მდა Posted February 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2009 ევსტათი მცხეთელი (VI საუკუნე) http://s53.radikal.ru/i142/0902/c1/f0af24a171d9.jpg ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი. მისი ნათლობამდელი სახელია გვირობანდაკი. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ ეწოდა ევსტათი. მის შესახებ გვიამბობს მეექვსე საუკუნის უცნობი ქართველი მწერალი ("ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"). მისი ცნობით, სპარსელი მოგვის შვილი ევსტათი 541 წელს ქალაქ განძაკიდან მცხეთას ჩამოსულა. ქრისტიანული აღმსარებლობისათვის იგი რამდენჯერმე დაასმინეს თანამემამულე სპარსელებმა ჯერ უსტამ ციხისთავთან, შემდეგ კი მარზპან არვანდ გუშნასპთან. ახალმა მარზპანმა ვეჟან ბუზმირმა ევსტათის ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. სპარსელ მბრძანებელს მან დაწვრილებით მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე, რამაც მარზპანი კიდევ უფრო განარისხა. დაახლოებით 550 წელს ქრისტიანობის ერთგულებისათვის ევსტათის თავი მოჰკვეთეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.