Jump to content
Planeta.Ge

"მკვდარი სულები", ანუ უწმ. კირილეს სამშვიდობო გეგმა


Recommended Posts

აგვისტოში ყოველთვის რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ აფხაზებმა მაინც მოახერხეს: მათ უკვე ახალი (უღიარებელი) პრეზიდენტი ჰყავთ, სახელად ალექსანდრ ანქვაბი...

 

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი უღიარებელი მოწილეებისთვის კვლავაც მომიწევს რუსეთის პატრიარქ კირილეს სიტყვების შეხსენება; უწმინდესმა კირილემ ხომ ყველას გასაგონად ბრძანა, რომ ზეციური საქართველოს ტერიტორიული საზღვრები კორექციას არ ექვემდებარება. ასე რომ, რამდენი პრეზიდენტიც არ უნდა აირჩიონ აფხაზებმა, საშინელ სამსჯავროზე მათ მაინც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოუწევთ გამოცხადება; სულიერ სიბრტყეში, უკაცრავად და, ჩვენ "გვეყუდნიან"!

 

ჭკვიანი კაცი ყოფილა უწმინდესი კირილე: აფხაზთა სულები ჩვენ გადმოგვაბარა, აფხაზური კურორტები კი თავისთვის დაიტოვა. ერთადერთი, ისაა გაუგებარი, რუს სამშვიდობოებს რა ბედი ეწევათ ზეციურ საქართველოში... კოლექტიურად ხომ ვერ შეყრი ჯოჯოხეთში - ასეა თუ ისე, ერთმორწმუნე ერია, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ამათი სამოთხეში შევარდნა და იქაურობის წაბილწვა, ერთი იქნება; ღრუბლებისა და სანდლების პარვა მერე ნახე... მონაგონი იქნება ლეიბები და უნიტაზები...

 

ანქვაბს კი (უწმინდესი კირილეს შემოთავაზების თანახმად), უნდა თუ არ უნდა, ქართველ სულებთან - თენგიზ კიტოვანთან, დიმა ჯაიანთან და ჯგუფ "ოთხ გიასთან" ერთად მოუწევს ნავარდი... ჩვენები ხართ, ჩვენები! იქ მაინც! ერთად უნდა ვილოცოთ... გაგუდვამდე ჩახუტებულებმა!

 

ისე კი, რა ბედი გვაქვს: ხელმძღვანელები მეტისმეტად ფატალურად იცვლებიან ჩვენთან. თუმცა აფხაზებში უცნაურად განვითარებულია ე. წ. დემოკრატიულობის ინსტინქტი: როცა პრეზიდენტი ატყობს, რომ ვადა ეწურება, პირდაპირ კვდება, გაუფრთხილებლად (შეგახსენებთ არძინბასა და ბაგაფშის მაგალითებს). რუსებთან პირიქითაა: როცა ხელმძღვანელი ატყობს, რომ ვადა უნდა გაუვიდეს, ბოტოქსით ცდილობს წლების გახანგრძლივებას, ქართველები კი გადაწყვეტილების მიღებასაც არ ვაცლით ჩვენს უფროსს - ან ექვს თვეში ვკლავთ, ან ოცდაათი წლით ვაკავებთ, ან...

 

ან... ჯერ არ ვიცი...

 

მოკლედ, ფაქტია: იდეალისგან სამივე შორს ვართ.

 

ოსებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. კირილესაც, თუ არ ვცდები, არაფერი უთქვამს მათ შესახებ. გაუგებარია, ვის შერჩება, ვთქვათ, ჩოჩიევის სული? ბ-ნ კოკოითზე, როგორც ჩანს, დალაი-ლამა იღებს პასუხისმგებლობას.

 

იქნებ ერგნეთის ბაზრობის სულები მაინც დაგვითმონ! ან, თუ გნებავთ, გავცვალოთ: ერთ ლუდვიგ ჩიბიროვში ოთხ მაია ასათიანს მოგცემთ.

 

დიმიტრი სანაკოევს რა ენაღვლება: ნებისმიერ (სულიერ) ეპარქიაში განაღდებული აქვს ერთი ადგილi... სხვებივით კი არ იწვალებს. ჯერ კიდევ როდის მოუხვდა კირილეს.

 

თუმცა რა საჭიროა ვაჭრობა: ზეციური საზღვრები ევროკავშირის საზღვრებივითაა; სადაც გინდა და როგორც გინდა, ისე ინავარდე - კაციშვილი არ გაგაჩერებს...

 

ჰოდა, რას ველოდებით? მოვშალოთ საზღვრები!

 

ლაშა ბუღაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუღაძეს ამით რისი თქმა უნდოდა,

რომ ძირს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და ძირს აფხაზები და ოსები? :givi:

კიდევ უფრო შორს გავუშვათ ისინი და უფრო ახლოს დავდგეთ საქ. პრეზიდენტის და ნაცმოძრაობის გარშემო :)

ბუღაძე შენ ხარ ჱ-ე და ზედაპირული მასტი, თუმცა თქვენია საქართველო და მშვიდობაში მოგახმაროთ ეშმაკმა თქვენი დედაც მო...

 

ტერიტორიები მიეცით რუსებს ენერგო ობიექტები და ყველაფერი რაც კი სტრატეგიულია,

ხოდა აგინეთ რუსებს, მაგაზე რატომ ხმას არ იღებ რაც ნამდვილად სალაპარაკოა,

რუსეთის პატრიარქს რომ ეცი შე დედა.. რატომ არ ლაპარკობ იმაზე რომ ელექტროენერგია, ენერგო გენერაციის და განაწილების ობიექტები, თბილგაზი და წყალკანალი რუსების ხელშია?

 

რატომ შემოყარეთ რუსული კომპანიები, იმიტომ რომ რუსებთან კორუფციული გარიგება ადვილია,

მთელი დღე აგინეთ რუსებს და ღამით კიდევ ლოგინში ჩუკოტრიალდით თქვენი პასიური პედერ..

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი გაცილებით მარტივია.ეკლესიას (ქართულსაც და რუსულსაც) თავისი კანონიკური საზღვრები აქვს და ამიტომ ცნობს რუსული ეკლესია აფხაზეთს ჩვენად.სხვა შემთხვევაში მას დიდი პრობლემა გაუჩნდება უკრაინისთან,რომელსაც ის თავის საზღვრებში მოიაზრებს და ამაში ძალიან სჭირდება საქართველოს თანადგომა.ეგაა და ეგ.მეტი არაფერი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უწმინდესმა კირილემ ხომ ყველას გასაგონად ბრძანა, რომ ზეციური საქართველოს ტერიტორიული საზღვრები კორექციას არ ექვემდებარება

ვა ეს არ ვიცოდი..აბა რაღა გვინდა..სიკვდილის მერე აფხაზეთი ისევ ჩვენი იქნება,თავისუფლად ვივლით სოხუმში დასასვენებლად..

არა რა მაგარია ზეციური საზღვრები.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზეციური საქართველოს

ვა ეხლა დავუკვირდი ამას..და მაგრა გამიტყდა.. ზეცაშიც საქართველოში უნდა ვიცხოვროთ,რა დავაშავეთ ესეთი.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...