Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Ostap

სისტემას ემსახურებიან და არა სამართალს-მეთქი და არაო - მიმტკიცებს ახალგაზრდა

სისტემას ემსახურებიან სამართალი სასამართლოს საქმეა და არა დაწესებულების თანამშრომლების

 

Ostap

თან ნემსის ქურდი ქურდიაო და ხელისუფალთა მიერ ბიუჯეტის გაქურდვა არ მაინტერესებსო

ხელისუფლათა მიერ ბიუჯეტის გაქურდვა საინტერესოა მაგრამ დაწესებულების თანამშრომლების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა არ არის ამ საკითხით დაინტერესდნენ და მითუმეტეს დაწესებულებაში რაიმე ზემოქმედება იქონიოს მათ ქმედებებზე აღნიშნულმა საკითხმა მაშინ ისინი იქნებიან განთავისუფლებულნი სამსახურიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

giauridia

"კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი თავიში შექმნის დღიდან თავისი ისტორიის მანძილზე (შექმნილია რუსეთის ოხრანკის მიერ) ფარულად ემსახურებოდა და ემსახურება ყველა ავტორიტარულ რეჟიმს (მაგალითად: გაიხსენეთ "ძველი

Ostap

სახელმწიფო!!! ბესპრედელზე და რეკეტზეა ლაპარაკი და რა შუაშია კანონიერი ქურდები კრიმინალთან ბრძოლის შუქურა მეთოდმა გამოიღო შედეგი? მაგ ლოღიკით რასაც მიშას და ნაცებს დედის დუნდულებს უტრიალებენ სწორ გზ

Siknadmo

Ostap გარეთაც შეუძლიათ თავისუფლად ცემონ, როდის იყო ქართველი კურდები დიდი ფიზიკური ძალის ან სიმამაცის მქონენი, პირველად სხვათა შორის ბაღდადში ცემეს სპეცრაზმელებმა 200 მდე მომიტინგე შავი, სულ ხელკეტები

ხელისუფლათა მიერ ბიუჯეტის გაქურდვა საინტერესოა მაგრამ დაწესებულების თანამშრომლების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა არ არის ამ საკითხით დაინტერესდნენ

აბა ნემსის ქურდის ქურდობით ეგზომ დაინტერესება რას მივაწეროთ

თვით ქურდობის ფაქტზე და თანხების შეუდარებელ სიდიდეზე იყო საუბარი და უნდა გაინტერესებდეს,როგორც სხვისი დანაშაულების დამგმობ კანონმორჩილ მოქალაქეს :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

აბა ნემსის ქურდის ქურდობით ეგზომ დაინტერესება რას მივაწეროთ

არ ამ საკითხით არ ინტერესდებიან დაწესებულების თანამშრომლები ესეც სასამართლოს და პოლიციის პრეროგატივაა

 

Ostap

თვით ქურდობის ფაქტზე და თანხების შეუდარებელ სიდიდეზე იყო საუბარი და უნდა გაინტერესებდეს,როგორც სხვისი დანაშაულების დამგმობ კანონმორჩილ მოქალაქეს

მაინტერესებს

 

დამტკიცდეს ხელისუფლების დანაშაულები და დამანშავეებზე განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა

სანამ ვერ მტკიცდება ისინი უდანაშაულოები არიან

 

 

მიშა ფულს იპარავს და მოდი ბიჭებმაც მოიპარონ ოღონდ არ დასაჯოთო არ გამოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ ვერ მტკიცდება ისინი უდანაშაულოები არიან

თავის თავს დაუმტკიცონ? :)

მიშა ფულს იპარავს და მოდი ბიჭებმაც მოიპარონ ოღონდ არ დასაჯოთო არ გამოვა

მსგავსი არაფერი მითქვავს,თუმცა მომპარავი ბიჭები ციხეებშია და მომპარავი მიშა - რეზიდენციაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

თავის თავს დაუმტკიცონ?

ხოდა კარგია ამას რომ ხვდები და ტყუილად ელოდები მათ დასჯას თავის თავს არ დასჯიან ლოგიკურია

 

Ostap

მსგავსი არაფერი მითქვავს,თუმცა მომპარავი ბიჭები ციხეებშია და მომპარავი მიშა - რეზიდენციაში

სწორად მიხვდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

აბა რა არის სამართალი და კანონებს თუ ვუარყობთ როგორ დამყარდეს წესრიგი რომელიც დღეს არის დამყარებული

ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ სამწუხაროდ ვერ არჩევ ერთმანეთისაგან სიმართლეს, სამართალსა და კანონს.

 

მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კითხვა _- რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ - იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს.

“ყოველი თავნებობა შეიძლება იყოს სამართალი. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს ადამიანის ქმედება, თავიდანვე რომ არ შეიცავდეს სამართლებრივ ნორმას”, ეს კელზენის სიტყვებია. იგი კრძალავს მორალისა და სამართლის აღრევას. ეს ორი განსხვავებული რამაა.

აქედან გამომდინარე (სამართლებრივი მეცნიერების პოზიციიდან), ნაცისტების (გერმანელი) ბანდის ბატონობის ქვეშ მოქცეულ, დატერორებულ ქვეყანაში მათი თარეში, მათ მიერ დადგენილი სამართალი ყველაზე “სამართლიანია”. რადგან ის ყველაზე ქმედითუნარიანია. შესაძლებელია დახოცო ადამიანები, ხალხი გამოყარო საცხოვრებელი სახლიდან და თავიდან გაყიდო ან დაანგრიო მათი სახლი, სწორედ ეს იქნება სამართლებრივი აქტი, თუ ის ეფექტურად, ქმედითუნარიანად ჩატარდა ზოგადად და მთლიანად სახელმწიფოში.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალიც (მილიონობით დახვრეტილი ადამიანი) სამართლიანია! რადგან ის მოქმედებს ზოგადად, მთლიანად და ხანგრძლივად. ბოლშევიზმის მიმართ “შეიძლება ზიზღს ვგრძნობდეთ, როგორც შხამიანი გველის მიმართ, მაგრამ ჩვენ მისი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს. და ეს არის არსი. ბატონებო, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ძირითად ნორმას არ შეუძლია არაფერი შეცვალოს სამართლის მოცემულობაში”. _ გ. კელზენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ სამწუხაროდ ვერ არჩევ ერთმანეთისაგან სიმართლეს, სამართალსა და კანონს.

სიმართლე არის კანონი რომელიც ამყარებს სამართალს

 

ძაან კარგად ვარჩევ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

სიმართლე არის კანონი რომელიც ამყარებს სამართალს

 

ეს გასწავლეს უნივერსიტეტში (ამას მარტო საქართველოს უნივერსიტეტში გეწტყოდნენ გეტყოდნენ)? მალადეც!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

შეხვდნენ ექსპერტებს რა პრობლემაა ომბუცმენი სულ დადის დაწესებულებებში

:vedreba:

 

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24323171.html

 

 

 

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” მსჯავრდებულთა ცემის ფაქტზე საუბრობს

 

09.09.2011

ავტორი ნინო თარხნიშვილი

მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების უმოწყალოდ ცემის ფაქტზე საუბრობს. მოძრაობის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, 8 სექტემბერს მის სახელზე ქსნის საპატიმროდან წერილი მოვიდა, რომელსაც ოთხი მსჯავრდებული აწერს ხელს. ისინი წერილში დეტალურად აღწერენ ცემის ფაქტს და ამბობენ, რომ მათ ფიზიკურ შეურაცხყოფაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

თაბახის ერთი გვერდი იტევს ოთხი პატიმრის წერილს. მჭიდროდ და წვრილი ასოებით ნაწერ ტექსტში დეტალურად არის აღწერილი მათი წამების ფაქტი, იმ ადამიანების გვარები და სახელები, რომლებიც პატიმრების ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. სასჯელს ვიხდიდით, რუსთავის მეექვსე საპყრობილეში, საიდანაც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო სპეცდანიშნულების რაზმის მიერ 3 სექტემბერს ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებაში გადაგვიყვანეს, - ასე იწყება ნუგზარ ხმალაძის, ილია ჭიჭიბოშვილის, მინდია მინდიაშვილისა და იმედა დვალიშვილის წერილი:

ყოველივე მიზეზის გარეშე, უმოწყალოდ პლასტმასის ხელკეტებით დაგვიწყეს ცემა. სამხედრო ბატინკების თავში რტყმევისა და გაუსაძლისი ტკივილების შედეგად გონება დავკარგეთ...

 

”ამავე დაწესებულების თანამშრომლები, ანუ ჯალათები, დაგვხვდნენ. ჩვენი შეხვედრა შემდეგნაირად მოხდა: ყოველივე მიზეზის გარეშე, უმოწყალოდ პლასტმასის ხელკეტებით დაგვიწყეს ცემა. სამხედრო ბატინკების თავში რტყმევის და გაუსაძლისი ტკივილების შედეგად გონება დავკარგეთ. უგონოდ ვეყარეთ და წყალს გვასხამდნენ. წყლის დასხმის მერე დროდადრო მოვდიოდით აზრზე, მაგრამ მათი ცხოველური ჟინი არ კმაყოფილდებოდა და ჩვენსავე სისხლში გვაყოფინებდნენ თავს. ამ ამაზრზენი ფაქტის მონაწილეები დაახლოებით 10-15 კაცი იყო. მათ შორის მონაწილეობას იღებდა რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა, ბაჩო რუხაია, დირექტორის მოადგილე, რომლებიც გვექცეოდნენ სადისტურად და თანამშრომლებს ეუბნებოდნენ დაინვალიდებამდე გაგვსწორებოდნენ”, - წერენ პატიმრები.

 

პატიმრების განმარტებით, იმედა დვალიშვილმა ცემის შედეგად მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ილია ჭიჭიბოშვილმა და ნუგზარ ხმალაძემ კი ტვინის შერყევა მიიღეს.

 

წერილი ეკა ბესელიამ, ხელმძღვანელმა მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, 8 სექტემბერს მიიღო. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ის ამბობს, რომ მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, რომ ცემის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო მათ სხვადასხვა ბრალდებით პატიმრობის ვადას გაუზრდიდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად მუქარისა, პატიმრები აღნიშნული ფაქტისა და მათი სახელებისა და გვარების გახმაურებას ითხოვენ.

ეკა ბესელია

 

”ამბობენ, რომ ამ ეტაპისათვის მათ სხეულზე აღენიშნებათ დაზიანებები და ითხოვენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დროულ ჩატარებას, რადგან სანამ დაზიანების კვალი წაიშლება, ის იყოს აღწერილი და დაფიქსირებული ექსპერტიზის დასკვნაში. მე ვესაუბრე სახალხო დამცველს და ვთხოვე მონიტორინგის ჯგუფმა დაუყოვნებლივ შეამოწმოს ოთხივე მსჯავრდებული და მოხდეს მათი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება”, - ამბობს ეკა ბესელია.

 

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამ ეტაპისათვის სიტუაციას ადგილზე, ქსნის N15 დაწესებულებაში სწავლობენ. აღნიშნულის შესახებ რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მონიტორინგის დეტალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით...

 

აქვე უნდა გავიხსენოთ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში, სადაც ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს. ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებად ის სწორედ ქსნის N15 დაწესებულებას მოიხსენიებს და იმასაც ამბობს, რომ პროკურატურა ”ზერელედ ეკიდება” დაკავებული პირების წამებისა თუ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს.

 

”საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით”, - აღნიშნავდა სახალხო დამცველი თავის ანგარიშში.

 

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულებით სისტემაში მხოლოდ ფიზიკური ზეწოლით არ ხორციელდება. მისი თქმით, მუდმივად ხდება პატიმრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, თუმცა ის 2009 წელს, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რის შედეგადაც პატიმარი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. საქმე ციხის ორ თანამშრომელზე აღიძრა, ისინი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დააკავეს:

ნინო ანდრიაშვილი

 

”თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრული იყო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და უფლებამოსილების გადამეტებაზე, დღეს საქმე სასამართლოსთვის მზადდება მხოლოდ სისხლის სამართლის 333-ე მუხლით, ანუ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ეს არის ერთადერთი ფაქტი ბოლო წლებში, რომელიც აღიძრა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, თუმცა შემდეგ გამოძიებამ რატომღაც კვალიფიკაცია შეცვალა.”

 

რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და ქსნის N15 დაწესებულებაში პატიმართა ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის მოძიება სთხოვა. წერილობით გაგზავნილ ერთადერთ შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას, ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, ისევ და ისევ წერილობითი სახით გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

გაურკვეველი მიზეზების გამო სპეცდანიშნულების რაზმის მიერ 3 სექტემბერს ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებაში გადაგვიყვანეს,

ასე იწყება დიდი ზღააპრი

 

 

სტატიის პირველი ტყუილი

 

 

მსრჯავდბეულების ტრანსპორტირებას ახორციელებს საბადრაგო სამსახური 3 მსრჯავდბეულს რა მთბეის გადამტრიალებლებიც არ უნდა იყონ სპეცნაზი არ გააცილებს მსრჯავდბეულების კომპეტნცია არ არის რომელი დაწესებულებიდან რომელ დაწესებულებაში გაანაწილებენ

 

 

სტატიის მეორე ტყუილი

 

DATA TUTASXIA

ყოველივე მიზეზის გარეშე, უმოწყალოდ პლასტმასის ხელკეტებით დაგვიწყეს ცემა. სამხედრო ბატინკების თავში რტყმევისა და გაუსაძლისი ტკივილების შედეგად გონება დავკარგეთ...

 

უმიზეზოდ არასდროს არ ხდება იძულებითი გარემოებიდან გამოწვეული იძულებით ფიზიკურ ძალადობა

 

 

სტატიის მესამე ტყუილი

 

 

უგონოდ ვეყარეთ და წყალს გვასხამდნენ. წყლის დასხმის მერე დროდადრო მოვდიოდით აზრზე, მაგრამ მათი ცხოველური ჟინი არ კმაყოფილდებოდა და ჩვენსავე სისხლში გვაყოფინებდნენ თავს. ამ ამაზრზენი ფაქტის მონაწილეები დაახლოებით 10-15 კაცი იყო. მათ შორის მონაწილეობას იღებდა რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა, ბაჩო რუხაია, დირექტორის მოადგილე, რომლებიც გვექცეოდნენ სადისტურად და თანამშრომლებს ეუბნებოდნენ დაინვალიდებამდე გაგვსწორებოდნენ”, - წერენ პატიმრები.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა პირადად არასდროს მონაწილეობს იძულებითი გარემოებიდან გამოწვეული იძულებით ფიზიკურ ძალადობაში

 

ამას ახორციელებს სპეციალური ჯგუფი რომელიც ჯამში შედგება 20 თანამშრომლისგან და ეს 20 თანამშრომელი არასდროს არ არის ერთდროულად დაწესებულებაში არც 15 იმიტომ რომ დაწესებულებებში ხდება ცვლა და ნახევარი ისვენებს

 

მონაწილეობას იძულებითი გარემოებიდან გამოწვეული იძულებით ფიზიკურ ძალადობაში იღებს მაქსიმუმ 4 თანამშრომელი და არა 15

 

 

 

პოლიტიკურ გვამებთან ბრძოლის ერთადერტი ხერხი

 

 

რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და ქსნის N15 დაწესებულებაში პატიმართა ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის მოძიება სთხოვა. წერილობით გაგზავნილ ერთადერთ შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას, ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, ისევ და ისევ წერილობითი სახით გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს.

 

ეს იდიოტები წერაც არ იციან სასჯელარსრულების სამინისტრო არ ასრებობს

არსებობს სასჯელარსრულების დეპარტამენტი

და ამათ რაიმე სხვა დაეჯერებათ ან პასუხისმგებლები არიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თომას ჰამარბერგის სკანდალური დასკვნის ანალიზი

 

13/09/2011 12:21

 

თამარ ლეფსვერიძე

 

hamerbergi_tomas.jpgსაქართველოს ხელისუფლება და ვარდების რევოლუციის გმირები თომას ჰამარბერგისგან მათი მისამართით ასეთ ზღვარგადასულ კრიტიკას ნამდვილად არ ელოდნენ. ევროკომისრის ანგარიშის თითოეული აბზაცი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი გმობა-გაკიცხვაა და ისეთ მსუბუქ ტერმინთან, რასაც „რეკომენდაციებს“ უწოდებენ, საერთო არაფერი აქვს. არც იმ ზომიერი დიპლომატიური ტონით გამოირჩევა, შეშფოთება რომ ჰქვია სახელად.

 

 

 

ეს დასკვნა აღშფოთებული ადამიანის პოზიციას უფრო ჰგავს, ვიდრე შეშფოთებულისას. მოგეხსენებათ, ევროკომისარიც ადამიანია და აღშფოთდა, თანაც ისე ძალიან, რომ განაცხადა:. „განსაკურთებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ტენდენციური გამონათქვამებისგან, რომლებიც არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას.“ პოლიტიკოსებში ქართველ ლეიბორისტებსა და ქრისტიან-დემოკრატებს რომ არ გულისხმობდა, ფაქტია.

 

 

 

ამავე დასკვნაში პირდაპირ „მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშავოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება.“

 

 

 

დასკვნა ევროსაბჭოს ვებგვერდზე 5 ივლისს დაიდო და ქართული მედიის მხრიდან ნამდვილად არ დარჩებოდა უყურადღებოდ, რომ არა ფოტორეპორტიორების საქმე, რომელმაც ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. გთავაზობთ გადაფარული და მიჩუმათებული დასკვნის ყველაზე საინტერესო დეტალებს.

 

 

 

ექსპერტი ევროსასამართლოს საკითხებში, ადვოკატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კრიტიკა საკმაოდ მძაფრია, „შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ანგარიშებიდან ერთ-ერთი ძალზედ საფუძვლიანი, ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული და არგუმენტებული ანგარიშია. ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გაკეთებული დასკვნებიდან გამომდინარე, სამართლის სფეროში მდგომარეობა სავალალოა.“

 

 

 

ქალბატონო მანანა, ევროკომისარი ცალსახად აცხადებს, რომ წვრილმანი დანაშაულისთვის შემოღებული ნულოვანი ტოლერანტობის მკაცრმა პოლიტიკამ არ გაამართლა, შედეგად გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელები მივიღეთ. თქვენ საშუალება გქონდათ, პირადად შეხვედროდით თომას ჰამარბერგს, როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე გააკეთა მან ასეთი განცხადება?

 

 

 

კომისარი გაეცნო კონკრეტულ საქმეებს, შეხვდა უფლებადამცველებს და, ცხადია, განცხადება მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გააკეთა. პატიმართა განსაკუთრებით გაზრდილი რაოდენობა და ციხეების გადატვირთულობა, შეფარდებული სანქციების სიმკაცრე და სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება ( რაც პირის მიმართ ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთას იწვევს, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის გამოუყენებლობა), _ ყველაფერი ეს, სწორედ საჯაროდ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის შედეგია“. აღნიშნული განსაკუთრებით საგანგაშოა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის ზრდის ფონზე. ტუბერკულოზით, „C ჰეპატიტითა“ და სხვა მძიმე სენით დაავადებები იმდენად ხშირია, რომ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში,ყველაზე ჯანმრთელი ადამიანიც კი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდაა განწირული.

 

 

 

კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშავოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება. რა გახდა ასეთი მძაფრი კრიტიკის მიზეზი?

 

 

 

ინფორმაცია ციხეებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპრყობის, წამებისა და თუნდაც თვითმკვლელობადე მიყვანის შესახებ, რომლის აღიარებასაც ხელისუფლება მართალია გაურბის, მაგრამ კონკრეტული საქმეები ამის დასტურია. სწორედ ამან განაპირობა რომ კომისარი მოუწოდებს სისხლის სამართლის პოლიტიკის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ, თუმცა ხელისუფლება „ნულოვან ტოლერანტობას“ ამართლებს კორუფციასთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლით. არანაირი მიზნით არ შეიძლება იყოს გამართლებული ადამიანების მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა და წამება. არ აქვს მნიშვნელობა ე.წ . „ქურდს“ აწამებ, თუ ყოფილ, კორუმპირებულ ჩინოვნიკს. თუკი ამას ხელისუფლება უშვებს, ესე იგი ის არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

 

 

კომისარმა აღნიშნა, რომ პროკურორებს წამყვანი პოზიცია უკავიათ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამ შენიშვნას?

 

 

 

ხელისუფლება ამას რომ არ გაითვალისწინებს, უკვე ცხადია იმ პასუხით, რომელიც მთავრობამ უკვე მოამზადა ევროკომისრის ანგარიშზე. მაგალითად რატიშვილის საქმეში, რომელიც კომისრის ყურადღების ქვეშ მოექცა, აშკარაა, რომ ნარკოტიკი რომელიც მას „ამოუღეს“ პოლიციის მიერ იყო ჩადებული. უფრო მეტიც, მას იძულებით გაუკეთეს ინექცია და შეუყვანეს ნარკოტიკი, რათა მისი მოხმარება „დადასტურებულიყო“. აღნიშნული საქმე, როგორც პოლიტიკური ნიშნით აღძრული საქმე, შესულია ევროპის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნაში და მ.რატიშვილს მინიჭებული აქვს „პოლიტპატიმრის“ სტატუსი. საქმე ასევე შესულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში – 2-ჯერ ზედიზედ, თუმცა, დღემდე რაიმე შედეგი ასეთ ანგარიშებს არ გამოუღია. მთავრობის პასუხში ისევ და ისევ იმაზეა საუბარი, რომ მერაბ რატიშვილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და რამე პროცესუალურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ, არაერთი გახმაურებული საქმეა, რომლებშიც აშკარაა პოლიციის მიერ უკანონო ნივთის - იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება, მტკიცებულებათა ფაბრიკაცია, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს ამგვარ დარღვევებზე, საგულისხმოა, რომ ასეთ საქმეებში მოწმეებიც და დაკავებაში მონაწილე პირებიც თავად პოლიციელები არიან. ექსპერტიზაც და გამოძიებაც პოლიციის მიერ ტარდება და, ასეთ შემთხვევაში რამდენად იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, თავად განსაჯეთ.

 

 

 

დასკვნაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია საპროცესო გარიგებების მანკიერ სისტემას საქართველოში. ჰამარბერგის დასკვნით, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს.

 

 

 

დღეს, სამწუხაროდ, წესად იქცა ე.წ. „აღიარებითი ჩვენებები“, რაც ალბათ უფრო დაბრალებითია, ვიდრე რეალურად აღიარებითი, რომლის მოპოვებაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, იძულებითა და მუქარით ხორციელდება და რაც ყველაზე საგანგაშოა, სექსუალური ძალადობის მუქარით. ამის ფონზე, საპროცესო შეთანხმების დადებით, პროკურატურა, პრაქტიკულად, გაურბის საქმის არსებით განხილვას, ხოლო, როდესაც თავად ბრალდებულს არა აქვს სასამართლოსადმი ნდობა და საქმის სამართლიანი განხილვის იმედი, იძულებულია, დაეთანხმოს „შეთავაზებულ“ პირობებს. სამწუხაროდ, არა მგონია, ხელისუფლებამ რაიმე არსებითად შეცვალოს ამ ანგარიშის შემდეგ. რაიმე რომ შეცვალო, ნაკლის თუ შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს.

 

 

 

მთავრობის პასუხიდან კი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, მსგავსი რამ არ იკვეთება.

 

 

 

კომისრისთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის გაზაფხულზე, ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლების დროს, ძალადობისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები არ იყო სწრაფად და დროულად გამოძიებული. მან პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას მიიღოს მკაცრი ზომები სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად. არადა, კოტე კუბლაშვილის სტატისტიკის მიხედვით, ქართული მართლმსაჯულება სამართლიანობის ზენიტშია...

 

 

 

ამ ყველაფერს უკვე აუცილებლად უნდა დაემატოს მოთხოვნა, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის თაობაზე, რაც ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს ევროკონვენციის მე-3 მუხლის თანახმად.

 

 

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში აღინიშნებოდა გამამართლებელი განაჩენების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი. კომისართან შეხვედრებისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ პროკურორები სასამართლოს კარგად დასაბუთებულ და კარგად მომზადებულ საქმეებს წარუდგენდნენ. Aამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

 

 

 

პირიქით ვიტყოდი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი იმდენად დაბალი, რომ პროკურატურის მიერ თუნდაც დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენისა და მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, სასამართლოებს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვთ, რის გამოც, პრაქტიკულად, მიუღწეველი ხდება ადამიანის გამართლება. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი დილეტანტი, რომელიც ერთ-ორ პროცესს დაესწრება სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. მითუმეტეს იმ საქმეების, სადაც არსებობს ხელისუფლების განსაკუთრებული პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესი.

 

 

 

არანაკლებ მკაცრი იყო ჰამარბერგის შეფასება არასათანადოდ დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაზედაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უთხრა კომისარს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა არასათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად და რომ სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა.

 

 

 

ვერ დავეთანხმები, სამწუხაროდ, ბატონ კუბლაშვილს. საპირისპიროზე მეტყველებს სასამართლო განაჩენებითა თუ გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სთხოვენ საქმის ევროსასამართლოში გასაჩივრებას.

 

 

 

კომისარი შეშფოთებულია ინფორმაციით ადვოკატთა დაშინების, პროკურატურის მხრიდან საქმის დარღვევით წარმოებისა და ადვოკატებზე ზეწოლის სხვა ფორმების შესახებ. ხომ არ იცით, რომელი საქმეების მიხედვით იხელმძღვანელმა ჰამერბერგმა და რომელ ადვოკატებზეა კონკრეტულად საუბარი?

 

 

 

საუბარი იყო მარიანა იველაშვილზე, რომელიც სრულიად აბსურდული ბრალდებით, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში იხდის სასჯელს, მაშინ როდესაც მისი საქმე არ სცდებოდა სამოქალაქო სამართლებრივი დავის სფეროს. ზაზა ხატიაშვილმა ევროკომისართან შეხვედრისას ისაუბრა ვლადიმერ ტაბაღუას ინციდენტზე, რომელიც პატიმართა სამკურნალო დაწესებულებში დააკავეს იმ მიზნით, რომ არ დაეშვათ მის მიერ პატიმრის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოტანა დაწესებულების გარეთ და ჩამოართვეს აღნიშნული. სამწუხაროდ, ადვოკატებზე ზეწოლა თვალშისაცემია, განსაკუთრებით მაისის მოვლენების შემდეგ. პროკურატურა აიძულებს მათ, გახდნენ უკანონოდ დადებული საპროცესო შეთანხმებების მონაწილენი, ვგულისხმობ იძულებითა და მუქარით მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებს, რაზეც ზოგიერთი ჩემი კოლეგა, სამწუხაროდ, დუმილს ამჯობინებს და პროკურატურასთან სრულ უნისონში აწერს ხელს ამგვარი დაკითხვის ოქმებს. ძალიან ცხადად შეიმჩნევა საკმაოდ საშიში ტენდენცია, თუკი არ „თამაშობ“ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული წესებით, მათთვის სრულიად მიუღებელი ხდები. სწორედ მაშინ იწყება ზეწოლაცა და დევნაც.

 

 

 

 

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ხშირად ბრალის დადასტურებისთვის აუცილებელი მინიმალური მტკიცებულებები არ არსებობს. ჰამარბერგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარების საქმეებში ხშირად აღინიშნებოდა პროცედურული დარღვევები ჩხრეკის დროს, კერძოდ, არ იყო უზრუნველყოფილი მოწმის დასწრება, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩხრეკის კანონიერებას და, შესაბამისად, ამოღებული მტკიცებულების სამართლებრივ დასაშვებობას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა საქმე, რომელიც იარაღსა და ნარკოტიკებს ეხება, მსგავსი დარღვევებითაა წარმოებული?

 

 

 

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეა, ვინაიდან სსსკ არ მოითხოვს დამსწრის სავალდებულო მოწვევას ჩხრეკისას, რაც პოლიციას ყოველთვის მისცემს შესაძლებლობას, ჩხრეკა წარმართონ ისე როგორც მათ ესაჭიროებათ. ჩადონ იარაღი, ნარკოტიკი თუ სხვა უკანონო ნივთი და შემდეგ ისევ „ამოიღონ“. თუნდაც ისე, როგორც ეს ბოლოდროინდელ, გახმაურებულ ე.წ. კოკაინის საერთაშორისო ტრაფიკის საქმეში იყო. თქვენ ესწრებოდით ამ საქმის განხილვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და იცით, რომ სასამართლოში დაკითხულმა დაცვის მოწმეებმა მიუთითეს, რომ პოლიციელებმა ჩხრეკისას თავად დააგდეს ერთ-ერთი ბრალდებული პირის, მევლუდ სვანიძის ავტომანქანასთან რაღაც ნივთი და მერე თვითონვე ამოიღესო.

 

 

 

თუმცა, სასამართლო მაინც პოლიციისა და პროკურატურის ჩვენებებს იზიარებს და ადამიანებს უსჯის უვადო თავისუფლების აღკვეთას არარსებული ნარკოტიკებისთვის. აღნიშნულ საქმეზე პირადად ვესაუბრე ბატონ ჰამარბერგს. ის საკუთარ ანგარიშში განზოგადებული სახით შეეხო ამ პრობლემას და, ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ არ მიუთითა ამ კონკრეტულ საქმეზე, რომ ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის ეტაპზე იყო და ასეთ შემთხვევაში, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც სასამართლოზე ზეწოლა. თუმცა, მე ნამდვილად მენიშნა ამ ანგარიშში სწორედ იმ პრობლემებზე ხაზგასმა, რაც ნიშანდობლივი იყო ამ საქმისთვის.

 

 

 

და ბოლოს, ხელისუფლებამ კომისრის ამ საკმად მკაცრ კრიტიკას პასუხი გასცა, რომელიც ევროსაბჭოს ქართულ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. რამდენად არგუმენტირებულია ეს პასუხი?

 

 

 

მთავრობის პასუხი, პირველ რიგში, ვერ პასუხობს დოკუმენტის გარეგნულ ფორმალურ სახეს, მას არა აქვს საჭირო რეკვიზიტები, გაუგებარია ვინ არის პასუხისმგებელი მიწოდებულ ინფორმაციაზე და თარიღიც კი არა აქვს დასმული. რაც შეეხება შინაარსს, მიმაჩნია, რომ არგუმენტები საკმაოდ სუსტია, არ შეიძლება წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები გაამართლო კორუფციასთან ბრძოლით. თუმცა მისასალმებელია, რომ მთავრობა გარკვეულ საკითხევში ეთანხმება ბატონ კომისარს, თუნდაც იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობიდან გამოყვანილი უნდა იქნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვინაიდან იგი, იმავდროულად, პროკურორის ფუნქციებითაცაა აღჭურვილი.

 

 

 

საქართველოში პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შემთხვევებში ხანგრძლივი და არაეფექტური გამოძიების არსებობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და წამების საწინააღმდეგო ანგარიშებიც ადასტურებს.

 

 

 

 

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=4705&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ამდენ ბლა-ბლა-ბლას თარგმნონ ამ ჰამარბერგის დასკვნა და დადონ. მაგრამ მერე საკუთარ ინტერპრეტაციებს ვეღარ შეტენიან :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...