მდა Posted February 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2009 ქუჯი ერისთავი (ძვ. წ. IV-III) ეგრისის მმართველი ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 320-280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზონის წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო: შენ გეკუთვნის "უფლობა ჩვენი", როგორც აღმოსავლეთ ქართველს, ანუ ქართლოსის პირდაპირ ჩამომავალსო. ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის რამდენიმე წელს გაგრძელდა და ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა. ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ააშენა დიდი ქალაქი ციხე-გოჯი, რომლის ნანგრევები დღესაც იწვევს მნახველთა გაოცებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.