fashisti Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წლევანდელი ალოობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე უხვმოსავლიანია. მინისტრის თქმით, ეს მთავრობის მიერ შემუშავებული იმ გეგმის დამსახურებაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალმოსავლიანი ხორბლის თესლის შემოტანა მოხდა. „ჯაგერის ჯიშის სათესლე მასალამ გაამართლა საქართველოს პირობებში. იმ ფერმერებმა, ვინც სწორედ ეს თესლი გამოიყენეს ჰექტარზე მინიმუმ 4 ტონა ხორბლის მოსავალი აიღეს. ამან კი ქვეყანაში საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელიც მკვეთრად გაზარდა“, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. მისივე თქმით, ხორბლის პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში მაღალი ხარისხის სათესლე მასალაც გაჩნდა. შემოტანილი ჯაგერის ჯიშის თესლი პირველი რეპროდუქციის იყო, რაც საშუალებას იძლევა მისგან მიღებული მოსავლიდან ნაწილის სათესლედ გამოყენებას 3 წლის განმავლობაში. „ამავე დროს ქვეყანაში განახლდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზა. ამჟამად ყველა მსურველს შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე კომბაინები, რომელთა დანაკარგიც თითქმის ნულის ტოლია. შედარებისთვის ძველი ტექნიკის პირობებში მოსავლის 20 პროცენტზე მეტი აღების დროს იკარგებოდა“, - აღნიშნავს კვეზერელი.http://www.myvideo.ge/?video_id=1423086 ჩვენ მაინც ძველ ხორბალს შევჭამთ ქართველი ერი არ გაეკარება მაგ მასონურ გენომოდიფიცირებულ ქართველი ერის მტერ ხორბალს მეტა: ლეჟავა Edited July 31, 2011 by fashisti Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 მკიდია, მე ძუძუ მიყვარს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 fashistiვინ თქვა, რომ ამერიკული ჯიში მტერია? საქმე იმაშია, რომ სამინისტროს მოვალეობა ხორბლის შემოტანა და გაყიდვა კი არა, სხვა უამრავი საქმეა. და არ დაგავიწყდეს, რომ ნაციონალები უკვე 8 წელია მართავენ ქვეყანას და მათი შედეგი სოფლის მეურნეობაში სიმინდის და ხორბლის თესლის შემოტანაა მხოლოდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 ეს კახელებს ვკითხე და არაო, ამერიკული ხორბალი გაფუჭდა მთლიანადო, მერე მაგათ ნაცვლად, ისევ ჩვენი დაგვირიგესო და ტელევიზიებში გვათქმევინეს, რომ ეს ამერიკული ხორბალიაოო.. ვისაც არ ჯერა, შეუძლია ჩავიდეს კახეთში და თუ ვინმე ისეთი ჰყავს, ვისაც შეუძლია სიმართლე გითხრას, გეტყვის (თუ არ იფიქრა რომ მთავრობის კაცი ხარ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 Nukrikoეს კახელებს ვკითხე და არაო, ამერიკული ხორბალი გაფუჭდა მთლიანადო, მერე მაგათ ნაცვლად, ისევ ჩვენი დაგვირიგესო და ტელევიზიებში გვათქმევინეს, რომ ეს ამერიკული ხორბალიაოო.კარგი რა... შენი აზრით რამდენჯერ ესწრება ხორბლის თესვა 1 წელიწადში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) ჩვენ მაინც ძველ ხორბალს შევჭამთ ქართველი ერი არ გაეკარება მაგ მასონურ გენომოდიფიცირებულ ქართველი ერის მტერ ხორბალს მეტა: ლეჟავასატურნი თემა გამახსენდა ჯაშუშების თაობაზე "აიტ!!!!!" "აიტ!!!" ჩვენი ჭკვიანი მთავრობამ ამერიკული ხორბალი შემოიტან და თქვენ ჯიგრული ქართული ხორბალი გინდათ ხო? არ გესმის ბატონოჩემო შენ ამ დარგში არაფერი და წინასწარ "აიტ!!!" ძახილი არგუმენტი არაა. ენციკლოპედიაზე თუ არ მიგიწვდებათ ხელი ეგებ აქ ნეტში იპოვოთ ქართული ხორბლის ჯიშის უპირატესობების თაობაძე მასალა. ჩაი, არ იყო ქართული ქულტურა, არამედ კომუნისტური კულტურაა. "აიტ!!!" Edited July 31, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) არსებობს უძველესი ქართული ხორბლის ჯიშები რომელიც ამ ნიადაგისთვისაა გამიზნული და საუკუნეების განმავლობაში მოყავდა ქართველ გლეხს ქართული ხორბლის ჯიში. ესენია დიკა, ასლი, თავთუხი, დოლისპური და სხვახორბლის ქართულ ჯიშებს (”მახა”, ”ზანდური”, ”თავთუხი”, ”დიკა”, ”დოლისპური”, ”ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზე ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით, თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია.ეს თვისებებია ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა, მავნებლების მიმართ გამძლეობა, სტაბილურმოსავლიანობა, მაღალი გემური თვისებები და ა.შ (აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული პური დიდი ხანი ინახება და საერთოდ არ ობდება). საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს. 2009 წლის მონაცემებით 650 000 ტონა უცხოეთიდან შემოგვქონდა და ჩვენ მხოლოდ 150 000 ტონას ვაწარმოებდით. დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54 000 ტონამდე ჩამოვიდა. ასეთი შედეგი მოგვცა ქართული უნიკალური ხორბლის ჯიშების უარყოფამ და გენმოდიფიცირებული თესლის მასიურმა გავრცელებამ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გენმოდიფიცირებული თესლი ფიტავს ნიადაგს და გამოირჩევა დაბალი ხარისხით, ასევე აღსანიშნავია რომ იგი არარეპროდუქტიულია, ანუ სათესლედ არ გამოდგება. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჩვენ იმდენი ხორბლის წარმოების საშუალება გვაქვს, რომ არათუ საკუთარ მოთხოვნილებას დავიკმაყოფილებთ, შეგვიძლია ექსპორტზეც გაიტანოთ, თუმცა სრულიად მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად ქართული ხორბლის ჯიშები დღეს გაქრობის პირასაა. ხორბლის სულ 27 სახეობაა და აქედან 14 საქრთველოში მოდის, 5 ენდემური http://gogaggg.com/new/news/index.php?name=News&op=article&sid=9958 აქაც ვიდეომასალა ვი ჩვენ პატრონს უბედურს Edited July 31, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 Siknadmoქართული ხორბალი არის მცირემოსავლიანი. მოგება რომ მოიტანოს, სულ ექსკლუზიური, ხუთლარიანი პურები უნდა აცხო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 მთავარია პიარი!!! ამერიკულია ესეგი კარგია!!! "99 ფრანკია" ბლიად!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 http://gogaggg.com/n...rticle&sid=9958 ეს ნახეთ და ბღავილი მოგინდებათ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) Anima Liberaქართული ხორბალი არის მცირემოსავლიანისაიდან მოიტანე? ქართული, არაქართული არ ვიცი მე... უბრალოდ ეს ხორბალი რაც შემოიტანეს გაფუჭდა, ეს ფაქტია. ამ ფაქტის გადასამოწმებლად, კვლავ კახელ გლეხებზე მიგითითებთ.. Edited July 31, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 Nukrikoსაიდან მოიტანე? ქვევით იყო, მაღაზიაში Nukrikoმცირემოსავლიანი თანამედროვე პირობებშია, თორემ ერეკლეს დროს კარგი იქნებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) Anima Liberaმცირემოსავლიანი თანამედროვე პირობებშია, თორემ ერეკლეს დროს კარგი იქნებოდა ხო და საიდან მოიტანე რომ თანამედროვე პირობებში მცირემოსავლიანიაო? იცი რამდენი მიწებია ზოგადად დაუმუშავებელი? ეს კიდე სხვა პრობელამაა, მაგრამ ზოგადად საქართველოს მაშტაბით, საქართველოს ამ პირობებში, შეუძლია კარგი მენეჯმენტის და სუბსიდირების მეშვეობით სოფლის მეურნეობის ამოქაჩვა.. საბჭოთა კავშირის დროს ყოფნიდა და დღეს, როცა უფრო მცირერიცხოვანია საქართველო არ ჰყოფნის... დედა... Edited July 31, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) Nukrikoიცი რამდენი მიწებია ზოგადად დაუმუშავებელი? მერე რაც მიწებია სულ ხორბალში ხომ არ დავასაქმებთ... ეს კიდე სხვა პრობელამაა, მაგრამ ზოგადად საქართველოს მაშტაბით, საქართველოს ამ პირობებში, შეუძლია კარგი მენეჯმენტის და სუბსიდირების მეშვეობით სოფლის მეურნეობის ამოქაჩვა..ზუსტად მცირემიწიანობის გამო ახალი, გამოყვანილი ჯიშებით შესაძლებელია შესანიშნავი შედეგის მიღება სუბსიდიების გარეშეც. საბჭოთა კავშირის დროს ყოფნიდა და დღეს, როცა უფრო მცირერიცხოვანია საქართველო არ ჰყოფნის... დედა...მარტო კომპიუტერები და მანქანები კი არ ვიტარდება შე კაცო... Edited July 31, 2011 by Anima Libera Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) Anima Libera მერე რაც მიწებია სულ ხორბალში ხომ არ დავასაქმებთ...მერე ვინ გითხრა რომ მიწებში უნდა დაამუშაო? მაგრამ რატომ აიძულებენ ბევრს დაეთათ ის ხორბალი, რომელიც გაფუჭდა და მერე ისევ ძველი დაათესინა და ამერიკულ ხორბლად გაასაღა ეს? ზუსტად მცირემიწიანობის გამო ახალიაღმოსავლეთ საქართველოში არ არის მცირემიწიანობა.. გამოყვანილი ჯიშებით შესაძლებელია შესანიშნავი შედეგის მიღება სუბსიდიების გარეშეც.კი ბატონო, მერე ეს რა შუაშია იმასთან რასაც ეს ხელისუფლება ჩადის?შეჯვარებული ჯიში არ ნიშნავს, ნაგავს, რომელიც ვერ გაიხარებს.. ერთი ფაქტია, თუ რამე ახალს ჯიშებს გააკეთებს ვინმე, ეს უნდა გააკეთონ მეცნიერთა ჩართულობით და არა კორპორაციებმა და კერძო პირებმა, რომლებიც მხოლოდ პირადი მოგებით არიან დაინტერესებულნი, არამედ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომელიც უნდა იყოს დაინტერესებული ისეთ ჯიშების გამოყვანით, რომელსაც ცუდი შედეგი არ ექნება ადამიანების ჯამრთელობისთვის.. მარტო კომპიუტერები და მანქანები კი არ ვიტარდება შე კაცო... ეე ბიჭო, კუთხეებში მოსიარულე ტრაქტორები რომ არის და გლეხამდე ერთი ტრაქტორი რომ არ მივიდა, მერე არ უნდა ჰქონდეს პრეტენიზები, რომ მცირემოსავლიანობა თურმე ქართული ჯიშების ბრალი ყოფილა.. ტექნიკა არ აქვთ გლეხეს და რა გინდათ ეხლა.. შენ მიშისტო შენ!!!!!!!!!!! Edited July 31, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.