Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მართალია, მაგრამ გავაფართოვოთ მსჯელობის ფარგალი. ერთი მითხარი, თავის ხასიათით და სულიერ აგებულებით ქართველი ხალხი დემოკრატია თუ არისტოკრატი?

 

- ვისაც ვუცნივართ, არისტოკრატებში ჩაურიცხივართ.

 

- გიშველა ღმერთმა! მაშ ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? ხომ გახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მთელი ქვეყანა რომ შევსძარით რიხიან ყვირილით და ბაქიობით: მოდით, გვნახეთ და ჩვენგან ისწავლეთ ნამდვილი დ...დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება და ნამდვილი ხალხოსნური წესრიგიო?! შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა. მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე. იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ...ქქვეყანასაც. ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ. ბოლოს-და-ბოლოს, საქ...ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს. წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას. უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია. დღევანდელი დღე წარსულის მეათე თუ მეასე შენიშვნაა - არც მეტი, არც ნაკლები.

 

 

მე: იცნობთ უმრავლესობა ამ ნაწყვეტს, მაგრამ მაინც, თვალსაჩინოებისთვის იდოს.. ამ მონოლოგის ბოლო ნაწილი აქტუალური მგონია ნამეტანი ახლაც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია.

 

რათქმაუნდა ყველაფერი ბრუნავს, დედამიწაც , ისტორიაც, მოვლენებიც..

ნეტავ ქვეყნისა და ხალხითვის სასიკეთოდ როდის დატრიალდება ???

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას

ძალიან აქტუალურია და ალბათ ყოველთვის აქტუალური იყო ჩვენთვის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

Burzum -ის მოკლული არ არის, შენ ავატარზე კაცი რომ არის?

 

 

ხო რაც შეეხება მიმბაძველობას, რაღაც განსაკუთრებული არ ხდება საქართველოში

 

 

პატარა წარუმატებელი ერის კომპექსია მაგი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის ავტორს არ ეწყინოს, თემასთან კავშირი არ აქვს ამ სურათს, უბრალოდ დამპალ ხასიათზე ვარ და სადმე დავდო მეთქი :)

 

http://www.georgian-style.net/nomnomnom.gif

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

SSDK

Burzum -ის მოკლული არ არის, შენ ავატარზე კაცი რომ არის

 

Lies, rumors and hate. Moneymaking, sadness

And shame

And all this by, the Day as Burzum Killed ..

 

ხო რაც შეეხება მიმბაძველობას, რაღაც განსაკუთრებული არ ხდება საქართველოში

 

 

პატარა წარუმატებელი ერის კომპექსია მაგი..

ეგ აქსიომაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ

მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა:

"ნამეტნავად" თან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

 

Lies, rumors and hate. Moneymaking, sadness

And shame

And all this by, the Day as Burzum Killed ..

 

მე ბურზუმისკენ ვარ მაინც. ისე ჩვენებაზე თქვა, რომ ტიპი გაფსიხდაო და ჩემი მოკვლა უნდოდაო, ავდექი და მე მოვკალიო..

 

"ნამეტნავად" თან..

იმიტომ რომ კომპლექსია, რომელიც არა ხალხს, არამედ ხელისუფლებას აწუხებს.. ნუ ხალხსაც რაღაც დოზით, მაგარამ ეს გადაჭარბება, ხელისუფლების ბრალია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

მე ბურზუმისკენ ვარ მაინც. ისე ჩვენებაზე თქვა, რომ ტიპი გაფსიხდაო და ჩემი მოკვლა უნდოდაო, ავდექი და მე მოვკალიო..

სწორედ სასამართლომაც და გამოძიებამაც დაადგინა, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი ყველაფერი, ეუროც საერთოდ უიარაღოდ იყო და ის მომზადებული მთლიანად.. საერთოდ მშიშრებს და ლაჩრებს ახასიათებთ ზურგში ჩარტყმა..

არ ღირს ამ თემის აქ ამოწევა, 7-ჯერ მაქვს გადაღეჭილი და დამუშავებული თავის პერვოისტოჩნიკებიდან..

 

იმიტომ რომ კომპლექსია, რომელიც არა ხალხს, არამედ ხელისუფლებას აწუხებს.. ნუ ხალხსაც რაღაც დოზით, მაგარამ ეს გადაჭარბება, ხელისუფლების ბრალია..

მასეა, უბრალოდ ბრალზე მეტად კატალიზატორის როლს ასრულებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

სწორედ სასამართლომაც და გამოძიებამაც დაადგინა, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი ყველაფერი, ეუროც საერთოდ უიარაღოდ იყო და ის მომზადებული მთლიანად.. საერთოდ მშიშრებს და ლაჩრებს ახასიათებთ ზურგში ჩარტყმა..

არ ღირს ამ თემის აქ ამოწევა, 7-ჯერ მაქვს გადაღეჭილი და დამუშავებული თავის პერვოისტოჩნიკებიდან..

ვარგი მაგარი კაცია. ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომელიც მუსიკას იდეურად უდგება და ნაკლებად კომერციულად..

 

სხვების მარტო კომერციულად უყურებენ და კიჩი არის სხვა დანარჩენი, ვითომ მეტალისტები და იდეები რომ ჰკიდიათ..

 

მეტალს იდეის გარეშე არ გავკარი :D

მასეა, უბრალოდ ბრალზე მეტად კატალიზატორის როლს ასრულებს..

კატალიზატორის როლს არა. შენ ხედავ სადმე საზგოადების ნებას? მე ვხედავ ხელისუფლების ნებას.. შესაბამისად ყველაფერი რაც წყდება, წყვეტს ხელისუფლება. ამიტომ გადამეტებული მიმბაძველობაც, რეჟიმის გადაწყვეტილებაა და რეჟიმის ბრალია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

კატალიზატორის როლს არა. შენ ხედავ სადმე საზგოადების ნებას? მე ვხედავ ხელისუფლების ნებას.. შესაბამისად ყველაფერი რაც წყდება, წყვეტს ხელისუფლება. ამიტომ გადამეტებული მიმბაძველობაც, რეჟიმის გადაწყვეტილებაა და რეჟიმის ბრალია..

 

კი, მე ვხედავ საზოგადოების ნებასაც:

ადრე იყო ხალხში: "კრუშკა", "ლუსტრა", "დვიჟენიები",

ახლა არის: "ფართი", "ჰოლი", "ივენთი"

 

სწორედაც, რომ პატარა, წარუმატებელი ერების სინდრომია ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ ებრძოლოს ასეთ მიმბაძველობას.. ჩვენ შემთხვევაში კი, უძლიერესი კატალიზატორია..

ვარგი მაგარი კაცია. ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომელიც მუსიკას იდეურად უდგება და ნაკლებად კომერციულად..

 

სხვების მარტო კომერციულად უყურებენ და კიჩი არის სხვა დანარჩენი, ვითომ მეტალისტები და იდეები რომ ჰკიდიათ..

 

მეტალს იდეის გარეშე არ გავკარი :D

არ გვინდა აქ ვარგზე საუბარი ჯობია.. არ მოგიკლავ იდეალს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...