vika:* Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 როგორც ვიცი სიბრძნის 2 გაგება არსებობს, ბიბლიური და "ამ ქვეყნიური"... მაინტერესებს ვის როგორ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ბიბლიაში სიბრძნის სიმბოლოდ ადამიანებს შორის სოლომონი მოიაზრება, ისტორიაში უამრავი ფილოსოფოსი გვყავს რომლებიც ასევე ბრძენებად წარმოგვიდგებიან. თუმცა მგონია ბიბლიური ანუ სოლომონის სიბრძნე და ფილოსოფიური სიბრძნე განსხვავდება. რას წარმოადგენს ბიბლიური სიბრძნე?რაა ფილოსოფიური სიბრძნე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 vika:*როგორც ვიცი სიბრძნის 2 გაგება არსებობს, ბიბლიური და "ამ ქვეყნიური"..შენ თავად როგორ განსაზღვრავდი ამ ორ "სიბრძნეს" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vika:* Posted September 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 ბიბლიური - ღვთის მოშიშება და მისი რჯულის აღსრულება.ფილოსოფიური - სწრაფვა სიამოვნებისაკენ.შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მე მათ არ გამოვყოფ. მიმაჩნია რომ ფილოსოფიური სიბრძნე დედუქტიური მეთოდია, რელიგიური კი ინდუქტიური (თუმცა დედუქცია ინდუქცია ერთმანეთში მერევა) ასე ვიტყვი რელიგია პასუხიდან გამომდინარე შემეცნებაა, ფილოსოფია შემეცნებით ცდილობს მიიღოს პასუხი. ორივეს სიამოვნებისაკენ მიჰყავს ადამიანი. სიბრძნე - შემეცნება ტკბობისათვის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 ორივეს სიამოვნებისაკენ მიჰყავს ადამიანი. გააჩნია ადამიანი რითი იღებს სიამუვნებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vika:* Posted September 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 თუ შეეჩვევი, სიამოვნების მიღება ყველაფრით შიეძლება.ამიტომაც იმას უნდა შეეჩვიო რაც სასარგებლოა და განვითარებს. არსებობს სწორი და არასწორი საქციელი: რაც გავნებს – არასწორია. რაც განვითარებს – სწორია. უნდა მიიღო სიამოვნება იმისგან რაც განვითარებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 თუ შეეჩვევი, სიამოვნების მიღება ყველაფრით შიეძლება.და რატომ უნდა შეეჩვიო რამეს, როცა შეიძლება პირდაპირ იმით ისიამუვნო რაც მოგწონს? არსებობს სწორი და არასწორი საქციელი:რაც გავნებს – არასწორია.რაც განვითარებს – სწორია.ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს, თავისი აღქმა სწორისა და არასწორის, ასევე მავნებლისა და სასარგებლოსი. ზოგი სხეულს ისახიჩრებს, ზოგისთვის ტატუც მიუღებელია, ზოგს მაზოხიზმი იტაცებს და ეს მისთვის ნორმალურია ხოლო სხვისთვის მავნებელი და არასწორი, ის რაც შენთვის მიუღებელი და არასწორი, სხვისთვის ბუნებრივი და მისაღებია. უნდა მიიღო სიამოვნება იმისგან რაც განვითარებს. სხვანაირ ფორმულირებას გავაკეთებდი, უნდა განვითარდე იმისთვის, რომ სიამუვნება მიიღო იმით რაც გინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vika:* Posted September 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 ყველა ადამიანს თავისი სიმართლე ობიექტურ სიმართლეს არ ვცნობთ? თუ არ მაშინ არც ღმერთი გვწამს და არც მარადიული ცხოვრება ან აბსოლუტი.ევოლუციის გჯერა? :nekro: შემთხვევით გავჩნდით ხომ? :nekro: :nekro: :nekro: :nekro: :nekro: სიმართლე ერთია, ეს იცის როგორც ყველა ფილოსოფოსმა ასევე რელიგიური სამყაროს წარომომადგენელმა. მოწევა რასაც უშვრება ფილტვებს ყველამ იცის. აქ სუბიექტურ მსჯელობას აზრი არ აქვს. თუ ადამიანს გულს ამოაჭრი - მოკვდება. აქ კამათი ზედმეტია. აქედან გამომდინარე არ იქნება სწორი გულის ამოჭრა სიცოცხლისათვის და მოწევა ჯანმრთელობისათვის. რელიგიაც ისევე როგორც ფილოსოფია სისწორეს ეძებს. შენ კი მათ არსებობის საფუძველს ართმევ. ეს რა საქციელია? განა შეუძლია ვინმეს თქვას რომ სისწორე არ არსებობს? უნდა განვითარდე როგორ უნდა განვითარდე? რას გულისხმობ განვითარებაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 მოწევა რასაც უშვრება ფილტვებს ყველამ იცის. აქ სუბიექტურ მსჯელობას აზრი არ აქვს. თუ ადამიანს გულს ამოაჭრი - მოკვდება. აქ კამათი ზედმეტია. არავინ არ დაობს სიგარეტის მავნებლობაზე, არც იმაზე რომ გულის გარეშე ადამიანი კვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კონკრეტული ადამიანისთვის ეს სწორია ან არასწორი, კონკრეტულ მოცემულ მომენტში, ან ადამიანის მსოფლმხედველობის გამო ეს და სხვა მრავალი ფაქტორიც შესაძლოა სულ სხვადასხვაგვარად იქნეს აღქმული. ობიექტური სიმართლე? ყველა დებულება მაინც კონკრეტული სუბიექტის ან სუბიექტების ნააზრევია. ქმედების სიწორე კონკრეტულ მომენტზეცაა დამოკიდებული, ერთი და იგივე ფაქტი სხვადასხვა გარემოში შეიძლება სწორადაც აღიქვას ადამიანიმა და პირიქით რელიგიაც ისევე როგორც ფილოსოფია სისწორეს ეძებს.გეთანხმები, ნამდვილად ეძებს, და კიდევ დიდხანს მოძებნის ეძებს, ესეიგი ჯერ ვერ იპოვა, ამიტომ სწორსა და არასწორზე დავაც მხოლოდ სუბიექტური შეიძლება იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 განა შეუძლია ვინმეს თქვას რომ სისწორე არ არსებობს? სისწორე ცალსახად არ არსებობს, სისწორე სუბიექტის შეხედულებებსა და მოცემულ გარემოზეა დამოკიდებული. აი მაგალითად: სიგარეტის მოწევა მავნებელია, ეს ყველამ ვიცით. მანიაკმა დაიჭირა შენი ოჯახის წევრი და გეუბნება, თუ არ მოწევ ყელს გამოვჭრიო. ამ მომენტში მოწევა სწორი არჩევანი იქნებოდა. არა? იგივეა რელიგიაშიც, როდესაც არჩევანი ორ მძიმე ცოდვას შორის აქვს ადამიანს და სხვა გზა არაა, ამ შემთხვევაში ნაკლებ მძიმე ცოდვის ჩადენაა მიზანშეწონილი. როდესაც მრუშობასა და ადამინის მოკვლას შორის გაქვს არჩევანი, დამერწმუნე, მრუშობა როგორც სწორი, ასევე სასიამუვნო არჩევანიც იქნებოდა :D ნუ იმედია გასაგებად ავხსენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 ფილოსოფიური - სწრაფვა სიამოვნებისაკენ.სიამოვნება რა შუაშია? არსებობს სწორი და არასწორი საქციელი:რაც გავნებს – არასწორია.რაც განვითარებს – სწორია.არაა ესე მარტივად საქდმე.. სწორი და არასწორი ზოგადად საერთოდ საკამათო საკითხია.. თვითგანწირვაზე, სუიციდზე, ესკეტიზმზე და ა.შ მარტო ესენი საკმარისია იმისთვის, რომ სწორი და არასწორის სტერეოტიპები დაინგრეს.. სიმართლე ერთიააი ეს თეორია არის ყველაზე საშინელი რაც კი ადამიანს გამოუგონია. სიმართლე თუ ერთია, ეს ნიშნავს რომ ნება არ არსებობს.. სიმართლე ერთი არ არის, სიმართლე შეიძლება მილიონი იყოს... განა შეუძლია ვინმეს თქვას რომ სისწორე არ არსებობს?ბევრი იტყვის... სისწორე შეფასებაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 vika:* ბიბლიური - ღვთის მოშიშება და მისი რჯულის აღსრულება. ფილოსოფიური - სწრაფვა სიამოვნებისაკენ. მხოლოდ ღვთის მოშიშ ადამიანს შეილება ბრძენი ეწოდოს? ანუ თუ ადამიანს მხოლოდ ერთი ღირება ღვთისმოშიშობა გააჩნია და არის ფანატიკოსი(აზროვნება=0-ს) ასეთი ადამიანი ბრძენია? ანუ ყველა ნარკომანი ფილოსოფოსია(ყველა მათგანი სიამოვნებისაკენ ისწრაფვის)? ღვთისმოშიში ადამიანი არ შეიძლება რომ ფილოსოფოსი იყოს(მე პირადად ვიცნობ ასეთს)? სიბრძნის ცნება ასე გასართულებელი არ არის რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება რომ ათეისტურ და კაიფისტურ პროპაგანდას ეწევი (იმჰო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vika:* Posted September 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2011 სიმართლე თუ ერთია, ეს ნიშნავს რომ ნება არ არსებობსნება არჩევნის უფლებაში გამოიხატება. არჩევანი კი რამდენად სამწუხარო ან საბედნიეროც არ უნდა იყოს მხოლოდ ორს შორის არსებობს როგორც რელიგია გვასწავლის: სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, და ფილოსოფია: სიცრუესა და სიმართლეს შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vika:* Posted September 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2011 ანუ ყველა ნარკომანი ფილოსოფოსია(ყველა მათგანი სიამოვნებისაკენ ისწრაფვის)? ფილოსოფოსი სიამოვნებისკენ ისწრაფვის, ნარკომანი ავადმყოფობისკენ. უნდა მიიღო სიამოვნება იმისგან რაც განვითარებს. ხომ დავწერე უკვე. ალბათ არ წაგიკიხავს და აი პატივი დაგდე და სპეციალურად შენვის ვაციტირებ ჩემსა თავსა. ღვთისმოშიში ადამიანი არ შეიძლება რომ ფილოსოფოსი იყოს(მე პირადად ვიცნობ ასეთს)? რაიმე ლოგიკური ახსნა გექნება ამ მტკიცებისა. მინდა "მოვისმინო" (ანუ წავიკითხო ) ფილოსოფიას რელიგიის მოსამსახურედ რომ მოიხსენიებდნენ ალბათ გსმენია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2011 ორს შორის არსებობს როგორც ეს მესამეს გამორიცხვის პრინციპია, რას არასწორია.. არანაირი ორი არჩევანი არ არსებობს, არსებობ უამრავი და მათ შორის ყველა შეიძლება სწორი იყოს.. რელიგია გვასწავლისრელიგია დიდს არაფერს არ გვასწავლის, უბრალოდ იმას გვეუბნება რაც ისედაც ვიცით... ფილოსოფია: სიცრუესა და სიმართლეს შორის. რომელი ფილოსოფია? აბა ნიცშე ნახე და მითხარი რას გასწავლის "ნიჰილისტური" სკოლა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2011 როგორც ვიცი სიბრძნის 2 გაგება არსებობს, ბიბლიური და "ამ ქვეყნიური"... მაინტერესებს ვის როგორ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ბიბლიაში სიბრძნის სიმბოლოდ ადამიანებს შორის სოლომონი მოიაზრება, ისტორიაში უამრავი ფილოსოფოსი გვყავს რომლებიც ასევე ბრძენებად წარმოგვიდგებიან. თუმცა მგონია ბიბლიური ანუ სოლომონის სიბრძნე და ფილოსოფიური სიბრძნე განსხვავდება.რას წარმოადგენს ბიბლიური სიბრძნე?რაა ფილოსოფიური სიბრძნე?vika:* ის ფრაზები გავამუქე შენ პოსტში, რომელსაც მე ვეთანხმები. ნამდვილად, სიბრძნის მხოლოდ ორგვარი გაგება არსებობს. ნებისმიერი სიბრძნე, რომელიც ადამიანურ ცნობიერებაში, გამოცდილებაში, განათლებასა და გონიერებაში იბადება - მხოლოდ ადამიანურია, მაგრამ ღვთიური სიბრძნე აბსოლუტურად განსხვავდება ადამიანურისგან. ღვთიური სიბრძნე პირველ რიგში ღვთისგან მომდინარეობს და შესაბამისად მკვეთრად განსხვავდება ადამიანური სიბრძნისგან და ბევრისთვის ის გაუგებარიც კია და შესაბამისად მიუღებელიც. ადამიანური სიბრძნე გაცილებით დაბლა დგას ღვთიურ სიბრძნესთან შედარებით. დაბლა იმიტომ დგას რომ ადამიანურ სიბრძნეს იმის მინიჭება არ ძალუძს, რისი მინიჭებაც ღვთიურ სიბრძნეს შეუძლია. ადამიანები სიბრძნეს იხვეჭენ გამოცდილებიდან, როგორც დიდი ხნის წარსულიდან მოყოლებული (დაგროვილი) გამოცდილებიდან (ცოდნიდან), ისე საკუთარი გამოცდილებიდან და ცოდნიდან. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ორ სიბრძნეს მე ასე გადმოვცემდი და განვსაზღვრავდი: ღვთიური სიბრძნე ღვთისგან მომდინარე ცოდნა და ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებაა, ხოლო ადამიანური სიბრძნე, ადამიანებისგან მომდინარე ცოდნაა, რომლის ცხოვრებაში გამოყენება, იმის ნახევარ სარგებლობასაც კი ვერ აძლევს ადამიანს, რომელსაც ღვთიური სიბრძნე (ცოდნა) აძლევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.