Jump to content
Planeta.Ge

ნაცებო თქვენ მოგხვდათ ჰიბრიდული სიმინდის


Recommended Posts

ნაცებო, რა დავაშავეთ ისეთი ქართველებმა რომ თქვენნაირი ჱ... გავაბლატავეთ, მართლაც ძალიან ცოდვილები ვართ რააა,

 

ისე კი გეტყვით თქვე ყ... სხვანაირად როგორ უნდა მოგმართოთ, წესით და რიგით, როდესაც რაღაცა ახალი ჯიში შემოგაქვს (დესლი) და ცდილობ ის ჯიში დათესო ჯერ ექსპერიმენტი უნდა ჩაატარა, ერთი წლით, დაელოდო როგორ მიიღებს მას ეს მადლიანი მიწა და მერე, მაგრამ თქვენ ხომ თავში დიიიიიდდდი ჱ.. გიდევთ,

 

ისე კი ძალიან გამიხარდა რომ მაგ ჱ.. ჯიშმა ვერ იხარა,

გვაქვს ჩვენ ჩვენებური სიმინდის ჯიშები (კი გასაგებია რომ ამერიკიდან შემოვიდა მაგრამ :givi: საუკუნეების განმავლობაში ამ ნიადაგს მოერგო გარკვეული ჯიშის სიმინდი) რომელიც საუკუნეების მანძილზე კვებავდა ხალხს,

თქვენ კი რაღაც ჱ... გავრცელება გინდოდათ და არ გამოვიდა

 

მთავრობამ გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა

 

10:43 04.09.2011

[ნატო გოგელია, გურიანიუსი]

მთავრობის მიერ გაპიარებულმა ჰიბრიდულმა მოსავალმა კრახი განიცადა. გურიაში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი თითქმის არსად არ ამოვიდა; სადაც ამოვიდა – არ გაიზარდა. გლეხები, რომლებიც მთავრობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, უკმაყოფილებას აღარ მალავენ. ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა აიძულეს და სხვადასხვა გზებით ხელშეკრულებებზე მოაწერინეს ხელი, რომლის თანახმადაც სიმინდის საფასური (1კგ – 14 ლარი) ნოემბრის ბოლომდე უნდა დაფარონ.

 

გურიის მუნიციპალიტეტების გამგეობებში ათობით განცხადება დევს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩავარდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა რეზო ლორიამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გიორგაძეს ოფიციალური წერილით ჯერ კიდევ 20 ივნისს მიმართა: "ამა წლის 28 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის რწმუნებულთან, ბატონ ზ. ჩხიკვაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მივიღე 10 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის თესლი, რომელიც დავთესე ჩემ საკარმიდამო ფართობში. ფართობი საგულდაგულოდ დავასუფთავე. დავხანი, დავფარცხე, დავკვალე, ჩავთესე და ისევ დავფარცხე. დაფარცხილი თოხით შევასწორე. ვფიქრობდი, ნამდვილად დიდ მოსავალს მივიღებდი.

 

ფართობში ხშირად დავდიოდი, ველოდი აღმოცენებას. გავიდა 20-30 დღე და სიმინდი არ ამოვიდა. იძულებული გავხდი ხელმეორედ დამეთესა. დავთესე, მაგრამ არ ამოვიდა. ახლაც იგივე მდგომარეობაა. ფართობში, რომელშიც ჰიბრიდული სიმინდი დავთესე, გასულ წლებში 3 ტონას და მეტ სიმინდს ვიწევდი. დღეს კი ფართობზე არაფერია."

 

რეზო ლორია ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვს.

 

ზარალის ანაზღაურების თხოვნით ჩოხატაურის გამგეობას, სოფელ ერკეთის მცხოვრებმა არიშა კალანდაძემაც მიმართა. მისი თქმით, ამერიკული ჰიბრიდი ფართობზე ალაგ-ალაგ ამოვიდა.

 

გუთურელმა ალექსანდრე თოლორდავამ 20 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი დათესა. სხვების მსგავსად, მანაც ზარალი ნახა - სიმინდი საერთოდ არ ამოვიდა.

 

კოხნარელ ამირან ვაჩეიშვილს მთავრობის მიერ შემოტანილმა და "უხვმოსავლიანმა" სიმინდის თესლმა დიდი ზარალი ანახა - მან 20 ტომარა ჰიბრიდული სიმინდი შეიძინა და 5 ჰექტარზე დათესა მისივე თქმით, "განსხვავებული ნორმატივებით". ვაჩეიშვილი ამბობს, რომ სიმინდი საერთოდ არ ამოვიდა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. მან ჩოხატაურის გამგებელს განცხადებით 3 აგვისტოს მიმართა.

 

დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს ხიდისთაველი ვარგისო თავართქილაძეც, რომელმაც 600 მეტრ ფართობზე 5 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი დათესა და არ ამოვიდა.

 

გლეხების პარალელურად, პრეტენზიებს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც გამოთქვამენ. ზოგი საკუთარ ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა ადასტურებს, რომ ძალით ნაყიდი 5 კილოგრამი სიმინდი მიწამ ჩაყლაპა და 70 ლარი არაფერში გადაიხადა.

 

ერთადერთი საჯარო მოხელე, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი ბუღალტერი, ზურაბ შათირიშვილია, რომელმაც გამგებელსაც კი მიმართა ოფიციალური განცხადებით:

 

"მიმდინარე წელს ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში 0.15 ჰექტარზე დავთესე ჰიბრიდული ჯიშის სათესლე სიმინდი, რომელიც თითქმის არ ამოვიდა," - აღნიშნულია შათირიშვილის განცხადებაში.

 

გამგეობის ბუღალტერი "გურია ნიუსთან" საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სიმინდის თესლის საფასურს - 70 ლარს აღარ გადაახდევინებს. შათირიშვილის თქმით, არ აქვს იმედი, რომ უშედეგო ხვნა-თესვაზე დახარჯულ ფულს სახელმწიფო აუნაზღაურებს.

 

ხელისუფლებაში ვერავინ გვპასუხობს სამომავლო გეგმებზე და ვერც იმაზე, მოხდება თუ არა ამ ადამიანებისთვის ზარალის ანაზღაურება. გამგეობაში ზემდგომის გადაწყვეტილებას ელოდებიან და პირად საუბრებში ამბობენ, რომ გლეხების შემოსავლის გარეშე დატოვება მათი ბრალი არ არის:

 

– ჩვენ, დავალება გვქონდა, რომ სიმინდი გაგვესაღებინა და ასეც გავაკეთეთ. რამდენიმე ჩინოვნიკს ჯიბის ფულის გადახდაც კი მოუხდა, რადგან სიმინდი სრულად არ გაიყიდა. აბსოლუტურად მისაღებია მოსახლეობის პრეტენზიები, თუმცა, ამ შემთხვევაში, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, – აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა ჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

მიხარია რომ ვერანაირი ჰიბრიდი და დაჟე გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამ მიწაზე ვერ ხარობს,

 

ნაცებო მოგიტ... ამერიკა, ჯორჯ ბუშიდან დაწყებული მააკკეინით და ტრანსკორპორაციებით დამთავრებული,

მოგ.. თუთბერიძე, ნაცმოძრაობის ყველა აქტივისტი და ყველა ის ვინც ხუთიანი შემოხაზაა ჱ.. ზე მკიდია მოტივი :givi:

 

აი ეგრე იფფფფფფ გამიხარდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

 

რათ მინდა გურია ნიუსი. მეც ჩავედი ჩემთან სამეგრელოში და დაახლოებით იგივე სიტუაცია დამხვდა.ოღონდ გურიისგან

 

განსხვავებით ნახევარი ამოვიდა. ჩემთან დაუთესიათ საცდელად განსაკუთრებულ ადგილას,სადაც "ვიტამინები და

 

მინერალები" არ აკლდა. სიმინდი იყო მაგის შემომტანს მართლა გაუკეთო უნდა უკან. :yes: კაკლები ქონდა პატარა და

 

წვრილი. სუფთა აფიორაა ეგ ან სასილოსეა. ნუ ამბობენ,რომ სხვა ჯიშებიც აქვთო და დაუთესია ზოგიერთებს და ვნახოთ

 

რა გამოვა.ისე შევეკითხე მათაც როგორ მოსავალს ელითქო და აშკარად უკმაყოფიო იყო.

 

 

ერთი სიტყვით ქართული ჯიშები ჯობია. ნუ აღმოსავლეთ საქართველოში,სადაც უფრო მშრალი ჰავაა და გვალვაა არ ვიცი.

 

იქნებ აქეთ მაინც გაამართლოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ჯობია ის ქართული ჯიშები (ნუ თუკი აქ ერთი ორი სუპერ ინტელეხტუალური ნაცი შემოვა და მაცნობებს რომ სემენდე ამერიკიდან შემოვიდა :givi: ეგ ვიცი) განაახლონ, გააუმჯებოსენ, უამრავი სპეციალისტი გვყვავდა ჩვენ და აქა იქ ალბათ იქნებიან დარჩენილები,

მაგრამ იმათმა ხომ ინგლისური და კომპიუტერი და გრანტების მოზიდვა არ იციან, არც ვერა ქობალიასა და საბაჟოზე მომუშავე გოგჩოების მსგავსი მომხიბვლელ მაცდური ღიმილი აქვთ :user:

 

ვაფშე რას მიკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვიღაც ტიპებს ამერიკაში უსაღებს უვარგისს საქონელს იმ ფულით, რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან არის ამოღებული

 

წესით სამინისტრომ უნდა დააფინანსოს სათანადო ინსტიტუტუები, რათა გვყვავდეს სპეციალისტი აგრონომები, ნიადაგმცოდნეები, ჰიდროლოგები თუნდაც,

ეს ერთიანი სისტემაა,

გვჭირდება სპეციალისტები პირველ რიგში და რა თქმა უნდა სოფლის სამეურნეო პოლიტიკა, პროსტა მაყუთს ღუნავენ და პახოდუ პიარზე ჩალიჩობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმინდის ქართული ჯიშები ამერიკულზე უხმოსავლიანია

მთავრობამ ამერიკიდან ჰიბრიდული სიმინდი ისე შემოიტანა, რომ ქართული ჯიშების მოსავლიანობის მაჩვენებელი არც კი მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი, დაახლოებით, 15 ჯიშის სიმინდი არსებობს, რომელიც მოსავლიანობით ამერიკულს არ ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, ქართველი სელექციონერები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან ცნობილნი.

 

სპეციალისტების განცხადებით, მთავრობას ქართველი მეცნიერები, რომ გახსენებოდათ ან, ქართულ ჯიშებზე უფრო მეტი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ, ამერიკული თესლისთვის დახარჯული 30 მილიონიდან უფრო მეტ შედეგს მიიღებდნენ. ამჯერად კი, ამ თესლის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან არ არის შესწავლილი, როგორ შეეგუება იგი ქართულ ნიადაგს, რომლის კვლევა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა…

 

 

დედის .......რძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი სიმინდის ჯიშები აქვს: მექსიკა, რუმინეთი, მოლდოვა და საქართველო. არაჩვეულებრივი აჯამეთის თეთრი, აჯამეთის ყვითელი, გეგუთის თეთრი, აბაშის ყვითელი _ ეს უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშებია. სწორი აგროტექნიკისა და მინერალური სასუქების რაციონალური დოზით გამოყენების შემთხვევაში, ისინი ჰექტარზე 120-150 ცენტნერ სიმინდს იძლევიან. ქართული სიმინდის ჯიშები, შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ, გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემენ, ვიდრე ეს ჰიბრიდული ჯიშები. ეს აქსიომაა", _ ამბობს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

 

 

ოოოო, რა ალალია ნაცებო თქვენთვის რომ ეს ჰიბრიდული სიმინდი სათითაოდ შეგიყაროთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი გაჩეჩილაძე ("საქართველოს მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე): "ჩემთვის კარგად არის ცნობილი კომპანია "პიონერის" საქმიანობა, რომელიც აწარმოებს როგორც გენმოდიფიცირებულ, ასევე ჰიბრიდულ თესლს. საქართველოში, 1996 წლიდან მოყოლებული, ამ სახის ნედლეულის შემოტანის არაერთი მცდელობა იყო. პირველად "მონსანტომ" შემოიტანა კარტოფილის თესლი სამცხე-ჯავახეთში, რითაც კარტოფილის უნიკალურ ჯიშებს დაემუქრა საფრთხე. ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი გენმოდიფიცირებულთან შედარებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უვნებელია, მაგრამ მას აქვს წმინდა ეკონომიკური, სამეურნეო უარყოფითი თვისებები – ასეთი ჯიშები არ იძლევა მეორე მოსავალს.

 

 

ერთხელ რომ დათესავთ, მეორედ თესლად ვეღარ გამოიყენებთ. ამიტომ გლეხი იძულებულია, წავიდეს და ისევ ამერიკული კომპანიისგან, ანუ ხელისუფლებისგან შეიძინოს ნედლეული. გლეხებს არწმუნებენ, რომ ამერიკულ სიმინდს არც მოხვნა, არც დაბარვა და გამარგვლა არ სჭირდება. ეს სრული აბსურდია, პირიქით, კარგი მოსავლის მისაღებად საჭიროა ძვირად ღირებული შხამქიმიკატები, რომლებსაც ასევე ამერიკული კორპორაციები აწარმოებენ. მოკლედ, ეს მთელი სისტემაა გლეხის ხელში ჩასაგდებად და მუდმივი სარეალიზაციო ბაზა.

 

შეერთებულ შტატებში, სადაც გამოყვანილია ეს ჯიშები და წესით, ყველაზე უხვ მოსავალს უნდა იძლეოდეს, ჰექტარზე 8 ტონა მოდის, ევროპაში – 9 ტონა. ეს ყველაფერი – ევროპული და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისა და იქაური ტექნიკის ფონზე. საქართველოში კი, კერძოდ, გურიაში, ჩვეულებრივი თესლით, ცარიელი ხელებით გლეხს 5 ტონა სიმინდი მოჰყავს ჰექტარზე.

 

ერთ ჰექტარზე "პიონერის" სიმინდი რომ მოიყვანო, 65 ათასი მარცვალია საჭირო, რისთვისაც გლეხმა 240 ლარი უნდა გადაიხადოს. უკრაინაში კი იმავე რაოდენობის ისეთივე სიმინდი 150 ლარის ეკვივალენტი ღირს. გამოდის, ვიღაც კარგად ითბობს ხელს საქართველოში ამ თესლის გასაღებით. გლეხებს აიძულებენ, თესლის შესაძენად ბანკიდან სესხი აიღონ, გარანტიად კი ბანკში სახლი ან მიწა უნდა ჩადონ. საინტერესოა, ვინ აძლევს გლეხს გარანტიას, რომ მოსავალს მიიღებს, ან თუ მიიღებს, გასაღების პრობლემა არ ექნება?

 

საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, დაანგრიოს აგრარული სექტორი. ჩვენ თითქმის მთლიანად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. მაგალითად, დღეს იმპორტით შემოდის ხორბლის 92%, მცენარეული ცხიმის – 83%, ფრინველის ხორცის – 76%, შაქრის 65%, ღორის ხორცის – 65%, ბოსტნეულით საქართველო ცნობილი იყო და უკვე 30%-მდე ავედით იმპორტის მხრივ. სიმინდიღა დარჩა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოფდა საკუთარ თავს. ახლა სიმინდის განადგურებაა დაგეგმილი. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან გვაქვს საუკეთესო ჯიშის სიმინდი, რომელზეც უცხოეთში დიდი მოთხოვნაა, ქართველ გლეხს კი ხელისუფლება სიმინდის უცხოურ თესლს სთავაზობს. ამ თესლის შემოსატანად მთავრობამ $40 მილიონი დახარჯა, ამის მეოთხედი და ყველაზე დიდი, 1 წელიწადი ეყოფოდა ქვეყანაში მეთესლეობის აღორძინებასა და ქართული ჯიშების გამოყვანას.

 

2009 წლის მონაცემებით, საქართველოში სიმინდის ნათესებს დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ეკავა. თეორიულად, თუ აქედან 30 ათას ჰექტარზე "პიონერის" სიმინდის თესლს დათესენ, ყველაზე კარგ პირობებში, საერთო ჯამში 500 ათასი ტონა მოსავალი უნდა მოვიწიოთ. ასეთი მოცულობის მოსავალი ქართული ჯიშებით მოდიოდა 1999 წელს. 2003-ში 460 ათასი ტონა სიმინდი მოვიდა საქართველოში".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შეერთებულ შტატებში, სადაც გამოყვანილია ეს ჯიშები და წესით, ყველაზე უხვ მოსავალს უნდა იძლეოდეს, ჰექტარზე 8 ტონა მოდის, ევროპაში – 9 ტონა. ეს ყველაფერი – ევროპული და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისა და იქაური ტექნიკის ფონზე. საქართველოში კი, კერძოდ, გურიაში, ჩვეულებრივი თესლით, ცარიელი ხელებით გლეხს 5 ტონა სიმინდი მოჰყავს ჰექტარზე.

აბა რა გითხრათ სიკნადმო ბატონო,მე მემგონი ნაცების აპოლოგეტიკაში არ ვარ შემჩნეული,მაგრამ ჩემ მეგობარს აქვს ქართლში დათესილი "პიონერი" ჯიშის სიმინდი,უკვე მეოთხე თუ მეხუთე წელია და საშუალოდ ჰექტარზე 10-11 ტონას იღებს,თანაც მარცვალს,ტაროები არ ითვლება.არ შეიძლება ამ იდიოტ მწვანე გაჩეჩილაძის დაჯერება არაფერსი,ერთი ხელმოცარული ცრუპენტელაა.

ქართული უხმოსავლიანი ჯიშები კი არსებობდა,მაგრამ დიდი ხანია გადაშენებული არიან,რადგან მათ ყოველწლიური ძალიან შრომატევადი მოვლა ჭირდებათ,შემდგომი გამოყენებისთვის.

"პიონერი" როგორც მე ვიცი,მსოფლიოში მოწინავე ფირმაა ჰიბრიდების დარგში და დიდი ხანია მუშაობს ამაზე.ალბათ ინტერნეტში იქნება მასალები.

http://ru.wikipedia.org/wiki/Pioneer_Hi-Bred_International

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა გითხრათ სიკნადმო ბატონო,მე მემგონი ნაცების აპოლოგეტიკაში არ ვარ შემჩნეული,მაგრამ ჩემ მეგობარს აქვს ქართლში დათესილი "პიონერი" ჯიშის სიმინდი,უკვე მეოთხე თუ მეხუთე წელია და საშუალოდ ჰექტარზე 10-11 ტონას იღებს,თანაც მარცვალს,ტაროები არ ითვლება.არ შეიძლება ამ იდიოტ მწვანე გაჩეჩილაძის დაჯერება არაფერსი,ერთი ხელმოცარული ცრუპენტელაა.

ქართული უხმოსავლიანი ჯიშები კი არსებობდა,მაგრამ დიდი ხანია გადაშენებული არიან,რადგან მათ ყოველწლიური ძალიან შრომატევადი მოვლა ჭირდებათ,შემდგომი გამოყენებისთვის.

"პიონერი" როგორც მე ვიცი,მსოფლიოში მოწინავე ფირმაა ჰიბრიდების დარგში და დიდი ხანია მუშაობს ამაზე.ალბათ ინტერნეტში იქნება მასალები.

მე როგორც ვიცი, წელს იყო მასიურად შემოტანილი ჰუბრიდული ჯიშის სიმინდი...

შენ მეგობარს შეიძლება ნორმალური შემოაქვს და იმას თესავს...

თუ ნაცების შემოტანილი დათესა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ამას თვითონ შემოაქვს და დიდი ხანია "პიონერთან" აქვს ურთიერთობა.ეხლა ნაცებმა გაყალბებული თესლი თუ შემოიტანეს,არ ვიცი,თუმცა არა მგონია.თქვენ ხომ გერმანიაში ხართ და გაიკითხეთ ამ ფირმაზე ინფორმაცია.ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში,თუ ყველაზე მაგარი არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

აბა რა გითხრათ სიკნადმო ბატონო,მე მემგონი ნაცების აპოლოგეტიკაში არ ვარ შემჩნეული,მაგრამ ჩემ მეგობარს აქვს ქართლში დათესილი "პიონერი" ჯიშის სიმინდი,უკვე მეოთხე თუ მეხუთე წელია და საშუალოდ ჰექტარზე 10-11 ტონას იღებს,თანაც მარცვალს,ტაროები არ ითვლება.არ შეიძლება ამ იდიოტ მწვანე გაჩეჩილაძის დაჯერება არაფერსი,ერთი ხელმოცარული ცრუპენტელაა.

ქართული უხმოსავლიანი ჯიშები კი არსებობდა,მაგრამ დიდი ხანია გადაშენებული არიან,რადგან მათ ყოველწლიური ძალიან შრომატევადი მოვლა ჭირდებათ,შემდგომი გამოყენებისთვის.

"პიონერი" როგორც მე ვიცი,მსოფლიოში მოწინავე ფირმაა ჰიბრიდების დარგში და დიდი ხანია მუშაობს ამაზე.ალბათ ინტერნეტში იქნება მასალები.

http://ru.wikipedia.org/wiki/Pioneer_Hi-Bred_International

ხოდა ნიადაგს გააჩნია ბატონო ჩემო და კიდევ რა ხარისხის თესლია შემოსული, თქვენს მეგობარს ალბათ გაუმართლა, თესლიც კარგი იშოვა და ნიადაგსა და ჰავას მოერგო,

საქმე იმაშია რომ ასეთი დამკვრელური მიდგომაა მიუღებელი, ჩაატარებ ბატონო ჩემო ექსპერიმენტი, იქნებ ის ჯიში მარტო ქართლის გარკვეულ რეგიონში ხარობს, იმერეთში კი არა, იქნებ იმერეთში ქართული ჯიში ჯობია, რა ვიცი აბა, ფაქტი სახეზეა, ბევრმა ვერ მიიღო მოსავალი,

ყურძნისა არ იყოს, ალექსონდროული მხოლოდ ამბროლაურის რამდენიმე სოფელში ხასიათდება ისეთი თვისებით რომელიც სახვანჭკარედ ვარგა,

ხო, იგივე რაჭაში ყოფილა რაჭული საფერავი, ჩვეულებრივი საფერავია რა, კახური რომელიც რაჭაში დარგეს და უმაღლესი ხარისხისაა, ხვანჭკარისთვის იყენებინ,

თურმე ზოგიერთი ეშმაკუნა რაჭველი საფერავს ყიდულობდა კახეთში იაფად და მერე ჩამბარებლებს ტენიდნენ 4 ლარად აქაოდა რაჭული საფერავი არისო :givi:

აპააა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხოდა ნიადაგს გააჩნია ბატონო ჩემო და კიდევ რა ხარისხის თესლია შემოსული, თქვენს მეგობარს ალბათ გაუმართლა, თესლიც კარგი იშოვა და ნიადაგსა და ჰავას მოერგო,

მაგათ ერთი ჯიშის თესლი კი არ შემოიტანეს,არამედ ბევრი და სხვადასხვა რეგიონებში გასინჯეს დაახლოებით ოთხი წლი განმავლობაში.მაგრა ის რომ სართოდ არ ამოვიდეს,ძალიან უცნაურია.ეს "პიონერი" "დიუპონის" შემადგენელია.ის კი მსოფლიო ერთერთი გიგანტია.http://ru.wikipedia.org/wiki/DuPont

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული მიწა პირველ რიგში ქართული ჯიშებისათვის უნდა იქნას გამოყენებული და ბუნების კანონებთან მაინც ნუ მოვალთ წინააღმდეგობაში

იმედია ბატონი პრეზიდენტის მხარდამჭერები ქსენოფობიაში არ ჩამომართმევენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მაგათ ერთი ჯიშის თესლი კი არ შემოიტანეს,არამედ ბევრი და სხვადასხვა რეგიონებში გასინჯეს დაახლოებით ოთხი წლი განმავლობაში.მაგრა ის რომ სართოდ არ ამოვიდეს,ძალიან უცნაურია.ეს "პიონერი" "დიუპონის" შემადგენელია.ის კი მსოფლიო ერთერთი გიგანტია.http://ru.wikipedia.org/wiki/DuPont

რეალუად მოხდა ერთი ფირმის მიერ ქართული ბაზრის მონოპოლიზაცია, არადა ჩვენ გვქონდა ჩვენივე ჯიშები, რომელსაც მოვლა პატრონობა სჭირდებოდა, ასე იცის იოლი გზის ძიებამ და მზარმზარეულის სიყვარულმა,

ისე ვკუსავიე კაჩესტვო როგორი აქვს?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა რეზო ლორიამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გიორგაძეს ოფიციალური წერილით ჯერ კიდევ 20 ივნისს მიმართა: "ამა წლის 28 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის რწმუნებულთან, ბატონ ზ. ჩხიკვაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მივიღე 10 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის თესლი, რომელიც დავთესე ჩემ საკარმიდამო ფართობში. ფართობი საგულდაგულოდ დავასუფთავე. დავხანი, დავფარცხე, დავკვალე, ჩავთესე და ისევ დავფარცხე. დაფარცხილი თოხით შევასწორე. ვფიქრობდი, ნამდვილად დიდ მოსავალს მივიღებდი.

 

ფართობში ხშირად დავდიოდი, ველოდი აღმოცენებას. გავიდა 20-30 დღე და სიმინდი არ ამოვიდა. იძულებული გავხდი ხელმეორედ დამეთესა. დავთესე, მაგრამ არ ამოვიდა. ახლაც იგივე მდგომარეობაა. ფართობში, რომელშიც ჰიბრიდული სიმინდი დავთესე, გასულ წლებში 3 ტონას და მეტ სიმინდს ვიწევდი. დღეს კი ფართობზე არაფერია

 

ქართული მიწა პირველ რიგში ქართული ჯიშებისათვის უნდა იქნას გამოყენებული და ბუნების კანონებთან მაინც ნუ მოვალთ წინააღმდეგობაში

იმედია ბატონი პრეზიდენტის მხარდამჭერები ქსენოფობიაში არ ჩამომართმევენ

ჰიბრიდული პროდუქტის აუგად ხსენება ნაციზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა :what:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაიო, დავრჩით მჭადის და ღომის გარეშე? :user:

3 ლარი ღირს კილო სიმინდის ფქვილი

 

გარდა ამისა თუ შეატყვეთ რომ პამიდორიც გადააჯიშეს ამათმა?

 

საერთოდ არარ ვარგა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

In 2001, the seed company Pioneer, owned by Dow Chemical, was developing a strain of genetically engineered corn that contained a toxin to help it resist corn rootworm, an insect pest. В 2001 году Pioneer

 

 

 

семеноводческой компании, принадлежащей Dow Chemical, развивается штамм генетически модифицированных кукурузы, содержащей токсин, чтобы помочь ей противостоять кукурузы rootworm, насекомых вредителей

 

http://articles.latimes.com/2011/feb/13/opinion/la-oe-guriansherman-seeds-20110213

 

ხოდა დასკვნები თავად გააკეთეთ

 

მიდი და გაიგე ეხლა ჰიბრიდული შეგვტენეს თუ გენმოდიფიცირებული,

ფაქტია პიონერი ჰიბრიდული სიმინდის თესლის ექსპორტიორია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...