორიცხავს.

არისტოტელეს შემოქმედებაში კი ადამიანში იდეალურის ძიებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანი მკვეთრად გამოსახული ინდივიდუალობაა. მასში როგორც მატერიალისტური, ასევე იდეალისტური საწყისებია. ზოგადად, ადამიანის არსის გააზრება ჯერ კიდევ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია).

დასკვნა:

არისტოტელეს შემოქმედებაში სიკეთესთან, საზოგადოების ჩამოყალიბებასთან, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებასთან მიმართებაში კონკრეტული ადამიანის როლი უნივერსალურადაა წარმოდგენილი. არისტოტელეს ადამიანი უფრო რეალურია, ვიდრე თ. ჰობსის საწერ მაგიდასთან მოგონილი, მხოლოდ ნეგატიური თვისებებით გაჟღენთილი. ჰობსის სახელმწიფო ვერ ასრულებს მთავარ მოთხოვნას _ აქციოს ადამიანი უფრო უკეთეს სოციალურ არსებად, ვიდრე არის. არისტოტელეს მთელი შემოქმედება კი ამ მთავარ მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხებზე რამდენადაც მისაღებია არისტოტელეს შეხედულებები, იმდენად მიუღებელია თ. ჰობსის მოსაზრებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას რამოდენიმე საათში მოახერხებს

მაგიდ ტრაკი რო ქონდეთ აგვისტოში ბოლომდე მოვიდოდნენ თბილისში

 

ფრიდრიხ შენ რა პატაკებით გველაპარაკები ჰა?

:D

 

არიან უმადურნი, მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი”. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ხალხი მორჩილებაში იყოს, აუცილებელია . . . სასჯელის შიში, რომელიც გამუდმებით ემუქრებათ მათ”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...