Jump to content
Planeta.Ge

ირანი თურქეთს ემუქრება, აშშ კი - ირანს


Recommended Posts

რანი თურქეთს ულტიმატუმს უყენებს. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმუქრებიან, რომ ევრო რაკეტსაწინააღმდეგო რადარის თურქეთის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში, ანკარას ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ირანის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. მათივე განცხადებით, საერთოდაც, ეს მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტი იქნება იმ ნაბიჯებიდან, რომელსაც ირანი თურქეთის წინააღმდეგ გადადგამს, ანუ რადარი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააფუჭებს. ირანელებს მიაჩნიათ, რომ თურქეთი, მსგავსი გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთში უნდობლობის ატმოსფერის ქმნის.

 

როგორც ცნობილია, ნატოს რადარის განთავსება ირანის საზღვრის სიახლოვეს იგეგმება. სწორედ ეს იწვევს, პირველ რიგში, თეირანის უკიდურეს გაღიზიანებას. ირანელები, ასევე, იმასაც ირწმუნებიან, რომ მსგავსი ფაქტი რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი კი არა, პირიქით, ვითარების ესკალაციის მიზეზი გახდება. ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, აჰმად ვაჰიდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების თუ დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ყოველი გამოჩენა ნებისმიერ ისლამურ ქვეყანაში, დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის დაწყების ფაქტორი ხდება.

 

როგორც ცნობილია, 2 სექტემბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სარადარო სისტემა, რომელიც ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევრო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ფარგლებშია შექმნილი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდება. გადაწყვეტილება, რადარის განთავსების შესახებ, ჯერ კიდევ 2010 წელს, ლისაბონის სამიტზე იქნა მიღებული.

 

სწორედ ამ მოვლენების პარალელურად, ირანთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში რეფორმების მხარდამჭერთა მოძრაობა სულ უფრო ფართოვდება და ტუნისის, ეგვიპტის, სირიის და ლიბიის გამოცდილებით ხელმძღვანელობს. ამერიკელი მინისტრის განცხადებითვე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ცვლილებები, რეფორმები და რევოლუცია გარდაუვალია და მისი განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია.

 

როგორც ცნობილია, დემოკრატიული რევოლუციის მცდელობა თეირანში, 2009 წელს უკვე იყო. აქ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ მსხვილმასშტაბიანი აქციები ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო. შეტაკებების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 20, ხოლო არაოფიციალურით, 150 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით დააპატიმრეს. ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლების მცდელობა თეირანელ ოპოზიციონერებს ტუნისის და ეგვიპტის მოვლენების დროსაც ჰქონდათ, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავ დარბევით და მსხვერპლით დასრულდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანის უმაღლესი ხელისუფლება და უმაღლესი სასულიერო პირები უნდა იქნენ დაპტიმრებული და გადაცემულნი საერთაშორისო სასამართლოს

 

შეეფარდოთ სასჯელი და გადაცემულნი იქნენ კალიფორნიის ფედერალურ ციხეს სასჯელის მოსახდელად

 

ამ ოპერაციის განხორციელებას ჭირდება თურქულ-ებრაული არმიის მოქმედება აშშ-სთან ერთად ირანის ტერიტორიაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოლი პირადადა აჰმად ნეჯადი უნდა დაისაჯოს სიკვდილით

 

ეს ფიგურა სერიოსულ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ისრაელის თურქეთის ნატოს ევროკავშირის მიერ წლობით ბრძოლით სისხლით ფულით მოტანილ სიმშვიდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

  On 9/9/2011 at 3:57 AM, FRIDRIX said:

ამ ოპერაციის განხორციელებას ჭირდება თურქულ-ებრაული არმიის მოქმედება აშშ-სთან ერთად ირანის ტერიტორიაზე

ეს დონ კარედომ არ წაიკითხოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

  On 9/9/2011 at 4:54 AM, ძუკუ said:

ეს დონ კარედომ არ წაიკითხოს

ვიცი :D

 

მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მოხდება ირანი ბირთვულ ამბიციებზე უარს თუ არ გნაცხადებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

  On 9/9/2011 at 3:57 AM, FRIDRIX said:

ამ ოპერაციის განხორციელებას ჭირდება თურქულ-ებრაული არმიის მოქმედება აშშ-სთან ერთად ირანის ტერიტორიაზე

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი

 

 

ოჰ რა სამიტინგე რეჩებს ურტყამ ფრიდრიხ. :givi:

 

გეთანხმები ირანს არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს ძვებიჭური მიდი დედავუტიროთ რა პონტია სიმონ? :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 9/9/2011 at 4:48 AM, FRIDRIX said:

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ისრაელის თურქეთის ნატოს ევროკავშირის მიერ წლობით ბრძოლით სისხლით ფულით მოტანილ სიმშვიდეს

:givi: :givi: :givi:

 

მშვიდობის სახელით ომს იწყებენ ყველგან..

მაგარი რა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.irantravel.biz/persia/persepolis.jpg

http://www.koreatimes.co.kr/upload/news/080210_p11_persian.jpg

http://www.aina.org/images/lion.gif

http://1.bp.blogspot.com/_3qv6EvwOD5c/TOEji63bAyI/AAAAAAAAHf8/xFqY_Y3e0DE/s1600/3-ruins-persepolis-665.jpg

http://wiki-images.enotes.com/thumb/f/fa/Persian_warriors_from_Berlin_Museum.jpg/300px-Persian_warriors_from_Berlin_Museum.jpg

და ეს ხალხი დღეს ისლამურ წყვდიადში ცხოვრობს როცა მისი სუსა და ელამი მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი იყო.. აი ბედის ირონიაც ამას ქვია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 9/9/2011 at 4:48 AM, FRIDRIX said:

ხოლი პირადადა აჰმად ნეჯადი უნდა დაისაჯოს სიკვდილით

ღლეზე დუმები არავის მოუჭირონ მთელმა ამერიკამ ისრაელმა ევროპამ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც მე მსმენია საქართველოში არსებობს ამერიკული სამხედრო თვიდმფრინავებისთვის საფრენი ბილიკები,

ვნახოთ, თუკი ომი დაიწყება იმ შემთხვევაში გავიგებთ ზ.ხ.-ს მორიგი ფანტაზიებია თუ ამჯერად მართალი სთქუა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

  On 9/9/2011 at 4:28 PM, DonCaredo said:

ღლეზე დუმები არავის მოუჭირონ მთელმა ამერიკამ ისრაელმა ევროპამ

http://www.youtube.com/watch?v=FxsQ29vDUV4&feature=related

 

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Quote
ირანი თურქეთს ემუქრება
  Quote
თურქეთ ისრაელის ომი იწყება მგონი

ლოგიკას რომ მივყვეთ,ირანი და ისრაელი ბრატები ყოფილან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

  On 9/9/2011 at 6:13 AM, DATA TUTASXIA said:

ოჰ რა სამიტინგე რეჩებს ურტყამ ფრიდრიხ.

:D

 

DATA TUTASXIA

  On 9/9/2011 at 6:13 AM, DATA TUTASXIA said:

გეთანხმები ირანს არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს ძვებიჭური მიდი დედავუტიროთ რა პონტია სიმონ?

აბა ნორმალური თქმა როცა არ ესმის გაჩერდი

 

მერე უმეორებენ გაჩერდი

 

მერე უკვე ხელკეტი თვაში ხელ კეტი ძველბიჭური არ არის:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია ეს კაცი :yes:

 

 

http://pics.top.rbc.ru/top_pics/uniora/77/1315759193_0177.250x200.jpegМ.Ахмадинежад: 11 сентября США использовали, чтоб развязать 2 войны

 

Трагедия 11 сентября 2001г. стала поводом для США развязать две кровопролитные войны - в Ираке и Афганистане. Такое заявление сделал сегодня президент Ирана Махмуд Ахмадинежад в эфире одного из местных телеканалов.

 

По его словам, властями США была разыграна "сложная игра по манипулированию человеческим эмоциями" с целью на законных основаниях начать вторжение в Ирак и Афганистан.

 

Кроме того, заявил глава Ирана, обе войны были начаты США для решения своих же экономических проблем.

 

Иранский лидер отрицает официальную версию теракта 11 сентября 2001г., называя ее "одной большой ложью".

 

Напомним, 22 сентября 2010г. М.Ахмадинежад выступил со скандально известной речью в ООН в которой подверг сомнения официальную версию теракта. По словам президента Ирана, "многие в мире уверены, что атака террористов была организована некоторыми силами в правительстве США с целью поддержки американской экономики и сохранения влияние США на Ближнем Востоке".

 

Напомним, сегодня мир отмечает годовщину терактов 11 сентября 2001г. в США, в результате которых погибли около 3 тыс. человек.

Теги: США, теракты 11 сентября, Иран, Ахмадинежад

11 сентября 2011 г.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...