Jump to content
Planeta.Ge

მე ქრისტეს ვირჩევ . .


Recommended Posts

Ucnobi

ვერის ლურჯ ტაძრარში ამავე ტაძრის წინამძღოლია დეკანოზი საერო სახელით ვახტანგი გვარი აღარ მახსოვს, მნათეს სულ დედის პირი აგინა და საცემნელად იწევდა მნათე კი 17-18 წლის ბავშვი იყო, ძლივს დავაშოშმინეთ ეს თავხედი ავაზაკი მთვრალი იყო ლუდისა და გამომშრალი თევზის სუნად ყარდა, უნდა დავახრჩოო ღრიალებდა და არ იცით რატომ? ვიღაც უნდა მოენათლა, მნათემ კანდელში ნახშირის ნაცვლად რაღაც ჩაყარა და შუა რიტუალში რო ატეხა გინება, ეს რა ჩაუყრია ამ სატანის შვილსო მოსანათლი თავის ნათლიებთან ერთად მღვდლის დაწყნარებას უნდებოდა.

ოკ, გასაგებია :yes: რახან აქ ხარ იქნებ გაიხსენო დაახლოებით როდის მოხდა ეს (თვე და წელი არაა აუცილებელი დაახლოებით)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუ მღვდლების ლანძღვას თავი დაანებეთ რა ძალიან გთხოვთ! ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს ჯერ და მერე ილაპარაკოს! ისე ამ ჩიპებზე ბევრი რამე მსმენია და ვეღარ გავიგე რა ხდება საერთოდ.. ათონის მთამ გააპროტესტა ეგ თავის დროზე და სვალდებულო აღარაა მაგიტომ საბერძნეთშიო, არ ვიცი რამდენად სწორს ვამბობ მაგარმ ასე მაქვს გაგებული.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკუთარ გულში ჩაიხედოს ჯერ და მერე ილაპარაკოს!

qeti32

 

და რა იცი რომ არ ჩავიხედეთ საკუთარ გულში? :)

 

ვინმე სიმართლეს რომ იტყვის, ეგრევე დაიწყებთ, საკუთარ გულში ჩაიხედეთ, სხვისას რატომ აღნიშნავთ და ა.შ. სიმართლე უნდა ითქვას. ესაა და ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ოკ, გასაგებია რახან აქ ხარ იქნებ გაიხსენო დაახლოებით როდის მოხდა ეს (თვე და წელი არაა აუცილებელი დაახლოებით)

დაახლოებით ერთი წლის წინ.

qeti32

ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს ჯერ და მერე ილაპარაკოს!

საკუთარ გულში რომ ჩავიხედე იქ ერთი ცოდვილი კაცი დავინახე, რომელიც უძლურია და ნანობს თავის საქციელებს, მაგრამ ეს ცოდვილი, მასზე უფრო ცოდვილებსაც ხედავს და სამწუხარო სწორედ ის არის, რომ მასზედ უფრო ცოდვილები მღვდლებს ირქმევენ და შენ გთხოვენ აღსარებას, თვითონ ვიღას აბარებენ აღსარებას? ეპისკოპოსს, ეპისკოპოსი პატრიარქს, პატრიარქი ღმერთს?

ასეთი წყობა თუა "შუამავლები" აღარ მჭირდება ვინაიდან ღმერთს მეც კოხტად ჩავაბარებ აღსარებას.

Edited by Ucnobi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ucnobi

საკუთარ გულში რომ ჩავიხედე იქ ერთი ცოდვილი კაცი დავინახე, რომელიც უძლურია და ნანობს თავის საქციელებს, მაგრამ ეს ცოდვილი, მასზე უფრო ცოდვილებსაც ხედავს და სამწუხარო სწორედ ის არის, რომ მასზედ უფრო ცოდვილები მღვდლებს ირქმევენ და შენ გთხოვენ აღსარებას, თვითონ ვიღას აბარებენ აღსარებას? ეპისკოპოსს, ეპისკოპოსი პატრიარქს, პატრიარქი ღმერთს?

ასეთი წყობა თუა "შუამავლები" აღარ მჭირდება ვინაიდან ღმერთს მეც კოხტად ჩავაბარებ აღსარებას.

მოდი მაშინ დაკონკრეტდი, შენთვის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული იერარქიაა მიუღებელი თუ უღირსი სასულიერო პირები,

თუკი ეს უკანასკნელი, მაშინ არ უნდა გაგიჭირდეს ისეთი სასულიერო პირის პოვნა (არაა აუცილებელი რომ მოძღვარი იყოს) ვისაც აღსარებას ჩააბარებ,

რაც შეეხება პატრიარქს, პატრიარქიც აბარებს აღსარებას, ხოლო ეპიკსოპოსი სულაც არაა ვალდებული აღსარება პატრიარქს ჩააბაროს,

 

აღსარების ჩაბარება არაა დამოკიდებული იერარქიაზე,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მოდი მაშინ დაკონკრეტდი, შენთვის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული იერარქიაა მიუღებელი თუ უღირსი სასულიერო პირები,

ორივე, ვინაიდან ერთიც და მეორეც იესოს სწავლებას ეწინააღმდეგება. ვინაიდან უფალი ბრძანებს:

ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს ის იყოს თქვენი მსახური, მართლმადიდებლურ იერარქიებში კი პირიქითაა, ზემდგომს ემსახურება ქვემდგომი, საერო სუბორდინაციის მსგავსად.

ამიტომ იესოსთვის ის პატარა 17 წლის მნათე უფრო დიდია ვიდრე მისი მაგინებელი დეკანოზი.

თუკი ეს უკანასკნელი, მაშინ არ უნდა გაგიჭირდეს ისეთი სასულიერო პირის პოვნა (არაა აუცილებელი რომ მოძღვარი იყოს) ვისაც აღსარებას ჩააბარებ,

არ გამჭირვებია, ვინ გითხრა რომ გამიჭირდა? მე ვიპოვე უმაღლესი მღვდელმთმთავარი მელქისედეკის წესით სახელად იესო ქვია და მას ვაბარებ ხოლმე აღსარებას, ვინაიდან მხოლოდ ის არის შუამდგომელი მამის წინაშე და არა ლუდით აქოთებული გაბურძგნული ტეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

და რა იცი რომ არ ჩავიხედეთ საკუთარ გულში?

 

ვინმე სიმართლეს რომ იტყვის, ეგრევე დაიწყებთ, საკუთარ გულში ჩაიხედეთ, სხვისას რატომ აღნიშნავთ და ა.შ. სიმართლე უნდა ითქვას. ესაა და ეს.

 

გულში რომ ჩაგეხედა ასე თამამად ვერ ილაპარაკებდი სხვებზე! სიმართლე იმან უნდა თქვას ვინც იცის და თანაც თქმასაც გააჩნია, შენს ნათქვამში გულისტკივილი კი არ იგრძნობა რაღაც გსიამოვნებს ყველაფერი "ასე ცუდათ" რომ არის.

 

Ucnobi

 

საკუთარ გულში რომ ჩავიხედე იქ ერთი ცოდვილი კაცი დავინახე, რომელიც უძლურია და ნანობს თავის საქციელებს, მაგრამ ეს ცოდვილი, მასზე უფრო ცოდვილებსაც ხედავს და სამწუხარო სწორედ ის არის, რომ მასზედ უფრო ცოდვილები მღვდლებს ირქმევენ და შენ გთხოვენ აღსარებას,

 

 

 

ყველა შენზე ცოდვილია? ვერავინ ნახე ისეთი რომ მიხვიდე? თანაც არააქვს მაგას მნიშვნელობა თითონ როგორია მამაო. არც მე დავდივარ სამწუხაროდ ეკლესიაში მაგრამ მიზეზებს არ ვიგონებ და სხვებს არ ვაბრალებ ამას. არ გინდათ რა ეგეთი რაღაცეების წერა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

შენს ნათქვამში გულისტკივილი კი არ იგრძნობა

qeti32

 

გულისტკივილი რატომ უნდა მქონდეს ამათნაირების "მოღვაწეობაზე" იქნებ ამიხსნა?

 

http://s47.radikal.ru/i117/1108/b5/fefe1e2ac8f6.jpg

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გულისტკივილი რატომ უნდა მქონდეს ამათნაირების "მოღვაწეობაზე" იქნებ ამიხსნა?

მღვდლურსამება :givi: შუაში უეჭველი მამა მღვდელია არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qeti32

ყველა შენზე ცოდვილია?

რა მნიშვნელობა აქვს ჩემზე ცოდვილია თუ ნაკლებად ცოდვილი? იესო ამბობს ერთი მცნების დამრღვევი მთელი რჯულის დამრღვევი ხდებიო რადგან მთქმელმა არ იმრუშო ისიც თქვა არ კლა, ხოლო თუ არ კლავ და მრუშობ რჯულის დამრღვევი ხარ, ასე რომ ჩემზე ცოდვილი არ არსებობს ცოდვილი ცოდვილია აქ მხოლოდ ერთი განსხვავებაა ვიღაც შეიძლება ჩემზე ინტენსიურად სცოდავდეს.

ვერავინ ნახე ისეთი რომ მიხვიდე?

ვერავინ, იესოს გარდა, რადგან კაცი ცრუა ღმერთი მართალი.

თანაც არააქვს მაგას მნიშვნელობა თითონ როგორია მამაო

ისეთი კოხტა მნიშვნელობა აქვს როგორც დაგიბარებია, ახალ აღთქმაში წერია რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს "მამაო"

მნიშვნელობა კიდევ თუ არა აქვს მაშინ ჩამობრძანდეს მისი უსაყდროესობა აღსაყდრებული ტახტიდან და დამითმოს სკიპტრა და გვირგვინი ჰო ჯიპიც და მასზედ უკეთესად მე ვიქადაგებ თუ ცოდვათაგან თავშეკავებას არ აქვს მნიშვნელობა.

არც მე დავდივარ სამწუხაროდ ეკლესიაში მაგრამ მიზეზებს არ ვიგონებ და სხვებს არ ვაბრალებ ამას.

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ტერმინს "ეკლესია" სხვა დატვირთვა აქვს და ტაძარს არ ნიშნავს, ეკლესიაში შეიძლება ტაძარს გარეთ იყო. ეხლა მეორე მიზეზებს კი არ ვიგონებ ეს მიზეზები მართლაც არსებობს და მესამე კი არ ვაბრალებ სიმართლეს ვწერ.

პ.ს მეოთხე თუ სურვილი გაქვს გადავამოწმოთ სულ რაღაც 100 ლარი მჭირდება და ნებისმიერს ვაჩვენებ წერეთელზე ბოზების ამყრელ მამაოს თან გრაჟდანებით კი არა ანაფორით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მღვდლურსამება :givi: შუაში უეჭველი მამა მღვდელია არა?

Ucnobi'

 

ხო, ეგრე გამოიყვანა თავისი თავი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ucnobi

გასაგებია არ ხარ მართლმადიდებელი და თუკი არ ხარ მართლმადიდებელი მაშინ რატომღა გაღელვებს ის ნეგატივი რაც საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაშI ხდება? იცხოვრე შEნი სულიერი ცხოვრებით როგორც გწამს ისე, თუ აზრის მსგავსად რომელიც ასევე არაა მართლმადიდებელი შენგებულად ეწევეი სა. ეკლესიის დისკრედიტაციას?

 

მე პირადად რომ ვიყო ბუდისტი ან რომელიმე სექტის წარმომადგენელი შევეცდებოდი ჩემი რწმენის (თუკი ამის მიზანი მექნებოდა) სხვებისთვის გაცნობას და არა სხვა კონფესიის დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გმობას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ucnobi შევეცდებოდი ჩემი რწმენის (თუკი ამის მიზანი მექნებოდა) სხვებისთვის გაცნობას

Siknadmo

 

ხოდა, შეეცადე აბა გაგვაცნო "მართლმადიდებლად" წოდებული რელიგიური მიმდინარეობა... გისმენთ... :givi:

 

qeti32

არ ვაბრალებ სიმართლეს ვწერ.

თუ სურვილი გაქვს გადავამოწმოთ სულ რაღაც 100 ლარი მჭირდება და ნებისმიერს ვაჩვენებ წერეთელზე ბოზების ამყრელ მამაოს თან გრაჟდანებით კი არა ანაფორით.

Ucnobi

 

არა რას ამბობ, ხალხს ეგენი წმინდანები ჰგონია და ნუ აუცრუებ გულს და ნუ გაუცრუებ იმედებს ბრმა მრევლს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

, შეეცადე აბა გაგვაცნო "მართლმადიდებლად" წოდებული რელიგიური მიმდინარეობა... გისმენთ...

ბხხხხ :givi:

როგორი დახვეწილი და მრავალფეროვანი სარკაზმი გაქვს,

ადამიანის ერთ-ერთი თვისება სხვა აღმსარებლობის მიმართ სულ ოდნავი პატივისცემა თუ არა მისი ლანძღვისგან თავის შეკავება,

მართლმადიდებლობის ასეთი მოხსენიებით შენ ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ასევე საქართველოს წარსულს აყენებ შეურაცხყოფას,

 

თუმცა, ნუ, მაგას რომ ხვდებოდე ამხელა კაცი (?...

 

 

მესმის რომ რამეზე ვკამათობდეთ, ან რაღაც ისეთი ვთქვი რითაც შენს აღმსარებლბოას რაიმეთი შევეხე,

მაგრამ ასეთ ცარიელ ადგილას, არაფრის გამო, ასეთი ფრაზის დაწერა ერთ რამეზე მიუთითებს....

 

მერე ნუ გიკვირს და ნუ გწყინს რომ შEნნაირები საზოგადოებისგან გარიყულები ხართ :TAT:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გასაგებია არ ხარ მართლმადიდებელი და თუკი არ ხარ მართლმადიდებელი მაშინ რატომღა გაღელვებს ის ნეგატივი რაც საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაშI ხდება?

მაღელვებს იმიტომ რომ თბილისის ქუჩებში უამრავ რობოტს ვხედავ, მე კი რობოტების ქალაქში არ მსურს ცხოვრება.

წავიდე?

იცხოვრე შEნი სულიერი ცხოვრებით როგორც გწამს ისე, თუ აზრის მსგავსად რომელიც ასევე არაა მართლმადიდებელი შენგებულად ეწევეი სა. ეკლესიის დისკრედიტაციას?

შეგნებული დისკრედიტაცია რას ნიშნავს ხალხის მასა მხოლოდ ბრმად მორწმუნეები ხომ არ გგონია, ისინი ვისაც ბრმად არ წამთ და ამოწმებენ მათ ნათქვამსა და ნამოქმედარს ხედავენ რომ ცდომილებაში შეჰყავთ ხალხი და ეს დისკრედიტაციაა?

მე პირადად რომ ვიყო ბუდისტი ან რომელიმე სექტის წარმომადგენელი შევეცდებოდი ჩემი რწმენის (თუკი ამის მიზანი მექნებოდა) სხვებისთვის გაცნობას და არა სხვა კონფესიის დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გმობას

არაფერს არ ვგმობ მე აღმსარებლობაზე კი არა მკრეხელი მღვდლების უმსგავსო საქციელზე მაქვს საუბარი.

 

აზრი

ხო, ეგრე გამოიყვანა თავისი თავი

ღიპით ვიცანი უეჭველი მამა მღვდელი რომ იყო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...