Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

იყო და არა იყო რა, ქვეყნის დასალიერში ან იქნებ შიგ შუაგულში, იყო ერთი პატარა და უცნაური სოფელი. დიახ, უცნაური, რადგან ამ სოფელში ცხოველებსა და ადამიანებს ადგილები გაეცვალათ. სოფლის მმართველები მუდამ ცხოველები იყვნენ: ხან მგლები, ხან ძაღლები, ხან ლომები, ხან ვირები, ხან გველები, ხან მაიმუნები, ხან დათვები და ასე.

 

მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო იმ სოფლის უცნაურობა. ამ ცხოველებს ადამიანები ემსახურებოდნენ; ზოგი ნებით და ზოგიც ძალით. ცხოველები კი მათ შინაურ და გარეულ ადამიანებად ჰყოფდნენ. ე.ი. ზოგი მოთვინიერებული ჰყავდათ, ზოგიც არა.

 

იმხანად, როცა მე ამ სოფელში მიველ, სწორედ ერთი მოხუცი, ავადმყოფი დათვი იყო მათი მმართველი. დათვი ადამიანებს მკაცრად ექეოდა, დაბმული ჰყავდა და პირშიც ალიკაპი ჰქონდა ამოდებული, არსად უშვებდა, თუმცა საჭმელ–სასმელს არ აყვედრიდა: ხორცი, თევზი, თაფლი, შაქარი, რაც კი ჰქონდა, არ ენანებოდა. გამოხდა ხანი და ამ დათვს ცხვრები აუჯანყდნენ, თან ადამიანებიც დაიხმარეს; შეჰპირდნენ თოკებსა და ალიკაპს მოგხსნითო. გაბრაზდა დათვი, მარა რა გაბრაზდა?! დაჰკრა და დაჰკრა თავისი ვეება ტორი, ბევრი ადამიანი დახოცა...საბოლოოდ ეს სოფელი მაინც ცხვრებს დარჩათ, რაკი დათვი უკვე მძიმედ ავად იყო და ცოტა ხანში თავად მიიცვალა. აბა, ცხვრები ვინმეს გაუძღვებოდნენ? პეტელისა და ბღავილის მეტი არაფერი შეეძლოთ და ორი დღეც ვერ გაძლეს იმ უბედურებმა. ათასი ჯურის მგელი, ტურა, აფთარი და მაწანწალა ძაღლი შეესიათ; ზოგი ცხვარი ძვლებიანად შეთქვლიფეს, ზოგიც ერთიანად დაფლითეს და დაასახიჩრეს, ზოგმა ცხვარმაც თავს გაქცევით უშველა. ეგ იყო და ეგ. მტაცებელსა და ნადირს, მითუფრო ლეშისმჭამელს კი რა გააძღობს და რა ამოუყორავს მუცელს! ცხვრები რომ აღარ დარჩათ ადამიანებს დაერიენ: თუკი რამ ქონდათ დათვისგან გადარჩენილი და მორჩენილი, იმას მიაძღნენ, არადა არც თავად ადამიანის ხორცსა სწუნობდნენ. სახრავიც რომ აღარაფერი დარჩათ, ერთმანეთს დაუწყეს ჭამა. ამ დროს გამოჩნდა დათვის ძველი თანაშემწე, მელა. უცნაური იერი ჰქონდა ამ მელას, რომ შეხედავდი ერთდროულად ძაღლსაც ჰგავდა და კატასაც, არადა მელა იყო! ჰოდა, ამ მელამ დრო იხელთა და სანამ ტურა–მგლები და ძაღლები ერთმანეთსა სჭამდნენ, ძალაუფლება თავის ხელში აიღო, თან თავისი წეს–კანონები დაამკვიდრა, ერთმანეთს ნუ ერჩით, აგერ არიან ადამიანებიო: ხან ერთი დაკალით, ხან მეორე; ან თანაბრად გაიყავით ან რიგრიგობით ჭამეთო. კარგა ხანი გაგრძელდა ასე. გაწყდნენ წელში ადამიანები და განახევრდნენ.

საშველი აღარ ჩანდა თითქოს.

და აი, სად იყო და სად არა, ვირთხები გამოჩნდნენ, ვირთაგვები. მოგეხსენებათ მღრღნელები სწრაფად მრავლდებიან, თანაც საკმაოდ მოუხელთებელი არსებები გახლავენ: სწრაფად დარბიან, სიბნელეში კარგად ხედავენ, ისეთ ვიწრო სოროებში იმალებიან, სხვა ვერცერთი ცხოველი რომ ვერ შეეტევა, კბენა კი შხამიანი და ხშირად სასიკვდილო იციან. ბოლოს იმდენად მომრავლდნენ და მომძლავრდნენ, სულ კუდით ქვა ასროლინეს მელას; ჩამოაგდეს და მის ადგილზე ერთი ყველაზე დიდი, გამბედავი და ავი ვირთხა დასვეს. ახლა სწორედ ვირთხები მართავენ ამ სოფელს. საშინელებაა. რა აღარ უნახავთ ადამიანებს: ბრაზიანი დათვი, მძორისმჭამელი ქოფაკები და მატყუარა მელა, წინაპრებისაგან სხვა სასტიკი ცხოველების მმართველობაზეც სმენიათ, მაგრამ ვირთაგვებს, ამ ერთი შეხედვით პატარა არსებებს, რამხელა მუცლები ჰქონიათ: მოხარშულს, შემწვარს, უმს, მკვდარს, ცოცხალს, ბებერს, ახალგაზრდას, გარეცხილს, ბინძურს ან სულაც ნაგავს, არაფერს იწუნებენ; სხვა რომ ვერაფერი ნახონ, ფეხსაცმლის ლანჩასაც სიამოვნებით მიირთმევენ. ყველაფერი სათავისოდ უნდათ. უკვე ყველა სხვა ცხოველი შეჭამეს ან გააქციეს, ადამიანი არ დატოვეს, რომ დაკბენილი მაინც არ ჰყავდეთ, თანაც არაერთგზის.

მძულს ვირთხები, ეს საზიზღარი არსებები, მეზიზღებიან! ადამიანები თითქოს უნდა მეცოდებოდნენ, მაგრამ არ მეცოდებიან. ვაი თქვენ და ფუი თქვენ ადამიანებო! რა გჭირთ? რისთვის მოგცათ ღმერთმა ან ჭკუა ან ძალა ან მოხერხება? ერთი ბეწო სოფლისთვის ვერ მოგივლიათ! იმისთვის მოხვედით ამქვეყნად, რომ თქვენი დედ–მამა დათვის მოსამსახურე ყოფილიყო, და–ძმა ტურებსა და მგლებს, მაწანწალა ძაღლებსა და აფთრებს მოენელებინათ, შვილები კი ვირთხებს შეაჭმევინოთ? შევარცხვინე თქვენი ადამიანობა!

მოკლედ, ასეთია იმ სოფლის ამბები. თქვენ იცით როგორც მთავრდება ხოლმე ზღაპარი, მაგრამ მეც ასე რომ დავამთავრო, არ იქნება მართალი, რადგან არა ლხინი, არა ფქვილი, ქატოც კი არა, მხოლოდ ჭირი იქა, ჭირი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამაგიეროდ საქ. საზღვარი უკვე 2 მილიონმა ტურისტმა გადმოლახა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არაა, მაგრამ თუკი 3 მილიონი შემოვა მაშინ გვეშველებ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ზღაპარს კეთილი დასასრული არ ექნება

ვირთხები გამოხრავენ ყველა ადამიანს

მერე ერთმანეთს დახრავენ

და სოფელიც შეწყვეტს არსებობას

 

 

 

ასე იქნება თუ ადამიანები დროზე არ მოეგებიან გონს და მშველელად ზღაპრული არსების კატის ლოდინს არ შეწყვეტენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოურელის "ცხოველთა ფერმის" რემიქსია? :)

 

არც გამხსენებია ნამდვილად და გულახდილად. :)

 

ცხოველების ადამიანებთან შედარება და მათი თხზულებებში გამოყენება უძველესი ხერხია, ნებისმიერი ერისა და კულტურის ეპოსებში, იგავებსა თუ თხზულებებში და ვერცერთს დავაბრალებთ, რომ რომელიმეს "რემიქსია" ან პლაგიატი. ისე, "ცხოველთა ფერმაში" ცხოველები უჯანყდებიან ადამიანებს,საერთოდ აძევებენ მათ; აქ კი ადამიანები ემსახურებიან ცხოველებს. ასე რომ ჯონათან სვიფტის "ჰუინჰნმებს" უფრო ჰგვანან. :D თუმცა არც ამაზე მიფიქრია და შთაგონების წყარო არცერთი ასეთი ნაწარმოები არ ყოფილა.

 

ან რად უნდა მუზა და წიგნი იმას, რომ ამათ წარმოდგენაზე პირველი ვირთხები გაგახსენდეს? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

ასე იქნება თუ ადამიანები დროზე არ მოეგებიან გონს და მშველელად ზღაპრული არსების კატის ლოდინს არ შეწყვეტენ

ადამიანი შეიძლება რომ გონს მოეგოს, ისიც ხანდახან... მაგრამ ადამიანები - არასდროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin, კარგია :+:

შთაგონების წყარო არცერთი ასეთი ნაწარმოები არ ყოფილა.

არც ეს? :siriko:

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა კანკრეტნა?

თხრობის სტილი, სტილისტურად გამართულია. მე მომეწონა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სამაგიეროდ საქ. საზღვარი უკვე 2 მილიონმა ტურისტმა გადმოლახა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არაა, მაგრამ თუკი 3 მილიონი შემოვა მაშინ გვეშველებ

უკვე სამი მილიონიო...

 

მე მომეწონა

+!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ერთი ნაკლი აქვს შენს "ზღაპარს". ადამიანები რატომ იქცევიან, ცხოველებზე უჭკუოდ, იქნებ სულაც არ არიან ისინი ადამიანები, უბრალოდ ჰგონიათ, რომ ადამიანები არიან..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...