მდა Posted February 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2009 თორნიკე ერისთავი (X საუკუნე) http://s53.radikal.ru/i139/0902/e4/adc931062260.jpg ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე. დავით III კურაპალატის სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა იგი დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. დავით კურაპალატმა თორნიკეს სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ დიდი ნადავლი იგდეს. ამ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი თორნიკე ერისთავმა ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა, ნაწილი კი ათანასე დიდის ლავრას შესწირა. დაახლოებით 980 წელს ბიზანტიის კეისარმა მას სვინგელზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.