Jump to content
Planeta.Ge

ილია II-ის და გარეგინ II-ის შეხვედრის კადრების გავრცელების გამო, ვიდეოს ავტორმა სამსახური დაკარგა


Recommended Posts

ილია II-ის და გარეგინ II-ის შეხვედრის კადრების გავრცელების გამო, ვიდეოს ავტორმა სამსახური დაკარგა

 

ინტერნეტ-პორტალ „youtube“-ზე ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრის კადრების გავრცელების გამო, ვიდეოს ავტორმა სამსახური დაკარგა.

 

ამის შესახებ, „ექსპრესნიუსს“ დეკანოზმა ლევან მათეშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ვიდეომასალის ავტორი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ მუშაობდა და ამ ფაქტის გამო დაითხოვეს ერთსულოვნად (ხაზგასმა ჩემია).

 

„ამ ვიდეომ დიდი სამსახური გაუწია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმიჯის შენარჩუნებაში საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ, სამწუხაროდ , ის ადამიანი, ვინც ეს ვიდეო დადო ინტერნეტ-სივრცეში, უმუშევარი დარჩა“,-განაცხადა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად ვიდეოს უნებართვო გავრცელება დაუსახელეს.

 

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა დაედგინა აღნიშნული პიროვნების ვინაობა, მაგრამ ვიდეოს ავტორმა საკუთარი სახელის და გვარის თქმა არ ისურვა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-პორტალით გავრცელებულმა ვიდეო კადრებმა, სადაც ორი პატრიარქის შეხვედრის დეტალები იყო ასახული, როგორც სომხეთშა, ასევე საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

წყარო

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაგალითად დღEს ერთმა ახვარმა მართლმადიდებელ ფორუმზე ბანი დადადო

რა დაწერე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...